1. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვის, თუ ის დაამტკიცებს, რომ:
ა) პროდუქტი ბაზარზე მას არ განუთავსებია;
ბ) წუნი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტის ბაზარზე განთავსების მომენტისათვის არ არსებობდა;
გ) პროდუქტი არ იყო გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის, ან ნებისმიერი ფორმით დისტრიბუციისათვის, ან პროდუქტი არ ყოფილა წარმოებული/გავრცელებული მის მიერ მისი საწარმოო საქმიანობის პერიოდში;
დ) წუნი პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობ ამ გამოიწვია;
ე) მეცნიერული ან ტექნიკური ცოდნა პროდუქტის მიმოქცევაში გაშვების მომენტისათვის არ იყო იმგვარი, რომ მწარმოებელს წუნის აღმოჩენის საშუალება ჰქონოდა;
ვ) პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებლის შემთხვევაში, წუნი გამოწვეულია პროდუქტის დიზაინით, რომელშიც ეს ნაწილია მოთავსებული, ან მითითების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ მწარმოებლის მიერ, რომელიც თავის პროდუქტში იყენებს ამ ნაწილს.
3. მწარმოებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტს ზიანი არ გამოუწვევია.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. მწარმოებლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება 1. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანის მიყენებისთვისმიყენებისთვის, , თუ ის დაამტკიცებს, რომ: ა) პროდუქტი ბაზარზე მას არ განუთავსებია; ბ) წუნი, რომელმაც ზიანი გამოიწვიაგამოიწვია, , პროდუქტის ბაზარზე განთავსების მომენტისათვის არ არსებობდა; გ) პროდუქტი არ იყო გამიზნული ბაზარზე განთავსებისათვის, ან ნებისმიერი ფორმით დისტრიბუციისათვის, ან პროდუქტი არ ყოფილა წარმოებული/გავრცელებული მის მიერ მისი საწარმოო საქმიანობის პერიოდში; დ) წუნი პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობ ამ გამოიწვია; ე) მეცნიერული ან ტექნიკური ცოდნა პროდუქტის მიმოქცევაში გაშვების მომენტისათვის არ იყო იმგვარი, რომ მწარმოებელს წუნის აღმოჩენის საშუალება ჰქონოდაჰქონოდა; ; ვ) პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებლის შემთხვევაში, წუნი გამოწვეულია პროდუქტის დიზაინით, რომელშიც ეს ნაწილია მოთავსებულიმოთავსებული, , ან მითითების საფუძველზე, რომელიც გაცემულია იმ მწარმოებლის მიერ, რომელიც თავის პროდუქტში იყენებს ამ ნაწილსნაწილს. . 3. მწარმოებელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის, თუ ამ პროდუქტს ზიანი არ გამოუწვევია. თავი III. პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება