1. მწარმოებელი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია მის მიერ ბაზარზე განთავსებული წუნდებული პროდუქტით.
2. თუ მწარმოებლის მიკვლევა შეუძლებელია, თუნდაც პროდუქტზე მითითებული იყოს მისი სახელი, პროდუქტის ბაზარზე ფაქტობრივად განმათავსებელი ითვლება ამ პროდუქტის მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გონივრულ ვადაში ატყობინებს დაზარალებულს მწარმოებლის ან იმ პირის ადგილსამყოფელს, რომელმაც მას პროდუქტი მიაწოდა.
3. ზიანის დადგენის მტკიცების ტვირთი დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებული ასევე ვალდებულია დაამტკიცოს წუნდებულ პროდუქტსა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი.
4. თუ ერთი და იმავე ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელია ორი ან მეტი პირი, ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის წილობრივად დანაწილებით.
5. მწარმოებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ ის დაამტკიცებს, რომ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებს.
6. წუნდებული პროდუქტი შეიძლება განთავსდეს ბაზარზე, თუ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს, რომ იგი წუნდებულია.
7. მწარმოებელი პასუხისმგებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ზიანი ერთდროულად წუნდებული პროდუქტითა და მესამე პირის ქმედებით არის გამოწვეული.
8. მწარმოებლის პასუხისმგებლობა შეიძლება შემცირდეს ან გამოირიცხოს, თუ გარკვეული გარემოების არსებობისას ზიანი გამოიწვია როგორც პროდუქტის წუნმა, ისე დაზარალებულის არასწორმა ქმედებამ, ან იმ პირმა, რომელზედაც პასუხისმგებელია დაზარალებულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-1194(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
…განაწილების ლიცენზიატი, სწორედ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება მის მიერ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდარტებთან (მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 31 პუნქტი, მე-7 მუხლის პირველი, მე-5 და მე-9 პუნქტები, 22-ე მუხლი). კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო მარეგულირებელი კომისიის პოზიცია იმის…
- საქმე №ბს-641-641(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2018
კასატორმა მიუთითა ხსენებული ბრძანებულების მე-5 და მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დ. ც-ე ვერ შეძლებს არქიტექტურული პროექტის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენას იმ მიზეზის გამო, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის 25-მეტრიან…
- საქმე №330310016001504744 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2018
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ობიექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობას.
- საქმე №330310018002736150 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
…სამართლებრივი საფუძველია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ნორმატიული აქტით, გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N-- ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1: 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურების“ მე-5 და მე-6 მუხლებით (აღნიშნული ნორმატიული აქტი გაუქმდა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის #---- ბრძანებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება