1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის:
ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას;
ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას;
გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას;
დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას;
ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება.
3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა:
ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის;
ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება 1. აკრძალულია ეკონომიკური აგენტისათვის ან კონკრეტული სახის საქმიანობისათვის სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. [ 1. აკრძალულია სახელმწიფო დახმარება, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] 2. შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას, თუ ის: ა) გაიცემა ინდივიდუალური მომხმარებლისათვის სოციალური დახმარების სახით, იმ პირობით, რომ დახმარება არ გამოიწვევს შესაბამისი საქონლის/მომსახურების მწარმოებლის დისკრიმინაციას; ბ) მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენის ან ფორსმაჟორული გარემოების შედეგების აღმოფხვრას; გ) მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ღონისძიების განხორციელებას; დ) მიზნად ისახავს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული უფლების განხორციელებას ან მოვალეობის შესრულებას; ე) გაიცემა ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების სახით, უმნიშვნელო ოდენობით. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ვ) მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის განხორციელებას, თუ ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება. 3. სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება დაშვებულ იქნეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას ან არ ქმნის მისი მნიშვნელოვნად შეზღუდვის საშიშროებას და რომელიც გაიცემა: ა) გარკვეული რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის; ბ) კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №330310117002179137 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.03.2020
დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „ლიბოს“ საჩივარი მოპასუხეებთან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „აჯადისთან“ - მიმართებით, ხოლო მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით, დაუშვებლობა დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ნაწილში, თანდართული დასაბუთებული დასკვნის გათვალისწინებით.
- საქმე №330310018002323033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით…
- საქმე №330310017002080012 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით…
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით…
- საქმე №330310117002179137 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „ლ----ს“ საჩივარი მოპასუხეებთან - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „ა-----ისთან“ - მიმართებით, ხოლო მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმართებით, დაუშვებლობა დადგინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ნაწილში, თანდართული დასაბუთებული დასკვნის გათვალისწინებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება