1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე.
3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას.
4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას.
7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 15.07.2020 კანონი №6893
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგადი წესი 1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებისათვის სახელმწიფო დახმარების გაცემის ზოგად წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები შეიმუშავებენ და სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგენენ სახელმწიფო დახმარების გაცემის პროცედურას, რომლითაც განისაზღვრება მისი გაცემის მიზნები, სახელმწიფო დახმარების ფორმები და მიმღები სუბიექტები. 3. ამ მუ ხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმისა და მიმღების თაობაზე. 4. სახელმწიფო დახმარების გამცემი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად არ ზღუდავს კონკურენციას. 5. სახელმწიფო დახმარების გამცემი სააგენტოს აცნობებს სახელმწიფო დახმარების გაცემის პირობების, მათი არსებითი ცვლილებისა და გაცემული სახელმწიფო დახმარების შესახებ. [მუხლი 13. სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები 1. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო დახმარების გაცემის მიზნის, სახელმწიფო დახმარების ფორმის, ოდენობისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის თაობაზე. 3. სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად წარუდგენს იმის დასაბუთებას, რომ გასაცემი სახელმწიფო დახმარება არსებითად არ ზღუდავს კონკურენციას. 4. სააგენტო მისთვის წარდგენილი განცხადების (ინფორმაციის) საფუძველზე ამოწმებს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა გასცემს სათანადო დასკვნას. საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს ვადა შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ დასკვნის გაუცემლობა თანხმობად მიიჩნევა. 5. სააგენტოს უფლება აქვს, სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს ან/და მიმღებ ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას სააგენტო წარუდგენს სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს და საქართველოს მთავრობას. 7. საქართველოს მთავრობა, რომელსაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა წარედგინა, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საკითხზე. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება