1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სახელმწიფო დახმარების შეთანხმება 1. სააგენტო მისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს გასაცემი სახელმწიფო დახმარების ამ კანონის დებულებებთან შესაბამისობას და არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა გასცემს სამართლებრივ დასკვნას, თუ აღნიშნული სახელმწიფო დახმარება არ შეესაბამება ამ კანონის დებულებებს. ცალკეულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე. დადგენილ ვადაში სამართლებრივი დასკვნის გაუცემლობა თანხმობად ჩაითვლება. 2. სახელმწიფო დახმარების გამცემის ქმედების ამ კანონის დებულებებთან წინააღმდეგობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო დახმარების გამცემს მოსთხოვოს დამატებითი დასაბუთება ან/და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართლებრივ დასკვნას და რეკომენდაციას სააგენტო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო დახმარების გამცემს. 4. საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარედგინა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დასკვნა და რეკომენდაცია, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე. [მუხლი 14. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა 1. ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობა, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე. 3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრში შეტანას. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებების რეესტრის წარმოების პროცესში სააგენტო დაადგენს, რომ გაცემული ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების უმნიშვნელო ოდენობას, იგი ამზადებს სათანადო დასკვნას და მას უგზავნის როგორც სახელმწიფო დახმარების გამცემ ორგანოს, ისე მის ზემდგომ ორგანოს (არსებობის შემთხვევაში). (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება