1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.
2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.
3. სააგენ
ტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
41. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოში დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას, კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და სათანადო დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
42. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.
43. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.
5. სააგენ
ტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.
6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.
7. (ამოღ
ებულია - 16.09.2020, №7126).
8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6750 – ვებგვერდი, 21.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №524 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი №1457 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3111 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3754
- 13.06.2023 კანონი №3111
- 29.03.2022 კანონი №1457
- 28.05.2021 კანონი №524
- 16.09.2020 კანონი №7126
- 15.07.2020 კანონი №6893
- 13.07.2020 კანონი №6750
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება 1. კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. 2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით. [2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.(ამოქმედდესდებულებით. 2024 წლის 5 იანვრიდან)] 3. სააგენ ტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას; კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და შესაბამის დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 41. სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოში დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას, კერძოდ, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ახორციელებს შესწავლას და სათანადო დასკვნას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 42. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას. [443. 3 . სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობას, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას. (ამოქმედდეს 2024 წლის 5 იანვრიდან)] 5. სააგენ ტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის. 6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის. [6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.(ამოქმედდესშესრულებისთვის. 2024 წლის 5 იანვრიდან)] 7. (ამოღ ებულია - 16.09.2020, №7126). 8. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 9. სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. 10. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330310018002323033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
…მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო ამავე პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
…მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო ამავე პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება