1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს
უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
პასუხისმგებლობას.
5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ინტერესთა კონფლიქტი 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. 2. თუ, ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. [ 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. 2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე. 4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით. თავი V. აღსრულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება