სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:
ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია;
ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი;
დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ე) საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება;
ვ) სააგენტოს მიღებული აქვს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა;
ზ) სასამართლო წარმოებაშია საქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით, ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
თ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას სააგენტო თანხმობას განაცხადებს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3754
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. სააგენტოს მიერ საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ: ა) საჩივარი უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია; ბ) არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი; გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი; დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ე) საქმის მოკვლევის შედეგად სააგენტოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება; ვ) სააგენტოს მიღებული აქვს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებისა; ზ) სასამართლო წარმოებაშია დავასაქმე, რომელიც ეხება დავას იმავე მხარეებს შორისშორის, იმავე დავის საგანზე ანდა იმავე დავისსაფუძვლით, საგანზეან არსებობს სასამართლოს მიღებულიგადაწყვეტილება აქვსან განჩინება ანიმავე სხვადავის გადაწყვეტილებასაგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; თ) საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლისას სააგენტო თანხმობას განაცხადებს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
პალატა ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება