1. პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსათვის მიმართვის გარეშე.
2. ამ კანონის დარღვევის თაობაზე დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
3. მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება არის ამ კანონის დარღვევისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის საფუძველ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.05.2012).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-869-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2018
კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა არათანაბარი პირობების შექმნასა და კონკურენციის წესების დარღვევაზე, რის გამოც, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვალა, რომ საკითხის განხილაზე განსჯადს თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა და სამოქალაქო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება