თავი VI — სააგენტოს თანამშრომლობა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან
1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი;
ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან;
გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა.
3. თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის.
5. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
7. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112, მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.
10. ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
- 20.11.2013 კანონი №1586
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები 1. თუ სააგენტოს წარედგინა საჩივარი ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, იგი ამ საჩივარს გადაუგზავნის შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს. 2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო შესაბამის სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აცნობებს სააგენტოს. 3. სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოსათვის წარსადგენად. 4. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს, კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს. 5. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შეიძლება შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. 6. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლაში სააგენტოს მონაწილეობის მიზნით. 7. შესაბამის ეკონომიკის რეგულირებად სფეროში მესამე მხარის ქსელში დაშვებასა და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წინასწარ რეგულირებას, აგრეთვე ავტორიზებულ პირთა მიერ მათთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს ახორციელებს და მათ შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არეგულირებს, განიხილავს და წყვეტს ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილ დავებს, მათ შორის, ავტორიზებული პირებისათვის დაკისრებულ შესაბამის სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებულ დავებს. 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებები, რომელთა მიზანია ან რომელთა შედეგია კონკურენციის შეზღუდვა ან აღკვეთა (გარდა ფასწარმოქმნისა, ურთიერთჩართვისა და მომსახურების სტანდარტული პირობებისა), რეგულირდება ამ კანონით. [მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება 1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი; ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან; გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა. 3. თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის. 5. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს. 6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს. 7. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 331 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 111 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 112112, , მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა. 10. ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] თავი VII. სანქციები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება