1. სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
2. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები.
3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომჩივნისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
4. სააგენტო მომჩივანსა და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე ან საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.
5. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.
6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე, და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე და მოპასუხე მხარეს პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.
8. საჩივრის ფორმას, წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს და შესაბამის აქტს იღებს სააგენტო.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. განცხადების ან/და საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება 1. სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს. 2. თუ განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს განცხადების განხილვაში შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მონაწილეობა და მისცეს მას განცხადების თაობაზე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. 3. სააგენტო ვალდებულია საჩივარი აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები საჩივრის თაობაზე. 4. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 5. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს აცნობებს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. 6. სააგენტოს უფლება აქვს, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. 7. განცხადებისა და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. 8. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159). 9. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159). [მუხლი 23. სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება 1. სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. 2. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები. 3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომჩივნისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 4. სააგენტო მომჩივანსა და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე ან საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. 5. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება. 6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე, და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე და მოპასუხე მხარეს პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს. 7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. 8. საჩივრის ფორმას, წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს და შესაბამის აქტს იღებს სააგენტო. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
კასატორი მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 23-ე და 25-ე მუხლებზე, „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული…
- საქმე №330310018002323033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
მოთხოვნის საფუძვლებად მითითებულია:,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის,,ა“,,,ბ“ და,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტები და 23-ე მუხლი. სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა N0---- ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად,,,კონკურენციის…
- საქმე №330310017002080012 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
მოთხოვნის საფუძვლებად მითითებულია:,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის,,ა“,,,ბ“ და,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის,,ბ“ და,,გ“ ქვეპუნქტები და 23-ე მუხლი. სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა N0---- ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად,,,კონკურენციის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება