1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა;
გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება;
დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება 1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ – შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება; დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების გამოყენება, რითაც ხდება მათი კონკურენციულად წაგებიან მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების პირობად გარიგების მხარისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან; ვ) მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისთვის ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს. [ 1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა (შემდგომ – შეთანხმება), კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული ან სხვა ნიშნით განაწილება; დ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელსაც გარიგების საგანთან საგნობრივი და კომერციული კავშირი არ აქვს. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] 2. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალული შეთანხმება ბათილია, თუ მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი გამონაკლისები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-888-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებაში ვერ ჩაიწერებოდა მინიმალური მოთხოვნებისა თუ შეკვეთის შესახებ კონკრეტული შეთანხმება, რადგან აღნიშნული ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად (1. აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაციის ფარგლებში დაიდოს ისეთი…
- საქმე №ბს-595-592(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2017
…სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან უზენაეს სასამართლოს მოცემული დავის განხილვამდე მსგავს სამართლებრვი საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სახეზეა პირველი დავა, შესაბამისად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მსჯელობა მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებზე, ქმედების დენად ხასიათსა და ხანდაზმულობის საკითხებზე.
- საქმე №ბს-500-497(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2017
…სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სასკ-ის 34.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან უზენაეს სასამართლოს მოცემული დავის განხილვამდე მსგავს სამართლებრვი საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სახეზეა პირველი დავა, შესაბამისად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მსჯელობა მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებზე, ქმედების დენად ხასიათსა და ხანდაზმულობის საკითხებზე.
- საქმე №330310018002323033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
2016 წლის 9 ნოემბერს შპს,,ს-------------------ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, მათ შორის: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს,,ს-------------------ის“ და შპს,,ჯ----------------ის“ მიმართ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და მე-10 მუხლების შესაძლო დარღვევის შესახებ. საჩივარში მიუთითა, რომ შპს,,ს-------------------ი“ და…
- საქმე №020332116700012426 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
…თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილების და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია. 7.29. მითითებული კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულია ის, თუ რას გულისმხობს კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება.
- საქმე №330210018002787811 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330310018002483910 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება