1. ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება);
ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება 1. ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. 2. დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები: ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა; ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა; გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა. [მუხლი 6. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება 1. ერთი ეკონომიკური აგენტის ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის (ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის შემთხვევაში) მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. 2. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები: ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა; გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება; დ) გარიგების დასადებად მხარისთვის ისეთი დამატებითი პირობის დადგენა/ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-208-197-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2018
…ბაზარზე დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს წარმოადგენს და მას საშუალება აქვს კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. 19. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
- საქმე №ას-1004-925-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
…მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას ან მის რაიმე სხვა ფორმით განკარგვას თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად. გარდა ამისა, კანონი არ კრძალავს საქონლის, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად. კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული „არასამართლიანი ფასი“, არ შეიძლება გაგებული იყოს იმგვარად, თითქოს ეს მოიცავს თვითღირებულებაზე დაბალ ფასს.
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
…გამონაკლის შემთხვევებსაც. ეკონომიკური თვალსაზრისით კომერციული საიდუმლოება არის საწარმოს უპირატესობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, კომერციული საიდუმლოების დარღვევა განიხილება როგორც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
- საქმე №330210015001051292 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.10.2018
…ბაზარზე დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს წარმოადგენს და მას საშუალება აქვს კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. 19. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
- საქმე №330210016001262612 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 29.06.2018
…ბაზარზე დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს წარმოადგენს და მას საშუალება აქვს, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. 13. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №330210018002787811 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330210016001655300 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №330210016001655369 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.02.2019
- საქმე №330310018002483910 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება