რეგულირების
სფერო
1. ეს კანონი
ადგენს
თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის
პრინციპებს, რაც
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს
კომპეტენცია
.
3. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი თანამდებობის პირის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იწვევს ან/და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ქვეყნის სა
ზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.
4. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) შრომით ურთიერთობებზე;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება;
გ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126);
დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე.
5. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5662 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 15.07.2020 კანონი №6893
- 20.12.2019 კანონი №5662
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. 2. ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია . 3. ეს კანონი ვრცელდება: ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა; [ ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი თანამდებობის პირის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იწვევს ან/და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] ბ) ქვეყნის სა ზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს. 4. ეს კანონი არ ვრცელდება: ა) შრომით ურთიერთობებზე; ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უფლებები კონკურენციის შეზღუდვისა და აღკვეთისათვის გამოიყენება; გ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ურთიერთობები გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ან/და ზღუდავს მას ან შეუძლია გამოიწვიოს მისი არსებითი შეზღუდვა; [ გ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126); (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)] დ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე. 5. (ამოღებულია - 21.03.2014, №2159).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
ამასთან, ამავე კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია ( კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). დასახელებული კანონის 113 მუხლის პირველი პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ხოლო აღნიშნული მუხლის…
- საქმე №ბს-248(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
სასამართლომ მიუთითა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლზე, ამავე კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო შესყიდვების…
- საქმე №ბს-403(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
სადავო პერიოდში მოქმედი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
- საქმე №ბს-443(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2021
…მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება: ა) ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის…
- საქმე №020332116700012426 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
…გადაუხდელობის გამო, მერიის მიერ შეწყვეტილი იქნა ქ.ბათუმის მერიასა და შპს,,დ--–----ს“ შორის 2006 წლის 09 ივნისს დადებული აღნაგობის ხელშეკრულება, რითაც ფაქტიურად საფუძველი გამოეცალა შპს,,დ--–----ის“ სასარჩელო მოთხოვნას. 7.28. ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად (კანონის რეგულირების სფერო) ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
- საქმე №330210018002787811 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება