1. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
2. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს და საბაზრო ძალაუფლებას განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. დომინირებული მდგომარეობა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები 1. ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 2. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი ამტკიცებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. [მუხლი 5. დომინანტური მდგომარეობა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმები 1. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროს ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 2. ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს და საბაზრო ძალაუფლებას განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით, რომლებსაც იგი იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1004-925-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2017
…ბოროტად გამოყენება არასამართლიანი ფასების დადგენის გზით: საქმის მასალებით არ დგინდება „ბ-ის“ საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის დომინირებული მდგომარეობა სადავო პერიოდში შესაბამის ბაზარზე, საქმეში ასევე არ მოიპოვება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ან საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორის დამადასტურებელი მტკიცებულება…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება