1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები:
ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან;
ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს.
3. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.11.2023 კანონი №3754
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები 1. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დებულებები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული იმ შეთანხმების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას, თუ ეს დებულებები: ა) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან; ბ) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევს, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასაბუთება ევალებათ შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს. 3. ამკონკურენციის მუხლისშემზღუდველი პირველშეთანხმების პუნქტშიაკრძალვიდან მითითებულიჯგუფური გარემოებებიგამონაკლისები, − განსაკუთრებული პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც წესდება გამონაკლისები და რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან, დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც მითითებულია აღნიშნული ვადა და ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დგინდება ეს გამონაკლისები.აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება