1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება;
ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება;
გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულება 1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური ხელშეკრულების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) ეს ხელშეკრულება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხელშეკრულების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ხელშეკრულებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე ამ ხელშეკრულების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. [მუხლი 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება 1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება