ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისთვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების ან/და შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას;
ვ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 15.07.2020 კანონი №6893
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; გ) ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; დ) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; ე) დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა; ვ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას; ზ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმი ნაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. [მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა) ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; ბ) ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისთვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; გ) ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილებისა და შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა; დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ე) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების ან/და შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას; ვ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1253-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
…მოპასუხე კომპანია დომინირებულ პირს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები. 14. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. 15. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის…
- საქმე №ბს-248(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
სასამართლომ მიუთითა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლზე, ამავე კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლზე და განმარტა, რომ…
- საქმე №ბს-403(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
…და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ: ა) სახელმწიფო,…
- საქმე №ბს-443(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2021
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის…
- საქმე №ბს-35-34(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2018
დაირღვა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და…
- საქმე №330310018002323033 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №330310017002080012 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №330310018002323033 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330310117002179137 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება