1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით.
2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 3 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.09.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სააგენტოსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა სააგენტოსათვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე. [მუხლი 32. სააგენტოსთვის ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობა, არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება 1. ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით. 2. ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სააგენტოსთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკურ პირს − 3 000 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან. (ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310018002483910 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.10.2018
ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა, რომ კონკურენციის სააგენტოსათვის წარუდგენლობა ან არასრული/არასწორი სახით წარდგენა,,კონკურენციის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველია. მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო: -,,საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონკურენციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/05/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება