საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (132)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (127)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №290
2012 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანება.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
ინსტრუქცია
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
თავი I
საქონლის შემოტანა/გატანა
მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა /საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე- 8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“, „კარწახი“.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
4 1. (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
5. (ამოღებულია - 22.03.2017, №90).
6. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
[6 1 . საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან)]
7. (ამოღებულია - 22.03.2017, №90)
8. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა /საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულ ი უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
9. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების (ბენზინისა და გაზოილის) გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ცისტერნა, ცისტერნა მისაბმელი ან ცისტერნა ნახევარმისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ასეთი ნივთიერებების გადასატანად.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას, ან
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს, ან
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 50 ლიტრს, ან
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა,
ვ) (ამოღებულია - 06.02.2017, №37).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 04.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №381 - ვებგვერდი, 19.11.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის ბრძანება №224 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №334 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №314- ვებგვერდი, 23.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 14.09.2018წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №357 - ვებგვერდი, 21.09.2018წ.
მუხლი 11. წინასწარი ინფორმაცია
1. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ (შემდგომში – წინასწარი ინფორმაცია).
2. წინასწარი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული უნდა იქნეს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული საშუალებით, შემდეგი ფორმატების გამოყენებით:
ა) EDIFACT PNRGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია;
ბ) XML PNRGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია.
3. იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობისას შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატების გამოყენება, წინასწარი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით;
ბ) საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელ პირს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს წინასწარი ინფორმაცია, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს მიერ.
4. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საქონლის ჩამოსვლის თარიღი;
ბ) საბაჟო საწყობი;
გ) გადამზიდავი ავიაკომპანია;
დ) რეისის ნომერი;
ე) ავიაზედდებულის ნომერი;
ვ) ადგილების რაოდენობა;
ზ) საქონლის საერთო წონა;
თ) საქონლის მიმღების შესახებ ინფორმაცია;
ი) საქონლის დასახელება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაცია იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას.
6. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ საშუალებით გადასაადგილებელი მგზავრების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) შემთხვევაში:
ა.ა) მგზავრობის მარშუტი (მათ შორის, მგზავრობის დაგეგმილი თარიღი და ფრენის საზიარო კოდი (არსებობის შემთხვევაში));
ა.ბ) მგზავრთა საერთო რაოდენობა;
ა.გ) თითოეული მგზავრის:
ა.გ.ა) სახელი და გვარი, აღნიშნული ავიახაზების შესაბამის სისტემაში;
ა.გ.ბ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი);
ა.გ.გ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში);
ა.გ.დ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი;
ა.გ.ე) მგზავრობის დაწყებისა და დასრულების თარიღები;
ა.გ.ვ) ბილეთის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ბილეთის ნომერი, ბილეთი მხოლოდ ერთ გზაზე, ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი, თანხის გადახდის მეთოდი, ასევე შესყიდვის დოკუმენტის გამცემის კოორდინატები);
ა.გ.ზ) ბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ა.დ) ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ ინფორმაცია;
ა.ე) საზიარო PNR კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ვ) არსებობის შემთხვევაში:
ა.ვ.ა) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სხვა PNR ინფორმაციასთან;
ა.ვ.ბ) ყველა შესაძლო ინფორმაცია (უფასო ბილეთები, ბონუსები და ა.შ.) მგზავრებზე, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ;
ა.ვ.გ) ყველა ხელმისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაციის წყაროს შესახებ);
ა.ვ.დ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და რომელსაც შესაძლებელია მოიცავდეს მგზავრის სახელის ჩანაწერი;
ა.ზ) ზოგადი შენიშვნა, რაც მოიცავს არასრულწლოვანი მგზავრის მეურვის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციას: სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, კავშირი არასრულწლოვანსა და მეურვეს შორის, ტელეფონის ნომერი და სხვ.;
ა.თ) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების თაობაზე;
ბ) მგზავრის შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) შემთხვევაში:
ბ.ა) რეისის საიდენტიფიკაციო ნომერი (IATA Airline code ან/და რეისის ნომერი);
ბ.ბ) გამგზავრების/გამომგზავრების თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო);
ბ.გ) გამგზავრების/გამომგზავრების აეროპორტის/ქალაქის დასახელება;
ბ.დ) დანიშნულების აეროპორტი/ქალაქის დასახელება;
ბ.ე) არსებობის შემთხვევაში, შემდგომი დანიშნულების აეროპორტის/ქალაქის დასახელება;
ბ.ვ) გეგმით გათვალისწინებული დანიშნულების ადგილზე მისვლის თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო);
ბ.ზ) მგზავრთა საერთო რაოდენობა;
ბ.თ) თითოეული მგზავრის:
ბ.თ.ა) სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;
ბ.თ.ბ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება;
ბ.თ.გ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი);
ბ.თ.დ) ჩასხდომის ადგილი;
ბ.თ.ე) დანიშნულების ადგილი (მგზავრობისას);
ბ.თ.ვ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი;
ბ.თ.ზ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში);
ბ.თ.თ) ვიზის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი;
ბ.თ.ი) ბოლო 1 წლის განმავლობაში ძირითადი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია (ქვეყანა/შტატი/რეგიონი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი), ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში;
ბ.ი) მგზავრთა ბარგის საერთო რაოდენობა და, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ნომრები.
7. PNR ინფორმაცია ნიშნავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, რომელიც შეიცავს ავიაგადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციების მქონე სისტემებში, ხოლო API ინფორმაცია – ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. ამასთან, PNR ინფორმაცია წარმოადგენს ძირითადად მგზავრის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს, რომელთა შეცვლა საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის მიერ დაუშვებელია.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაციის:
ა) საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა.ა) PNR ინფორმაციის შემთხვევაში – პირველი შეტყობინება იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე/გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე, ხოლო მეორე შეტყობინება (მათ შორის, დაზუსტებული) – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას;
ა.ბ) API ინფორმაცია იგზავნება – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას;
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე პრევენციის მიზნით;
გ) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ბაზაში შენახვა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება ავტომატურად.
9. იმ შემთხვევაში, თუ PNR ინფორმაციის რომელიმე მონაცემი არ შეესაბამება API ინფორმაციის შესაბამის მონაცემს, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს API ინფორმაციის მონაცემი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 04.06.2018წ.
მუხლი 2. საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტში
1. საქონელი , საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით, ხოლო კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემოტანისას – აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო ტერმინალი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო საწყობი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი , საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 30.08.2016წ.
მუხლი 21. სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლის იდენტიფიცირება
1. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის – მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) პირველი დანართით განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ამავე შეთანხმების ფარგლებში შერჩეული ნეიტრალური კერძო კომპანიისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდება ნეიტრალური კერძო კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ასევე ახორციელებს შეთანხმების პირველი დანართით განსაზღვრული სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დამატებით ნიშანდებას ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებებით და მათ მოცილებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №461 - ვებგვერდი, 20.12.2017წ.
მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
2. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
3. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
4. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:
ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
5. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები
1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით.
2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);
გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.
21. საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის სავალდებულო დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საქონლის ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერაც.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ1) (ამოღებულია - 07.10.2016; №252);
ა.ა.გ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.გ3) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.დ) რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ე) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;
ა.ა.ვ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ზ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.ზ1) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;
ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ა.ა.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა;
ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.ო) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული:
ა.ბ.ა) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ა.ბ.ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;
ა.გ) ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში (გარდა ტრანზიტისათვის განკუთვნილისა) − წინასწარი შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით;
ა.დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონლისა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების საქონლის იმპორტისას − ფუმიგაციის ან /და დეზინფექციის სერტიფიკატი;
ა.ე) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;
ა.ვ) პრეკურსორის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
ა.ზ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში – წინასწარი შეტყობინება „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით, ხოლო აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში – აგრეთვე:
ა.ზ.ა) ტვირთის წარმოშობის ან გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ შევსებული და დამოწმებული – ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის“;
ა.ზ.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
გ.ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ.გ) (ამოღებულია - 30.06.2014, N196);
გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ე) შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას.
დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ე.ა) საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;
ე.ბ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა;
ე.გ) საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია ავტობუსებით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე ან არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები
ვ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია) შემოტანისას, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;
ზ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“) VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები)) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას:
ზ.ა) ცემენტსა და ელექტროკაბელებზე – საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული თვისებების დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასახელება იმ სტანდარტ(ებ)ისა, რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს საქონელი. ამასთან, თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით;
ზ.ბ) არმატურაზე – შემოწმების სერთიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად) და შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება;
ზ.გ) პლასტმასის მილებზე – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ზ.გ.ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ზ.გ.ბ) საქონლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ზ.გ.გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც საქონელი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ.გ.დ) საქონლის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები;
ზ.გ.ე) საქონლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.
4 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ორიგინალი დეკლარანტის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება, ნებართვა წარდგენილად ჩაითვლება.
42. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას, ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ა. ა“ („ა. ა. ე“ ქვეპუნქტის გარდა) და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები, რომლებიც მათი გამცემი ორგანოების მიერ ატვირთულია „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“, საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილად ჩაითვლება.5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა ) ამ ინსტრუქციის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა /სერტიფიკატი , საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას , ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას . დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში , შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის , საბაჟო საწყობის ) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა ).
5 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი, საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ეძლევა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილების უფლება, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
52. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) თუ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, აღნიშნულის თაობაზე ეცნობება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან:
ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს განუსაზღვრავს ნაკლოვანებების აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) ან საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. მითითებული ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება დეკლარანტის ხარჯით;ა.
ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება დადგენილი წესით;
ბ) რისკების მართვის სისტემის გამოყენებით საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება საქონლის შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით). სააგენტო უფლებამოსილია, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. ამ საქონლის მიმართ შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხი გადაწყდება სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ შორის:
ბ.ა) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, დეკლარანტი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება ან საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეკლარანტის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება;
ბ.ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას;
ბ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
გ) (ამოღებულია - 26.04.2013, №120).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:
ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმები“;
გ) სხვა საქონელზე – ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01) .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 მარტის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 12.03.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 იანვარის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №236 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 01.12.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 19.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 30.08.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №490 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.
დანართი №I–01
ინფორმაცია
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ
1. დეკლარანტი (სახელი, გვარი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) --------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------------------
3. იმპორტიორი ----------------------------------------------------------------------------------------------------
4. გამგზავნი ქვეყანა -----------------------------------------------------------------------------------------------
5. დანიშნულების ქვეყანა --------------------------------------------------------------------------------------- --
6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) ----- ----------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ინფორმაცია საქონლის შესახებ
|
№ |
საქონლის დასახელება |
რაოდენობა |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
8. შევსების თარიღი: „-------“ „------------------------“ „-----------“
9. დეკლარანტის ხელმოწერა: 10. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
პირის ხელმოწერა:
-----------------------------------
----------------------------------------------------
ბ.ა. ბ.ა.
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
თავი II
საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი
მუხლი 5. საბაჟო ზედამხედველობა
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს რისკების მართვის სისტემის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურში საბაჟო რისკების მართვაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობასა და საბაჟო რისკების მართვის განხორციელების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახური.
1 2. ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
2. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ:
ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან
ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი.
4. აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში ან განადგურდეს.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
7. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის დადგენილი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების 43-ე მუხლის პირველი პარაგრაფით შესაბამისი საქონლისათვის გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 30.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №147 - ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, აგრეთვე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
41. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
9. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
12 1. ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.
13. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-02) გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით.
14. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
15. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
16. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
მუხლი 7. საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას.
2. საბაჟო კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი ხორციელდება:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”;
ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით;
გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
დ) ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
ე) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადით;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების შემთხვევაში – საფოსტო გზავნილების ნუსხით;
ზ) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
თ) რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით;
ი) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილი ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დანიშნულების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) დასაწყობების ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დანიშნულების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქონლის დასაწყობების ადგილზე წარდგენილი დროებით შენახვის განაცხადით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.
5. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დასაწყობების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტში ჩატვირთვის ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დასაწყობების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.
6. ამ მუხლის მე-4 დამე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-100-102-ე მუხლების განსაზღვრული დებულებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს
საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;
დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;
ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, აგრეთვე საქონლის გარეშე გადაადგილებული მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);
თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ლ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
მ) საბაჟო დეკლარაციის (საფოსტო გზავნილების დეკლარაციის გარდა) წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ტრანზიტში დეკლარირებული საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა;
ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა;
ო) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილების ნუსხით დეკლარირებული საფოსტო გზავნილებისა;
პ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან ამავე ტერიტორიიდან მის მომიჯნავე საბაჟო საწყობში გადაადგილებული საქონლისა;
ჟ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით;
რ) ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებული საქონლისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით.
11. თუ საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო შესახებ ინფორმაციის ასახვა ან/და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შეუძლებელია, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით.
12. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი საყარი საქონლის დეკლარირებისას, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში, მოწმობის გამოწერა შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან მის ჩამოტვირთვამდეც.
13. თუ რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ასახვა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, მათი საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით.
2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ.
3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 10.07.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.
მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება
1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.
4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ:
ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;
ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
გ) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საგადასახადო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
5. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე განხორციელდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.
მუხლი 101. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა
1. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა, დანართი №II-03) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.
2. ელექტრონული მოწმობა ივსება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონულად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.
3. ერთი ელექტრონული მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე, რომელსაც წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, სარკინიგზო ვაგონების/კონტეინერების ერთი შემადგენლობით.
4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს:
ა) უწყისის ნომერი;
ბ) უწყისის სერია;
გ) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი);
დ) უწყისის ტიპი (სავაგონო, საკონტეინერო);
ე) გამგზავნი რკინიგზის სადგური;
ვ) დანიშნულების რკინიგზის სადგური;
ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი;
თ) ტვირთის გამგზავნის დასახელება;
ი) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;
კ) ტვირთის მიმღების დასახელება;
ლ) ვაგონის ნომერი;
მ) კონტეინერის სუფიქსი და ნომერი;
ნ) კონტეინერის ტარა;
ო) ტვირთის ბრუტო წონა;
პ) ტვირთის კოდი;
ჟ) ტვირთის დასახელება;
რ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;
ს) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღს;
ტ) რკინიგზის სადგურის კოდს, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება შემოსავლების სამსახურს ასევე შეუძლია საქონლის გადამზიდველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
6. თავის მხრივ შემოსავლების სამსახური რკინიგზას მიმდინარე რეჟიმში აწვდის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში ასახულ შემდეგ მონაცემებს:
ა) ტვირთის გამომგზავნი ქვეყანა;
ბ) ტვირთის მიმღები ქვეყანა;
გ) სასაქონლო ოპერაციის კოდი;
დ) დეკლარაციის ნომერი (იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია წინასწარი დეკლარირება);
ე) ტვირთის გამგზავნის დასახელება;
ვ) ტვირთის მიმღების დასახელება;
ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი;
თ) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;
ი) ტვირთის ბრუტო წონა;
კ) ტვირთის ნეტო წონა;
ლ) ტვირთის დასახელება;
მ) ტვირთის კოდი;
ნ) გამგზავნი საგადასახადო ორგანო;
ო) დანიშნულების საგადასახადო ორგანო;
პ) ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის ნომერი;
ჟ) ტვირთის შესახებ ერთ-ერთ შემდეგ ინფორმაციას:
ჟ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ტვირთის საბაჟო კონტროლზე აყვანის შესახებ ინფორმაციას;
ჟ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემდგომ გადაადგილებაზე უარის შესახებ ინფორმაციას;
ჟ.გ) ტვირთის დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაციას;
ჟ.დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;
ჟ.ე) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების გაუქმების შესახებ ინფორმაციას;
ჟ.ვ) ტვირთის საბაჟო კონტროლიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას;
რ) ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების თარიღს.
7. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.
8. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონული მოწმობის შევსების, რეგისტრაციის, სტატუსების მინიჭებისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების:
ა.ა) რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა,
ა.ბ) გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ბ) სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.
2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე (საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების მიზნით გამოწერილი მოწმობის გარდა).
4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში, ერთი მოწმობის გაცემა შესაძლებელია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეც.
5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.
6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.
8. დასრულებული მოწმობა საბაჟო საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში .
9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
მუხლი 12. საბაჟო კონტროლის ზონა
1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. საბაჟო კონტროლის ზონებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი ;
ბ) საბაჟო ტერმინალი;
გ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
დ ) საბაჟო საწყობი;
ე ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);
ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
ზ 1) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;
თ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
4. საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის“ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
5. საბაჟო კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
6. საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.
7. საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით საბაჟო კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში გადატანამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ.
დანართი №II-01
დანართი № II-02
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
დანართი №II-03
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
დანართი №II-04
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა , რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
|
სეს ესნ კოდი |
პოზიციის დასახელება |
|
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები ; ბოლქვები , ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები ; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი |
|
|
0601 |
ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციისა ან ყვავილობის მდგომარეობაში; მცენარეები და ვარდკაჭაჭას ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა: |
|
0602 |
დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; გარდა სოკოს მიცელიუმისა |
|
0603 |
მოჭრილი ყვავილები და კოკრები, თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისათვის ვარგისი, ახალი; გარდა გამხმარის, შეღებილის, გათეთრებულის, გაჟღენთილის ან სხვა ხერხით მომზადებულისა |
|
0604 |
ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები უყვავილებოდ და უკვირტებოდ, ბალახები, ხავსი და ლიქენი, თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისათვის ვარგისი, ახალი; გარდა გამხმარის, შეღებილის, გათეთრებულის, გაჟღენთილის ან სხვა ხერხით მომზადებულისა |
|
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
|
|
|
0701 |
კარტოფილი ახალი ან გაცივებული |
|
0702 00 000 00 |
პომიდორი ახალი ან გაცივებული |
|
0703 |
ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
|
0704 |
თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, ქეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული |
|
0705 |
სალათა – ღორის ქადა (Lactuca Sativa) და ვარდკაჭაჭა (Cichorium spp.), ახალი ან გაცივებული |
|
0706 |
სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული |
|
0707 00 |
კიტრი და კორნიშონები, ახალი და გაცივებული |
|
0708 |
პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული |
|
0709 |
ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული |
|
0713 |
პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი |
|
0714 |
მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული; გარდა გაყინულის ან ხმელისა, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული |
|
ჯგუფი 08. საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი . ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი |
|
|
0803 -დან |
ბანანი, ახალი |
|
0804 -დან |
ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია, ახალი |
|
0805-დან |
ციტრუსები, ახალი |
|
0806-დან |
ყურძენი, ახალი |
|
0807 |
ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი |
|
0808 |
ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი |
|
0809 |
გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი |
|
0810 |
ხილი დანარჩენი, ახალი |
დანართი №II-05
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა , რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
|
სეს ესნ კოდი |
საქონლის დასახელება |
განმარტებები |
|
|
1 |
2 |
3 |
|
|
01 ჯგუფიდან |
ცოცხალი ცხოველები |
|
|
|
0101 |
ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები ცოცხალი |
ყველა |
|
|
0102 |
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ცოცხალი |
ყველა |
|
|
0103 |
ღორები ცოცხალი |
ყველა |
|
|
0104 10 |
ცხვრები ცოცხალი |
ყველა |
|
|
0104 20 |
თხები ცოცხალი |
ყველა |
|
|
0105 |
შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები |
ყველა |
|
|
0106 |
ცოცხალი ცხოველები დანარჩენი: |
ყველა |
|
|
0106 11 00 |
პრიმატები |
ყველა |
|
|
0106 12 00 |
ვეშაპები, დელფინები და ზღვის გოჭები (ძუძუმწოვრები Cetacea რიგისა); ლამანტინები და დიუგონები (ძუძუმწოვრები Sirenia რიგისა) სელაპები, ზღვის ლომები და ლომვეშაპები (ძუძუმწოვრები Pinnipedia ქვერიგისა) |
ყველა |
|
|
0106 13 |
აქლემები და სხვა აქლემებისნაირნი |
ყველა |
|
|
0106 14 |
ბოცვერები და კურდღლები |
ყველა |
|
|
0106 14 10 |
ბოცვრები შინაური |
ყველა |
|
|
0106 14 90 |
დანარჩენი |
ბოცვერი და კურდღელი, შინაური ბოცვრის გარდა |
|
|
0106 19 |
დანარჩენი |
ძუძუმწოვრები, 0101, 0102, 0103, 0104, 0106 12, 0106 13 და 0106 14 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს ძაღლებს და კატებს |
|
|
0106 20 00 |
რეპტილიები (გველთა და კუთა ჩათვლით) |
ყველა |
|
|
0106 31 00 |
მტაცებელი ფრინველები |
ყველა |
|
|
0106 32 00 |
თუთიყუშისებრნი (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით) |
თუთიყუშები, გრძელკუდა თუთიყუშები, არასა და კაკადუს ჩათვლით |
|
|
0106 33 |
სირაქლემები; ემუ (Dromaius novaehollandiae) |
ყველა |
|
|
0106 39 |
დანარჩენი |
ფრინველები, 0105, 0106 3100, 0106 3200 და 0106 33 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს მტრედებს |
|
|
0106 41 |
ფუტკრები |
ყველა |
|
|
0106 49 |
დანარჩენი |
დანარჩენი მწერები, ფუტკრების გარდა |
|
|
0106 90 00 |
დანარჩენი |
ყველა სხვა ცოცხალი ცხოველი, რომლებიც არ შედიან სხვა სასაქონლო პოზიციაში, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და რეპტილიების გარდა. მოცემულ სასაქონლო პოზიციაში შედიან ცოცხალი ბაყაყები, იმის მიუხედავად, არიან ისინი ვივარიუმში ცოცხლად შენახვისათვის, თუ საკლავად ადამიანის მოხმარებისთვის |
|
|
02 ჯგუფიდან |
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები |
|
|
|
0201 |
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული |
ყველა |
|
|
0202 |
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული |
ყველა |
|
|
0203 |
ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
ყველა |
|
|
0204 |
ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
ყველა |
|
|
0205 00 |
ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
ყველა |
|
|
0207 |
ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული |
ყველა |
|
|
0208 |
სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული: |
ყველა |
|
|
0208 10 |
ბოცვრებისა და კურდღლების |
ყველა |
|
|
0208 30 000 00 |
პრიმატების |
ყველა |
|
|
0208 40 |
ვეშაპების, დელფინებისა და ზღვის გოჭების (Cetacea რიგის ძუძუმწოვრების); ლამანტინებისა და დიუგონების (Sirenia რიგის ძუძუმწოვრების); სელაპების, ზღვის ლომების და ლომვეშაპების (Pinnipedia რიგის ძუძუმწოვრების) |
ყველა |
|
|
0208 50 000 00 |
რეპტილიების (გველთა და კუთა ჩათვლით) |
ყველა |
|
|
0208 60 000 00 |
აქლემების და სხვა აქლემებისნაირების (Camelidae) |
ყველა |
|
|
0208 90 |
დანარჩენი: |
|
|
|
0208 90 100 00 |
--შინაური მტრედების |
ყველა |
|
|
|
– – ნანადირევის, ბოცვრების ან კურდღლების გარდა: |
ყველა |
|
|
0208 90 200 00 |
— — — მწყერების |
ყველა |
|
|
0208 90 400 00 |
— — — დანარჩენი |
ყველა |
|
|
0208 90 550 00 |
— — ხორცი სელაპების |
ყველა |
|
|
0208 90 600 00 |
— — ჩრდილოეთის ირმების |
ყველა |
|
|
0208 90 700 00 |
— — ბაყაყის თათები |
ყველა |
|
|
0208 90 950 00 |
— — დანარჩენი |
ყველა |
|
|
0210 |
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან |
ყველა მოიცავს ხორცს, ხორცის პროდუქტებს და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. მოიცავს დამუშავებულ ცხოველურ ცილას და გამხმარ (ხმელ) ღორის ყურებს ადამიანის მოხმარებისთვის. ძვლები ადამიანის მოხმარებისათვის განსაზღვრულია სასაქონლო კოდით 0506; ძეხვი შედის 1601 00 სასაქონლო კოდში; ხოხოზიკი შედის 2301 სასაქონლო კოდში |
|
|
03 ჯგუფიდან |
თევზი და კიბოსნაირნი , მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები |
|
|
|
0301 |
ცოცხალი თევზი |
ყველა მოიცავს კალმახს, გველთევზებს, კობრს და იმპორტისათვის განკუთვნილ სხვა ნებისმიერი სახეობის თევზებს მოშენებისთვის ან გამრავლებისთვის |
|
|
|
-დეკორატიული თევზი: |
|
|
|
0301 11 000 00 |
--მტკნარი წყლის თევზი |
ყველა |
|
|
0301 19 000 00 |
--დანარჩენი |
ყველა |
|
|
0302 |
თევზი ახალი ან გაცივებული, თევზის ფილესა და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის სხვა ხორცის გამოკლებით |
ყველა მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, ახალს ან გაციებულს სასაქონლო კოდით 0302 90 000 00 |
|
|
0303 |
თევზი გაყინული, თევზის ფილეს და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ხორცის გამოკლებით |
ყველა მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, გაყინულს, სასაქონლო კოდით 0303 90 |
|
|
0304 |
თევზის ფილე და თევზის ხორცი დანარჩენი (ფარშის ჩათვლით), ახალი, გაცივებული ან გაყინული |
ყველა |
|
|
0305 |
თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად ვარგისი |
ყველა მოიცავს სხვა თევზის პროდუქტებს, როგორებიცაა, ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად დამზადებული. მოიცავს თევზის თავებს, კუდებს და სხვა მეთევზეობის პროდუქტებს |
|
|
0306 |
კიბოსნაირნი, ბაკანში ან ბაკნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი შებოლილი, ნიჟარით ან |
ყველა |
|
|
|
ნიჟარის გარეშე, რომელმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; კიბოსნაირნი ბაკანში, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, გაცივებული ან გაუცივებელი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებად გამოსაყენებლი |
|
|
0307 |
მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები მოლუსკებისგან, საკვებად გამოსაყენებელი |
მოიცავს მოლუსკებს მოხარშულსა და შემდეგ შებოლილს. სხვა მოხარშული მოლუსკები შედის 1605 სასაქონლო კოდში. |
|
0308 |
წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, შებოლილები, რომლებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებად გამოსაყენებელი |
ყველა |
|
04 ჯგუფიდან |
რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი და ჩაურთველი |
|
|
0401 |
რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე |
ყველა რძე: მოიცავს უმ (დაუმუშავებელ) რძეს, პასტერიზებულს, ან თერმულად დამუშავებულს, მათ შორის, გაყინული. მოიცავს რძის ფრაქციებს. რძე ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი არის დაფარული ამ სასაქონლო პოზიციით, ხოლო ცხოველის საკვები რძის შემცველობით დაფარულია სასაქონლო კოდით 2309. რძე თერაპიული/ პროფილაქტიკური მიზნებისათვის არის დაფარული სასაქონლო კოდით 3001 |
|
0402 |
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის ან |
ყველა |
|
|
სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით |
მათ შორის, რძე ახალშობილებისთვის |
|
0403 |
დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლისა ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
ყველა მოიცავს ნაღებს (კრემს), არომატიზებულს ან ხილის შემცველს, გაყინულ და ფერმენტირებულ რძეს, ადამიანის მოხმარებისთვის (საკვებად). ნაყინი არის დაფარული სასაქონლო კოდით 2105 00. სასმელები რძის შემცველი, კაკაოს ან სხვა ნივთიერებების დამატებით, დაფარულია სასაქონლო კოდით 2202 |
|
0404 |
რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
ყველა მოიცავს რძის პროდუქტებს ჩვილი ბავშვებისათვის. მოიცავს სასაქონლო კოდს 0404 10 480 00 - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხსენი, თხევადი ფორმით, ცხიმგამოცლილი და კაზეინის გარეშე, ადამიანის საკვებად, ხოლო სასაქონლო კოდი 0404 90 210 00 - სწრაფად გამომშრალი ხსენი შემცირებული ცხიმით, ფხვნილი კაზეინის გარეშე, ადამიანის მოხმარებისთვის |
|
0405 |
კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები; რძის პასტები |
ყველა მოიცავს რძის პასტებს |
|
0406 |
ყველი და ხაჭო |
ყველა |
|
0407 |
ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული |
ყველა |
|
|
– ინკუბირებისათვის: |
ყველა |
|
0407 11 000 00 |
შინაური ქათმის, (Gallus domesticus): |
ყველა |
|
0407 19 |
დანარჩენი: |
ყველა |
|
|
– კვერცხი ახალი, დანარჩენი: |
ყველა |
|
0407 21 000 00 |
შინაური ქათმის (Gallus domesticus): |
ყველა |
|
0407 29 |
დანარჩენი: |
ყველა |
|
0407 90 000 00 |
– დანარჩენი |
სხვა კვერცხი ადამიანის საკვებად ვარგისი ან გამოუსადეგარი |
|
0408 |
ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
ყველა მოიცავს კვერცხის პროდუქტებს, რომლებიც არის ან არ არის სითბურად დამუშავებული და არ გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის |
|
0504 00 000 00 |
ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, ხმელი ან |
ყველა მოიცავს კუჭებს, ბუშტებს და ნაწლავებს გაწმენდილს, დამარილებულს, გამხმარს ან თერმულად დამუშავებულს, |
|
|
შებოლილი |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ან ფრინველის წარმოშობის |
|
0511 10 000 00 |
- ხარის სპერმა |
ყველა |
|
0511 91 |
-- თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან |
ყველა თევზის ნარჩენების გარდა (სეს ესნ კოდი 0511 91 100 00), თევზის განაყოფიერებული ქვირითი, თევზის კრიოდაკონსერვებული სპერმა |
|
0511 99 85 |
დანარჩენი |
თუთის აბრეშუმხვევიას გრენა, ემბრიონები, სპერმა, რომელიც არ არის დაფარული 0511 10 სასაქონლო კოდით |
|
1601 00 |
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა კვების პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე |
ყველა მოიცავს სხვადასხვა ფორმის ხორცის დაკონსერვებულ პროდუქტებს |
|
30 ჯგუფიდან |
ფარმაცევტული პროდუქცია |
|
|
3002 |
სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები, როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები: |
|
|
3002 10 100 00 |
იმუნური შრატები |
იმუნური შრატები, სისხლის სხვა ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები, როგორც მოდიფიცირებული ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით. იმუნური შრატები მხოლოდ ცხოველური წარმოშობის. გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის |
|
3002 10 910 00 |
ჰემოგლობინი, სისხლის გლობულინები და შრატის გლობულინები |
როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა |
|
3002 10 990 00 |
დანარჩენი |
სისხლის ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები, |
|
|
|
როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით- ადამიანური წარმოშობის გარდა. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა |
|
3002 90 300 00 |
ცხოველების სისხლი, დამზადებული პროფილაქტიკური, თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნებისათვის |
ყველა |
|
41 ჯგუფიდან |
დაუმუშავებელი ტყავები (ნატურალური ბეწვის გარდა) და გამოქნილი ტყავი |
|
|
4101 |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით) ან ცხენების ოჯახის ცხოველების დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა |
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა |
|
4102 |
ცხვრისა ან ბატკნის დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), მატყლის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა |
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვის ან მატყლის საფარით მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში. ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა |
|
4103 |
სხვა დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა |
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული, ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში. ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა |
|
9508 10 000 00 |
მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები |
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები |
|
9508 90 000 00 |
დანარჩენი |
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები |
თავი III
საქონლის დროებით შენახვა
მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები
1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ე) „ოქროს სიის” მონაწილე;
ა.ე1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა.ვ.ბ) ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) , სეს ესნ-ის 8429 , 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ ი მექანიკურ ი სატრანსპორტო საშუალებ ები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია , ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია ) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელ ები და ნახევრადმისაბმ ე ლ ები;
ა.ზ) საქართველოს საწარმო, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის თანხმობა და რომლის დანიშნულებითაც გადაადგილდება იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტონაწილები.
ბ) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში/საზღვაო ნავსადგურებში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში – რკინიგზით გადაადგილებული საქონლისათვის;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.
3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა დასტურდება რკინიგზის მიერ:
ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით;
ბ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის დადასტურება ელექტრონული მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია – სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა ზედნადების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს;
გ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით – რკინიგზის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 11.03.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი
1. საქონლის დროებით შენახვისას, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც.
2. განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული მოწმობით ან დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით:
ა) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან;
ბ) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის 30-დღიანი ვადა;
გ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში ან რეექსპორტში ან გარე გადამუშავებაში ან საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას;
დ) საზღვაო გზით შემოტანილი და მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას.
3. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან.
4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ან დამოწმებული მოწმობით.
5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით.
7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.
8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №23 3 - ვებგვერდი, 10.07.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
მუხლი 15. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვა
1. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვამდე უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი აქტი, და ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის სათავსში განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს განაცხადი ან საბაჟო დეკლარაცია. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც.
3. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, თუ ეს არ გამოიწვევს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლას სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანება №10 5 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები
1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმებამდე ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე ან სარკინიგზო ზედნადების დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს.
4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.
5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება.
7. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;
ბ) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში/ელექტრონულ მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;
გ) საბაჟო დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.
71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
72. საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონელი (საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე.
73. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს წარედგინება გირავნობის გარიგება და ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე;
ბ) სააღსრულებო ფურცელი;
გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა.
74. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი, ასევე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
75. ამ მუხლის 73 და 74 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნას სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში და დროებით შენახულ იქნეს დარჩენილი ვადის ფარგლებში, ხოლო სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
9. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დროებით გატანილი საქონლის უკან დაბრუნება სავალდებულო არ არის: მის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას.
10. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის საბაჟო კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
11. საქონლის დროებით შენახვის ადგილის ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საქონლის დროებით შენახვის ადგილზე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №247- ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვა შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით.
2. სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს.
2 1. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე (როგორც სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე, ასევე იმ საქონელზე, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია) დროებით შენახვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
4. საქონლის დროებით შენახვის ვადა აითვლება:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;“;
ა.ბ) სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან;
ა.გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – ზოგადი დეკლარირებიდან;
ა.დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი არ ხორციელდება მოწმობით, – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ე) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე, ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების და საქონლის რეგისტრაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ვ) რომელზეც განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია – დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან;
ა.ზ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან.
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან ASYCUDA-ს პროგრამაში მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმების ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების/ სარკინიგზო ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან.
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადებისას მოწმობის დამოწმების თარიღიდან.
5. თუ ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) ან საქონლის მფლობელს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის ან საქონლის მფლობელის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 10.07.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
დანართი №III-01
თავი IV
საქონლის გაფორმება
მუხლი 18. გაფორმების ადგილები
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა.ა) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32;
ა.ა1) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“:
ბ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
ბ.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისათვის“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:
დ .ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
დ .ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11;
ე) საბაჟო დეპარტამენტის:
ე.ა) თელავის გაფორმების განყოფილებისათვის:
ე.ა.ა) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41;
ე.ა.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ე.ბ) ახალციხის გაფორმების განყოფილებისათვის:
ე.ბ.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;
ე.ბ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ე.გ) ქუთაისის გაფორმების განყოფილებისათვის:
ე.გ.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
ე.გ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ე.დ) რუსთავის გაფორმების განყოფილებისათვის:
ე.დ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
ე.დ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ისათვის – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“– ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონ ა “ – ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №52.
გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, სამრეწველო ზონაში ყოფილი „ტარზის“ ტერიტორია.
3. საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა: „სამთაწყარო“, „ახკერპი“ და „მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი) (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა);
დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის საგადასახადო დოკუმენტის (შემდგომში − სდ) წარდგენით;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;
ლ) (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
6. „ოქროს სიის“ მონაწილეების ან ამ ინსტრუქციის 98 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ე) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ვ) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5 (საბაჟო დეპარტამენტის ქუთაისის გაფორმების განყოფილება);
ზ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი”).
თ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილება);
ი) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41 (საბაჟო დეპარტამენტის თელავის გაფორმების განყოფილება);
კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (საბაჟო დეპარტამენტის ახალციხის გაფორმების განყოფილება);
ლ) ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“-ს ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება).
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში.
71. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2” − გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
72. საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია: გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
9. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ბრძანება №236- ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №381 - ვებგვერდი, 19.11.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 25 აპრილის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის ბრძანება №224 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე
1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას;
გ) „ოქროს სიის“ მონაწილის ან ამ ინსტრუქციის 98 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;
დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა.
ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან;
ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ:
ვ.ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;
ვ.ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;
ვ.გ) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საგადასახადო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;
ზ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;
თ) იმ შემთხვევებისა, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე:
თ.ა) საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისას;
თ.ბ) დროებით შემოტანილი საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
თ.გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელებისას;
თ.დ) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
ი) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის იმ პირზე გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქონლის წარდგენა საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ საბაჟო კონტროლის ზონაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა
1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება:
ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
ბ) საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის ვადის არაუმეტეს 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში – არაუგვიანეს გაგრძელებული ვადისა;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
ე) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე;
ვ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე – თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
7 1. ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:
ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;
ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.
8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.
10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც:
ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან:
ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06);
ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;
გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან:
დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06);
დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
12. საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
13. რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
14. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელებისას, ამ მუხლით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და განახლდება სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების დასრულებისთანავე.
15. თუ იმპორტის სასაქონლო ოპერციაში წინასწარ დეკლარირებული, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ იქნა წარმოდგენილი ამავე რეგლამენტის“ 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.
მუხლი 21. საქონლის დეკლარირება
1. საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცი ის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით .
2 . საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
3. საბაჟო დეკლარაციის სახეებია:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია;
გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია;
დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია;
ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია;
ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია.
ზ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია.
თ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია;
ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია;
კ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია.
4. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად.
5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.
6. იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენად ჩაითვლება:
ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO ) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის წარდგენა;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO ) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენა;
გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის, ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01).
7. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
8. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 22. საბაჟო დეკლარაციის შევსება
1. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
2. პირს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:
ა) ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.
31. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, როგორც პირის წარმომადგენელს, უფლება აქვს შეავსოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე, თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულთან ერთად, შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) საქონელი დეკლარირდება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან
ბ) წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან
გ) საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის განაცხადით.
4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას.
5. (ამოღებულია - 08.05.2013, N133).
6. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.
7. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – ფარმაცევტული პროდუქტის მიმღები (იმპორტიორი).
8. ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – საქონლის მიმღები (იმპორტიორი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №518 - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 23. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა) დანართი №IV-01-ის შესაბამისად.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“ – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
გ1) სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) (ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა) იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი).
დ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;
ე) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:
ე.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ე.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
ვ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;
ზ) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის შესაბამისად;
თ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;
ლ) სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე – სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი დანართი №IV-05-ის შესაბამისად;
მ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია), ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
ნ) ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.
ო) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260 1 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას – გირავნობის გარიგება და დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე ან სააღსრულებო ფურცელი ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა;
პ) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში – საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჟ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
რ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ს) ბენზინის/დიზელის საწვავის იმპორტის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს;
ტ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ დანართი №XVIII-01-ის შესაბამისად;
უ) წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“ დანართი №XVIII-02-ის შესაბამისად.
ფ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა;
ქ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე;
ღ) პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
ყ) პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;
შ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი";
ჩ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი"
ჩ1) არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტის შემთხვევაში – „საერთო შესვლის დოკუმენტი“, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით;
ც) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად:
ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან
ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2017 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.
ძ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში:
ძ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით;
ძ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გათვალისწინებით გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭებისა და სტატუსის მინიჭების ვადის შესახებ;
წ) პლასტიკის პარკის იმპორტის შემთხვევაში – შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პლასტიკის პარკის სისქისა და შემადგენლობის შესახებ;
ჭ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში – პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში:
ხ.ა) ცემენტსა და ელექტროკაბელებზე – საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული თვისებების დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასახელება იმ სტანდარტ(ებ)ისა, რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს საქონელი. ამასთან, თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით;
ხ.ბ) არმატურაზე – შემოწმების სერთიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად) და შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება;
ხ.გ) პლასტმასის მილებზე – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ხ.გ.ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ხ.გ.ბ) საქონლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ხ.გ.გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც საქონელი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ხ.გ.დ) საქონლის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები;
ხ.გ.ე) საქონლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტების სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით.
4. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის“.
5. სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებულ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-02-ით გათვალისწინებული შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო წერილობით ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში საქონელი არ ექვემდებარება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №247- ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №273 - ვებგვერდი, 19.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 03.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №490 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 02.10.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №397 - ვებგვერდი, 19.10.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ნოემბრის ბრძანება №417 - ვებგვერდი, 05.11.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 06.11.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 აპრილის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 15.04.2019წ.
მუხლი 231. პრიორიტეტები საქონლის გაფორმებისას
ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.
დანართი №IV-01
სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო
ძირითადი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის დასახელება |
იმპორტი |
საწყობი |
რეექს პორტი |
დროებითი შემოტანა |
ექსპორტი |
ტრანზიტი |
შიდა გადამუ შავება |
გარე გადამუ შავება |
|
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
ა) ხელშეკრულება ან ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი შენიშვნა: 1. თუ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას – საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა. 2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად.
3.ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ან გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის მიმღების (დეკლარანტის) მიერ ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ დანართი №IX 1 –01-ის შესაბამისად. |
*
|
*
|
*
|
*
|
*
|
*
|
*
|
*
|
|
სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული; დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები. |
*
|
* |
* |
* |
* |
* |
* |
* |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა : საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის დასახელება |
იმპორტი |
საწყობი |
რეექს - პორტი |
დროებითი შემოტანა |
ექსპორტი |
ტრანზიტი |
შიდა გადამუ - შავება |
გარე გადამუ - შავება |
|
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
* |
* |
|
|
* |
|
|
* |
|
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია |
|
|
|
|
* |
|
|
* |
|
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
|
არსებობის შემთხვევაში |
|
|
|
არსებობის შემთხვევაში |
|
|
|
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
* |
* |
|
|
* |
* |
* |
* |
|
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
* |
* |
* |
|
* |
* |
* |
* |
|
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
* |
* |
* |
|
* |
* |
|
* |
|
რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა |
|
|
|
|
* |
|
|
|
|
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა |
* |
* |
* |
* |
* |
|
|
|
|
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
* |
* |
* |
* |
* |
* |
|
* |
|
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა |
|
|
* |
* |
|
* |
|
|
|
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
* |
* |
|
* |
* |
|
|
|
|
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
* |
* |
* |
* |
|
|
* |
* |
|
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
|
|
* |
|
* |
|
|
* |
|
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
|
|
|
|
|
* |
|
|
|
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
* |
|
|
|
* |
|
|
* |
|
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
* |
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
|
|
|
|
* |
|
|
* |
|
დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
|
|
* |
|
|
|
|
|
|
სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
* |
* |
* |
* |
|
|
* |
* |
|
სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
|
|
* |
|
* |
|
|
* |
|
სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
|
|
|
|
|
* |
|
|
|
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა |
|
|
|
|
* |
|
|
|
|
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა |
* |
* |
* |
* |
|
|
|
|
|
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა |
* |
|
|
* |
* |
|
|
|
|
იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
* |
* |
|
|
|
|
|
|
|
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი |
|
|
საჭიროების შემთხვევაში |
|
საჭიროების შემთხვევაში |
საჭიროების შემთხვევაში |
|
საჭიროების შემთხვევაში |
|
ვეტერინარული სერტიფიკატი |
|
|
ასლი (დედანი მიყვება დანიშნუ-ლებისამებრ) |
|
საჭიროების შემთხვევაში |
* |
|
საჭიროების შემთხვევაში |
|
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
* |
|
|
|
* |
|
|
|
|
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 - სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე - ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი |
* |
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები |
|
|
* |
|
* |
* |
|
* |
|
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა |
|
|
* |
|
* |
* |
|
* |
|
სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზციაში შემავალი ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ექსპორტისას (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი |
|
|
|
|
* |
|
|
|
|
სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისას, თითოეულ პარტიაზე (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი |
* |
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 მარტის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 12.03.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 იანვარის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №236 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 22.01.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.
დანართი №IV-03
საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის დასახელება |
იმპორტი |
საწყობი |
რეექსპორ ტი |
დროებითი შემოტანა |
ექსპორტი |
ტრან ზიტი |
შიდა გადამუ შავება |
გარე გადამუ შავება |
|
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
* |
|
|
|
|
|
|
|
|
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
* |
|
|
|
|
|
|
|
|
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
* |
|
|
|
|
|
|
|
|
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი“. |
* |
|
|
|
|
|
|
|
დანართი №IV-0 4
საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია
ტვირთის მიმღების დასახელება ა /მ სახელმწიფო ნომერი
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი გადამზიდავი ორგანიზაცია
|
|
|
|
|
ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი *
|
საქონლის დასახელება /აღწერა **
|
წონა
|
დამატ . ზომის ერთეული
მეტრი /კვ . მეტრი *** |
გადახდილი / გადასახდელი თანხა |
ვალუტა |
|
|
ბრუტო
|
ნეტო |
|||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ : |
|
|
სულ : |
|
|
|
|
თანხა |
ვალუტა |
|
სხვა ხარჯი |
|
|
|
ტრანსპორტირების ხარჯი |
|
|
დამატებითი ინფორმაცია :****
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა : * გრაფა ივსება თითოეული ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით
** გრაფაში დეტალურად მიეთითება საქონლის აღწერილობითი ნაწილი , რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სეს ესნ - ის კოდის განსაზღვრაზე
*** გრაფაში მიეთითება დამატებითი ზომის ერთეული სეს ესნ - ის მოთხოვნიდან გამომდინარე
**** მიეთითება სხვა ხარჯები , რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში . შევსება სავალდებულო არ არის სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში
დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
დეკლარანტი
|
|
თარიღი :
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
დანართი №IV-05
სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი
|
|
ნომერი/მიეთითება ა/მ ნომერი/ თარიღი |
|
|||||
|
|
|
||||||
|
№
|
ტვირთის მიმღები (სახელი/გვარი ან ორგანიზაცია) |
იმპორტიორის
საიდ/კოდი
|
ინფორმაცია ფუთებზე
|
ფურცლების რაოდენობა |
ტრანსპორტირების ხარჯი
|
წონა
|
|
|
№ |
რაოდენობა |
||||||
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
|
|
|
6 |
|
|
|
|
|
|
|
|
7 |
|
|
|
|
|
|
|
|
8 |
|
|
|
|
|
|
|
|
9 |
|
|
|
|
|
|
|
|
10 |
|
|
|
|
|
|
|
|
11 |
|
|
|
|
|
|
|
|
12 |
|
|
|
|
|
|
|
|
13 |
|
|
|
|
|
|
|
|
14 |
|
|
|
|
|
|
|
|
15 |
|
|
|
|
|
|
|
|
16 |
|
|
|
|
|
|
|
|
17 |
|
|
|
|
|
|
|
|
18 |
|
|
|
|
|
|
|
|
19 |
|
|
|
|
|
|
|
|
20 |
|
|
|
|
|
|
|
|
21 |
|
|
|
|
|
|
|
|
22 |
|
|
|
|
|
|
|
|
23 |
|
|
|
|
|
|
|
|
24 |
|
|
|
|
|
|
|
|
25 |
|
|
|
|
|
|
|
გადამზიდავი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
დანართი №IV-06
საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე /მაძიებელი პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ
I. ინფორმაცია პირის შესახებ :
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი №..................................
6. დაბადების თარიღი.................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით …...............................................................
II. ინფორმაცია საქონლის შესახებ :
|
№ |
საქონლის დასახელება |
რაოდენობა (კგ ., ცალი ) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა : ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი.
თარიღი „.......”.............................. 20..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა............................
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ .
თავი V
საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრა
მუხლი 24. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები
1. საქონლის სა ბაჟო ღირებულება განი საზღვრ ება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესების ა და ამ ინსტრუქციის შესაბამი სად.
2 . საქონლის დეკლარირებისას საქონლის სა ბაჟ ო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი სა ბაჟ ო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟ ო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საგადასახადო ორგანო, წარდგენილი სა ბაჟ ო დეკლარაციის შემოწმებისას.
3. ის ფაქტი, რომ საქონელი წარმოადგენს გაყიდვის საგანს და დეკლარირებულია იმპორტის მიზნით, ჩაითვლება საკმარისად, რათა ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად.
4 . თუ საქონელი საქართველოში სა ექსპორტ ოდ გაყიდვის შემდეგ, მის ი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ქვეშ მოქცევამდე, გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის (პირველი მეთოდი) მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.
5 . სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი – ეს არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს გამყიდველს ან უნდა გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ . იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს , ასევე ირიბს, რომელიც წარმოადგენს საქონლის გაყიდვის პირობას . შესაძლებელია გადახდა ხდებოდეს აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად.
6 . როდესაც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილ შიდა გადასახადს, და საგადასახადო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდა ან დაუბრუნდება მყიდველს/გამყიდველს , ეს თანხა არ უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში .
7 . სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის :
ა) თუ ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება გადასახდელი ფასი;
ბ) თუ ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;
გ) თუ გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, მაშინ , დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში , საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებ ულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის წარმოადგენს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებას.
8 . თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.
9. ის გარემოება, რომ საქონლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია ან შეიცვალა საქონლის გამოყენების მიზანი, არ ზღუდავს აღნიშნული საქონლის იმპორტ ში გაშვებისას ამ თავით მოცემული საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელი დებულებების გამოყენებას.
10 . საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე , საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
11 . საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.
მუხლი 25. გარიგების ფასის მეთოდი
1. ეს მუხლი განიხილება ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევ ა ში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტის გადახდა, რომელიც შეადგენს საბაჟო ღირებულების ნაწილს, მაგრამ არ არის შეტანილი იმპორტირებული საქონლისათვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.
2 . საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასი თ ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი თ, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ:
ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:
ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება იმპორ ტიორი ქვეყნის კანონმდებლობით;
ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;
ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;
ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომელთა შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;
გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის დებულებების მიხედვით;
დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება დასაბუთებულ, ობიექტურ მონაცემთა საფუძველზე;
ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე- 3 და მე- 4 პუნქტების მიხედვით.
3 . თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის მე- 6 ნაწილ ის შესაბამისად , მხოლოდ ე ს ფაქტი არ წარმოადგენს გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიღებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე . თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საგადასახადო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით), რაზედაც დეკლარანტს უფლება აქვს წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
4 . თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუ დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:
ა) იმპორტირებული იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიყიდა ურთიერთდამოუკიდებელ პირს (მყიდველს);
ბ) ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულებასთან;
გ) ამ ინსტრუქციის 29 -ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.
5 . ამ მუხლის მე- 4 პუნქტით გა თვალისწინებული წესი გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, 21-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებ სა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებ შ ი, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული.
მუხლი 26. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25 - ე მუხლის დებულებების მიხედვით, სა ბაჟ ო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.
2 . ამ მუხლის მიზნებისათვის , „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3 . სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და ი მავე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.
4 . „იდენტურ საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.
5 . ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირ ის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები ი მავე მწარმოებლის მიერ წარმოებულ ი იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.
6 . ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის ღირებულებას.
7 . საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრისას , ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი იდენტური იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებ ი ს და გადაზიდვის მანძილ ები ს განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.
8 . ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შე ი ძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული სა ბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე- 6 და მე- 7 პუნქტების შესაბამისად.
9 . თუ გამოვლინდა იდენტური იმპორტირებული საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.
მუხლი 27. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე და 26-ე მუხლების დებულებების მიხედვით, სა ბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი , რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.
2 . ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3 . სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის „მსგავსი საქონელი “ არის საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და ი მავე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
4 . „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.
5 . ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.
6 . ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებე ლი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.
7 . საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებე ლი საქონლისა და მისი მსგავსი იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებ ი ს და გადაზიდვის მანძილ ები ს განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.
8 . ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული სა ბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
9 . თუ გამოვლინდა ერთზე მეტი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, კორექტირების საფუძვლად, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.
მუხლი 28. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი
1. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) „იდენტური საქონელი “ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ ) „მსგავსი საქონელი “ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტის მოთხოვნებს;
გ ) „იმავე კლასის ან ტიპის საქონელი “ არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებე ლ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს შესაფასებე ლი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებე ლი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებე ლ ი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
2. თუ შესაფასებე ლი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, შესაფასებე ლი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებე ლი, იდენტური ან მსგავსი საქონელი შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს უდიდესი საერთო ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს იმპორტის შემდეგ პირველივე კომერციულ დონეზე განხორციელებული გაყიდვისას, შემდეგი გამოქვითვების პირობით:
ა) საკომისიოები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატები, რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;
ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებე ლი ან იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, შესაფასებე ლი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებე ლი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში.
4. თუ არც შესაფასებე ლი, არც იდენტური და არც მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა, დეკლარანტის მოთხოვნით, შესაფასებე ლი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებე ლი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ უდიდესი ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს. ამასთანავე, შესაფასებე ლი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოქვითვები.
მუხლი 29. შედგენილი ღირებულების მეთოდი
1. საქონლის სა ბაჟ ო ღირებულებად ჩა ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;
ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;
გ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ქვეპუნქტში აღნიშნული , საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:
ა) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ„და „გ„ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ხარჯებს;
ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ქვეპუნქტით განსაზღვრული, საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებლის მიერ არის გაწეული. ღირებულების გაანგარიშებისას ამ პუნქტში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები “ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ქვეპუნქტში.
მუხლი 30. სარეზერვო მეთოდი
1. თუ იმპორტირებული საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე−29-ე მუხლების დებულებების მიხედვით შეუძლებელია , სა ბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით , რომლებიც შეესაბამება საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და საქართველოში არსებულ მონაცემებს .
2. სარეზერვო მეთოდის დროს სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება :
ა ) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი ;
ბ ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე ;
გ ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი ;
დ ) საქონლის მინიმალური სა ბაჟ ო ღირებულება ;
ე ) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები ;
ვ ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი ;
ზ ) წარმოების ხარჯი , გარდა შედგენილი ღირებულებისა , რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ წესების 29 -ე მუხლის დებულებების მიხედვით .
3 . სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს საქონლის ადრე უკვე განსაზღვრულ სა ბაჟ ო ღირებულებას .
4 . სარეზერვო მეთოდის ფარგლებში გამოიყენება ის მეთოდები , რომლებიც მოცემულია 26-ე – 28-ე მუხლებში , მაგრამ დასაშვებია მათი მოქნილად გამოყენება :
ა) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ იდენტური საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს , რაც შესაფასებელი საქონელი , შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული . შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად . შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟ ო ღირებულება , რომელიც პირველი მეთოდით არ ყოფილა დადგენილი ;
ბ ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ მსგავსი საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს , რაც შესაფასებელი საქონელი , შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული . შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად . შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება , რომელიც პირველი მეტოდით არ ყოფილა დადგენილი ;
გ ) საქონლის ერთეულის ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენება – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ საქონელი უნდა გაიყიდოს იმავე მდგომარეობაში , რომელშიც იგი იმყოფებოდა შემოტანის დროს „შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული ; მოთხოვნა 90 დღის „თაობაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქნილად .
5 . საქონლის სა ბაჟ ო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს , რომელიც საინფორმაციო ხასიათის არის და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები
1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:
ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“– ეს არის საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ);
ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც იმპორტის მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით, მისი ღირებულება, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე;
გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.
2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:
ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;
ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის გათვალისწინებით, არ ჩაითვლებიან საქართველოში გაწეულ მომსახურებად და არ ექვემდებარებიან დღგ-ით უკუდაბეგვრას).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.
5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.
6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება, რომელიც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით;
ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ეს ხარჯები გაწეულია დეკლარანტის მიერ.
7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.
8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან;
ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ:
ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან;
ე.ბ)საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით;
ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი;
ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები;
ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები.
მუხლი 32. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
1. ამ ინსტრუქციის 25-ე–31-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.
2. პროგრამის მატარებლების საბაჟო ღირებულება განისაზღვრება პროგრამის მატარებლების ღირებულებისა და მის ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, მოვლასა და შეფუთვაზე გაწეული ხარჯების ერთობლიობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.
თავი VI
გარანტია
მუხლი 33. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები
1. გარანტიის წარდგენა (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სავალდებულოა:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;
დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად;
ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისათვის განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ი) (ამოღებულია - 29.03.2018, №126);
კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას;
ლ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სეს ესნ-ის 8702-ე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას;
მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას.
11. ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
2. გარანტია არ წარედგინება:
ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ბ) გემის მიმართ, ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) თუ საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისათვის განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ;
დ) საბაჟო საწყობში გადამუშავებისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის – სეს ესნ-ის 2603 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი სპილენძის კონცენტრატების, სეს ესნ-ის 2616 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ძვირფასი ლითონების კონცენტრატებისა და 2617 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი კონცენტრატების შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
დ1) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სეს ესნ-ის 8704 21 310 00 და 8704 22 910 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
ე) თუ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონლის გაშვებამდე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელები ან შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გარანტიის წარდგენისა და იმპორტის გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლად საქონლის გაშვებაზე;
ვ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით იმ საქონლის დროებითი შემოტანისას, რომელიც იმპორტის შემთხვევაში არ იბეგრება იმპორტის გადასახადით.
ზ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხი) მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) საქონლის გადაადგილებისას:
ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.
4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
6. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის ან საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;
ბ.ბ) ორი ან მეტი საბაჟო საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.
7. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი VI–01);
ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი VI–02);
გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საბაჟო საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;
დ) თავდებობის ხელშეკრულება (დანართი VI–03):
დ.ა) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
დ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული სეს ესნ-ის 8702-ე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას. ამასთან, ერთი თავდებობის ხელშეკრულებით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოსაშობი ვალდებულება, დეკლარანტის მიერ თავდებობის ხელშეკრულებების გამოყენებით შესაძლებელია ერთდროულად არა უმეტეს 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შენახვა, ხოლო პირი ერთდროულად შესაძლებელია წარმოადგენდეს თავდებს მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების შენახვაზე.
8. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 27.11.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №349 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №490 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
მუხლი 34. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის შემთხვევაში დღგ-ის თანხის გარდა), რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
ე) ერთი პირის საბაჟო საწყობის (საბაჟო საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად - 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;
ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ი) (ამოღებულია - 29.03.2018, №126);
კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ლ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სეს ესნ-ის 8702 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის გადასახდელების ნაწილი გადახდილია საქონლის გაშვებამდე – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იმპორტის გადასახდელებსა და საქონლის გაშვებამდე გადახდილ გადასახდელებს შორის სხვაობას.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა:
ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელების ას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;
დ) (ამოღებულია - 29.03.2018, №126);
ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.
ვ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს მისი წარდგენიდან 6 თვეზე ნაკლები;
ზ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – უნდა იყოს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე არანაკლებ 10 კალენდარული დღით მეტი.
4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
მუხლი 35. გარანტიის გაუქმება ან შესრულება
1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.
3. დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის, ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეექსპორტით გატანისას საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;
დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
ე) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ე1) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის იმ პირზე სრულად გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები – ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ძალადაკარგულად ცნობა. ამ საქონლის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, გარანტია უქმდება ნაწილობრივ, ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენითა და კორექტირებული წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე – გასხვისებული საქონლის იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხის ნაწილში;
ვ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;
ზ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;
თ) (ამოღებულია - 29.03.2018, №126).
5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.
6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
დანართი VI–01
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
საბანკო გარანტია
BANK GUARANTEE
№ ----------- -----” ----------------- 20-- წ.
გარანტის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
GUARANTOR:
პრინციპალის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
PRIN C IPAL, T HE IDEN T IFI C A T ION C ODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------
BENEFI C IA R Y:
გარანტიის ობიექტი: -------------------------------------------
OBJECT OF GUARANTEE:
გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და
გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს
გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გარანტიის თანხა: -------------------------------------------------------
GUARANTEE AMOUNT:
გარანტიის მოქმედების ტერიტორია: ------------------------------------------
TERRITORY OF GUARANTEE
VALIDITY:
გარანტიის მოქმედების პერიოდი: -------------------------------------------
PETIOD OF GUATANTEE VALIDITY:
ხელმოწერა
გარანტი: Signed
GUARANTOR: ------------------------------------------
ბ.ა.
დანართი VI–02
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
CERTIFIჩATE OF FINANCIAL RISK INSURANCE
№ ----------- „-----” ----------------- 20-- წ.
მზღვეველის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
INSURER:
დამზღვევის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
POLICYHOLDER:
დაზღვეული (მოსარგებლე): ----------------------------------------
INSURED (BENEFICIARY):
დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------
OBJECT OF INSURANCE:
მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების
უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით
გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე.
სადაზღვევო თანხა: ---------------------------------------------------------
INSURANCE AMOUNT:
დაზღვევის ტერიტორია: ---------------------------------------------------------
TERRITORY OF INSURANCE:
გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: ---------------------------------------
PREMIUM:
დაზღვევის პერიოდი: ---------------------------------------------------------
PERIOD OF INSURANCE:
მზღვეველი/Insurer
დამზღვევი/Policyholder
დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები
I heve read and agreed to the insurance condition
------------------------------------
-----------------------------------------
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
დანართი VI–03
საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება
„-----” -------------------------- 20-- წ.
თავდების სრული დასახელება
ან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------
თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------
ძირითადი მოვალე
(გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------
თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, საგადასახადო ორგანო ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე (თუ გადასახადის გადამხდელი 20 წლის ----- -------------------მდე არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ საბუთს).
იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ სატრანსპორტო საშუალებაზე , საიდენტიფიკაციო (VIN /შასის ) ნომრით – -------------------
შენიშვნა: თავდების ვალდებულების საფუძველი მიეთითება შესაბამისი უჯრედის
მონიშვნით.
თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------
თავდების ხელმოწერა ------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა -------------------------------------------------------------- ----
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
თავი VII
სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 36. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია
1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII-01) გამოყენებით.
2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება:
ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XVI თავის დებულებები;
ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
ბ1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI1 თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
დ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით;
ე) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციით.
3. დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, სისტემაში რეგისტრირებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი შემოწმების პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც. ამასთან, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინება შესაძლებელია ითვალისწინებდეს საქონლის გაშვებამდე სინჯის ან/და ნიმუშის აღების ვალდებულებასაც;
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად;
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
6. (ამოღებულია - 30.11.2015; №388).
7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;
ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები;
დ) სასაქონლო პარტიათა ნაკრები − ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული რამდენიმე სასაქონლო პარტია;
ე) სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი − პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას;
ვ) საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია − იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, როდესაც საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, ხოლო სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №IV-04).
ზ) სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი − სასაქონლო პარტიათა ნაკრებში თითოეული სასაქონლო პარტიის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №IV-05).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 30.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 37. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა
1. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საგადასახადო ორგანო:
ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე;
ბ.გ) როდესაც სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე.
2. ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია, ხოლო სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
21. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმოშობის სერტიფიკატი, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული „წარმოშობის დეკლარაცია“, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული „ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია“ ან სხვა), ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
6. სასაქონლო პარტიის ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.
8. დასაშვებია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
9. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, ამ დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:
ა) ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–03);
გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ საქონელზე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
12. თუ პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 45 კალენდარული დღე.
131. წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
14. ASYCUDA-ს მეშვეობით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 17.11.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.
მუხლი 38. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 39. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება
სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტისას ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;
გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
დ) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას;
ე) სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების მიმართ, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
მუხლი 391. სასაქონლო პარტიათა ნაკრების საბაჟო კონტროლი და გაფორმება
1. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − გადამზიდველი) ვალდებულია, ექსპორტის ქვეყანაში განახორციელოს საქონლის შეფუთვა და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დაფიქსირება.
2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე (გარდა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა).
3. დეკლარირებულ სასაქონლო პარტიათა ნაკრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და კონტეინერით შემოტანისას, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:
ა) სასაქონლო პარტიათა ნაკრებზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება მოწმობა გაფორმების ეკონომიკური ზონის ან გადამზიდველის საბაჟო საწყობის დანიშნულებით;
ბ) სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის/კონტეინერისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც ნიშნავს:
ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ − გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას. ამ შემთხვევაში:
ბ.ა.ა) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე გადამზიდველს აქვს იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლება;
ბ.ა.ბ) გადამზიდველის საბაჟო საწყობში განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს თანხმობით. აღნიშნულთან ერთად, გაფორმების ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილი თანამშრომლის დასწრების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების განსახორციელებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება მის ტერიტორიაზე;
ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას, რა დროსაც მათზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების ჩასატარებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და გადამზიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის წარდგენა გაფორმების ეკონომიკური ზონაში.
4. გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 40. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება
1. საქონლის გაშვებამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით:
ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;
ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;
გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება;
დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;
ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ;
ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში;
თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;
ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია;
ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
2. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:
ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.
3. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);
ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).
4. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, დეკლარაცია ჩაითვლება ძალადაკარგულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
მუხლი 41. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის საბაჟო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;
გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ :
გ.ა) საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ორგანოს ტერიტორია;
გ.ბ) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ტერიტორია. ამასთან, როდესაც დანაკლისი არ აღემატება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საბაჟო საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით;
გ.გ) საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა;
გ.დ ) დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში;
გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ, საზღვაო გზით ექსპორტით გასატან შავი ლითონის ჯართზე წარდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას.
გ.ვ) დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მცირდება არაუმეტეს 2 000 ლარით ან/და გადასახდელების თანხა მცირდება არაუმეტეს 650 ლარით, ხოლო დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია საქონლის შესყიდვის დოკუმენტი და უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სათანადო მტკიცებულებები.
დ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და გადასახდელების თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის განცხადებისა და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის ან/და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხებზე, ხოლო სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იცვლება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და სეს ესნ-ის კოდი ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში.
5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ.
დანართი №VII–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
დანართი №VII–02
საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის
წარდგენილი დოკუმენტების შესახებ
განაცხადი
|
დოკუმენტის დასახელება |
დოკუმენტის № |
ფურცლების რაოდენობა |
შენიშვნა |
|
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
|
|
ხელშეკრულება |
|
|
|
|
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
|
|
სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
|
|
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი |
|
|
|
|
კონოსამენტი |
|
|
|
|
მანიფესტი |
|
|
|
|
შეფუთვის ფურცელი |
|
|
|
|
TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
|
|
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
|
|
საბანკო გარანტია |
|
|
|
|
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
|
|
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
|
|
წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
|
|
ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
|
|
სხვა დოკუმენტები: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფურცლების რაოდენობა სულ – |
|
||
1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------
3. გაფორმების ორგანო ს მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო
20 წელი ----სთ.-----წთ.
4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ---------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
დანართი №VII–03
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
|
დოკუმენტის დასახელება |
დოკუმენტის № |
ფურცლების რაოდენობა |
შენიშვნა |
|||
|
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
|
|||
|
ხელშეკრულება |
|
|
|
|||
|
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
|
|||
|
სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
|
|||
|
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი |
|
|
|
|||
|
კონოსამენტი |
|
|
|
|||
|
მანიფესტი |
|
|
|
|||
|
შეფუთვის ფურცელი |
|
|
|
|||
|
TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
|
|||
|
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
|
|||
|
საბანკო გარანტია |
|
|
|
|||
|
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
|
|||
|
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
|
|||
|
წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
|
|||
|
ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
|
|||
|
სხვა დოკუმენტები: |
|
|
|
|||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
|
|
|
||||
|
ფურცლების რაოდენობა სულ – |
|
|||||
დოკუმენტების წარმომდგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა ---------------------------
დანართი №VII–04
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
|
№ |
გამგ ზავნი |
მიმღები |
ტვირთის დასახელება |
ვაგონის № |
სარკი ნიგზო ზედნა დების № |
წონა (ნეტო/ ბრუტო) |
ტარა |
კონტე ინერის № |
ადგი ლების რაოდ ენობა |
გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება) |
ლუქის ნომრები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირადი ნომერი -----------------------
3. მისამართი --------------------------------
4. ტელეფონი ---------------------------
5. ხელმოწერა ---------------------------
თავი VIII
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 42. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია (დანართი №VIII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
მუხლი 43. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 60 კალენდარულ დღეში (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობის „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა 8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
3. ერთი საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემები (მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის №) მიეთითება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დეკლარაციას.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლის შესაბამისად.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
9. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვები პუნქტში.
10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
11. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
მუხლი 44. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსება
1. დეკლარანტი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს:
ა) იმპორტის დროს – პირველი–მე-11 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება;
ე) საწყობის დროს – პირველი–მე-12 და R გრაფებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;
გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:
გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;
დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
ვ) გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი/საბაჟო საწყობი/შენახვის სხვა ადგილი და ვადა“ – ივსება ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში. ამასთან, საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში მიეთითება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის კოდი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი.
ზ) გრაფა R . „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ზ.ბ) საწყობის – „74”;
ზ.გ) ექსპორტის – „10”;
ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);
ზ.ე) დროებითი შემოტანის – „34“, ამასთან, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. D გრაფაში საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.
4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:
|
კოდი |
დასახელება |
|
006 |
საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
|
007 |
საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
|
008 |
საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
|
010 |
საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება) |
|
014 |
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
|
024 |
ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
|
031 |
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) |
|
057 |
იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
|
333 |
საქონლის დაბრუნება |
|
550 |
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
|
605 |
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
დანართი № VIII-01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია
|
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
5.1 |
5.2 |
5.3 |
11. |
გადასახდელების გაანგარიშება |
||||||||||||||||||||||||||
|
დარიცხ ვა ლარი |
|
||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||
თავი IX
გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 45. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენება
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით (დანართი №IX–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;
ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი (მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას) ან გასატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;
ო) (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:
ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ და „დ.გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ა.გ) (ამოღებულია - 13.10.2017, №373);
ა.დ) სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით), ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა;
ბ) სეს ესნ-ის 8426 41 და 8426 49 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 8427 10 და 8427 20 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ველოსიპედებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით)), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა, ველოსიპედის მისაბმელებისა და 8716 90 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტი ს გავლით.
4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.
7. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი ან გასატანი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
8. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს (დანართი № IX –02), ხოლო დეკლარანტს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (წწწ.რს.გე ), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
10. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია მიეთითოს საქონლის ექსპერტიზის/დათვალიერების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება.
101. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი გრაფის – „საბაჟო ღირებულება და გადასახდელები“ – შევსება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.
11. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დეკლარანტის განაცხადი, ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად − დეკლარანტისათვის, ხოლო გაფორმების საგადასახადო ორგანოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
12. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო აღნიშნული დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
13. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს.
14. (ამოღებულია - 24.02.2015, N56 ).
15. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 25 აპრილის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 02.10.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 46. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) გაფორმება
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით:
ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №IX–03);
ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №IX–04);
გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №IX–05).
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხები, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.
2. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
6. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.
8. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;
დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.
10. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.
11. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX–01
გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია
|
1. პირის ს/ნომერი -----------------
ფიზიკური პირის პ/ნომერი
---------------------------- |
2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყანა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
3. პირის სახელწოდება
|
4. ფიზიკური პირის სახელი, გვარი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
5. დეკლარანტი/წარმომადგენელი
|
6. დეკლარაციის რეგისტრაციის N 00000/00000 |
R. ოპერაცია |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
7. საფოსტო გზავნილის/ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
8. საქონლის საერთო წონა და აღწერილობა
|
9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქონლის დასახელება |
რაოდენობა სეს ესნ-ის დამატ.ერთ. შესაბამისად |
საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად |
საქონლის ღირებულება |
ტრანსპორ-ტირების და სხვა ხარჯი |
საბაჟო ღირებულება |
შეღავათები |
იმპორტის გადასახადი |
დღგ |
აქციზი |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სულ: |
|
|
სულ: |
სულ: |
სულ: |
|
სულ: |
სულ: |
სულ: |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
10. რეგისტრაციის თარიღი
“-----”“---------------------” 20 წ.
|
11. გადასახდელები და მომსახურების საფასური: |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
12. ხელმოწერები:
დეკლარანტი ------------------------
წარმომადგენელი ------------------- |
13. იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
14. განსაკუთრებული აღნიშვნები: |
15. საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები:
“-------”“---------------------” 20 წ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №IX–02
გადამხდელის დასახელება
--------------------------------
საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი
--------------------------------------------------
გადამხდელის მისამართი
-------------------------------
ელ.ფოსტა
-----------------
ტელეფონი
-----------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შემივსოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.
განმცხადებლის ხელმოწერა
-------------------------------
საყურადღებო ინფორმაცია
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შესაძლებელია განაცხადის შტრიხ-კოდისა და ID ნომრის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის ვებ -გვერდზე − www. rs.ge
იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში
იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული სახაზინო კოდებისა და თანხების მიხედვით
მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე (სს „კორ სტანდარტ ბანკი“, ბანკის კოდი — 220101945 , მიმღების ანგარიში — GE38KS00 0000 0000 0888 88)
დანართი №IX–03
დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1
|
№ |
გზავნილის მიმღების სახელი |
გზავნილის მიმღების გვარი |
გზავნილის № |
გამომგზავნი ქვეყანა |
საქონლის წონა |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
|
(სახელი, გვარი)
|
|
(ხელმოწერა)
თარიღი: |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX–0 4
დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2
პასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
|
(სახელი, გვარი)
|
|
(ხელმოწერა) |
|
№ |
გზავნილის მიმღების სახელი |
გზავნილის მიმღების გვარი |
გზავნილის № |
გამომგზავნი ქვეყანა |
საქონლის წონა |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX–05
დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3
|
№ |
სახელი |
გვარი |
გზავნილის № |
გამომგზავნი ქვეყანა |
საქონლის წონა |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
|
(სახელი, გვარი)
|
|
(ხელმოწერა) |
თარიღი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
თავი IX1
ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი
საქონლის გაფორმება
მუხლი 461. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია
1. საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი №IX1–02) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილებით გასატანი საქონელი.
2. საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას.
3. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს:
ა) საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტს;
ბ) იმპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად, რომლის დამუშავება (შემოწმება, შეფასება) ხორციელდება გზავნილზე შტრიხ-კოდის წამკითხველის გადატარებით, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
მუხლი 46 2. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №IX1–01).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.
4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდველი ავსებს:
ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №IX1–02) – საფოსტო გზავნილებზე, რომლებით შემოტანილი საქონლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №IX1–03) (შემდგომში – ნუსხა №4).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდველი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
6. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდველის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.
7. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“, და ნუსხა №4, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.
8. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება, საფოსტო გადამზიდველი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით წარადგინოს ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5 (დანართი № IX1–04) (შემდგომში – ნუსხა №5), რის შემდგომაც ზოგადი დეკლარირების ვადა იზრდება 5 სამუშაო დღით.
9. ნუსხა №4 წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების, საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობამდე გადადგილებისა და დროებით შენახვის დოკუმენტს.
10. ნუსხა №4-ით წარდგენილ საქონელზე გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის კოდი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.
11. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/ლიცენზიის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.
12. გადამზიდველს უფლება აქვს, განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა №4-ში ცვლილების შეტანა გაფორმების ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე.
13. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება არ აღემატება დაუბეგრავ რაოდენობას, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში და ნუსხა №4-ში.
14. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX1–01
სა ფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია
ტვირთის მიმღების დასახელება ინტერნეტ - მაღაზიის დასახელება
|
|
|
|
|
გზავნილის № |
საქონლის დასახელება |
გადახდილი თანხა |
ვალუტა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ: |
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX 1 - 02
საფოსტო გზავნილების დეკლარაცია №
|
რიგ.№ |
გზავნილის № |
მიმღების/ გამგზავნის სახელწოდება/ გვარი, სახელი
|
მიმღების/ გამგზავნის საიდენტიფიკაციო/ პირადი № |
მიმღების/ გამგზავნის მისამართი |
მიმღების/ გამგზავნის ტელეფონი |
გამომგზავნი/ მიმღები ქვეყანა |
ინტერნეტ მაღაზია |
ინვოისის № |
საქონლის წონა კგ
|
საქონლის ღირებულება
|
ვალუტა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
|
9 |
10 |
11 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საფოსტო გადამზიდველი: |
საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: |
თარიღი:
|
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები: |
||||||||
|
12 |
13 |
14 |
15 |
||||||||
|
|
|
|
|
||||||||
შენიშვნა: დეკლარაციის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფებში გამგზავნის შესახებ შესაბამისი მონაცემები მიეთითება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX 1 –03
ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და
არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4
|
რიგ. № |
გზავნილის № |
გზავნილის მიმღების სახელწოდება/გვარი, სახელი
|
მიმღების საიდენტიფიკაციო/ პირადი № |
მიმღების მისამართი |
მიმღების ტელეფონი |
გამომგზავნი ქვეყანა |
ინტერნეტ მაღაზია |
საქონლის წონა კგ
|
საქონლის ღირებულება
|
ვალუტა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საფოსტო გადამზიდველი: |
საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: |
თარიღი:
|
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები: |
|||||||
|
|
|
|
|
|||||||
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
დანართი №IX1 - 04
ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი,
ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5
|
რიგ.№ |
გზავნილის № |
გზავნილის მიმღების სახელწოდება/გვარი, სახელი
|
გზავნილის მიმღების საიდენტიფიკაციო/ პირადი № |
გზავნილის მიმღების მისამართი |
გზავნილის მიმღების ტელეფონი |
გამომგზავნი ქვეყანა |
ინტერნეტ მაღაზია |
საქონლის წონა კგ
|
საქონლის ღირებულება
|
ვალუტა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საფოსტო გადამზიდველი: |
საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: |
თარიღი:
|
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები: |
|||||||
|
|
|
|
|
|||||||
შენიშვნა: ნუსხაში არ ივსება ის გრაფები, რომელთა მონაცემები დაუდგენელია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
თავი X
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 47. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №518 - ვებგვერდი, 17.12.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
მუხლი 48. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
დანართი №X–01 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
თავი XI
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 49. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის გამოყენება
1. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი №XI–01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.
3. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება:
ა) წერილობით – ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს, ან
ბ) ელექტრონულად, რომლის ამობეჭდილი ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს. ამასთან, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას.
31. ელექტრონულად შევსებულ ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას პროგრამულად ენიჭება სტატუსი: „აყვანილია კონტროლზე“, „გამოცხადებულია“, „მოხსნილია კონტროლიდან“ ან „გაუქმებულია“, შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღით.
4. №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;
ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;
გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე;
ე) როდესაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირი „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს მის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 50. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №XI–03).
2. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.
5. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
დანართი №XI-01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა.
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი №..................................
6. დაბადების ადგილი და თარიღი...................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი......................... ერთეული.
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე ან/და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
ლ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი
დიახ არა
2. საქართველოში შემოვდივარ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული მაქვს შემოვიტანო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონ ე ლი, რომელიც ჩემთან ერთად არ გადაადგილდება
დიახ
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
|
№ |
საქონლის დასახელება |
რაოდენობა (კგ., ცალი) , თანხის ოდენობა |
* საქონლის მესაკუთრე/მიმღები |
*ვალუტის/ფასიანი ქაღალდის სახეობა |
*საქონლის წარმომავლობა და მიზნობრიობა |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შენიშვნა:
ა) ვარსკვლავით (*) მონიშნული გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ბ) სამართალდარღვევის გამოვლენისას, საბაჟო გამშვები პუნქტის შესაბამის თანამშრომელს შეაქვს შესწორებული მონაცემები ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარაციის არარსებობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავსებს ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას (სანქციის სახით საქონლის ჩამორთმევის შემთხვევის გარდა) და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შენიშვნის გრაფაში მიუთითებს სამართალდარღვევის ოქმის ნომერს და შედგენის თარიღს. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დასტურდება ფიზიკური პირის ხელმოწერითა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერითა და ბეჭდით. თუ ფიზიკური პირი უარს აცხადებს საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ შევსებული დეკლარაციის ხელმოწერით დადასტურებაზე (საქონლის დეკლარირებაზე), მას ეკრძალება საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილება.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.
6. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში ან მე-2 პუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი.
თარიღი „.......”.............................. 20..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა............................
საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეები) გარდა) გათვალისწინებული 500-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის;
გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით (თამბაქოს ნაწარმი, წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი) გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით (კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები, თამბაქოს შემცველობით) გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული (ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეები) 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან);
დ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან);
ე) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან
ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.
7. თუ თქვენ საქართველოში შემოდიხართ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული გაქვთ შემოიტანოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც თქვენთან ერთად არ გადაადგილდება, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად:
ა) უნდა შეავსოთ ეს დეკლარაცია, დეკლარაციის III ნაწილის მე-2 პუნქტში აირჩიოთ დადებითი პასუხი და შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”;
ბ) სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოსაქცევად საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა უნდა განახორციელოთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ.
დანართი №XI–02
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა
|
№ |
საქონლის დასახელება |
რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით) |
|
|
|
|
|
|
|
|
„.......”.............................. 20..... წელი
დეკლარანტის ხელმოწერა............................
საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა.
დანართი № XI–03
ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია №
მე, --------------------------------- -----------------------------------
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––
საქონლის საერთო ღირებულება ––––––––––––
ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:
– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით.
ხელს ვაწერ -------------------
დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი
დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.
იმპორტის გადასახდელები:
იმპორტის გადასახადი: ---------------------------------
დღგ: ---------------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ---------------------------
გადახდის ვადა: ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
თავი XI1
ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 501. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია
1. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №XI 1–01) შესაძლებელია გაფორმდეს სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტი (შემდგომში – ფარმაცევტული პროდუქტი) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია.
2. ერთი ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების, ერთი და იმავე დანიშნულების (მიზნობრიობის) მქონე ფარმაცევტული პროდუქტი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.
3. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
4. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და ფარმაცევტული პროდუქტის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
6. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 502. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის შევსება
ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;
ბ) გრაფა 1. „იმპორტიორი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) გრაფა 2. „მომწოდებელი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი პირის მონაცემები (მათ შორის, იურიდიული მისამართი);
დ) გრაფა 3. „მომწოდებელი ქვეყანა“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
ე) გრაფა 4. „მოვაჭრე ქვეყანა” – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის მოვაჭრე ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ვ) გრაფა 5. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ზ) გრაფა 6. „საქონლის კოდი“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „3004“, რომელიც დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს ამ მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განყოფილებაში;
თ) გრაფა 7-ის:
თ.ა) განყოფილება „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;
თ.ბ) განყოფილება „საქონლის დანიშნულება“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების მიზნობრიობა: კომერციული, ჰუმანიტარული, სახელმწიფო შესყიდვა, სარეგისტრაციო ნიმუში, კლინიკამდელი ან კლინიკური კვლევა, სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობა;
თ.გ) განყოფილება „ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი“ – მიეთითება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი; მისამართის ცვლილების შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს;
ი) გრაფა 8. „პროდუქცია“ – გრაფის:
ი.ა) განყოფილება „№“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის რიგითი ნომერი;
ი.ბ) განყოფილება „ფარმ. პროდუქტის დასახელება“ – მარცხენა ქვეგანყოფილებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება, მისი ფორმა და შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა, ხოლო მარჯვენა ქვეგანყოფილებაში აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება, დოზა და საჭიროების შემთხვევაში – კონცენტრაცია;
ი.გ) განყოფილება „11 ნიშნა სეს ესნ კოდი“ – ივსება მხოლოდ დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში და მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;
ი.დ) განყოფილება „ათვლის ერთეული“ – მიეთითება ათვლის ერთეულის დასახელება (ფლაკონი, შეფუთვა, ამპულა და სხვ.);
ი.ე) განყოფილება „რაოდენობა“ – მიეთითება საქონლის რაოდენობა, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;
ი.ვ) განყოფილება „სერია“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სერიის ნომერი;
ი.ზ) განყოფილება „მწარმ. ქვეყანა“ – მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც აწარმოეს ფარმაცევტული პროდუქტი;
ი.თ) განყოფილება „მწარმ. ქვეყნის კოდი“ – მიეთითება განყოფილებაში „მწარმ. ქვეყანა“ აღნიშნული ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ი.ი) განყოფილება „მწარმ. კომპანია“ – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელიც აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქტს;
ი.კ) განყოფილება „პირდაპირი მოწოდება მწარმოებელი კომპანიიდან“ – მიეთითება დადებითი ან უარყოფითი პასუხი იმის მიხედვით, განხორციელდა თუ არა მწარმოებელი კომპანიიდან ფარმაცევტული პროდუქტის პირდაპირი მოწოდება იმპორტიორისათვის;
ი.ლ) განყოფილება „ერთეულის ფასი“ – მიეთითება ერთეულის ღირებულება, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;
ი.მ) განყოფილება „თანხა“ – სისტემის მიერ ავტომატურად ანგარიშდება კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის მთლიანი ღირებულება;
ი.ნ) განყოფილება „ვალუტა“ – მიეთითება განყოფილებაში „თანხა“ აღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვალუტის დასახელება;
ი.ო) განყოფილება „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება განყოფილებაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;
ი.პ) განყოფილება „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);
ი.ჟ) განყოფილება „სახელმწიფო რეგისტრ. №“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას მიეთითება შესაბამისი წერილის (მათ შორის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის, სახელმწიფო რეგისტრაციისათვის) ან შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი და თარიღი, ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შემოტანისას მიეთითება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროება“ და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ნომრები;
ი.რ) განყოფილება „სპეც. კონტ. ნებართვის თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის“ გაცემის თარიღი და ნომერი;
ი.ს) განყოფილება „წინასწარი შეთანხ. დოკ. თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის განხორციელებისათვის გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;
ი.ტ) განყოფილება „რეჟიმი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმი (ეროვნული ან აღიარებითი);
ი.უ) განყოფილება „განსხ. შეფ./მარკ.“ – საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანის შემთხვევაში, მიეთითება იმ ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დასახელება, რომლის მიერაც აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაშვებულია შესაბამის ბაზარზე, სხვა შემთხვევაში მიეთითება უარყოფითი პასუხი;
ი.ფ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ბრუტო წონა კილოგრამებში;
ი.ქ) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ნეტო წონა კილოგრამებში. საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ზუსტი წონა (კგ) შესაძლებელია გამოისახოს ათწილადებში, მძიმის შემდეგ ორ ციფრამდე სიზუსტით;
კ) გრაფა 9. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ლ) გრაფა 10. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
მ) გრაფა 11. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფის:
მ.ა) განყოფილება „სხვა ხარჯები“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;
მ.ბ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით;
მ.გ) განყოფილება „ს.ღ.მ.“ – მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;
ნ) გრაფა 12. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში;
ო) გრაფა 13. „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
პ) გრაფა 14. „წინმსწრები დოკუმენტი” – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტში გაცხადებამდე საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ან/და დროებით შენახვა ხორციელდებოდა აღრიცხვის მოწმობით, ელექტრონული მოწმობით ან განაცხადით;
ჟ) გრაფა 15. „B დაწვრ. გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B” – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
დანართი NXI1-01 (იხილეთ დანართის სახით)
[დანართის მოქმედება შეჩერებულია 2018 წლის 1 ივლისამდე]
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
თავი XI2
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 503. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება
1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI2–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.
2. ერთი „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.
3. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება განყოფილებებისაგან, რომელთაგან:
ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;
ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტს“;
გ) მე-3 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“ და ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.
5. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ ასევე შესაძლებელია ფიტოსანიტარიულ კონტროლთან ერთად ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (სეს ესნ-ის 1001, 1002, 1003, 1004, 1005, 1006, 1007 და 1008 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მარცვლოვანები, 1213 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი ჩალა და 1214 სასაქონლო პოზიციაში შემავალი თივა) გაფორმება. ამასთან, საბაჟო დეკლარაციის პირველი განყოფილების შევსებამდე, თავდაპირველად ივსება დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“, ხოლო შემდეგ დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.
6. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
7. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის(www.rs.ge) საშუალებით.
8. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“) და დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
10. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება, ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 504. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება
1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;
ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;
გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები;
დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;
ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა;
ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო განთავსების ადგილის მისამართი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;
ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;
ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);
ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;
პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;
ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:
რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილებების „პროდუქციის დასახელება“ და „მცენარეების ბოტანიკური დასახელება“ შესაბამისად;
რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;
რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეულის“ შესაბამისად;
რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;
რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობას“ შესაბამისად;
რ.ვ) განყოფილება „შეფუთვის სახე“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „შეფუთვის სახე, რაოდენობა“ შესაბამისად;
რ.ზ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;
რ.თ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;
რ.ი) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;
რ.კ) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:
რ.კ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
რ.კ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
რ.კ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;
რ.კ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან გათავისუფლება;
ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:
ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;
ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;
ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:
ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;
ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;
ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ღ) გრაფა 22. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად, ამ ინსტრუქტიის 503 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე – ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად;
ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.
2. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 და მე-3 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტების შევსების წესების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
დანართი NXI2-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
თავი XI3
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 505. ვეტრინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI3–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი (ცოცხალი ცხოველების გარდა).
2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.
3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან:
ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;
ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“.
4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.
5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.
7. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილ II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
8. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 506. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;
ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;
გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები;
დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;
ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული პროდუქტის საბოლოო წარმოების, დამზადების ან შეფუთვის ადგილი;
ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;
ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;
ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);
ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;
პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;
ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:
რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საქონლის დასახელება“ შესაბამისად;
რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;
რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად;
რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;
რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად;
რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;
რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;
რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;
რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:
რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;
ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:
ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;
ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;
ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:
ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;
ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;
ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად;
ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.
2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
დანართი NXI3-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
თავი XI4
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია
მუხლი 507. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI4–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველები.
2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.
3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან:
ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს;
ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №10 დანართით გათვალისწინებული „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი – ცხოველების“.
4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“.
5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით.
7. დეკლარირებული ცოცხალი ცხოველების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
8. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ
მუხლი 508. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;
ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები;
გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული მონაცემები;
დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები;
ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული ცხოველების წარმოშობის ქვეყანა;
ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის საქართველოში გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ცხოველების საბოლოო ჩამოტვირთვის ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად;
ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;
ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);
ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში;
პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;
ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“:
რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „ცხოველის დასახელება“ შესაბამისად;
რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;
რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად;
რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში;
რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად;
რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით;
რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;
რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;
რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება:
რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება;
ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში:
ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა;
ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი;
ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება:
ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;
ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;
ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ მე-2 ნაწილის 32-ე გრაფის შესაბამისად;
ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.
2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (ცხოველების) შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ
დანართი NXI4-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
თავი XII
ი მპორტი
მუხლი 51. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.
2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ან:
ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში - ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით - სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას.
გ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია;
დ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, იმპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347);
დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347).
51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების გადატანილი საჭის არსებობის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზის ჩატარება ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენა.
6. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას:
ა) საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი;
ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება;
გ) იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება;
დ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება:
ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის გარდა);
ბ1) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე;
გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა:
დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;
დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);
ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა).
8. საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელების სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.
9. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფროსის მოადგილე უფლებამოსილია, დეკლარანტის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დასკვნის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ამავე პუნქტში მითითებული პირობების შეუსრულებლად გაშვების თაობაზე. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №361 - ვებგვერდი, 31.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 21.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 17.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის ბრძანება N99 - ვებგვერდი, 08.04.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.
მუხლი 52. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით
1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „პ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ 1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტის დროს – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;
ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.
ბ.თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, ქარხნულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტის დროს – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 19.09.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №397 - ვებგვერდი, 19.10.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 198 დეკემბრის ბრძანება №457 - ვებგვერდი, 24.12.2018წ.
მუხლი 53. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება
1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:
ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა;
ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის ახალ მესაკუთრეს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება. ამასთან, სხვა პირზე საქონლის სრულად გასხვისებისას წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი, ხოლო სხვა პირზე საქონლის ნაწილის გასხვისებისას წინსმწრებ საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
დანართი №XII-01
(ამოღებულია )
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №361 - ვებგვერდი, 31.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
თავი XIII
ექსპორტი
მუხლი 54. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით) ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს;
ბ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
მუხლი 55. ექსპორტის დეკლარირება
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან/სდ-სთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;
ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;
გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას;
დ) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (დანართი № IX1–02) წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში.
2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
21. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.
3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 56. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით
1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ბ) გარე გადამუშავება;
გ) თავისუფალი ზონა.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.
3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას, ზედნადების/სდ-ის წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა ან ზედნადები/სდ დასტურდება ელექტრონულად.
4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენისას.
5. როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო გამშვები პუნქტი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
6. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
7. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 აპრილის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 15.04.2019წ.
თავი XIV
ტრანზიტი
მუხლი 57. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია
1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. გამგზავნი საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
მუხლი 58. ტრანზიტის დეკლარირება
1. ტრანზიტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით;
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
გ) საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის ტრანზიტის დასრულება (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).
2. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:
ა) TIR-წიგნაკი, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა;
ბ) მოწმობა – TIR-წიგნაკის არქონის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
ბ 1) ელექტრონული მოწმობა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
გ) სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში;
დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია – ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
4. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში) დამატებით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.
5. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტში დეკლარირება მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც.
6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე, რომელზეც წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და, საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
მუხლი 59. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით, შეიძლება მოექცეს საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან შენახულ იქნეს დროებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით ან ელექტრონული მოწმობის შევსებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.
4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს.
5. (ამოღებულია - 10.06.2013, N188).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 60. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია);
გ) საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;
ვ) ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.
2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
დანართი №XIV-01
|
1. Shipping Agent/Freight Forwarder ექსპედიტორი/ტვირთის გამგზავნი |
NON-MANIPULATION CERTIFICATE გადაუმუშავებლობის სერტიფიკატი |
|
2. Details of Consignment მონაცემები ტვირთზე :
a) Description of Goods (HS code, net/gross weight) ტვირთის აღწერა (სეს ესნ-ი ს კოდი, ნეტო და ბრუტო-წონა )
|
|
|
b) Country of Origin of Goods საქონლის წარმოშობის ქვეყანა |
c) Transport document სატრანსპორტო დოკუმენტი |
|
d) Date of Discharge დაცლის თარიღი |
e) Date of Departure გასვლის თარიღი |
|
f) Country of final Destination საბოლოო დანიშნულების ქვეყანა |
g) Name and number of the means of transport სატრანსპორტო საშუალების დასახელება და ნომერი |
|
3. Declaration by Shipping Agent/Freight Forwarder ექსპედიტორის /ტვირთის გამგზავნის დეკლარაცია
We declare , that ვადასტურებ, რომ a) The goods described above were transshipped to above country of final destination from … (place of loading ).. without any alteration or manipulation ზემოთ აღნიშნული ტვირთი დატვირთულ იქნა......... (ადგილის დასახელება )...... და გაგზავნილია დანიშნულების ადგილზე ყოველგვარი გამოყენებისა და გადამუშავების გარეშე b) All information provided above is true and correct. ზემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია სწორია და შეეფერება სინამდვილეს
Authorized Signature ხელმოწერა: Name: სახელი, გვარი: Date: თარიღი: |
|
|
4. საბაჟოს უფლებამოსილი პირის დასტური: Customs official confirmation:
we certify that, to the best of our knowledge, the declaration of the shipping Agent /freight forwarder is true and correct. ვადასტურებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექსპედიტორის/ტვირთის გამგზავნის დეკლარაცია სწორია.
Customs is not responsible for the information provided by shipping Agent /freight forwarder. საბაჟო პასუხს არ აგებს ექსპედიტორის/ტვირთის გამგზავნის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე.
Authorized Signature and stamp : ხელმოწერა და ბეჭედი:
Date: თარიღი: |
|
|
This certificate is to be presented to: სერტიფიკატი განკუთვნილია: |
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 25.01.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი XV
საწყობი
მუხლი 61. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე.
2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, საწყობის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347);
დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347).
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
5. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი;
ბ) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 62. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:
ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;
ე.ბ) ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებს და ნახევრადმისაბმელებს;
ვ)შემოსავლების სამსახურის თანხმობით, საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში ავტონაწილების შენახვისას;
ზ) იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით – სეს ესნ-ის 8702 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა, თუ ამოიწურა საბაჟო დეკლარაციის წარდგენისათვის ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაგრძელებული ვადა და წარდგენილია არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი გარანტია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ.
მუხლი 63. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება.
2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია:
ა) გასუფთავება;
ბ) განიავება;
გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია:
ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ბ) პარტიის დანაწილება;
გ) გზავნილების ფორმირება;
დ) დახარისხება;
ე) შეფუთვა;
ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;
ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საბაჟო საწყობში;
ლ) ტესტირება (გამოცდა);
მ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;
ნ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით;
ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბაჟო საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას) ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას, მისი დაბრუნება საბაჟო საწყობში სავალდებულო არ არის.
6. საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
7. საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ოპერაციების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.
8. თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
მუხლი 64. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა
1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. ამასთან, შიდა გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ საქონელზე, გადაუმუშავებელ საქონელზე, ნაშთზე ან/და ნარჩენებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში შესაბამისი საქონელი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
4. საბაჟო საწყობში შენახული, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების და საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე.
5. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.
6. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.
7. ამ მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება წინმსწრებ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, რომელიც ჩაითვლება ძალადაკარგულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №247- ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
მუხლი 65. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში;
ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
გ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;
ე) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
ე.ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;
ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საბაჟო საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მუხლი 66. საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანა
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ნფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანა – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.
5. საბაჟო საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
6. მ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო საწყობი/დეკლარანტის წარმომადგენელი ვალდებულია მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით ასახოს ინფორმაცია განხორციელებული ნიშანდების თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
მუხლი 67. საქონლის შენახვა საბაჟო ტერმინალში
1. საბაჟო ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს:
ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით ;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;
კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.
2. მგზავრის მომართვის საფუძველზე საბაჟო ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით.
3. საბაჟო ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით;
ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. საბაჟო ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
თავი XVI
თავისუფალი ზონა
მუხლი 68. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია
1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
ბ) საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
დ) საქართველოს საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საბაჟო კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.
მუხლი 69. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა
1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
4. თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილი საქართველოს საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ.
მუხლი 70. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
გ) მოწმობის გაცემა/დახურვა;
დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, შესაძლებელია საქონლის გაშვება განხორციელდეს მოწმობით.
3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით.
5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, ან;
ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.
მუხლი 71. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები.
თავი XVII
რეექსპორტი
მუხლი 72. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე:
ა.ა) ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან
ა.ბ) აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;
ა 1) როდესაც განზრახულია საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული საქონლის რეექსპორტი (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
ბ1) როდესაც განზრახულია მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი;
გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც:
ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო - ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებით შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №268 - ვებგვერდი, 17.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
მუხლი 73. რეექსპორტის დეკლარირება
1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.
11. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი, ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, ან მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
3. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
4. როდესაც რეექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
6. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
7. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, გარდა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა;
გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347);
დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №268 - ვებგვერდი, 17.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ.
მუხლი 74. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
ბ) 83-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობით;
გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.
4. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
5. ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
6. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი XVIII
შიდა გადამუშავება
მუხლი 75. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში;
ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;
დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;
ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
მუხლი 76. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობები და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს:
ა) „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ (დანართი №XVIII-01);
ბ) არადეკლარანტთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის გადამუშავების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ;
გ) გარანტია (გარდა ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.
4. დეკლარანტი ვალდებულია, დაფაროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად საქონლის გამოყენების პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
მუხლი 77. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;
ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;
ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 78. გამოსავლიანობის ნორმა
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ მონაცემები აისახება „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ (დანართი №XVIII-01), რომელიც დეკლარანტის მიერ წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს და გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები (მათ შორის, „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ დაფიქსირებული მონაცემების თაობაზე), რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
მუხლი 79. საქონლის გადამუშავების ვადები
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი, ნაშთი ან/და ნარჩენი საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე უნდა მოექცეს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.
6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
71. ნარჩენი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.
9. ამ მუხლის მე-4–მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გამოსავლიანობის აქტი“ (დანართი №XVIII-02).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.
დანართი №XVIII-01
დეკლარანტის დასახელება ------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------------------------------------
იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------
წარმომ ად გენელი --------------------------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------------------------------------
გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება
საქონელი: ____________________________________________________________________________
(მიუთითეთ გადასამუშავებელი საქონლის დასახელება, აღწერილობა და რაოდენობა)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
ექცევა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:
1. საქონელზე განსახორციელებელი გადამუშავების ოპერაციის აღწერილობა:
_____________________________________________________________________________________
(მიუთითეთ დაწვრილებითი ინფორმაცია გადამუშავების ტექნოლოგიური სქემის, გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, დამატებითი ზომის ერთეულის და რაოდენობის/ ბრუტო/ნეტოს წონის შესახებ, მისაღებ გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების თაობაზე. ამასთან, გადამუშავების ტექნოლოგიური სქემა და გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გამოსაყენებელი საშუალებების თაობაზე ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს დანართის მეშვეობით)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
2. მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმა (რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი): __________________________________________________________________
3. მიღებული გადამუშავებული საქონლის რაოდენობის შესაძლო ცდომილების პროცენტული მაჩვენებელი: ___________________________________________________________________
4. გადამუშავების განხორციელების პერიოდი:
_____ ________________ _______ -დან – _____ ________________ _______-მდე
5. პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (თუ საქონლის გადამუშავება ხორცილედება არადეკლარანტის მიერ მიეთითება ამ პირის რეკვიზიტები):
ა) დასახელება ____________________________________________________
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი ____________________________________________________
გ) საწარმოს მისამართი ____________________________________________________
ჩვენთვის ცნობილია, რომ:
ა) საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების შემოწმების მიზნით დამატებით მოითხოვოს და გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) შესაბამისი დასკვნები;
ბ) გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დეკლარანტის (წარმომ ად გენლის) ხელმოწერა: ____________________________
თარიღი:______________________________
დანართი №XVIII-02
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
თავი XIX
გარე გადამუშავება
მუხლი 80. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით.
3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა), სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.
4. საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დროებით შენახვის ვადისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
6. საბაჟო კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;
ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის საბაჟო გამშვები პუნქტის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;
გ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.
7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 81. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები
1. გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ.
3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
4. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.
მუხლი 82. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით
დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ა) შიდა გადამუშავება;
ბ) თავისუფალი ზონა;
გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.
თავი XX
დროებითი შემოტანა
მუხლი 83. დროებითი შემოტანის დეკლარირება
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;
ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;
დ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
დ.ა) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას;
დ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.
2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
მუხლი 84. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე და 1881 მუხლების შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა, 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;
ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);
გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;
ვ) სახიფათო ნარჩენები;
ზ) არასახიფათო ნარჩენები;
ზ 1 ) რადიოაქტიური ნარჩენები;
თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;
ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;
ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;
მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;
ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;
ო) ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
პ) ოზონდამშლელი ნივთიერებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
მუხლი 85. დროებითი შემოტანის ვადები
1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ 3 წლის ან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული ვადის ფარგლებში. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეცვალოს მის მიერ დადგენილი საქონლის დროებითი შემოტანის განსხვავებული ვადა.
2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას.
4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.
7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №511 - ვებგვერდი, 07.12.2012წ.
მუხლი 86. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი:
ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:
ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);
ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;
ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);
ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);
ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;
ა.ვ) ძოვება;
ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;
ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);
ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:
ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);
გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:
გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);
გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;
გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;
გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;
დ) სხვა მოწყობილობები:
დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;
დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;
დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;
დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;
დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;
დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;
დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;
დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);
დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის, საერთაშორისო ფორუმისათვის (ასამბლეა, სესია, სიმპოზიუმი, კონფერენცია და ა.შ.) და სპორტული შეჯიბრებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;
ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;
ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;
ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;
ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;
ე.ზ) სპორტული მანქანები, მოტოციკლები და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საცურაო საშუალებები (ძრავიანი, იალქნიანი, ნიჩბიანი) და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საფრენი საშუალებები (ძრავიანი და ძრავის გარეშე) და მათი სათადარიგო ნაწილები; სასტენდო და სხვა სპორტული იარაღი; სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი ინვენტარი და მოწყობილობა (მაგ.: ბურთები, ჩოგანი, მშვილდ-ისარი, თხილამურები, ციგურები, ციგები, სასრიალო დაფა და ა.შ.), სპორტული ფორმა და სპორტსმენის სპეციალური აღჭურვილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;
ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;
ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;
ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.ნ) მუსიკალური ინსტრუმენტები, საკონცერტო და სასცენო დეკორაციები, განათებისა და სხვა მოწყობილობები;
ე.ო) საორგანიზაციო და სადემონსტრაციო მასალა და მოწყობილობები (მაგ:. კომპიუტერული ტექნიკა, დაფები და სხვა ანალოგიური საქონელი);
ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;
ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;
ი.გ) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილი ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით), რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია;
კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;
ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:
მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);
მ.ბ) ქვესადგამი;
მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);
მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);
მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);
მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;
მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;
მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;
მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;
მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;
მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის;
მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;
ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
ნ.ვ) ერთი რადიომიმღები;
ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
ნ.თ) ერთი ტელევიზორი;
ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
ნ.კ) ერთი კალკულატორი;
ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა).
ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.
პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა.
ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.
2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღონისძიება:
ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა;
ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;
ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა;
ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;
ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;
გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიული დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე;
დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.
3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან.
საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 28.03.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
მუხლი 87. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;
გ) თანხის გადახდის ვადებს.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს, „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ ავსებს სააგენტო.
2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის საბაჟო დეკლარაციას.
3. საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს.
4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) 85-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 88-ე მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ.
მუხლი 88. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია/სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან/და გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
დანართი №XX–01
დროებითი შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის
გ ა ნ რ ი გ ი
1. საგადასახადო ორგანო ----------------------------------------------------------------------
(დასახელება)
2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------
(დასახელება)
3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------------------------------------
4. დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცევის დღე (თარიღი) -----------------------------
5. დროებითი შემოტანის ვადა -----------------------------------------------------------------------
6. საქონლის იმპორტში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:
|
|
იმპორტის გადასახადი |
დღგ |
სულ |
|
თანხა, ლარი |
|
|
|
6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:
|
გადახდის თარიღი |
გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი |
სულ |
|
|
იმპორტის გადასახადი - – - – - (სახაზინო კოდი) |
დღგ - – - – - – (სახაზინო კოდი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი.
თავი XXI
„ოქროს სია”
მუხლი 89. „ოქროს სიის” მონაწილე
1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება.
2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:
ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ.
მუხლი 90. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში:
ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.ბ) იმპორტის გადასახდელებზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული:
ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან;
ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა;
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
ზ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. ,
ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
მუხლი 91. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება
1. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში.
3. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
4. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
5. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება
1. ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.
2. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;
ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამოვლენა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);
გ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ან 191 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
თ) კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, თუ აღნიშნული დასტურდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განმცხადებლისა და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის წერილობითი შეთანხმებით ან მხარეებს შორის დავის სასამართლო წესით განხილვისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
21. ამ მუხლი მე-2 პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი არ უქმდება თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის პირს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება) მიიღება გადაწყვეტილება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება პირველი პუნქტით დადგენილი შემოწმების ვადების მიუხედავად.
5. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.
6. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
7. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 01.09.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №428 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.
მუხლი 93. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია:
ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ან საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 94-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 95-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით.
2. „ოქროს სიის” მონაწილეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება ეძლევა, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 97-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით და თვის განმავლობაში გადაადგილებულ საქონელზე, როგორც ერთ პარტიაზე, წარადგინოს პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, მიწოდების თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
3. პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის, ტერმინს „სასაქონლო პარტია“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
4. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ..
მუხლი 94. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას
1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.
2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
მუხლი 95. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას
1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
2. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.
3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
მუხლი 96. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას
1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არ ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
მუხლი 97. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას
1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
2. პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „ოქროს სიის” მონაწილეს აქვს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, საქონლის ჩამოტვირთვისა და განკარგვის უფლება.
მუხლი 98. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 95-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში;
ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).
თავი XXI1
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი
მუხლი 981. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სერტიფიკატები
1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, პირს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს. დაინტერესებული პირისათვის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა:
ა) სერტიფიკატი „გამარტივებული პროცედურები“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 98 2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;
ბ) სერტიფიკატი „უსაფრთხოება და დაცულობა“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 982 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს შეღავათებით დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია ფლობდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მითითებულ სერტიფიკატებს ცალ-ცალკე ან ერთდროულად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 982. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებელი (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი) ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
ბ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტების არარსებობა, კერძოდ:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის:
ბ.ა.ა) 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 289-ე მუხლის 31, 32, მე-5, მე-11-131, მე-16, მე-19, 21-ე ნაწილებით ან/და 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;
ბ.ა.ბ) 289-ე მუხლის მე-4, მე-10, მე-15, მე-20 ან 24-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;
გ) აღრიცხვის გამართული სისტემის არსებობა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ:
გ.ა) ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან, რაც იძლევა საბაჟო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას;
გ.ბ) საბაჟო მიზნებისათვის განხორციელებული აღრიცხვა ინტეგრირებულია სტატუსის მაძიებლის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში ან იძლევა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
გ.გ) სტატუსის მაძიებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს წვდომის უფლებას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბუღალტრულ ჩანაწერებზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე მის კომერციულ და სხვა სახის ინფორმაციაზე;
გ.დ) ლოგისტიკური სისტემა იძლევა საქართველოს საქონლისა და უცხოური საქონლის იდენტიფიცირების, გამიჯვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას;
გ.ე) ადმინისტრაციული ორგანიზება შეესაბამება სტატუსის მაძიებლის საქმიანობის სახესა და მოცულობას და ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს სამართალდარღვევებისა და სხვა სახის პროცედურული უზუსტობების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას;
გ.ვ) დაცულია საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოფილია აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირებისა და სხვა საქონლისაგან გამიჯვნის შესაძლებლობა;
გ.ზ) უზრუნველყოფილია სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტაციის შენახვის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მათი დაკარგვისა და განადგურების თავიდან აცილების მექანიზმებს;
გ.თ) თანამშრომლები ინფორმირებული არიან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულების შესახებ;
დ) ფინანსური მდგრადობა (გადახდისუნარიანობა), რაც გულისხმობს:
დ.ა) სტატუსის მაძიებლის მიმართ აღძრულ გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის არარსებობას;
დ.ბ) შემოსავლების სამსახურში სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში:
დ.ბ.ა) ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არარსებობას;
დ.ბ.ბ) ისეთი ფინანსური მდგომარეობის არსებობას, რაც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას;
ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ:
ე.ა) სტატუსის მაძიებელს ჰყავს უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი (თანამშრომელი ფიზიკური პირი);
ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის განკუთვნილი, სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები და სხვა ადგილები დაცულია უნებართვო შეღწევისაგან;
ე.გ) საქონლის შენახვისა და გადაადგილებისათვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები, მათ შორის, საქონელი დაცულია უნებართვო წვდომის, გადაადგილების, შეცვლის ან ნებისმიერი სხვაგვარი უკანონო ქმედებისაგან;
ე.დ) სტატუსის მაძიებელი თავის ბიზნესპარტნიორებთან, თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით აკისრებს მათ კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფის ვალდებულებას;
ე.ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტებზე პასუხისმგებელი პირები რეგულარულად მონაწილეობენ შესაბამის გადამზადების პროგრამებში;
ე.ვ) დაცვის სპეციალური მექანიზმები უზრუნველყოფს სტატუსის მაძიებლის კომპიუტერულ სისტემებში უნებართვო შეღწევის თავიდან აცილებისა და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს არაუმეტეს ერთი გადაწყვეტილებისა პირის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება სტატუსის მაძიებელზე და საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელ პირზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ სტატუსის მაძიებელი იურიდიული პირია, აგრეთვე – მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ზე.
4. თუ სტატუსის მაძიებლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები მოწმდება არსებულ პერიოდზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების პერიოდი თითოეულ შემთხვევაზე არ აღემატება ერთ თვეს და ასეთი ფაქტს ადგილი ჰქონდა არაუმეტეს 3-ჯერ.
6. თუ სტატუსის მაძიებელი ფლობს ეროვნული ან/და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ უსაფრთხოებისა და დაცულობის სერტიფიკატს, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან, იგი შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისთვის.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ექსპერტებისა და აუდიტორული დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ამოწმებს სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებულ, საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელის კატეგორიას;
10. თუ სტატუსის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია მხოლოდ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის „გამარტივებული პროცედურები“ მიღება, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, გარდა „ე.ვ“ ქვეპუნქტისა.
11. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, სტატუსის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები სტატუსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 983. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭება
1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად, პირი, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს „განაცხადს“, რომელიც მოიცავს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით შევსებულ განცხადებასა და თვითშეფასების კითხვარს, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. განაცხადი წარედგინება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
2. სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური:
ა) ამოწმებს განაცხადის და თვითშეფასების კითხვარის შევსების სისწორეს და თანდართული დოკუმენტების სისრულეს;
ბ) ასევე უფლებამოსილია ნაწილობრივ შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობა;
გ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნის, დამატებითი დოკუმენტების ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის ან სტატუსზე უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური აცნობებს სტატუსის მაძიებელს.
4. შემოსავლების სამსახური სტატუსის მაძიებლის „განაცხადს“ განუხილველად ტოვებს იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა 987 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა) გასულია 3 წელზე ნაკლები.
5. შემოსავლების სამსახურის მიერ სტატუსის მაძიებლისაგან დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. შემოსავლების სამსახური, მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით.
6. საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნიდან 120 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური:
ა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა სტატუსის მაძიებელი ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრულ პირობებს სტატუსის შესაბამისად;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
8. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის გამო, საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან სტატუსის მაძიებელი ითხოვს დამატებით ვადას ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისათვის, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება სტატუსის მაძიებელს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის აღმოფხვრისთანავე ან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შეჩერება მოხდა სტატუსის მაძიებლის მოთხოვნით – ნაკლოვანების აღმოფხვრის ან განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით.
10. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების შედეგები ფორმდება „შემოწმების აქტით“, რომლის გათვალისწინებითაც შემოსავლების სამსახური გამოსცემს ბრძანებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
11. საჭიროების შემთხვევაში, როგორც განაცხადის განხილვის, ისე შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში, სტატუსის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია.
12. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს განუსაზღვრელი ვადით ენიჭება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატ(ებ)ი და „სპეციალური ლოგოს“ გამოყენების უფლება. „სპეციალური ლოგოს“ ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტატუსის მაძიებლის განაცხადისა და თვითშეფასების კითხვარის ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
14. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება სტატუსის მაძიებელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.
15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლებელია სტატუსის მაძიებლის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 984. გამარტივებები და შეღავათები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას
1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საქონლის გაფორმების პროცედურებთან ერთად, პრიორიტეტული წესით (მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში) ხორციელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება.
2. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელზე შესაძლებელია გაიცეს თანხმობა კუთვნილი საქონლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე დათვალიერების თაობაზე.
3. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელისათვის.
4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას ექვემდებარება ფიზიკური და დოკუმენტური შემოწმებისათვის ნაკლები სიხშირით შერჩევას. ამასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელების ალბათობა (სიხშირე) მცირდება აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების რაოდენობის გათვალისწინებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარმოუდგენს გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, წინასწარ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას) საქართველოში შემოტანამდე, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ფიზიკური დათვალიერების შესახებ, შემოსავლების სამსახური აცნობებს აღნიშნულის შესახებ სტატუსის მფლობელს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საბაჟო კონტროლის განხორციელებას ან/და გავლენას იქონიებს მის შედეგებზე).
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ შესაბამისად, „უფლებამოსილი ექპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ მიმართვის შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს მიენიჭება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვერ ისარგებლებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამარტივებებითა და შეღავათებით შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:
ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორია), იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 985. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლი
1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მონიტორინგი:
ა) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით;
ბ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით ან დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
2. თუ სტატუსის მფლობელის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, შემოსავლების სამსახური ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს.
3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელის გასვლითი მონიტორინგი ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის წერილის საფუძველზე. სტატუსის მფლობელს წერილი გასვლითი მონიტორინგის შესახებ შესაძლებელია გაეგზავნოს/წარედგინოს წინასწარ.
4. მონიტორინგის განხორცილების პროცედურები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
5. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სტატუსის მინიჭების შემდეგ და რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტორიზაციის გაგრძელებაზე.
6. შემოსავლების სამსახური ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიზანმიმართულ შემოწმებას განახორციელებს:
ა) თუ კანონმდებლობაში შესული ცვლილება შეეხება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელ პირობებს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე;
გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;
დ) სტატუსის მინიჭებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სტატუსის მინიჭების მომენტისათვის პირი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 3 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.
7. მიზანმიმართული შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს ამ ინსტრუქციის 983 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებს, ხოლო შემოწმების შედეგები ფორმდება იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
8. მონიტორინგის/მიზანმიმართული შემოწმების განხორციელებისას მიღებული შედეგები ეცნობება ავტორიზაციის მფობელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 986. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერება
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი:
ა) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია გახდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველი;
ბ) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომ არ სრულდება ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობები;
გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში.
2. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების განზრახვის თაობაზე, წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, აცნობებს სტატუსის მფლობელს. სტატუსი ჩერდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუადრეს 5 კალენდარული დღისა.
3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერტორის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის საჭირო დროისა და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით.
5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია.
6. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მის განახლებამდე, ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატ(ებ)ის გამოყენება და შესაბამისი გამარტივებებით ან/და შეღავათებით სარგებლობა.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აჩერებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც.
8. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური შეაჩერებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება.
9. საგადასხადო ორგანო სტატუსის მფლობელს აცნობებს სტატუსის შეჩერების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
10. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის შეჩერების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებული იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
მუხლი 987. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმება
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი:
ა) ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;
გ) თუ არ გრძელდება ამ ინსტრუქციის 986 მუხლის შესაბამისად შეჩერებული სტატუსი.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა), 3 წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განაცხადი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა მისი მოთხოვნა.
3. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური აუქმებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება.
4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აუქმებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც.
5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია.
6. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების თაობაზე წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს სტატუსის მფლობელს.
7. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის გაუქმების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.
თავი XXII
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი
მუხლი 99. ზოგადი დებულებები
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს;
ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;
დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;
ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;
ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან;
ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს;
თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს;
კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 100. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. საბაჟო კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.
2. საბაჟო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას.
3. პირები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება საბაჟო კონტროლის განხორციელებისას.
4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების დაურღვევლობას.
6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი №XXII–01).
7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება.
8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას.
მუხლი 101. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის ადგილზე მოხმარებისათვის.
2 1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტის ნაცვლად, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საქონლის გამომგზავნსა (ექსპორტიორი) და გადამზიდავ კომპანიას შორის გაფორმებული კომერციული აქტი ხელშეკრულების პირობების შესრულების დადასტურებისა და გადაზიდვის მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.
3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადება.
4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 102 -ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 27.09.2017წ.
მუხლი 102. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი
1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის საბაჟო კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:
ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე;
ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;
გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად;
დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს;
ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;
ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 101-ე მუხლის შესაბამისად;
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 101 -ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში.
მუხლი 103. იმპორტის გადასახდელების გადახდა
1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 102 -ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
დანართი №XXII–01
აქტი
საქონლის ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალ ობიექტზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადების/მოხსნის და მონაცემების აღების შესახებ
--------- ----------------------- 20 წ.
(რიცხვი, თვე, წელი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღები/გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ -------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება, განხორციელებული ქმედება
|
№ |
ობიექტის დასახელება |
მრიცხველის ტიპი |
მრიცხველის ნომერი |
ლუქის ანაბეჭდის ნომერი |
ლუქების რაოდენობა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მრიცხველის ჩვენება
|
№ |
მრიცხველის № |
მრიცხველის ჩვენება, შესაბამისი ზომის ერთეულში |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო საშუალებები იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი,
თანამდებობა, ხელმოწერა, ბეჭედი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღების წარმომადგენლის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავი XXIII
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
მუხლი 104. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091 დანართების შესაბამისად, ხოლო საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
6. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულთან ერთად, დეკლარანტი ვალდებულია:
ა) ასეთი საქონლის ბორტზე მიწოდების განზრახვის თაობაზე ინფორმაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს გემის მიერ მოთხოვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ) მიწოდების ოპერაციის დაწყებამდე მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია საქონლის მიწოდების ოპერაციის განხორციელებამდე;
ბ) ბორტზე მიწოდების თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით) ასახოს შემდეგი ინფორმაცია:
ბ.ა) საქონლის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ.ბ) საქონლის მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა (ლ/კგ);
ბ.დ) გემის დასახელება და IMO ნომერი;
ბ.ე) რეისის ნომერი;
ბ.ვ) საქონლის მიწოდების თარიღი;
გ) ბორტზე მიწოდების თითოეულ ოპერაციაზე, შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ გაფორმებული აქტის მონაცემების გათვალისწინებით შეავსოს „საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი“ ამ ინსტრუქციის №XXIII-01 დანართის შესაბამისად და დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით).
7. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების ოპერაციაში მცურავი გემის (ბუნკირების გემი) გამოყენების შემთხვევაში, ბუნკირების გემი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მინიჭებული ჰქონდეს საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) გააჩნდეს დადგენილი წესით დაკალიბრებული რეზერვუარი;
გ) აღჭურვილი იყოს რეზერვუარში განთავსებული, მიღებული და გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობებით (მრიცხველი, რომლითაც იზომება რეზერვუარში შესული ან რეზერვუარიდან გაცემული ნავთობპროდუქტი, აგრეთვე რეზერვუარში არსებული ნავთობპროდუქტის მზომი ხელსაწყო);
დ) შესაძლებელი იყოს ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მრიცხველის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ;
ე) მრიცხველის სიზუსტის დამოწმება განხორციელდეს ყოველწლიურად.
8. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდების ან ბუნკირების გემში ჩასხმის თითოეულ ოპერაციაზე მიწოდებული საქონლის რაოდენობა იზომება შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ, სათანადო აქტის გაფორმებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ.
დანართი №XXIII-01 -
|
საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი |
|||||||||||||||||
|
Bunker Delivery Note |
|||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
სდ № (CD №) |
სურვეირული მომსახურების გამწევი პირის აქტის № |
საქონლის დასახელება |
რაოდენობა |
||||||||||||||
|
|
(Surveying service provider's Note №) |
(Product Description) |
(Quantity) |
||||||||||||||
|
საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების |
თარიღი (Date) |
|
|
||||||||||||||
|
ფორმა |
|
|
რაოდენობა (ტონა) Quantity in Tonnes |
||||||||||||||
|
OIl and lubricant (bunker) predelivery form |
PORT |
Location (მიწოდების ადგილი) |
|||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
||||||||||||
|
მიწოდებულია (Bunker Delivered) |
თარიღი (Date) |
დრო (Time) |
|
||||||||||||||
|
|
|
||||||||||||||||
|
გემთან მისვლის დასაწყისი |
თარიღი (Date) |
დასაწყისი |
Comm. |
თარიღი (Date) |
დასასრული |
Finish |
|||||||||||
|
Delivery Operation Commence |
|
დრო (Time) |
|
|
დრო (Time) |
|
|||||||||||
|
ამოტუმბვის დასაწყისი (Pumping Commencement) თარიღი (Date) |
|
|
|
დრო (Time) |
|
||||||||||||
|
ამოტუმბვის დასასრული (Pumping Completed) თარიღი (Date) |
|
დრო (Time) |
|
||||||||||||||
|
მიწოდებული საქონელი ( Delivered Product ) |
|||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
საწვავი (Bunker Fuel) |
|
რაოდენობა (Quantity) |
|||||||||||||||
|
კინემ.სიბლანტე |
|
მთლიანი მოცულობა (ლიტრი) |
|
||||||||||||||
|
Kinematic Visc.40C/50C |
Gross Vol. Litres |
|
|||||||||||||||
|
სიმკვრივე150C |
|
მეტრული ტონა |
|
|
|||||||||||||
|
Density 150C |
Metric tons |
||||||||||||||||
|
წყლის შემცველობა |
|
ტემპერატურა საწვავის გაცემისას |
|
||||||||||||||
|
Water content % |
Temperature During Bunkering |
||||||||||||||||
|
აფეთქების ტემპ. |
|
|
|
||||||||||||||
|
Flash point C. |
|
||||||||||||||||
|
გოგირდის შემცველ. |
|
სინჯის ლუქის № |
Vessel |
|
|||||||||||||
|
Sulphur Content |
Samples No:. |
Bunker |
|
||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
MARPOL |
|
|||||||||
|
მიმწოდებელი ( Supplier ) |
მიმღები ( Receiver )
|
||||||||||||||||
|
მიწოდებულია ზემოთ აღნიშნული მახასიათებლებისა |
მიღებულია პროდუქტი აღებულია სინჯები |
||||||||||||||||
|
და რაოდენობის პროდუქტი |
The above product was received and samples were taken |
||||||||||||||||
|
The above product was delivered and the quantities were correct |
|
|
|
||||||||||||||
|
მიმწოდებლის დასახელება: |
|
გემის დასახელება: |
|
||||||||||||||
|
Name of supplier: |
|
|
Name of vessel: |
|
|||||||||||||
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
|
IMO Number: |
|
||||||||||||||
|
სრული სახელი |
|
|
სრული სახელი |
|
|||||||||||||
|
Name in Full |
|
|
Name in Full |
|
|||||||||||||
|
დოკ.დას.დრო/თარიღი |
|
დოკ.დას.დრო/თარიღი |
|
||||||||||||||
|
Doc.Sign Date/time |
Doc.Sign Date/time |
||||||||||||||||
|
ხელმოწერა |
|
|
|
მიმღები გემის წარმომადგენლის ხელმოწერა |
|||||||||||||
|
Signature |
|
|
|
|
Signature of Authorized ships representative |
||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||
|
მიმწოდებლის ბეჭედი |
|
|
|
გემის ბეჭედი |
|
||||||||||||
|
Suppliers Stamp |
|
|
|
Vessel Stamp |
|
||||||||||||
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ.
თავი XXIV
საქონლის განკარგვა
მუხლი 105. საქონლის განკარგვის ღონისძიებები
1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;
დ) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა.
2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.
3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.
4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღოისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
6. შესაძლებელია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლის შესაბამისად.
7. საგადასახადო ორგანო ჩამორთმეული საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
8. საგადასახადო ორგანო დეკლარანტის ინიციატივით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
მუხლი 106. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით
1. საქონლის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 110-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-01-ის შესაბამისად.
3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
მუხლი 107. საქონლის განადგურება
1. საქონლის განადგურება არის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.
2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:
ა) კულტურული ფასეულობები;
ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა).
მუხლი 108. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე
1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
მუხლი 109. განადგურების ღონისძიების პროცედურები
1. საქონლის განადგურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (საბაჟო კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და საბაჟო კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02).
3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.
მუხლი 110. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით შემოტანილი/გასატანი საქონლის განადგურება
1. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და არასატარიფო ღონისძიებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/სამედიცინო დოკუმენტის/რეცეპტის წარდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალება), მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების (ნარკოტიკული საშუალებისა და ფარმაკოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფსიქოტროპული ნივთიერების სუბსტანციის გარდა) განადგურება ხორციელდება სპეციალურ ღუმელში (ინსენერატორში) დაწვით.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.
6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02), რომლის შევსებისას განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემთხვევაში, საქონლის სავაჭრო დასახელებასთან ერთად მიეთითება სეს ესნ-ის შესაბამისი სასაქონლო პოზიციის ოთხნიშნა კოდი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.
მუხლი 111. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი
1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება.
2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
დანართი №XXIV–01
განცხადება
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების შესახებ
|
1 |
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა, იურიდიული მისამართი)
|
2 |
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)
|
3 |
(საქონლის განთავსების ადგილი)
საქონლის განადგურება ხორციელდება:
|
4 |
(საქონლის განადგურების ხერხი)
|
5 |
(საქონლის განადგურების ადგილი)
საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:
|
6 |
(დასახელება)
|
7 |
(შემდგომი გამოყენების განზრახვა)
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ
|
8 |
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.
დანართი №XXIV–02
|
საქონლის განადგურების ოქმი № |
||
|
ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა |
ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა
|
|
|
|
||
|
|
||
|
|
||
|
გ) განადგურების ხერხი ----------------------- |
დ) განადგურების ადგილი და თარიღი ---------------------------------------------- |
|
|
ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები -----------------------------------------------------------------------------------------------------------
|
||
|
ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი---------------------------------- ------------------------------------ ------------------------------------
|
ზ) დეკლარანტი ----------------------------“. |
|
თავი XXV
საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება
მუხლი 112. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების საფუძვლები და მიზანი
1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძვლებია:
ა) ლურჯი დერეფნით დასრულებული საბაჟო დეკლარაცია;
ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ინსტრუქციის 41–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის სახეობების რაოდენობა ან/და საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;
გ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია;
დ) სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილება ან/და ინფორმაცია.
2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
მუხლი 113. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეები
1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეებია:
ა) ინდივიდუალური − ერთი საბაჟო დეკლარაციით გაშვებული საქონლის შემოწმება;
ბ) კომპლექსური:
ბ.ა) დეკლარანტის ან/და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებული პირის (შემდგომში - სხვა ვალდებული პირი) მიერ საქონლის კონკრეტულ სახეობაზე განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;
ბ.ბ) დეკლარანტის მიერ განხორციელებული კონკრეტული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;
ბ.გ) დეკლარანტის მიერ გარკვეულ პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;
2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
3. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, გარდა 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ჩატარებული კამერალური შემოწმებისა, ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
4. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას შემოწმების დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.
5. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, ან საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება (წარდგენა), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება დეკლარანტს.
6. შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
მუხლი 114. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება
1. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე.
2. კამერალური შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს.
3. კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით;
ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;
გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.
მუხლი 115. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება
1. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების (შემდგომში − გასვლითი შემოწმება) დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
2. გასვლითი შემოწმება უნდა დაიწყოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
3. გასვლითი შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს.
4. გასვლითი შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
5. გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;
ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან (რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები გასვლითი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;
გ) განახორციელოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვება, დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.
მუხლი 116. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება
1. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება (შემდგომში − გადაუდებელი გასვლითი შემოწმება) ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ დეკლარანტი ან სხვა ვალდებული პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, საქონლის სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ან/და სხვა ღონისძიებების გატარებით;
ბ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რამაც გამოიწვია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება ან რითაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის;
გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადაუდებელი გასვლითი შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება.
3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი შემოწმების ჩასატარებლად.
4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.
მუხლი 117. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი
1. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (დეკლარანტის განცხადების საფუძველზე) კამერალური ან გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი №XXV–01-შესაბამისად.
2. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული შემთხვევისა) კამერალური ან გასვლითი შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი №XXV–02 შესაბამისად.
3. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კამერალური შემოწმებისას, როცა დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების თანხის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის ცვლილებას, ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, შემოწმების შედეგები დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით.
4. თუ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი. შუალედური აქტის გამოცემა აგრეთვე შესაძლებელია ამ ინსტრუქციის 113-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოწმების შეჩერებისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
მუხლი 118. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგების დამტკიცება
1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგები მტკიცდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, სადაც საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე აისახება გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება.
2. ამ ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას – საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების ასლი წარედგინება დეკლარანტს, ასევე ეგზავნება შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;
ბ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით;
გ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი შედეგებს აფიქსირებს შემოწმების აქტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.
დანართი №XXV –01
საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი
(დეკლარანტის განცხადების საფუძველზე)
–––– –––––––––––––––– 20 ––– წელი
1. შემოწმების სახე ––––––––––––––––––––––––––
(კამერალური/გასვლითი)
2. შემოწმების საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დეკლარანტის განცხადების/საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ბრ ძ ა ნ ე ბი ს ნომერი და თარიღი)
3. საბაჟო დეკლარაციის №, თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
5. დეკლარანტი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
6. შემოწმების შედეგები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. ხელმოწერები:
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ––––––––––––––––––
დეკლარანტი ––––––––––––––––––
8. შენიშვნა:
დანართი №XXV–02
–––––––––––––––––––––
(დეკლარანტის დასახელება)
საქონლის გაშვების შემდგომი
შემოწმების აქტი
|
№ |
|
|
შედგენის თარიღი: |
|
მონაცემები შემოწმების შესახებ
|
შემოწმების ჩატარების საფუძველი |
|
|
შემოწმების სახე |
|
|
შემოწმების ტიპი |
|
|
შემოწმების დაწყების თარიღი |
|
|
შესამოწმებელი პერიოდი |
|
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი
თანამდებობის პირი წარმომადგენელი
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
ინფორმაცია დეკლარანტის შესახებ
|
საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი |
|
|
დეკლრანტის დასახელება |
|
|
იურიდიული მისამართი |
|
|
ფაქტობრივი მისამართი |
|
|
საკონტაქტო ტელეფონი /ელფოსტა |
|
|
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი |
|
|
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი |
|
|
ხელმძღვანელი |
|
|
დამფუძნებელი |
|
|
საქმიანობის სახე |
|
|
დეკლარანტის კ ა ნ ონიე რ ი ა ნ უ ფ ლ ე ბ ა მ ო ს ი ლი წ ა რ მ ო მ ა დგ ე ნ ე ლ ი |
|
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი
თანამდებობის პირი წარმომადგენელი
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის
გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება
|
საბაჟო დეკლარაცია |
თარიღი |
დეკლარაციით |
შემოწმებით |
სხვაობა |
ჯა რი მა |
|||||||||||||
|
საბა ჟო ღირე ბულება |
იმპორ ტის გად ასახადი |
აქციზი |
დღგ |
სხვა |
საბაჟო ღირებულება |
იმპო რტის გადასახადი |
აქციზი |
დღგ |
სხვა |
საბაჟო ღირე ბულება |
იმპორტის გადა სახა დი |
აქცი ზი |
დღგ |
სხვა |
||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
..
ფაქტობრივი გარემოებები: -------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი
თანამდებობის პირი წარმომადგენელი
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგები
√ დარიცხული იმპორტის გადასახდელები
|
გადასახადი სახე |
ძირითადი დარიცხული თანხა
|
|
| იმპორტის გადასახადი | √ | |
|
აქციზი |
√ |
|
|
დღგ |
√ |
|
|
სხვა |
√ |
|
|
სულ ძირითადი გადასახდელები |
√ |
|
Ö დარიცხული ჯარიმა
|
სანქციის სახე |
გადასახდელი თანხა. |
|
---------ე მუხლის მე------- ნაწილი |
|
|
---------ე მუხლის მე------- ნაწილი |
|
|
---------ე მუხლის მე------- ნაწილი |
|
|
სულ გადასახდელი ჯარიმა |
|
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი
თანამდებობის პირი წარმომადგენელი
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
დასკვნები და რეკომდენდაციები
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა მოხდება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი
თანამდებობის პირი წარმომადგენელი
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------
თავი XXVI
გარდამავალი დებულებები
მუხლი 119. გარდამავალი დებულებები
იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში შესანახად მიბარებულია 2017 წლის 14 ივლისამდე, ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანება.🔗
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
დ. გვინდაძე ინსტრუქციასაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
თავი I საქონლის შემოტანა/გატანა მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა /საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე- 8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“, „კარწახი“.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით. 4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.4 1. (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
5. (ამოღებულია - 22.03.2017, №90).6. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
[6 1 . საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან)]
7. (ამოღებულია - 22.03.2017, №90)
8. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა /საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
9. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების (ბენზინისა და გაზოილის) გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ცისტერნა, ცისტერნა მისაბმელი ან ცისტერნა ნახევარმისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ასეთი ნივთიერებების გადასატანად. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას, ან გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს, ანდ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 50 ლიტრს, ან
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, ვ) (ამოღებულია - 06.02.2017, №37). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 04.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №381 - ვებგვერდი, 19.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის ბრძანება №224 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №334 - ვებგვერდი, 20.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №314- ვებგვერდი, 23.08.2018წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 14.09.2018წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №357 - ვებგვერდი, 21.09.2018წ.მუხლი 11. წინასწარი ინფორმაცია🔗
1. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ (შემდგომში – წინასწარი ინფორმაცია). 2. წინასწარი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული უნდა იქნეს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული საშუალებით, შემდეგი ფორმატების გამოყენებით: ა) EDIFACT PNRGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია; ბ) XML PNRGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია. 3. იმ შემთხვევაში, თუ: ა) ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობისას შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატების გამოყენება, წინასწარი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით; ბ) საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელ პირს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს წინასწარი ინფორმაცია, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს მიერ. 4. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) საქონლის ჩამოსვლის თარიღი; ბ) საბაჟო საწყობი; გ) გადამზიდავი ავიაკომპანია; დ) რეისის ნომერი; ე) ავიაზედდებულის ნომერი; ვ) ადგილების რაოდენობა; ზ) საქონლის საერთო წონა; თ) საქონლის მიმღების შესახებ ინფორმაცია; ი) საქონლის დასახელება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაცია იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას. 6. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ საშუალებით გადასაადგილებელი მგზავრების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) შემთხვევაში: ა.ა) მგზავრობის მარშუტი (მათ შორის, მგზავრობის დაგეგმილი თარიღი და ფრენის საზიარო კოდი (არსებობის შემთხვევაში)); ა.ბ) მგზავრთა საერთო რაოდენობა; ა.გ) თითოეული მგზავრის: ა.გ.ა) სახელი და გვარი, აღნიშნული ავიახაზების შესაბამის სისტემაში; ა.გ.ბ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი); ა.გ.გ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში); ა.გ.დ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი; ა.გ.ე) მგზავრობის დაწყებისა და დასრულების თარიღები; ა.გ.ვ) ბილეთის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ბილეთის ნომერი, ბილეთი მხოლოდ ერთ გზაზე, ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი, თანხის გადახდის მეთოდი, ასევე შესყიდვის დოკუმენტის გამცემის კოორდინატები); ა.გ.ზ) ბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია; ა.დ) ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ ინფორმაცია; ა.ე) საზიარო PNR კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ვ) არსებობის შემთხვევაში: ა.ვ.ა) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სხვა PNR ინფორმაციასთან; ა.ვ.ბ) ყველა შესაძლო ინფორმაცია (უფასო ბილეთები, ბონუსები და ა.შ.) მგზავრებზე, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ; ა.ვ.გ) ყველა ხელმისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაციის წყაროს შესახებ); ა.ვ.დ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და რომელსაც შესაძლებელია მოიცავდეს მგზავრის სახელის ჩანაწერი; ა.ზ) ზოგადი შენიშვნა, რაც მოიცავს არასრულწლოვანი მგზავრის მეურვის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციას: სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, კავშირი არასრულწლოვანსა და მეურვეს შორის, ტელეფონის ნომერი და სხვ.; ა.თ) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების თაობაზე; ბ) მგზავრის შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) შემთხვევაში: ბ.ა) რეისის საიდენტიფიკაციო ნომერი (IATA Airline code ან/და რეისის ნომერი); ბ.ბ) გამგზავრების/გამომგზავრების თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო); ბ.გ) გამგზავრების/გამომგზავრების აეროპორტის/ქალაქის დასახელება; ბ.დ) დანიშნულების აეროპორტი/ქალაქის დასახელება; ბ.ე) არსებობის შემთხვევაში, შემდგომი დანიშნულების აეროპორტის/ქალაქის დასახელება; ბ.ვ) გეგმით გათვალისწინებული დანიშნულების ადგილზე მისვლის თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო); ბ.ზ) მგზავრთა საერთო რაოდენობა; ბ.თ) თითოეული მგზავრის: ბ.თ.ა) სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი; ბ.თ.ბ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება; ბ.თ.გ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი); ბ.თ.დ) ჩასხდომის ადგილი; ბ.თ.ე) დანიშნულების ადგილი (მგზავრობისას); ბ.თ.ვ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი; ბ.თ.ზ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში); ბ.თ.თ) ვიზის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი; ბ.თ.ი) ბოლო 1 წლის განმავლობაში ძირითადი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია (ქვეყანა/შტატი/რეგიონი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი), ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში; ბ.ი) მგზავრთა ბარგის საერთო რაოდენობა და, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ნომრები. 7. PNR ინფორმაცია ნიშნავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, რომელიც შეიცავს ავიაგადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციების მქონე სისტემებში, ხოლო API ინფორმაცია – ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. ამასთან, PNR ინფორმაცია წარმოადგენს ძირითადად მგზავრის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს, რომელთა შეცვლა საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის მიერ დაუშვებელია. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაციის: ა) საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით: ა.ა) PNR ინფორმაციის შემთხვევაში – პირველი შეტყობინება იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე/გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე, ხოლო მეორე შეტყობინება (მათ შორის, დაზუსტებული) – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას; ა.ბ) API ინფორმაცია იგზავნება – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე პრევენციის მიზნით; გ) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ბაზაში შენახვა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება ავტომატურად. 9. იმ შემთხვევაში, თუ PNR ინფორმაციის რომელიმე მონაცემი არ შეესაბამება API ინფორმაციის შესაბამის მონაცემს, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს API ინფორმაციის მონაცემი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 1 ივნისის ბრძანება №213 - ვებგვერდი, 04.06.2018წ. მუხლი 2. საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტში1. საქონელი , საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით, ხოლო კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემოტანისას – აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო ტერმინალი, ხოლო ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო საწყობი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;დ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი , საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 30.08.2016წ.მუხლი 21. სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლის იდენტიფიცირება🔗
1. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის – მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) პირველი დანართით განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი საქონლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ამავე შეთანხმების ფარგლებში შერჩეული ნეიტრალური კერძო კომპანიისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო კონტროლის პროცედურები ხორციელდება ნეიტრალური კერძო კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ასევე ახორციელებს შეთანხმების პირველი დანართით განსაზღვრული სავაჭრო დერეფნებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დამატებით ნიშანდებას ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებებით და მათ მოცილებას.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №461 - ვებგვერდი, 20.12.2017წ.
მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50სმ 3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
11. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
3. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
4. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.5. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები 1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით. 2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით: ა) სატრანსპორტო დოკუმენტი: ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა);
გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.21. საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისას საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის სავალდებულო დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საქონლის ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერაც.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილი კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №471 დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ 1 ) (ამოღებულია - 07.10.2016; №252);
ა.ა.გ1) (ამოღებულია - 07.10.2016; №252);
ა.ა.გ 2 ) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.გ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.გ 3 ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ზ ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა ;
ა.ა.ზ 1 ) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა ;
ა.ა.ზ1) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა .ა .ნ ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა ;
ა .ა .ო ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა ;
ა.გ) ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში (გარდა ტრანზიტისათვის განკუთვნილისა) − წინასწარი შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით;
ა.დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონლისა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების საქონლის იმპორტისას − ფუმიგაციის ან /და დეზინფექციის სერტიფიკატი ;
გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ.გ) (ამოღებულია - 30.06.2014, N196) ;
გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია ) შემოტანისას , ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია;
4 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ორიგინალი დეკლარანტის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება, ნებართვა წარდგენილად ჩაითვლება.
42. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას, ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ა. ა“ („ა. ა. ე“ ქვეპუნქტის გარდა) და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები, რომლებიც მათი გამცემი ორგანოების მიერ ატვირთულია „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“, საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილად ჩაითვლება.
5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა ) ამ ინსტრუქციის მე -3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა /სერტიფიკატი , საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას , ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას . დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში , შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის , საბაჟო საწყობის ) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა ).
5 1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი, საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ეძლევა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილების უფლება, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.52. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა) თუ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, აღნიშნულის თაობაზე ეცნობება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან:ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს განუსაზღვრავს ნაკლოვანებების აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) ან საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. მითითებული ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება დეკლარანტის ხარჯით;ა.
ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება დადგენილი წესით; ბ) რისკების მართვის სისტემის გამოყენებით საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება საქონლის შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით). სააგენტო უფლებამოსილია, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. ამ საქონლის მიმართ შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხი გადაწყდება სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ შორის: ბ.ა) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, დეკლარანტი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება ან საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეკლარანტის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება; ბ.ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის: ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას; ბ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას; გ) (ამოღებულია - 26.04.2013, №120). 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმები“;
გ) სხვა საქონელზე – ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01) .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 მარტის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 12.03.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 იანვარის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №236 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №351 - ვებგვერდი, 01.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 22.01.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 19.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 30.08.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №490 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2019წ.დანართი №I–01
ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ1. დეკლარანტი (სახელი, გვარი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) --------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ექსპორტიორი --------------------------------------------------------------------------------------------------- 3. იმპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------------------- 4. გამგზავნი ქვეყანა -----------------------------------------------------------------------------------------------5. დანიშნულების ქვეყანა --------------------------------------------------------------------------------------- --
6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) ----- ----------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------7. ინფორმაცია საქონლის შესახებ
№
საქონლის დასახელება რაოდენობა შენიშვნა 8. შევსების თარიღი: „-------“ „------------------------“ „-----------“9. დეკლარანტის ხელმოწერა: 10. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
პირის ხელმოწერა: ----------------------------------- ----------------------------------------------------ბ.ა. ბ.ა.
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავი II საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი მუხლი 5. საბაჟო ზედამხედველობა 1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.11. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს რისკების მართვის სისტემის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურში საბაჟო რისკების მართვაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობასა და საბაჟო რისკების მართვის განხორციელების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახური.
1 2. ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
2. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ:
ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი. 4. აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში ან განადგურდეს. 5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. 7. სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ საქონელზე, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის დადგენილი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად ჩაითვლება „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)“ 1951 წლის 1 ნოემბრის შეთანხმების 43-ე მუხლის პირველი პარაგრაფით შესაბამისი საქონლისათვის გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №285 - ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 30.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №147 - ვებგვერდი, 06.07.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ. მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები 1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა. 2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს. 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, აგრეთვე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
41. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით. 6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. 9. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. 10. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
12 1. ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებითი შენახვის დასრულებისთანავე.
13. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-02) გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით.14. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
15. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით. 16. ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ. მუხლი 7. საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას. 2. საბაჟო კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ. 3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი ხორციელდება: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”; ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით; გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; დ) ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით; ე) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადით; ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების შემთხვევაში – საფოსტო გზავნილების ნუსხით;ზ) სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
თ) რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით; ი) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით.4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილი ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დანიშნულების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) დასაწყობების ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დანიშნულების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქონლის დასაწყობების ადგილზე წარდგენილი დროებით შენახვის განაცხადით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით.
5. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დასაწყობების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტში ჩატვირთვის ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დასაწყობების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით. 6. ამ მუხლის მე-4 დამე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-100-102-ე მუხლების განსაზღვრული დებულებები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 04.04.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები 1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად. 2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას. 3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი. მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა 1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა: ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა; ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა; გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა; ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, აგრეთვე საქონლის გარეშე გადაადგილებული მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე); თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა; ლ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;მ) საბაჟო დეკლარაციის (საფოსტო გზავნილების დეკლარაციის გარდა) წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ტრანზიტში დეკლარირებული საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა;
ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა; ო) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილების ნუსხით დეკლარირებული საფოსტო გზავნილებისა; პ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან ამავე ტერიტორიიდან მის მომიჯნავე საბაჟო საწყობში გადაადგილებული საქონლისა; ჟ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით; რ) ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებული საქონლისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით.11. თუ საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო შესახებ ინფორმაციის ასახვა ან/და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შეუძლებელია, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით.
12. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი საყარი საქონლის დეკლარირებისას, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში, მოწმობის გამოწერა შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან მის ჩამოტვირთვამდეც.
13. თუ რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ასახვა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, მათი საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით.
2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ. 3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 10.07.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ. მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება 1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება. 2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს. 3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ:
ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე. გ) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საგადასახადო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.5. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე განხორციელდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.მუხლი 101. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა🔗
1. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა, დანართი №II-03) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა. 2. ელექტრონული მოწმობა ივსება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონულად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე. 3. ერთი ელექტრონული მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე, რომელსაც წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, სარკინიგზო ვაგონების/კონტეინერების ერთი შემადგენლობით. 4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს: ა) უწყისის ნომერი; ბ) უწყისის სერია; გ) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი); დ) უწყისის ტიპი (სავაგონო, საკონტეინერო); ე) გამგზავნი რკინიგზის სადგური; ვ) დანიშნულების რკინიგზის სადგური; ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) ტვირთის გამგზავნის დასახელება; ი) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი; კ) ტვირთის მიმღების დასახელება; ლ) ვაგონის ნომერი; მ) კონტეინერის სუფიქსი და ნომერი; ნ) კონტეინერის ტარა; ო) ტვირთის ბრუტო წონა; პ) ტვირთის კოდი; ჟ) ტვირთის დასახელება; რ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას; ს) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღს; ტ) რკინიგზის სადგურის კოდს, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება შემოსავლების სამსახურს ასევე შეუძლია საქონლის გადამზიდველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. 6. თავის მხრივ შემოსავლების სამსახური რკინიგზას მიმდინარე რეჟიმში აწვდის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში ასახულ შემდეგ მონაცემებს: ა) ტვირთის გამომგზავნი ქვეყანა; ბ) ტვირთის მიმღები ქვეყანა; გ) სასაქონლო ოპერაციის კოდი; დ) დეკლარაციის ნომერი (იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია წინასწარი დეკლარირება); ე) ტვირთის გამგზავნის დასახელება; ვ) ტვირთის მიმღების დასახელება; ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი; ი) ტვირთის ბრუტო წონა; კ) ტვირთის ნეტო წონა; ლ) ტვირთის დასახელება; მ) ტვირთის კოდი; ნ) გამგზავნი საგადასახადო ორგანო; ო) დანიშნულების საგადასახადო ორგანო; პ) ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის ნომერი; ჟ) ტვირთის შესახებ ერთ-ერთ შემდეგ ინფორმაციას: ჟ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ტვირთის საბაჟო კონტროლზე აყვანის შესახებ ინფორმაციას; ჟ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემდგომ გადაადგილებაზე უარის შესახებ ინფორმაციას; ჟ.გ) ტვირთის დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაციას; ჟ.დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას; ჟ.ე) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების გაუქმების შესახებ ინფორმაციას; ჟ.ვ) ტვირთის საბაჟო კონტროლიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას; რ) ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების თარიღს. 7. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით. 8. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონული მოწმობის შევსების, რეგისტრაციის, სტატუსების მინიჭებისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების: ა.ა) რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, ა.ბ) გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; ბ) სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა. 2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად. 3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე (საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების მიზნით გამოწერილი მოწმობის გარდა). 4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში, ერთი მოწმობის გაცემა შესაძლებელია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეც. 5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე. 6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.8. დასრულებული მოწმობა საბაჟო საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში .
9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. მუხლი 12. საბაჟო კონტროლის ზონა1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. საბაჟო კონტროლის ზონებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი ;
ბ) საბაჟო ტერმინალი;
გ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
დ ) საბაჟო საწყობი;
ე ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
ზ 1) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;
თ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს; ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
4. საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის“ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
5. საბაჟო კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
6. საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.
7. საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით საბაჟო კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში გადატანამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ. დანართი №II-01დანართი № II-02
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ.დანართი №II-03
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.დანართი №II-04
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა , რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
სეს ესნ კოდი
პოზიციის დასახელება
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები ; ბოლქვები , ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები ; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
0601
ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციისა ან ყვავილობის მდგომარეობაში; მცენარეები და ვარდკაჭაჭას ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა:
0602
დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; გარდა სოკოს მიცელიუმისა
0603
მოჭრილი ყვავილები და კოკრები, თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისათვის ვარგისი, ახალი; გარდა გამხმარის, შეღებილის, გათეთრებულის, გაჟღენთილის ან სხვა ხერხით მომზადებულისა
0604
ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები უყვავილებოდ და უკვირტებოდ, ბალახები, ხავსი და ლიქენი, თაიგულების შესადგენად ან დეკორატიული მიზნებისათვის ვარგისი, ახალი; გარდა გამხმარის, შეღებილის, გათეთრებულის, გაჟღენთილის ან სხვა ხერხით მომზადებულისა
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
0701
კარტოფილი ახალი ან გაცივებული
0702 00 000 00
პომიდორი ახალი ან გაცივებული
0703
ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
0704
თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, ქეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
0705
სალათა – ღორის ქადა (Lactuca Sativa) და ვარდკაჭაჭა (Cichorium spp.), ახალი ან გაცივებული
0706
სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
0707 00
კიტრი და კორნიშონები, ახალი და გაცივებული
0708
პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
0709
ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული
0713
პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი
0714
მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული; გარდა გაყინულის ან ხმელისა, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
ჯგუფი 08. საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი . ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი
0803 -დან
ბანანი, ახალი
0804 -დან
ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი, ანუ გარცინია, ახალი
0805-დან
ციტრუსები, ახალი
0806-დან
ყურძენი, ახალი
0807
ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
0808
ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი
0809
გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
0810
ხილი დანარჩენი, ახალი
დანართი №II-05
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა , რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
სეს ესნ კოდი
საქონლის დასახელება განმარტებები1
2
3
01 ჯგუფიდან
ცოცხალი ცხოველები
0101
ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები ცოცხალი
ყველა
0102
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ცოცხალი
ყველა
0103
ღორები ცოცხალი
ყველა
0104 10
ცხვრები ცოცხალი
ყველა
0104 20
თხები ცოცხალი
ყველა
0105
შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
ყველა
0106
ცოცხალი ცხოველები დანარჩენი:
ყველა
0106 11 00
პრიმატები
ყველა
0106 12 00
ვეშაპები, დელფინები და ზღვის გოჭები (ძუძუმწოვრები Cetacea რიგისა); ლამანტინები და დიუგონები (ძუძუმწოვრები Sirenia რიგისა) სელაპები, ზღვის ლომები და ლომვეშაპები (ძუძუმწოვრები Pinnipedia ქვერიგისა)
ყველა
0106 13
აქლემები და სხვა აქლემებისნაირნი
ყველა
0106 14
ბოცვერები და კურდღლები
ყველა
0106 14 10
ბოცვრები შინაური
ყველა
0106 14 90
დანარჩენი
ბოცვერი და კურდღელი, შინაური ბოცვრის გარდა
0106 19
დანარჩენი
ძუძუმწოვრები, 0101, 0102, 0103, 0104, 0106 12, 0106 13 და 0106 14 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს ძაღლებს და კატებს
0106 20 00
რეპტილიები (გველთა და კუთა ჩათვლით)
ყველა
0106 31 00
მტაცებელი ფრინველები
ყველა
0106 32 00
თუთიყუშისებრნი (თუთიყუშების, არასა და კაკადუს ჩათვლით)
თუთიყუშები, გრძელკუდა თუთიყუშები, არასა და კაკადუს ჩათვლით
0106 33
სირაქლემები; ემუ (Dromaius novaehollandiae)
ყველა
0106 39
დანარჩენი
ფრინველები, 0105, 0106 3100, 0106 3200 და 0106 33 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა; მოიცავს მტრედებს
0106 41
ფუტკრები
ყველა
0106 49
დანარჩენი
დანარჩენი მწერები, ფუტკრების გარდა
0106 90 00
დანარჩენი
ყველა სხვა ცოცხალი ცხოველი, რომლებიც არ შედიან სხვა სასაქონლო პოზიციაში, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და რეპტილიების გარდა. მოცემულ სასაქონლო პოზიციაში შედიან ცოცხალი ბაყაყები, იმის მიუხედავად, არიან ისინი ვივარიუმში ცოცხლად შენახვისათვის, თუ საკლავად ადამიანის მოხმარებისთვის
02 ჯგუფიდან
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები
0201
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
ყველა
0202
ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
ყველა
0203
ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0204
ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0205 00
ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0207
ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0208
სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული:
ყველა
0208 10
ბოცვრებისა და კურდღლების
ყველა
0208 30 000 00
პრიმატების
ყველა
0208 40
ვეშაპების, დელფინებისა და ზღვის გოჭების (Cetacea რიგის ძუძუმწოვრების); ლამანტინებისა და დიუგონების (Sirenia რიგის ძუძუმწოვრების); სელაპების, ზღვის ლომების და ლომვეშაპების (Pinnipedia რიგის ძუძუმწოვრების)
ყველა
0208 50 000 00
რეპტილიების (გველთა და კუთა ჩათვლით)
ყველა
0208 60 000 00
აქლემების და სხვა აქლემებისნაირების (Camelidae)
ყველა
0208 90
დანარჩენი:
0208 90 100 00
--შინაური მტრედების
ყველა
– – ნანადირევის, ბოცვრების ან კურდღლების გარდა:
ყველა
0208 90 200 00
— — — მწყერების
ყველა
0208 90 400 00
— — — დანარჩენი
ყველა
0208 90 550 00
— — ხორცი სელაპების
ყველა
0208 90 600 00
— — ჩრდილოეთის ირმების
ყველა
0208 90 700 00
— — ბაყაყის თათები
ყველა
0208 90 950 00
— — დანარჩენი
ყველა
0210
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისა ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
ყველა
მოიცავს ხორცს, ხორცის პროდუქტებს და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. მოიცავს დამუშავებულ ცხოველურ ცილას და გამხმარ (ხმელ) ღორის ყურებს ადამიანის მოხმარებისთვის.
ძვლები ადამიანის მოხმარებისათვის განსაზღვრულია სასაქონლო კოდით 0506;
ძეხვი შედის 1601 00 სასაქონლო კოდში;
ხოხოზიკი შედის 2301 სასაქონლო კოდში
03 ჯგუფიდან
თევზი და კიბოსნაირნი , მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები
0301
ცოცხალი თევზი
ყველა მოიცავს კალმახს, გველთევზებს, კობრს და იმპორტისათვის განკუთვნილ სხვა ნებისმიერი სახეობის თევზებს მოშენებისთვის ან გამრავლებისთვის
-დეკორატიული თევზი:
0301 11 000 00
--მტკნარი წყლის თევზი
ყველა
0301 19 000 00
--დანარჩენი
ყველა
0302
თევზი ახალი ან გაცივებული, თევზის ფილესა და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის სხვა ხორცის გამოკლებით
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, ახალს ან გაციებულს სასაქონლო კოდით
0302 90 000 00
0303
თევზი გაყინული, თევზის ფილეს და 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ხორცის გამოკლებით
ყველა
მოიცავს ღვიძლს და ქვირითს, გაყინულს, სასაქონლო კოდით 0303 90
0304
თევზის ფილე და თევზის ხორცი დანარჩენი (ფარშის ჩათვლით), ახალი, გაცივებული ან გაყინული
ყველა
0305
თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად ვარგისი
ყველა
მოიცავს სხვა თევზის პროდუქტებს, როგორებიცაა, ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები, საკვებად დამზადებული. მოიცავს თევზის თავებს, კუდებს და სხვა მეთევზეობის პროდუქტებს
0306
კიბოსნაირნი, ბაკანში ან ბაკნის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი შებოლილი, ნიჟარით ან
ყველა
ნიჟარის გარეშე, რომელმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; კიბოსნაირნი ბაკანში, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, გაცივებული ან გაუცივებელი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებად გამოსაყენებლი
0307
მოლუსკები, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; მოლუსკები შებოლილი, ნიჟარით ან ნიჟარის გარეშე, რომელებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები მოლუსკებისგან, საკვებად გამოსაყენებელი
მოიცავს მოლუსკებს მოხარშულსა და შემდეგ შებოლილს.
სხვა მოხარშული მოლუსკები შედის 1605 სასაქონლო კოდში.
0308
წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, გაცივებული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, შებოლილები, რომლებმაც შებოლვის პროცესში განიცადა ან არ განიცადა სითბური დამუშავება; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებად გამოსაყენებელი
ყველა
04 ჯგუფიდან
რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი და ჩაურთველი
0401
რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე
ყველა
რძე: მოიცავს უმ (დაუმუშავებელ) რძეს, პასტერიზებულს, ან თერმულად დამუშავებულს, მათ შორის, გაყინული. მოიცავს რძის ფრაქციებს. რძე ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი არის დაფარული ამ სასაქონლო პოზიციით, ხოლო ცხოველის საკვები რძის შემცველობით დაფარულია სასაქონლო კოდით 2309. რძე თერაპიული/ პროფილაქტიკური მიზნებისათვის არის დაფარული სასაქონლო კოდით 3001
0402
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის ან
ყველა
სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
მათ შორის, რძე ახალშობილებისთვის
0403
დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლისა ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
ყველა
მოიცავს ნაღებს (კრემს), არომატიზებულს ან ხილის შემცველს, გაყინულ და ფერმენტირებულ რძეს, ადამიანის მოხმარებისთვის (საკვებად). ნაყინი არის დაფარული სასაქონლო კოდით 2105 00. სასმელები რძის შემცველი, კაკაოს ან სხვა ნივთიერებების დამატებით, დაფარულია სასაქონლო კოდით 2202
0404
რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
ყველა
მოიცავს რძის პროდუქტებს ჩვილი ბავშვებისათვის. მოიცავს სასაქონლო კოდს 0404 10 480 00 - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხსენი, თხევადი ფორმით, ცხიმგამოცლილი და კაზეინის გარეშე, ადამიანის საკვებად, ხოლო სასაქონლო კოდი 0404 90 210 00 - სწრაფად გამომშრალი ხსენი შემცირებული ცხიმით, ფხვნილი კაზეინის გარეშე, ადამიანის მოხმარებისთვის
0405
კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები; რძის პასტები
ყველა
მოიცავს რძის პასტებს
0406
ყველი და ხაჭო
ყველა
0407
ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
ყველა
– ინკუბირებისათვის:
ყველა
0407 11 000 00
შინაური ქათმის, (Gallus domesticus):
ყველა
0407 19
დანარჩენი:
ყველა
– კვერცხი ახალი, დანარჩენი:
ყველა
0407 21 000 00
შინაური ქათმის (Gallus domesticus):
ყველა
0407 29
დანარჩენი:
ყველა
0407 90 000 00
– დანარჩენი
სხვა კვერცხი ადამიანის საკვებად ვარგისი ან გამოუსადეგარი
0408
ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
ყველა
მოიცავს კვერცხის პროდუქტებს, რომლებიც არის ან არ არის სითბურად დამუშავებული და არ გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის
0504 00 000 00
ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, ხმელი ან
ყველა
მოიცავს კუჭებს, ბუშტებს და ნაწლავებს გაწმენდილს, დამარილებულს, გამხმარს ან თერმულად დამუშავებულს,
შებოლილი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ან ფრინველის წარმოშობის
0511 10 000 00
- ხარის სპერმა
ყველა
0511 91
-- თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან
ყველა
თევზის ნარჩენების გარდა (სეს ესნ კოდი 0511 91 100 00), თევზის განაყოფიერებული ქვირითი, თევზის კრიოდაკონსერვებული სპერმა
0511 99 85
დანარჩენი
თუთის აბრეშუმხვევიას გრენა, ემბრიონები, სპერმა, რომელიც არ არის დაფარული 0511 10 სასაქონლო კოდით
1601 00
ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა კვების პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
ყველა
მოიცავს სხვადასხვა ფორმის ხორცის დაკონსერვებულ პროდუქტებს
30 ჯგუფიდან
ფარმაცევტული პროდუქცია
3002
სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები და სისხლის დანარჩენი ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები, როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები:
3002 10 100 00
იმუნური შრატები
იმუნური შრატები, სისხლის სხვა ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები, როგორც მოდიფიცირებული ასევე მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით.
იმუნური შრატები მხოლოდ ცხოველური წარმოშობის. გამორიცხავს მზა სამკურნალო პროდუქტებს განკუთვნილს საბოლოო მომხმარებლისათვის
3002 10 910 00
ჰემოგლობინი, სისხლის გლობულინები და შრატის გლობულინები
როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა
3002 10 990 00
დანარჩენი
სისხლის ფრაქციები და იმუნოლოგიური პროდუქტები,
როგორც მოდიფიცირებული, ასევე, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით- ადამიანური წარმოშობის გარდა. მხოლოდ ცხოველისგან მიღებული მასალა
3002 90 300 00
ცხოველების სისხლი, დამზადებული პროფილაქტიკური, თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნებისათვის
ყველა
41 ჯგუფიდან
დაუმუშავებელი ტყავები (ნატურალური ბეწვის გარდა) და გამოქნილი ტყავი
4101
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით) ან ცხენების ოჯახის ცხოველების დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
4102
ცხვრისა ან ბატკნის დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), მატყლის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვის ან მატყლის საფარით მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში. ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
4103
სხვა დაუმუშავებელი ტყავები (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ გაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუქნელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, გაყოფილი ან არა
გარდა ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით, დაუმუშავებელი, გათრიმლული, ან გამოქნილი (ჯგუფი 43); მაგრამ დაუმუშავებელი ტყავები ბეწვისა ან მატყლის საფარით მხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (კამეჩების ჩათვლით), ცხენების, ცხვრების ან ბატკნების (გარდა ასტრახანის, დუმიანის, კრაველის, სპარსული და ანალოგიური ჯიშებისა, აგრეთვე, ინდური, ჩინური, მონღოლური ან ტიბეტური ჯიშებისა), თხებისა და ციკნების (გარდა იემენის, მონღოლურის და ტიბეტურის ჯიშებისა), ღორების (ამერიკული, ველური ღორების ჩათვლით), არჩვების, ქურციკების, ჩრდილოეთის ირმების, ლოსების, ირემლაღების, შვლებისა ან ძაღლებისა უნდა ჩაირთოს 41-ე ჯგუფში.
ვეტერინარული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ახალ, გაცივებულ ან დამუშავებულ ტყავზე, მათ შორის, გამხმარ (გამომშრალ), მშრალდამარილებულ, სველდამარილებულ, ან დაკონსერვებულზე, გარდა სათრიმლავი ან ეკვივალენტური პროცესისა
9508 10 000 00
მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები
9508 90 000 00
დანარჩენი
მხოლოდ ცოცხალი ცხოველები
თავი III საქონლის დროებით შენახვა მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები 1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები. 2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება: ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს: ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი; ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში; ა.ე) „ოქროს სიის” მონაწილე;ა.ე1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი კუთვნილი საქონლის შემთხვევეაში;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;ა.ვ.ბ) ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) , სეს ესნ-ის 8429 , 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ ი მექანიკურ ი სატრანსპორტო საშუალებ ები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია , ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია ) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელ ები და ნახევრადმისაბმ ე ლ ები;
ა.ზ) საქართველოს საწარმო, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის თანხმობა და რომლის დანიშნულებითაც გადაადგილდება იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტონაწილები.
ბ) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში/საზღვაო ნავსადგურებში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში – რკინიგზით გადაადგილებული საქონლისათვის;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის. 3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით. 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა დასტურდება რკინიგზის მიერ: ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით; ბ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენის დადასტურება ელექტრონული მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია – სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა ზედნადების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს; გ) თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით – რკინიგზის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). ამასთან, რკინიგზა მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დადასტურების მიზნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 მარტის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 11.03.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი 1. საქონლის დროებით შენახვისას, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც. 2. განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული მოწმობით ან დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით: ა) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან; ბ) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის 30-დღიანი ვადა; გ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში ან რეექსპორტში ან გარე გადამუშავებაში ან საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას; დ) საზღვაო გზით შემოტანილი და მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას. 3. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან. 4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ან დამოწმებული მოწმობით. 5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით. 7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე. 8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №23 3 - ვებგვერდი, 10.07.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ.მუხლი 15. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვა🔗
1. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვამდე უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი აქტი, და ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის სათავსში განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს განაცხადი ან საბაჟო დეკლარაცია. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც. 3. ნავთობის ან ნავთობპროდუქტის დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, თუ ეს არ გამოიწვევს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლას სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანება №10 5 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები 1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმებამდე ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე ან სარკინიგზო ზედნადების დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს. 4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს. 5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება. 7. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში: ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში; ბ) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში/ელექტრონულ მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად; გ) საბაჟო დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
72. საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონელი (საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე.
73. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს წარედგინება გირავნობის გარიგება და ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე; ბ) სააღსრულებო ფურცელი; გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა.74. დროებით შენახული დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან წარადგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი, ასევე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
75. ამ მუხლის 73 და 74 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნას სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში და დროებით შენახულ იქნეს დარჩენილი ვადის ფარგლებში, ხოლო სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. 9. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დროებით გატანილი საქონლის უკან დაბრუნება სავალდებულო არ არის: მის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას. 10. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის საბაჟო კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. 11. საქონლის დროებით შენახვის ადგილის ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საქონლის დროებით შენახვის ადგილზე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №247- ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვა შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით.
2. სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს.
2 1. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე (როგორც სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე, ასევე იმ საქონელზე, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია) დროებით შენახვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
31. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
4. საქონლის დროებით შენახვის ვადა აითვლება:ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;“; ა.ბ) სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან; ა.გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – ზოგადი დეკლარირებიდან;ა.დ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი არ ხორციელდება მოწმობით, – შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ე) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე, ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების და საქონლის რეგისტრაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან; ა.ვ) რომელზეც განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია – დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან; ა.ზ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან. ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან ASYCUDA-ს პროგრამაში მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმების ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების/ სარკინიგზო ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან. გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო მოწმობით გადაადგილებული საქონლის გამოცხადებისას მოწმობის დამოწმების თარიღიდან. 5. თუ ამ მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) ან საქონლის მფლობელს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის ან საქონლის მფლობელის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება №233 - ვებგვერდი, 10.07.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №450 - ვებგვერდი, 15.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. დანართი №III-01 თავი IV საქონლის გაფორმება მუხლი 18. გაფორმების ადგილები 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა.ა) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32;ა.ა1) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“:
ბ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ; ბ.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე); ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის). გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისათვის“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია; დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:დ .ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
დ .ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11; ე) საბაჟო დეპარტამენტის: ე.ა) თელავის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.ა.ა) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41; ე.ა.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.ბ) ახალციხის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.ბ.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54; ე.ბ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.გ) ქუთაისის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.გ.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5; ე.გ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ე.დ) რუსთავის გაფორმების განყოფილებისათვის: ე.დ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36; ე.დ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის); ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ისათვის – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. 2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“ – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონ ა “ – ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №52.
გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, სამრეწველო ზონაში ყოფილი „ტარზის“ ტერიტორია.3. საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;ბ ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა: „სამთაწყარო“, „ახკერპი“ და „მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი) (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა); დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის საგადასახადო დოკუმენტის (შემდგომში − სდ) წარდგენით; ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი; კ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი; ლ) (ამოღებულია - 13.10.2017, №373). 4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი. 5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.6. „ოქროს სიის“ მონაწილეების ან ამ ინსტრუქციის 98 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) (ამოღებულია - 13.10.2017, №373).
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”); დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”); ე) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №11 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);ვ) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5 (საბაჟო დეპარტამენტის ქუთაისის გაფორმების განყოფილება);
ზ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი”). თ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილება); ი) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41 (საბაჟო დეპარტამენტის თელავის გაფორმების განყოფილება); კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (საბაჟო დეპარტამენტის ახალციხის გაფორმების განყოფილება); ლ) ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“-ს ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება). 7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში.71. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2” − გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
72. საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია: გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით. 9. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის ბრძანება №236- ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №381 - ვებგვერდი, 19.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 25 აპრილის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 28.04.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 ივლისის ბრძანება №224 - ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე 1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას;გ) „ოქროს სიის“ მონაწილის ან ამ ინსტრუქციის 98 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;
დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა. ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან; ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ: ვ.ა) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ვ.ბ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ვ.გ) იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საგადასახადო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; ზ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; თ) იმ შემთხვევებისა, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე: თ.ა) საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისას; თ.ბ) დროებით შემოტანილი საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას; თ.გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელებისას; თ.დ) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას; ი) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის იმ პირზე გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქონლის წარდგენა საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ საბაჟო კონტროლის ზონაში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 11.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ. მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში. 5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. 6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა. 7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება: ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა; ბ) საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის ვადის არაუმეტეს 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში – არაუგვიანეს გაგრძელებული ვადისა; გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა; დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა; ე) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე; ვ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე – თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.7 1. ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:
ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში; ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას. 8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.
10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც: ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან: ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს; გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან: დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-06); დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს; 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 12. საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა. 13. რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. 14. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელებისას, ამ მუხლით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და განახლდება სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების დასრულებისთანავე.15. თუ იმპორტის სასაქონლო ოპერციაში წინასწარ დეკლარირებული, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ იქნა წარმოდგენილი ამავე რეგლამენტის“ 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 07.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 მაისის ბრძანება №208 - ვებგვერდი, 01.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2019წ. მუხლი 21. საქონლის დეკლარირება1. საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაცი ის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით .
2 . საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
3. საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია; ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია. ზ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია. თ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია; ი) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია; კ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია. 4. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად. 5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით. 6. იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენად ჩაითვლება:ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO ) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის წარდგენა;
ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO ) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენა;
გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის, ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01). 7. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას; დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში. ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას. 8. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 22. საბაჟო დეკლარაციის შევსება 1. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება. 2. პირს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ: ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ: ა) ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.
31. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, როგორც პირის წარმომადგენელს, უფლება აქვს შეავსოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე, თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულთან ერთად, შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) საქონელი დეკლარირდება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან ბ) წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან გ) საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის განაცხადით. 4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას. 5. (ამოღებულია - 08.05.2013, N133). 6. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.7. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – ფარმაცევტული პროდუქტის მიმღები (იმპორტიორი).
8. ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი – საქონლის მიმღები (იმპორტიორი). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №518 - ვებგვერდი, 17.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. მუხლი 23. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა) დანართი №IV-01-ის შესაბამისად.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის: ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი); ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;გ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“ – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
გ1) სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) (ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა) იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი).
დ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი; ე) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში: ე.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე; ე.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე; ვ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით; ზ) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის შესაბამისად; თ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი; ლ) სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე – სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი დანართი №IV-05-ის შესაბამისად; მ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია), ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.ნ) ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.
ო) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260 1 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას – გირავნობის გარიგება და დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე ან სააღსრულებო ფურცელი ან სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა;
პ) დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში – საქონელზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჟ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი; რ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი;ს) ბენზინის/დიზელის საწვავის იმპორტის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს;
ტ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ დანართი №XVIII-01-ის შესაბამისად;
უ) წინმსწრები საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ან მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის ან ნაშთის ან ნარჩენის დეკლარირების შემთხვევაში – „გამოსავლიანობის აქტი“ დანართი №XVIII-02-ის შესაბამისად. ფ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის, რეექსპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობა; ქ) მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე; ღ) პრეკურსორის იმპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი; ყ) პრეკურსორის ექსპორტის შემთხვევაში – წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი;შ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი";
ჩ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში – „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი";
ჩ1) არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტის შემთხვევაში – „საერთო შესვლის დოკუმენტი“, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული ფორმით;
ც) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად:ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან
ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2017 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.
ძ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში:
ძ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით; ძ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გათვალისწინებით გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და ამავე ბრძანებით გათვალისწინებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭებისა და სტატუსის მინიჭების ვადის შესახებ; წ) პლასტიკის პარკის იმპორტის შემთხვევაში – შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პლასტიკის პარკის სისქისა და შემადგენლობის შესახებ; ჭ) ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში – პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში: ხ.ა) ცემენტსა და ელექტროკაბელებზე – საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული თვისებების დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასახელება იმ სტანდარტ(ებ)ისა, რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს საქონელი. ამასთან, თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით; ხ.ბ) არმატურაზე – შემოწმების სერთიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად) და შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება; ხ.გ) პლასტმასის მილებზე – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ხ.გ.ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია; ხ.გ.ბ) საქონლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხ.გ.გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც საქონელი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;ხ.გ.დ) საქონლის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები;
ხ.გ.ე) საქონლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტების სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. 4. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის“.(23-ე მუხლის მეორე პუნქტის ძ, წ და ჭ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 6 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
მუხლი 231. პრიორიტეტები საქონლის გაფორმებისას🔗
ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 მაისის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 28.05.2018წ.დანართი №IV-01
სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტებიშენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
დოკუმენტის დასახელება იმპორტი საწყობი რეექს პორტი დროებითი შემოტანა ექსპორტი ტრანზიტი შიდა გადამუ შავება გარე გადამუ შავება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი: ა) ხელშეკრულება ან ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი შენიშვნა: 1. თუ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების არარსებობისას – საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა. 2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია დანართი №IV-04-ის შესაბამისად.3.ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ან გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის მიმღების (დეკლარანტის) მიერ ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ დანართი №IX 1 –01-ის შესაბამისად.
*
*
*
*
*
*
*
*
სატრანსპორტო დოკუმენტი: ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული; დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.*
*
*
*
*
*
*
*
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. დანართი №IV-02ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
რეექსპორტი
რეექს - პორტი
დრო-ებითი
შემო-ტანა
შიდა
შიდა გადამუ - შავება
გადამუ-შავება
გარე
გარე გადამუ - შავება
გადამუშავება
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია
*
*
*
*
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
*
*
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
არსებო-
არსებობის შემთხვევაში
ბის
შემთხვე-ვაში
არსებო-ბის
არსებობის შემთხვევაში
შემთხვე-ვაში
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
*
რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა
*
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა
*
*
*
*
*
სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
*
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა
*
*
*
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა
*
*
*
*
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა
*
*
*
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
*
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა
*
*
*
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა
*
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა
*
*
დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)
*
სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა
*
*
*
სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა
*
*
*
*
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა
*
*
*
იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი
*
*
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
საჭიროე-
საჭიროების შემთხვევაში
ბის
შემთხვე-
ვაში
საჭიროების შემთხვევაში
საჭიროების შემთხვევაში
საჭიროე-
საჭიროების შემთხვევაში
ბის
შემთხვე-
ვაში
ვეტერინარული სერტიფიკატი
საჭიროე-
ბის
შემთხვე-
ვაში
ასლი (დედანი მიყვება დანიშნუ-ლებისამებრ)
საჭიროე-
საჭიროების შემთხვევაში
ბის
შემთხვე-
*
ვაში
საჭიროების შემთხვევაში
ვეტერინარული სერტიფიკატი
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა
*
ასლი
(დედანი
მიყვება
*
დანიშნ-
ულებისა-მებრ)
საჭიროე-
ბის
შემთხვე-
ვაში
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 - სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე - ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი
*
საჭიროე-
ბის
შემთხვე-
ვაში
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა
*
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები
*
*
*
*
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 - სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე - ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა
*
*
*
*
*
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის N06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები
სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზციაში შემავალი ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ექსპორტისას (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი
*
*
*
*
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა
სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისას, თითოეულ პარტიაზე (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი
*
*
*
*
*“.
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
დოკუმენტის დასახელება იმპორტი საწყობი რეექსპორ ტი დროებითი შემოტანა ექსპორტი ტრან ზიტი შიდა გადამუ შავება გარე გადამუ შავება შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ*
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ*
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი*
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი“.*
დანართი №IV-0 4
საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია
ტვირთის მიმღების დასახელება ა /მ სახელმწიფო ნომერი
საიდენტიფიკაციო ნომერი გადამზიდავი ორგანიზაცია
ნასყიდობის დოკუმენტის ნომერი *
საქონლის დასახელება /აღწერა **
წონადამატ . ზომის ერთეული
მეტრი /კვ . მეტრი
***
გადახდილი /
გადასახდელი თანხა
ვალუტა ბრუტო ნეტოსულ :
სულ :
თანხა ვალუტასხვა ხარჯი
ტრანსპორტირების ხარჯიდამატებითი ინფორმაცია :****
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------შენიშვნა : * გრაფა ივსება თითოეული ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით
** გრაფაში დეტალურად მიეთითება საქონლის აღწერილობითი ნაწილი , რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სეს ესნ - ის კოდის განსაზღვრაზე
*** გრაფაში მიეთითება დამატებითი ზომის ერთეული სეს ესნ - ის მოთხოვნიდან გამომდინარე
**** მიეთითება სხვა ხარჯები , რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში . შევსება სავალდებულო არ არის სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში
დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ
დეკლარანტითარიღი :
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. დანართი №IV-05 სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი ნომერი/მიეთითება ა/მ ნომერი/ თარიღი№
ტვირთის მიმღები (სახელი/გვარი ან ორგანიზაცია) იმპორტიორის საიდ/კოდი ინფორმაცია ფუთებზე ფურცლების რაოდენობა ტრანსპორტირების ხარჯი წონა№
რაოდენობა1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
გადამზიდავი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.დანართი №IV-06
საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე /მაძიებელი პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ I. ინფორმაცია პირის შესახებ : 1. სახელი 2. გვარი 3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)..................................... 4. მოქალაქეობა..................................................................... 5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი №.................................. 6. დაბადების თარიღი................................................................................. 7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით …............................................................... II. ინფორმაცია საქონლის შესახებ :№
საქონლის დასახელებარაოდენობა (კგ ., ცალი )
შენიშვნა : ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი. თარიღი „.......”.............................. 20..... წელი ფიზიკური პირის ხელმოწერა............................საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ .
თავი Vსაქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
მუხლი 24. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამი სად.
2 . საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საგადასახადო ორგანო, წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას.
3. ის ფაქტი, რომ საქონელი წარმოადგენს გაყიდვის საგანს და დეკლარირებულია იმპორტის მიზნით, ჩაითვლება საკმარისად, რათა ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად.
4 . თუ საქონელი საქართველოში სა ექსპორტ ოდ გაყიდვის შემდეგ, მის ი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ქვეშ მოქცევამდე, გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის (პირველი მეთოდი) მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.
5 . საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი – ეს არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს გამყიდველს ან უნდა გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ . იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს , ასევე ირიბს, რომელიც წარმოადგენს საქონლის გაყიდვის პირობას . შესაძლებელია გადახდა ხდებოდეს აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად.
6 . როდესაც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილ შიდა გადასახადს, და საგადასახადო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდა ან დაუბრუნდება მყიდველს/გამყიდველს , ეს თანხა არ უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში .
7 . საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის :
ა) თუ ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება გადასახდელი ფასი;
ბ) თუ ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, სა ბაჟ ო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;
გ) თუ გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, მაშინ , დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში , საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებ ულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის წარმოადგენს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებას.
8 . თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.
9. ის გარემოება, რომ საქონლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია ან შეიცვალა საქონლის გამოყენების მიზანი, არ ზღუდავს აღნიშნული საქონლის იმპორტ ში გაშვებისას ამ თავით მოცემული საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელი დებულებების გამოყენებას.
10 . საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე , საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
11 . საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.
მუხლი 25. გარიგების ფასის მეთოდი1. ეს მუხლი განიხილება ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტის გადახდა, რომელიც შეადგენს საბაჟო ღირებულების ნაწილს, მაგრამ არ არის შეტანილი იმპორტირებული საქონლისათვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.
2 . საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასი თ ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასით, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ:
ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება იმპორ ტიორი ქვეყნის კანონმდებლობით;
ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე; ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომელთა შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის დებულებების მიხედვით;
დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება დასაბუთებულ, ობიექტურ მონაცემთა საფუძველზე;ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე- 3 და მე- 4 პუნქტების მიხედვით.
3 . თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის მე- 6 ნაწილის შესაბამისად , მხოლოდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიღებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე . თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საგადასახადო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით), რაზედაც დეკლარანტს უფლება აქვს წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
4 . თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუ დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:
ა) იმპორტირებული იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიყიდა ურთიერთდამოუკიდებელ პირს (მყიდველს);ბ) ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
გ) ამ ინსტრუქციის 29 -ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.
5 . ამ მუხლის მე- 4 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, 21-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული.
მუხლი 26. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25 - ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.
2 . ამ მუხლის მიზნებისათვის , „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3 . საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.
4 . „იდენტურ საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.
5 . ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირ ის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები ი მავე მწარმოებლის მიერ წარმოებულ ი იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.
6 . ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის ღირებულებას.
7 . საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას , ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი იდენტური იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილ ები ს განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.
8 . ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე- 6 და მე- 7 პუნქტების შესაბამისად.
9 . თუ გამოვლინდა იდენტური იმპორტირებული საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.
მუხლი 27. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე და 26-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი , რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.
2 . ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3 . სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის „მსგავსი საქონელი “ არის საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და ი მავე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
4 . „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.
5 . ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.
6 . ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებე ლი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.7 . საქონლის სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებე ლი საქონლისა და მისი მსგავსი იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.
8 . ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
9 . თუ გამოვლინდა ერთზე მეტი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, კორექტირების საფუძვლად, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.
მუხლი 28. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი 1. ამ მუხლის მიზნებისათვის:ა) „იდენტური საქონელი “ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ ) „მსგავსი საქონელი “ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტის მოთხოვნებს;
გ ) „იმავე კლასის ან ტიპის საქონელი “ არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებე ლ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს შესაფასებე ლი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებე ლი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებე ლ ი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
2. თუ შესაფასებე ლი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, შესაფასებე ლი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს უდიდესი საერთო ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს იმპორტის შემდეგ პირველივე კომერციულ დონეზე განხორციელებული გაყიდვისას, შემდეგი გამოქვითვების პირობით:
ა) საკომისიოები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატები, რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან; ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.
3. იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებე ლი ან იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, შესაფასებე ლი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებე ლი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებე ლი საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში.
4. თუ არც შესაფასებე ლი, არც იდენტური და არც მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა, დეკლარანტის მოთხოვნით, შესაფასებე ლი საქონლის სა ბაჟ ო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებე ლი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ უდიდესი ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს. ამასთანავე, შესაფასებე ლი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოქვითვები.
მუხლი 29. შედგენილი ღირებულების მეთოდი1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;
ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;გ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ქვეპუნქტში აღნიშნული , საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:
ა) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ„და „გ„ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ხარჯებს; ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ქვეპუნქტით განსაზღვრული, საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებლის მიერ არის გაწეული. ღირებულების გაანგარიშებისას ამ პუნქტში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები “ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ქვეპუნქტში.
მუხლი 30. სარეზერვო მეთოდი🔗
1. თუ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე−29-ე მუხლების დებულებების მიხედვით შეუძლებელია , საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით , რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და საქართველოში არსებულ მონაცემებს .
2. სარეზერვო მეთოდის დროს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება :
ა ) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი ;
ბ ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე ;
გ ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი ;
დ ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება ;
ე ) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები ;
ვ ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი ;
ზ ) წარმოების ხარჯი , გარდა შედგენილი ღირებულებისა , რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ წესების 29 -ე მუხლის დებულებების მიხედვით .
3 . სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს საქონლის ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას .
4 . სარეზერვო მეთოდის ფარგლებში გამოიყენება ის მეთოდები , რომლებიც მოცემულია 26-ე – 28-ე მუხლებში , მაგრამ დასაშვებია მათი მოქნილად გამოყენება :
ა) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ იდენტური საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს , რაც შესაფასებელი საქონელი , შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული . შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად . შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟ ო ღირებულება , რომელიც პირველი მეთოდით არ ყოფილა დადგენილი ;
ბ ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ მსგავსი საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს , რაც შესაფასებელი საქონელი , შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული . შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სა ბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად . შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება , რომელიც პირველი მეტოდით არ ყოფილა დადგენილი ;
გ ) საქონლის ერთეულის ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენება – მოთხოვნა იმის თაობაზე , რომ საქონელი უნდა გაიყიდოს იმავე მდგომარეობაში , რომელშიც იგი იმყოფებოდა შემოტანის დროს „შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული ; მოთხოვნა 90 დღის „თაობაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქნილად .
5 . საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს , რომელიც საინფორმაციო ხასიათის არის და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები 1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“– ეს არის საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ); ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც იმპორტის მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით, მისი ღირებულება, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით. 2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის გათვალისწინებით, არ ჩაითვლებიან საქართველოში გაწეულ მომსახურებად და არ ექვემდებარებიან დღგ-ით უკუდაბეგვრას). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. 4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან. 5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს. 6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება, რომელიც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით; ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ეს ხარჯები გაწეულია დეკლარანტის მიერ. 7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული. 8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები; გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან; ე.ბ)საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები. მუხლი 32. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა 1. ამ ინსტრუქციის 25-ე–31-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან. 2. პროგრამის მატარებლების საბაჟო ღირებულება განისაზღვრება პროგრამის მატარებლების ღირებულებისა და მის ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, მოვლასა და შეფუთვაზე გაწეული ხარჯების ერთობლიობით. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს. თავი VI გარანტია მუხლი 33. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები1. გარანტიის წარდგენა (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სავალდებულოა:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას; ბ) შიდა გადამუშავებისას; გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას; დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას; ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად; ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად;ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისათვის განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ი) (ამოღებულია - 29.03.2018, №126);კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას;
ლ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სეს ესნ-ის 8702-ე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას; მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას.11. ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
2. გარანტია არ წარედგინება: ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა; ბ) გემის მიმართ, ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;გ) თუ საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისათვის განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ;
დ) საბაჟო საწყობში გადამუშავებისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის – სეს ესნ-ის 2603 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი სპილენძის კონცენტრატების, სეს ესნ-ის 2616 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ძვირფასი ლითონების კონცენტრატებისა და 2617 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი კონცენტრატების შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
დ1) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სეს ესნ-ის 8704 21 310 00 და 8704 22 910 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
ე) თუ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონლის გაშვებამდე სრულად გადახდილია იმპორტის გადასახდელები ან შემოსავლების სამსახურის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება გარანტიის წარდგენისა და იმპორტის გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლად საქონლის გაშვებაზე; ვ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით იმ საქონლის დროებითი შემოტანისას, რომელიც იმპორტის შემთხვევაში არ იბეგრება იმპორტის გადასახადით. ზ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხი) მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია: ა) საქონლის გადაადგილებისას: ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი; ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად; ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი. 4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი. 5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით. 6. გარანტია შეიძლება იყოს: ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის ან საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე; ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია: ბ.ა) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები; ბ.ბ) ორი ან მეტი საბაჟო საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე. 7. გარანტიის სახეებია: ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი VI–01); ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი VI–02); გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საბაჟო საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას; დ) თავდებობის ხელშეკრულება (დანართი VI–03): დ.ა) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით; დ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული სეს ესნ-ის 8702-ე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას. ამასთან, ერთი თავდებობის ხელშეკრულებით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოსაშობი ვალდებულება, დეკლარანტის მიერ თავდებობის ხელშეკრულებების გამოყენებით შესაძლებელია ერთდროულად არა უმეტეს 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შენახვა, ხოლო პირი ერთდროულად შესაძლებელია წარმოადგენდეს თავდებს მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების შენახვაზე. 8. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 27.11.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №349 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №490 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 06.02.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.მუხლი 34. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა🔗
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის შემთხვევაში დღგ-ის თანხის გარდა), რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით; გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას; დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას; ე) ერთი პირის საბაჟო საწყობის (საბაჟო საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს; ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად - 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას; ი) (ამოღებულია - 29.03.2018, №126);კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ლ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სეს ესნ-ის 8702 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას; მ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის გადასახდელების ნაწილი გადახდილია საქონლის გაშვებამდე – საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იმპორტის გადასახდელებსა და საქონლის გაშვებამდე გადახდილ გადასახდელებს შორის სხვაობას. 2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას. 3. გარანტიის მოქმედების ვადა: ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელების ას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში; დ) (ამოღებულია - 29.03.2018, №126); ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში. ვ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს მისი წარდგენიდან 6 თვეზე ნაკლები; ზ) საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში საქონლის გაშვებისას – უნდა იყოს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე არანაკლებ 10 კალენდარული დღით მეტი.4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ. მუხლი 35. გარანტიის გაუქმება ან შესრულება 1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება. 2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.3. დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის, ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეექსპორტით გატანისას საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება; გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა; დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.ე) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ე1) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის იმ პირზე სრულად გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები – ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ძალადაკარგულად ცნობა. ამ საქონლის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, გარანტია უქმდება ნაწილობრივ, ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენითა და კორექტირებული წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე – გასხვისებული საქონლის იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხის ნაწილში;
ვ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა; ზ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა; თ) (ამოღებულია - 29.03.2018, №126). 5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია. 6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ. დანართი VI–01 ვალდებულების შესრულების გარანტია GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY საბანკო გარანტია BANK GUARANTEE № ----------- -----” ----------------- 20-- წ. გარანტის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი: --------------------------------------------- FULL NAME AND ADDRESS OF THE GUARANTOR: პრინციპალის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------ FULL NAME AND ADDRESS OF THEPRIN C IPAL, T HE IDEN T IFI C A T ION C ODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------BENEFI C IA R Y:
გარანტიის ობიექტი: ------------------------------------------- OBJECT OF GUARANTEE: გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. გარანტიის თანხა: ------------------------------------------------------- GUARANTEE AMOUNT: გარანტიის მოქმედების ტერიტორია: ------------------------------------------ TERRITORY OF GUARANTEE VALIDITY: გარანტიის მოქმედების პერიოდი: ------------------------------------------- PETIOD OF GUATANTEE VALIDITY: ხელმოწერა გარანტი: Signed GUARANTOR: ------------------------------------------ ბ.ა. დანართი VI–02 ვალდებულების შესრულების გარანტია GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი CERTIFIჩATE OF FINANCIAL RISK INSURANCE № ----------- „-----” ----------------- 20-- წ. მზღვეველის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი: --------------------------------------------- FULL NAME AND ADDRESS OF THE INSURER: დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი: ------------------------------------------ FULL NAME AND ADDRESS OF THE POLICYHOLDER: დაზღვეული (მოსარგებლე): ---------------------------------------- INSURED (BENEFICIARY): დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------ OBJECT OF INSURANCE: მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს) ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. სადაზღვევო თანხა: --------------------------------------------------------- INSURANCE AMOUNT: დაზღვევის ტერიტორია: --------------------------------------------------------- TERRITORY OF INSURANCE: გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: --------------------------------------- PREMIUM: დაზღვევის პერიოდი: --------------------------------------------------------- PERIOD OF INSURANCE: მზღვეველი/Insurer დამზღვევი/Policyholder დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმებიI heve read and agreed to the insurance condition
------------------------------------ ----------------------------------------- ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal დანართი VI–03 საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება „-----” -------------------------- 20-- წ. თავდების სრული დასახელებაან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------
თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------
ძირითადი მოვალე (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, საგადასახადო ორგანო ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე (თუ გადასახადის გადამხდელი 20 წლის ----- -------------------მდე არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ საბუთს).იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შენახვით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ სატრანსპორტო საშუალებაზე , საიდენტიფიკაციო (VIN /შასის ) ნომრით – -------------------
შენიშვნა: თავდების ვალდებულების საფუძველი მიეთითება შესაბამისი უჯრედის
მონიშვნით.თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------
თავდების ხელმოწერა ------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა -------------------------------------------------------------- ----
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. თავი VII სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია მუხლი 36. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია 1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII-01) გამოყენებით. 2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება: ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XVI თავის დებულებები; ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;ბ1) ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI1 თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით. დ) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით; ე) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციით.3. დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, სისტემაში რეგისტრირებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე; ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი შემოწმების პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც. ამასთან, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინება შესაძლებელია ითვალისწინებდეს საქონლის გაშვებამდე სინჯის ან/და ნიმუშის აღების ვალდებულებასაც; გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად; დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია. 6. (ამოღებულია - 30.11.2015; №388). 7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია; ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია; გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები; დ) სასაქონლო პარტიათა ნაკრები − ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული რამდენიმე სასაქონლო პარტია; ე) სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი − პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას; ვ) საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია − იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, როდესაც საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, ხოლო სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №IV-04). ზ) სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი − სასაქონლო პარტიათა ნაკრებში თითოეული სასაქონლო პარტიის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი №IV-05). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 30.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. მუხლი 37. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა 1. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს: ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საგადასახადო ორგანო: ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე; ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე; ბ.გ) როდესაც სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე.2. ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია, ხოლო სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
21. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში. 4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმოშობის სერტიფიკატი, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული „წარმოშობის დეკლარაცია“, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული „ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია“ ან სხვა), ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით. 5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა. 6. სასაქონლო პარტიის ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი. 7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. 8. დასაშვებია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის. 9. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, ამ დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას: ა) ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით; ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–03); გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. 10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ საქონელზე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. 12. თუ პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის“ დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 45 კალენდარული დღე.
131. წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
14. ASYCUDA-ს მეშვეობით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 08.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 17.11.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ.მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. მუხლი 39. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტისას ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას; ბ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას; გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას; დ) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას; ე) სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების მიმართ, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.მუხლი 391. სასაქონლო პარტიათა ნაკრების საბაჟო კონტროლი და გაფორმება🔗
1. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − გადამზიდველი) ვალდებულია, ექსპორტის ქვეყანაში განახორციელოს საქონლის შეფუთვა და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დაფიქსირება. 2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე (გარდა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა). 3. დეკლარირებულ სასაქონლო პარტიათა ნაკრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და კონტეინერით შემოტანისას, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ: ა) სასაქონლო პარტიათა ნაკრებზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება მოწმობა გაფორმების ეკონომიკური ზონის ან გადამზიდველის საბაჟო საწყობის დანიშნულებით; ბ) სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის/კონტეინერისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც ნიშნავს: ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ − გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას. ამ შემთხვევაში: ბ.ა.ა) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე გადამზიდველს აქვს იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლება; ბ.ა.ბ) გადამზიდველის საბაჟო საწყობში განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს თანხმობით. აღნიშნულთან ერთად, გაფორმების ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილი თანამშრომლის დასწრების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების განსახორციელებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება მის ტერიტორიაზე; ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას, რა დროსაც მათზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების ჩასატარებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და გადამზიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის წარდგენა გაფორმების ეკონომიკური ზონაში. 4. გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №443 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. მუხლი 40. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება 1. საქონლის გაშვებამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით: ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია; ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები; გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება; დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში; ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ; ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში; თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში; ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ; კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია; ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში. 2. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში: ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას; ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას. 3. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში); ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).4. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, დეკლარაცია ჩაითვლება ძალადაკარგულად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. მუხლი 41. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის საბაჟო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე; გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ : გ.ა) საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ორგანოს ტერიტორია; გ.ბ) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ტერიტორია. ამასთან, როდესაც დანაკლისი არ აღემატება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საბაჟო საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით;გ.გ) საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა;
გ.დ ) დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში;
გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებულ, საზღვაო გზით ექსპორტით გასატან შავი ლითონის ჯართზე წარდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას. გ.ვ) დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მცირდება არაუმეტეს 2 000 ლარით ან/და გადასახდელების თანხა მცირდება არაუმეტეს 650 ლარით, ხოლო დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია საქონლის შესყიდვის დოკუმენტი და უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სათანადო მტკიცებულებები.დ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და გადასახდელების თანხის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი. 3. დეკლარანტის განცხადებისა და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის ან/და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხებზე, ხოლო სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება; ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით – სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან, თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იცვლება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და სეს ესნ-ის კოდი ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში. 5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 07.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 06.02.2018წ. დანართი №VII–01 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. დანართი №VII–02 საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი დოკუმენტის დასახელება დოკუმენტის № ფურცლების რაოდენობა შენიშვნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ხელშეკრულება შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) სატრანსპორტო ზედნადები (CMR) სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი კონოსამენტი მანიფესტი შეფუთვის ფურცელი TIR-წიგნაკის ფურცელი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საბანკო გარანტია ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნა სხვა დოკუმენტები: ფურცლების რაოდენობა სულ –1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------------- 3. გაფორმების ორგანო ს მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო 20 წელი ----სთ.-----წთ. 4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა --------------- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. დანართი №VII–03 საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი დოკუმენტის დასახელება დოკუმენტის № ფურცლების რაოდენობა შენიშვნა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ხელშეკრულება შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) სატრანსპორტო ზედნადები (CMR) სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი კონოსამენტი მანიფესტი შეფუთვის ფურცელი TIR-წიგნაკის ფურცელი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საბანკო გარანტია ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნა სხვა დოკუმენტები: ფურცლების რაოდენობა სულ – დოკუმენტების წარმომდგენი პირის: 1. სახელი, გვარი ---------------------------------------------------------- 2. პირადი ნომერი -------------------------- 3. ხელმოწერა --------------------------- დანართი №VII–04 სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი№
გამგ ზავნი მიმღები ტვირთის დასახელება ვაგონის № სარკი ნიგზო ზედნა დების № წონა (ნეტო/ ბრუტო) ტარა კონტე ინერის № ადგი ლების რაოდ ენობა გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება) ლუქის ნომრები 1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ---------------------------------------- 2. პირადი ნომერი ----------------------- 3. მისამართი -------------------------------- 4. ტელეფონი --------------------------- 5. ხელმოწერა --------------------------- თავი VIII ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია მუხლი 42. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია (დანართი №VIII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. მუხლი 43. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 60 კალენდარულ დღეში (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება: ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან; ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობის „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა 8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.3. ერთი საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემები (მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის №) მიეთითება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დეკლარაციას.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლის შესაბამისად. 7. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. 9. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს; ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვები პუნქტში. 10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს. 11. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს. 12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. მუხლი 44. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსება 1. დეკლარანტი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს:ა) იმპორტის დროს – პირველი–მე-11 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება;
ე) საწყობის დროს – პირველი–მე-12 და R გრაფებს.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”; გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება: გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა; გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა; დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს; ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;ვ) გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი/საბაჟო საწყობი/შენახვის სხვა ადგილი და ვადა“ – ივსება ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში. ამასთან, საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში მიეთითება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის კოდი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი.
ზ) გრაფა R . „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; ზ.ბ) საწყობის – „74”; ზ.გ) ექსპორტის – „10”; ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);ზ.ე) დროებითი შემოტანის – „34“, ამასთან, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. D გრაფაში საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. 4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები: კოდი დასახელება006
საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)007
საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)008
საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)010
საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)014
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)024
ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება)031
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება)057
იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)333
საქონლის დაბრუნება550
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი605
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ.
დანართი № VIII-01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია1. იმპორტიორი/ექსპორტიორი
2. წარმომადგენელი 3. გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა 4. VIN კოდი შასის ნომერი5
საქონლის აღწერა N00000/00000 ოპერაციაR
9. წინმსწრები დოკუმენტი
10. სატრანზიტო ნომერი5.1
5.2
5.3
11.
გადასახდელების გაანგარიშება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად ძრავის მოცულობა მანქანის მარკა მოდელი გამოშვების წელი 6. შევსების თარიღი 7.საბაჟო ღირებულება (ლარი) დარიცხ ვა ლარი 11.1 იმპორტის გადასახადი 11.2 აქციზი 11.3დღგ
11.4 სულ დაერიცხა 8. ხელმოწერა -------------------------D
12
დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი/საბაჟო საწყობი/შენახვის სხვა ადგილი და ვადა
12.1საბაჟო გამშვები პუნქტის/საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის კოდი
12.2 საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებითი დასაწყობების ადგილზე საქონლის მიტანის საბოლოო თარიღისაწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი
12.3 თავი IX გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია მუხლი 45. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენება1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით (დანართი №IX–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების ან სდ-ის წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში – ზეპირი დეკლარირებით;
ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი (მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას) ან გასატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში; კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით; ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის; მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი;
ო) (ამოღებულია - 13.10.2017, №373). 2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ გამოიყენება: ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ და „დ.გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ა.გ) (ამოღებულია - 13.10.2017, №373);
ა.დ) სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით), ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა;ბ) სეს ესნ-ის 8426 41 და 8426 49 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 8427 10 და 8427 20 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ველოსიპედებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით)), 8716 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული ხელის ურიკებისა, ველოსიპედის მისაბმელებისა და 8716 90 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილებისა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტი ს გავლით.
4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.
7. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი ან გასატანი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.8. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს (დანართი № IX –02), ხოლო დეკლარანტს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (წწწ.რს.გე ), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. 10. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია მიეთითოს საქონლის ექსპერტიზის/დათვალიერების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება.101. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი გრაფის – „საბაჟო ღირებულება და გადასახდელები“ – შევსება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.
11. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დეკლარანტის განაცხადი, ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად − დეკლარანტისათვის, ხოლო გაფორმების საგადასახადო ორგანოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით. 12. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო აღნიშნული დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. 13. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს.14. (ამოღებულია - 24.02.2015, N56 ).
15. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №413 - ვებგვერდი, 28.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 07.11.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №266- ვებგვერდი, 09.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 25 აპრილის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 28.04.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №370 - ვებგვერდი, 02.10.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 46. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) გაფორმება 1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით: ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №IX–03); ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №IX–04); გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №IX–05).11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხები, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.
2. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას. 3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 6. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად. 8. გადამზიდველი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით); გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს; დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. 9. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში. 10. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო. 11. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №429 - ვებგვერდი, 26.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. დანართი №IX–01 გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია 1. პირის ს/ნომერი ----------------- ფიზიკური პირის პ/ნომერი ---------------------------- 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და პასპორტის გამცემი ქვეყანა 3. პირის სახელწოდება 4. ფიზიკური პირის სახელი, გვარი 5. დეკლარანტი/წარმომადგენელი 6. დეკლარაციის რეგისტრაციის N 00000/00000 R. ოპერაცია 7. საფოსტო გზავნილის/ავიარეისის და ბარგის სარეგისტრაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 8. საქონლის საერთო წონა და აღწერილობა ----კგ. 9. საბაჟო ღირებულება და გადასახდელები საქონლის დასახელება რაოდენობა სეს ესნ-ის დამატ.ერთ. შესაბამისად საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად საქონლის ღირებულება ტრანსპორ-ტირების და სხვა ხარჯი საბაჟო ღირებულება შეღავათები იმპორტის გადასახადიდღგ
აქციზი სულ: სულ: სულ: სულ: სულ: სულ: სულ: 10. რეგისტრაციის თარიღი “-----”“---------------------” 20 წ. 11. გადასახდელები და მომსახურების საფასური: 12. ხელმოწერები: დეკლარანტი ------------------------ წარმომადგენელი ------------------- 13. იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სხვა თანმხლები დოკუმენტების რეკვიზიტები 14. განსაკუთრებული აღნიშვნები: 15. საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები: “-------”“---------------------” 20 წ. დანართი №IX–02 გადამხდელის დასახელება -------------------------------- საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი -------------------------------------------------- გადამხდელის მისამართი ------------------------------- ელ.ფოსტა ----------------- ტელეფონი ----------------- გ ა ნ ა ც ხ ა დ ი გთხოვთ, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შემივსოთ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია. განმცხადებლის ხელმოწერა ------------------------------- საყურადღებო ინფორმაციაგამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შესაძლებელია განაცხადის შტრიხ-კოდისა და ID ნომრის გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის ვებ -გვერდზე − www. rs.ge
იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში
იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული სახაზინო კოდებისა და თანხების მიხედვით
მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე (სს „კორ სტანდარტ ბანკი“, ბანკის კოდი — 220101945 , მიმღების ანგარიში — GE38KS00 0000 0000 0888 88)
დანართი №IX–03 დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1№
გზავნილის მიმღების სახელი გზავნილის მიმღების გვარი გზავნილის № გამომგზავნი ქვეყანა საქონლის წონა შენიშვნაპასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX–0 4
დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2პასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)№
გზავნილის მიმღების სახელი გზავნილის მიმღების გვარი გზავნილის № გამომგზავნი ქვეყანა საქონლის წონა შენიშვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX–05
დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3№
სახელი გვარი გზავნილის № გამომგზავნი ქვეყანა საქონლის წონა შენიშვნაპასუხისმგებელი პირი: საბაჟოს აღნიშვნა:
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.მუხლი 461. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია🔗
1. საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი №IX1–02) შესაძლებელია გაფორმდეს: ა) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია); ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილებით გასატანი საქონელი. 2. საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას. 3. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს: ა) საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტს; ბ) იმპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად, რომლის დამუშავება (შემოწმება, შეფასება) ხორციელდება გზავნილზე შტრიხ-კოდის წამკითხველის გადატარებით, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.მუხლი 46 2. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება🔗
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №IX1–01).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. 3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. 4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდველი ავსებს:ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №IX1–02) – საფოსტო გზავნილებზე, რომლებით შემოტანილი საქონლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №IX1–03) (შემდგომში – ნუსხა №4).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდველი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს. 6. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდველის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. 7. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“, და ნუსხა №4, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.8. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება, საფოსტო გადამზიდველი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით წარადგინოს ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5 (დანართი № IX1–04) (შემდგომში – ნუსხა №5), რის შემდგომაც ზოგადი დეკლარირების ვადა იზრდება 5 სამუშაო დღით.
9. ნუსხა №4 წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების, საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობამდე გადადგილებისა და დროებით შენახვის დოკუმენტს. 10. ნუსხა №4-ით წარდგენილ საქონელზე გადამზიდველი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის კოდი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით); გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. 11. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/ლიცენზიის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად. 12. გადამზიდველს უფლება აქვს, განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა №4-ში ცვლილების შეტანა გაფორმების ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე. 13. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება არ აღემატება დაუბეგრავ რაოდენობას, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში და ნუსხა №4-ში. 14. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX1–01
სა ფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია
ტვირთის მიმღების დასახელება ინტერნეტ - მაღაზიის დასახელება
გზავნილის № საქონლის დასახელებაგადახდილი თანხა
ვალუტა სულ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX 1 - 02
საფოსტო გზავნილების დეკლარაცია №
რიგ.№ გზავნილის № მიმღების/ გამგზავნის სახელწოდება/ გვარი, სახელი მიმღების/გამგზავნის საიდენტიფიკაციო/
პირადი № მიმღების/ გამგზავნის მისამართი მიმღების/ გამგზავნის ტელეფონი გამომგზავნი/ მიმღები ქვეყანა ინტერნეტ მაღაზია ინვოისის № საქონლის წონა კგ საქონლის ღირებულება ვალუტა1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
საფოსტო გადამზიდველი: საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: თარიღი: საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები:12
13
14
15
შენიშვნა: დეკლარაციის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფებში გამგზავნის შესახებ შესაბამისი მონაცემები მიეთითება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX 1 –03
ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4 რიგ.№
გზავნილის № გზავნილის მიმღების სახელწოდება/გვარი, სახელი მიმღების საიდენტიფიკაციო/ პირადი № მიმღების მისამართი მიმღების ტელეფონი გამომგზავნი ქვეყანა ინტერნეტ მაღაზია საქონლის წონა კგ საქონლის ღირებულება ვალუტა საფოსტო გადამზიდველი: საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: თარიღი: საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ.დანართი №IX1 - 04
ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა №5 რიგ.№ გზავნილის № გზავნილის მიმღების სახელწოდება/გვარი, სახელი გზავნილის მიმღების საიდენტიფიკაციო/ პირადი № გზავნილის მიმღების მისამართი გზავნილის მიმღების ტელეფონი გამომგზავნი ქვეყანა ინტერნეტ მაღაზია საქონლის წონა კგ საქონლის ღირებულება ვალუტა საფოსტო გადამზიდველი: საფოსტო გადამზიდველის საწყობის მისამართი და შენახვის სხვა ადგილის კოდი: თარიღი: საგადასახადო ორგანოს აღნიშვნები:შენიშვნა: ნუსხაში არ ივსება ის გრაფები, რომელთა მონაცემები დაუდგენელია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. თავი X (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. მუხლი 47. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №518 - ვებგვერდი, 17.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 29.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. მუხლი 48. (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.დანართი №X–01 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. თავი XI ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია მუხლი 49. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის გამოყენება 1. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი №XI–01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება. 3. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება: ა) წერილობით – ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს, ან ბ) ელექტრონულად, რომლის ამობეჭდილი ეგზემპლარი გადაეცემა ფიზიკურ პირს. ამასთან, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას.31. ელექტრონულად შევსებულ ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას პროგრამულად ენიჭება სტატუსი: „აყვანილია კონტროლზე“, „გამოცხადებულია“, „მოხსნილია კონტროლიდან“ ან „გაუქმებულია“, შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღით.
4. №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა; ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა; გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას; დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე; ე) როდესაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირი „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს მის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 50. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია 1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №XI–03). 2. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. 3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით. 4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს. 5. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. დანართი №XI-01 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 თებერვლის ბრძანება N56 - ვებგვერდი, 24.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №275 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია I. გადაადგილების მიზანი 1. საქართველოში შემოსვლა 2. ტრანზიტი3. საქართველოდან გასვლა.
II. ინფორმაცია პირის შესახებ 1. სახელი 2. გვარი 3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი)..................................... 4. მოქალაქეობა..................................................................... 5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი №.................................. 6. დაბადების ადგილი და თარიღი................................................................................... 7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…............................................................... 8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით................................................................ 9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი........................... ერთეული10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი......................... ერთეული.
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა დიახ არა გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება დიახ არა დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში დიახ არა ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი დიახ არა ვ) მცენარე ან/და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი დიახ არა ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება დიახ არა თ) რადიოაქტიური მასალა დიახ არა ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი დიახ არა კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში) დიახ ლ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი დიახ არა2. საქართველოში შემოვდივარ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული მაქვს შემოვიტანო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც ჩემთან ერთად არ გადაადგილდება
დიახ3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
№
საქონლის დასახელებარაოდენობა (კგ., ცალი) , თანხის ოდენობა
* საქონლის მესაკუთრე/მიმღები
*ვალუტის/ფასიანი ქაღალდის სახეობა *საქონლის წარმომავლობა და მიზნობრიობა შენიშვნა შენიშვნა: ა) ვარსკვლავით (*) მონიშნული გრაფები ივსება მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში; ბ) სამართალდარღვევის გამოვლენისას, საბაჟო გამშვები პუნქტის შესაბამის თანამშრომელს შეაქვს შესწორებული მონაცემები ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარაციის არარსებობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავსებს ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას (სანქციის სახით საქონლის ჩამორთმევის შემთხვევის გარდა) და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შენიშვნის გრაფაში მიუთითებს სამართალდარღვევის ოქმის ნომერს და შედგენის თარიღს. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დასტურდება ფიზიკური პირის ხელმოწერითა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერითა და ბეჭდით. თუ ფიზიკური პირი უარს აცხადებს საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ შევსებული დეკლარაციის ხელმოწერით დადასტურებაზე (საქონლის დეკლარირებაზე), მას ეკრძალება საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილება. 4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით.
6. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში ან მე-2 პუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიეთითება მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი. თარიღი „.......”.............................. 20..... წელი ფიზიკური პირის ხელმოწერა............................ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა. (მეორე გვერდი) მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! ! შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეები) გარდა) გათვალისწინებული 500-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის; გ) მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით (თამბაქოს ნაწარმი, წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი) გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით (კაფსულები და მსგავსი სახის პროდუქტები, თამბაქოს შემცველობით) გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული (ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეები) 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან); დ) მგზავრის მიერ ჯამურად 1 ლიტრი 22% და 22%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის ან 80% და 80%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის არადენატურირებული ეთილის სპირტის ან 2 ლიტრი 22%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა და ღვინისა) წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან 4 ლიტრი ღვინის და 16 ლიტრი ლუდის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი (ამ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება ფიზიკურ პირს წარმოეშობა 18 წლის ასაკიდან); ე) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000-ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. 4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ: ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით. 5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა/ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. 6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით. 7. თუ თქვენ საქართველოში შემოდიხართ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული გაქვთ შემოიტანოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც თქვენთან ერთად არ გადაადგილდება, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად: ა) უნდა შეავსოთ ეს დეკლარაცია, დეკლარაციის III ნაწილის მე-2 პუნქტში აირჩიოთ დადებითი პასუხი და შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”; ბ) სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოსაქცევად საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა უნდა განახორციელოთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.შენიშვნა: „მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის ჩაითვლება, რომ საქონელი ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი, თუ მისი იმპორტი ერთჯერადია და იგი განკუთვნილია მგზავრის პირადი ან მისი ოჯახის წევრების მიერ მოხმარებისთვის ან/და ჩუქებისთვის. ამასთანავე, საქონლის იმპორტი ერთჯერადია, თუ ადგილი აქვს საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში 1 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ საქონლის იმპორტის არაუმეტეს 1 შემთხვევას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 29.01.2018წ. დანართი №XI–02 დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა№
საქონლის დასახელება რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით) „.......”.............................. 20..... წელი დეკლარანტის ხელმოწერა............................ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა. დანართი № XI–03ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია №
მე, --------------------------------- ----------------------------------- (სახელი, გვარი) (პირადი ნომერი) ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) –––––––––––– საქონლის საერთო ღირებულება –––––––––––– ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება: – შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით; – საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით. ხელს ვაწერ ------------------- დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა. იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: --------------------------------- დღგ: --------------------------------- სულ გადახდილი თანხა: --------------------------------- გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: --------------------------- გადახდის ვადა: --------------------------- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №132 - ვებგვერდი, 08.05.2013წ.მუხლი 501. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია🔗
1. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით (დანართი №XI 1–01) შესაძლებელია გაფორმდეს სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტი (შემდგომში – ფარმაცევტული პროდუქტი) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია.
2. ერთი ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციით შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების, ერთი და იმავე დანიშნულების (მიზნობრიობის) მქონე ფარმაცევტული პროდუქტი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. 3. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. 4. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით. 5. გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და ფარმაცევტული პროდუქტის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 6. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 502. ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის შევსება🔗
ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას;ბ) გრაფა 1. „იმპორტიორი“ – აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) გრაფა 2. „მომწოდებელი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი პირის მონაცემები (მათ შორის, იურიდიული მისამართი);
დ) გრაფა 3. „მომწოდებელი ქვეყანა“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
ე) გრაფა 4. „მოვაჭრე ქვეყანა” – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის მოვაჭრე ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ვ) გრაფა 5. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ზ) გრაფა 6. „საქონლის კოდი“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „3004“, რომელიც დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს ამ მუხლის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განყოფილებაში;
თ) გრაფა 7-ის:
თ.ა) განყოფილება „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“;
თ.ბ) განყოფილება „საქონლის დანიშნულება“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების მიზნობრიობა: კომერციული, ჰუმანიტარული, სახელმწიფო შესყიდვა, სარეგისტრაციო ნიმუში, კლინიკამდელი ან კლინიკური კვლევა, სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობა;
თ.გ) განყოფილება „ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი“ – მიეთითება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი; მისამართის ცვლილების შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს;
ი) გრაფა 8. „პროდუქცია“ – გრაფის:
ი.ა) განყოფილება „№“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის რიგითი ნომერი;
ი.ბ) განყოფილება „ფარმ. პროდუქტის დასახელება“ – მარცხენა ქვეგანყოფილებაში მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება, მისი ფორმა და შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა, ხოლო მარჯვენა ქვეგანყოფილებაში აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება, დოზა და საჭიროების შემთხვევაში – კონცენტრაცია;
ი.გ) განყოფილება „11 ნიშნა სეს ესნ კოდი“ – ივსება მხოლოდ დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში და მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით;
ი.დ) განყოფილება „ათვლის ერთეული“ – მიეთითება ათვლის ერთეულის დასახელება (ფლაკონი, შეფუთვა, ამპულა და სხვ.);
ი.ე) განყოფილება „რაოდენობა“ – მიეთითება საქონლის რაოდენობა, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;
ი.ვ) განყოფილება „სერია“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სერიის ნომერი;
ი.ზ) განყოფილება „მწარმ. ქვეყანა“ – მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც აწარმოეს ფარმაცევტული პროდუქტი;
ი.თ) განყოფილება „მწარმ. ქვეყნის კოდი“ – მიეთითება განყოფილებაში „მწარმ. ქვეყანა“ აღნიშნული ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად);
ი.ი) განყოფილება „მწარმ. კომპანია“ – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელიც აწარმოებს ფარმაცევტულ პროდუქტს;
ი.კ) განყოფილება „პირდაპირი მოწოდება მწარმოებელი კომპანიიდან“ – მიეთითება დადებითი ან უარყოფითი პასუხი იმის მიხედვით, განხორციელდა თუ არა მწარმოებელი კომპანიიდან ფარმაცევტული პროდუქტის პირდაპირი მოწოდება იმპორტიორისათვის;
ი.ლ) განყოფილება „ერთეულის ფასი“ – მიეთითება ერთეულის ღირებულება, განყოფილებაში „ათვლის ერთეული“ აღნიშნული ათვლის ერთეულის შესაბამისად;
ი.მ) განყოფილება „თანხა“ – სისტემის მიერ ავტომატურად ანგარიშდება კონკრეტული ფარმაცევტული პროდუქტის მთლიანი ღირებულება;
ი.ნ) განყოფილება „ვალუტა“ – მიეთითება განყოფილებაში „თანხა“ აღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვალუტის დასახელება;
ი.ო) განყოფილება „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება განყოფილებაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის;
ი.პ) განყოფილება „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი);
ი.ჟ) განყოფილება „სახელმწიფო რეგისტრ. №“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას მიეთითება შესაბამისი წერილის (მათ შორის, კლინიკამდელი და კლინიკური კვლევისათვის, სახელმწიფო რეგისტრაციისათვის) ან შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი და თარიღი, ხოლო ფარმაცევტული პროდუქტის ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის შემოტანისას მიეთითება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროება“ და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის ნომრები;
ი.რ) განყოფილება „სპეც. კონტ. ნებართვის თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის“ გაცემის თარიღი და ნომერი;
ი.ს) განყოფილება „წინასწარი შეთანხ. დოკ. თარიღი/№“ – ივსება მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ან/და მათთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში და მიეთითება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის განხორციელებისათვის გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;
ი.ტ) განყოფილება „რეჟიმი“ – მიეთითება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმი (ეროვნული ან აღიარებითი);
ი.უ) განყოფილება „განსხ. შეფ./მარკ.“ – საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანის შემთხვევაში, მიეთითება იმ ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დასახელება, რომლის მიერაც აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტი დაშვებულია შესაბამის ბაზარზე, სხვა შემთხვევაში მიეთითება უარყოფითი პასუხი;
ი.ფ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ბრუტო წონა კილოგრამებში;
ი.ქ) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება ფარმაცევტული პროდუქტის ნეტო წონა კილოგრამებში. საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ზუსტი წონა (კგ) შესაძლებელია გამოისახოს ათწილადებში, მძიმის შემდეგ ორ ციფრამდე სიზუსტით;
კ) გრაფა 9. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
ლ) გრაფა 10. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
მ) გრაფა 11. „საბაჟო ღირებულება“ – გრაფის:
მ.ა) განყოფილება „სხვა ხარჯები“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე;
მ.ბ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – აღინიშნება დეკლარირებული ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით;
მ.გ) განყოფილება „ს.ღ.მ.“ – მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი;
ნ) გრაფა 12. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – აღინიშნება საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში;
ო) გრაფა 13. „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად;
პ) გრაფა 14. „წინმსწრები დოკუმენტი” – ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტში გაცხადებამდე საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ან/და დროებით შენახვა ხორციელდებოდა აღრიცხვის მოწმობით, ელექტრონული მოწმობით ან განაცხადით;
ჟ) გრაფა 15. „B დაწვრ. გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B” – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.დანართი NXI1-01 (იხილეთ დანართის სახით)
[დანართის მოქმედება შეჩერებულია 2018 წლის 1 ივლისამდე] საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 503. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება🔗
1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI2–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.
2. ერთი „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. 3. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება განყოფილებებისაგან, რომელთაგან: ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს; ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტს“; გ) მე-3 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“ და ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“. 5. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ ასევე შესაძლებელია ფიტოსანიტარიულ კონტროლთან ერთად ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (სეს ესნ-ის 1001, 1002, 1003, 1004, 1005, 1006, 1007 და 1008 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მარცვლოვანები, 1213 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი ჩალა და 1214 სასაქონლო პოზიციაში შემავალი თივა) გაფორმება. ამასთან, საბაჟო დეკლარაციის პირველი განყოფილების შევსებამდე, თავდაპირველად ივსება დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“, ხოლო შემდეგ დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“. 6. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. 7. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის(www.rs.ge) საშუალებით. 8. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-3 განყოფილების ნაწილი II („გადაწყვეტილება ტვირთზე“) და დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 10. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება, ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 504. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება🔗
1. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან: ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას; ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები; გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები; დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები; ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა; ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო განთავსების ადგილის მისამართი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად; ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“; ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი); ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში; პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის; ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“: რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილებების „პროდუქციის დასახელება“ და „მცენარეების ბოტანიკური დასახელება“ შესაბამისად; რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით; რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეულის“ შესაბამისად; რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში; რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობას“ შესაბამისად; რ.ვ) განყოფილება „შეფუთვის სახე“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „შეფუთვის სახე, რაოდენობა“ შესაბამისად; რ.ზ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით; რ.თ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე; რ.ი) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი; რ.კ) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება: რ.კ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება; რ.კ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება; რ.კ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება; რ.კ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან გათავისუფლება; ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში: ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა; ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი; ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება: ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით; ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული; ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); ღ) გრაფა 22. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგი „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად, ამ ინსტრუქტიის 503 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე – ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად; ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი. 2. „ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 და მე-3 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტების შევსების წესების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.დანართი NXI2-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 505. ვეტრინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება🔗
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI3–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი (ცოცხალი ცხოველების გარდა).
2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. 3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან: ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს; ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №2 დანართით გათვალისწინებულ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს“. 4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“. 5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. 6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით. 7. დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილ II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 8. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 506. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება🔗
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან: ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას; ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები; გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული მონაცემები; დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები; ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-6 გრაფაში მითითებული პროდუქტის საბოლოო წარმოების, დამზადების ან შეფუთვის ადგილი; ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული ქვეყნის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად; ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“; ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი); ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში; პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის; ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“: რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საქონლის დასახელება“ შესაბამისად; რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით; რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად; რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში; რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად; რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით; რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე; რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი; რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება: რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება; რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება; რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება; ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში: ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა; ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი; ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება: ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით; ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული; ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის“ მე-2 ნაწილის 29-ე გრაფის შესაბამისად; ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი. 2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.დანართი NXI3-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ.მუხლი 507. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის გამოყენება🔗
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ (დანართი №XI4–01) შესაძლებელია გაფორმდეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული, ვეტერინარულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველები.
2. ერთი „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციით“ შესაძლებელია გაცხადდეს ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. 3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“ შედგება 2 განყოფილებისაგან, რომელთაგან: ა) პირველი განყოფილება შეიცავს საქონლის გაფორმებისათვის აუცილებელ მონაცემებს; ბ) მე-2 განყოფილება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ №10 დანართით გათვალისწინებული „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი – ცხოველების“. 4. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების შევსებამდე ივსება დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი I –„მონაცემები ტვირთის შესახებ“. 5. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ (დანართი №VII–03) ერთად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით. როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. 6. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაცია“, რომელსაც თან ერთვის „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“, ივსება და რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით. 7. დეკლარირებული ცოცხალი ცხოველების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ატარებს ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებს და ავსებს დეკლარაციის მე-2 განყოფილების ნაწილი II-ს („გადაწყვეტილება ტვირთზე“), რის შემდგომაც გაფორმების საგადასახადო ორგანო ახორციელებს რეგისტრირებული დეკლარაციის დამუშავებას მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს საშუალებით და საქონლის გაშვებას შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 8. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წმუხლი 508. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის შევსება🔗
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ პირველი განყოფილების გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან: ა) გრაფა „რეგისტრაციის № და რეგისტრაციის თარიღი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, დეკლარაციის რეგისტრაციისას; ბ) გრაფა 1. „გამომგზავნი/ექსპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის პირველ გრაფაში მითითებული საქონლის გამომგზავნი პირის მონაცემები; გ) გრაფა 2. „იმპორტიორი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-7 გრაფაში მითითებული მონაცემები; დ) გრაფა 3 „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-4 გრაფაში მითითებული მონაცემები; ე) გრაფა 4. „წარმოშობის ქვეყანა“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-5 გრაფაში მითითებული ცხოველების წარმოშობის ქვეყანა; ვ) გრაფა 5. „გამომგზავნი ქვეყანა“ – აღინიშნება საქონლის საქართველოში გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; ზ) გრაფა 6. „მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); თ) გრაფა 7. „დანიშნულების ადგილი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ და მიეთითება „საქართველო“ და ცხოველების საბოლოო ჩამოტვირთვის ადგილის მისამართი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-8 გრაფის შესაბამისად; ი) გრაფა 8. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-2 გრაფის განყოფილებაში მითითებული საქონლის საქართველოში შემოტანის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დასახელება და კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); კ) გრაფა 9. „სგპ-ში შემოსვლის თარიღი“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ და მიეთითება „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-9 გრაფაში მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ლ) გრაფა 10. „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება გაფორმების საგადასახადო ორგანოს (ან გაფორმების სხვა ადგილის) დასახელება და ხუთნიშნა ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); მ) გრაფა 11. „ოპერაცია“ – სისტემის მიერ ავტომატურად მიეთითება „იმპორტი“; ნ) გრაფა 12. „მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად, მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი (იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ადგილი რამდენიმე გეოგრაფიული პუნქტია, მიეთითება პირველი მიწოდების პუნქტი); ო) გრაფა 13. „ვალუტა“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად), ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში; პ) გრაფა 14. „ვალუტის კურსი“ – სისტემის მიერ ავტომატურად აღინიშნება გრაფაში „ვალუტა“ მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის; ჟ) გრაფა 15. „გარიგების სახე“ – აღინიშნება გარიგების სახეობის კოდი (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); რ) გრაფა 16. „ტვირთის აღწერილობა“: რ.ა) განყოფილება „პროდუქციის დასახელება“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „ცხოველის დასახელება“ შესაბამისად; რ.ბ) განყოფილება „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით; რ.გ) განყოფილება „საზ. ერთეული“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „საზომი ერთეული“ შესაბამისად; რ.დ) განყოფილება „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში; რ.ე) განყოფილება „ნეტო (კგ)“ – ივსება ავტომატურად სისტემის მიერ „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ პირველი ნაწილის მე-12 გრაფის განყოფილების „წონა/რაოდენობა“ შესაბამისად; რ.ვ) განყოფილება „საქონლის ღირებულება“ – აღინიშნება საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით მე-13 გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით; რ.ზ) განყოფილება „სხვა ხარჯი“ – აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე; რ.თ) განყოფილება „საბაჟო ღირებულება“ – პირველ ქვეგანყოფილებაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში (გადაანგარიშება ხდება მე-14 გრაფაში მითითებული ვალუტის კურსით), მეორე ქვეგანყოფილებაში მიეთითება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი; რ.ი) განყოფილება „პრეფ.“ – განყოფილებაში შესაბამისი საქონლის გასწვრივ მიეთითება: რ.ი.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება; რ.ი.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება; რ.ი.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან გათავისუფლება; ს) გრაფა 17. „გადასახადების გამოთვლა“ – გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს გადასახდელების სახეობების მიხედვით, განყოფილებაში „პროდუქციის დასახელება“ მითითებულ თითოეულ საქონელზე ცალ-ცალკე. ამასთან, შესაბამისი გადასახდელის განყოფილებაში: ს.ა) „დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს.ბ) „განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი. ს.გ) „თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელის თანხა; ს.დ) გრაფის ქვედა ნაწილში „ჯამი“ – აღინიშნება განყოფილების „თანხა“ სვეტში მითითებული გადასახდელების თანხების ჯამი; ტ) გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი შემოტანილ იქნება საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; უ) გრაფა 19. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის და ავიაზედდებულის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). ამასთან, მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად; ფ) გრაფა 20. „ინფორმაცია გმო-ზე“ – აღინიშნება: ფ.ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით; ფ.ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული; ქ) გრაფა 21. „დამატ. ინფორმაცია“ – აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები (სისტემაში ინტეგრირებული კლასიფიკატორის შესაბამისად); ღ) გრაფა 17. „კონტროლის შედეგები“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად და მიეთითება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგი „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის – ცხოველების“ მე-2 ნაწილის 32-ე გრაფის შესაბამისად; ყ) გრაფა 23. „B დაწვრილებითი გაანგარიშება“ – განყოფილება „გადახდილია სულ“ – ივსება სისტემის მიერ ავტომატურად. განყოფილებაში „B“ – აღინიშნება უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული შეფასების „A“ ნომერი და მისი მინიჭების თარიღი. 2. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის“ მე-2 განყოფილების გრაფები ივსება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (ცხოველების) შესვლის დოკუმენტის შევსების წესის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წდანართი NXI4-01 (იხილეთ დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. თავი XII იმპორტი მუხლი 51. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება 1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ. 2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები. 3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ან: ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით; ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში - ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით - სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას. გ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებული, იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტისას, თუ არ არსებობს საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია; დ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაერთი საბაჟო დეკლარაციის ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცოცხალი ცხოველების ნაერთი საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.4. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, იმპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე: ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა; ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება; გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347); დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347).51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების გადატანილი საჭის არსებობის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზის ჩატარება ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენა.
6. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას: ა) საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი; ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება; გ) იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება; დ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. 7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის გარდა);
ბ1) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე;
გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას; დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა: დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე; დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე); ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა). 8. საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელების სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით. 9. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/უფროსის მოადგილე უფლებამოსილია, დეკლარანტის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დასკვნის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ამავე პუნქტში მითითებული პირობების შეუსრულებლად გაშვების თაობაზე. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება №105 - ვებგვერდი, 17.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 მაისის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 10.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №361 - ვებგვერდი, 31.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №445 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 21.01.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 17.01.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის ბრძანება N99 - ვებგვერდი, 08.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №299 - ვებგვერდი, 31.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 05.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. მუხლი 52. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „პ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ 1“ ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს: ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება; ბ) სხვა შემთხვევებში: ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტის დროს – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;
ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე. ბ.თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, ქარხნულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტის დროს – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 19.09.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №397 - ვებგვერდი, 19.10.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 198 დეკემბრის ბრძანება №457 - ვებგვერდი, 24.12.2018წ. მუხლი 53. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება 1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება. 2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად. 3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა;
ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში. 4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის ახალ მესაკუთრეს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება. ამასთან, სხვა პირზე საქონლის სრულად გასხვისებისას წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი, ხოლო სხვა პირზე საქონლის ნაწილის გასხვისებისას წინსმწრებ საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ. დანართი №XII-01 (ამოღებულია ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №361 - ვებგვერდი, 31.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №444 - ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 მარტის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 31.03.2014წ. თავი XIII ექსპორტი მუხლი 54. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება 1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით) ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს; ბ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. მუხლი 55. ექსპორტის დეკლარირება 1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ან:ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან/სდ-სთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;
ა1) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში; გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას;დ) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (დანართი № IX1–02) წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში.
2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
21. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება.
3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 17 მარტის ბრძანება N78 - ვებგვერდი, 18.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 56. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით 1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით: ბ) გარე გადამუშავება; გ) თავისუფალი ზონა. 2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას ზედნადების/სდ-ის წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.
6. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
7. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით. 8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ.ბ 1) ელექტრონული მოწმობა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
გ) სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია – ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში. 4. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში) დამატებით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. 5. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტში დეკლარირება მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც. 6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე, რომელზეც წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და, საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. მუხლი 59. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით, შეიძლება მოექცეს საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან შენახულ იქნეს დროებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით ან ელექტრონული მოწმობის შევსებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა. 4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს. 5. (ამოღებულია - 10.06.2013, N188). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 08.05.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 10.06.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 02.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. მუხლი 60. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება 1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია); გ) საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად; დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა; ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;ვ) ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.
2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება. დანართი №XIV-011. Shipping Agent/Freight Forwarder
ექსპედიტორი/ტვირთის გამგზავნი NON-MANIPULATION CERTIFICATE გადაუმუშავებლობის სერტიფიკატი 2. Details of Consignmentმონაცემები ტვირთზე :
a) Description of Goods (HS code, net/gross weight)ტვირთის აღწერა (სეს ესნ-ი ს კოდი, ნეტო და ბრუტო-წონა )
b) Country of Origin of Goods საქონლის წარმოშობის ქვეყანა c) Transport document სატრანსპორტო დოკუმენტი d) Date of Discharge დაცლის თარიღი e) Date of Departure გასვლის თარიღი f) Country of final Destination საბოლოო დანიშნულების ქვეყანა g) Name and number of the means of transport სატრანსპორტო საშუალების დასახელება და ნომერი 3. Declaration by Shipping Agent/Freight Forwarderექსპედიტორის /ტვირთის გამგზავნის დეკლარაცია
We declare , that
ვადასტურებ, რომa) The goods described above were transshipped to above country of final destination from … (place of loading ).. without any alteration or manipulation
ზემოთ აღნიშნული ტვირთი დატვირთულ იქნა......... (ადგილის დასახელება )...... და გაგზავნილია დანიშნულების ადგილზე ყოველგვარი გამოყენებისა და გადამუშავების გარეშე
b) All information provided above is true and correct. ზემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია სწორია და შეეფერება სინამდვილეს Authorized Signature ხელმოწერა: Name: სახელი, გვარი: Date: თარიღი:4. საბაჟოს უფლებამოსილი პირის დასტური:
Customs official confirmation:we certify that, to the best of our knowledge, the declaration of the shipping Agent /freight forwarder is true and correct.
ვადასტურებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექსპედიტორის/ტვირთის გამგზავნის დეკლარაცია სწორია.Customs is not responsible for the information provided by shipping Agent /freight forwarder.
საბაჟო პასუხს არ აგებს ექსპედიტორის/ტვირთის გამგზავნის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე.Authorized Signature and stamp :
ხელმოწერა და ბეჭედი:
Date: თარიღი:This certificate is to be presented to:
სერტიფიკატი განკუთვნილია: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება № 31 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №215 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. თავი XV საწყობი მუხლი 61. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება 1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე.
2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, საწყობის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე: ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა; ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება; გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347); დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347).4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
5. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში: ა) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი; ბ) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. მუხლი 62. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა 1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია: ა) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია; ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია; გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ: ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;ე.ბ) ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებს და ნახევრადმისაბმელებს;
ვ)შემოსავლების სამსახურის თანხმობით, საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში ავტონაწილების შენახვისას; ზ) იდენტიფიცირებული ავტოსადგომის ტერიტორიაზე, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით – სეს ესნ-ის 8702 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე გადაბმულისა მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს), 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), 8704 21 და 8704 31 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა, თუ ამოიწურა საბაჟო დეკლარაციის წარდგენისათვის ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაგრძელებული ვადა და წარდგენილია არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი გარანტია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მაისის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 05.05.2015წ. მუხლი 63. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები 1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება. 2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია: ა) გასუფთავება; ბ) განიავება; გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით); დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება); ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება; ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება; ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა; თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა; ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ; კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები. 3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია: ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ; ბ) პარტიის დანაწილება; გ) გზავნილების ფორმირება; დ) დახარისხება; ე) შეფუთვა; ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა); ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე; თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა; ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები; კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საბაჟო საწყობში; ლ) ტესტირება (გამოცდა); მ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;ნ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით;
ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბაჟო საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას) ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას, მისი დაბრუნება საბაჟო საწყობში სავალდებულო არ არის.6. საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობი ან ნავთობპროდუქტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული საქონლიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
7. საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ოპერაციების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.8. თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. მუხლი 64. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა 1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. ამასთან, შიდა გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ საქონელზე, გადაუმუშავებელ საქონელზე, ნაშთზე ან/და ნარჩენებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემთხვევაში შესაბამისი საქონელი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.4. საბაჟო საწყობში შენახული, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების და საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გარდა) შესაძლებელია დაგირავდეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით დადებული გარიგებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის საფუძველზე.
5. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის შესაბამისად მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.
6. დაგირავებული საქონლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში.7. ამ მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება წინმსწრებ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, რომელიც ჩაითვლება ძალადაკარგულად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №247- ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ. მუხლი 65. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე 1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში; ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია; გ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია; დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში; ე) საგადასახადო ორგანოს თანხმობით: ე.ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას; ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საბაჟო საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 66. საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანა 1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ნფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანა – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით. 4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით. 5. საბაჟო საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.6. მ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო საწყობი/დეკლარანტის წარმომადგენელი ვალდებულია მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით ასახოს ინფორმაცია განხორციელებული ნიშანდების თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. მუხლი 67. საქონლის შენახვა საბაჟო ტერმინალში 1. საბაჟო ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს: ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ბ) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება; გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით; დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით ;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა); ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე; თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე; კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი. 2. მგზავრის მომართვის საფუძველზე საბაჟო ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით. 3. საბაჟო ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით; ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 5. საბაჟო ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. თავი XVI თავისუფალი ზონა მუხლი 68. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია 1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს: ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი; ბ) საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი; გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით; დ) საქართველოს საქონელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად. 3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საბაჟო კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე; ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები; გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი. მუხლი 69. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა 1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება; ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება; გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი. 4. თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილი საქართველოს საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №353 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. მუხლი 70. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა 1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება: ა) საქონლის წარდგენა; ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად; გ) მოწმობის გაცემა/დახურვა; დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში. 2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, შესაძლებელია საქონლის გაშვება განხორციელდეს მოწმობით. 3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით. 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს: ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან სდ-ის წარდგენით, ან; ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №258 - ვებგვერდი, 11.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 10.12.2018წ. მუხლი 71. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა 1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით. 2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი. 3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები. თავი XVII რეექსპორტი მუხლი 72. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე: ა.ა) ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან ა.ბ) აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;ა 1) როდესაც განზრახულია საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული საქონლის რეექსპორტი (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;ბ1) როდესაც განზრახულია მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი;
გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი; ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც: ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს; ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო - ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე. 5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებით შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №268 - ვებგვერდი, 17.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. მუხლი 73. რეექსპორტის დეკლარირება 1. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.11. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი, ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, ან მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.3. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
4. როდესაც რეექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
6. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
7. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე: ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, გარდა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა;
გ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347); დ) (ამოღებულია - 28.10.2015; №347). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 06.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.04.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №268 - ვებგვერდი, 17.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 22 მარტის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 23.03.2017წ. მუხლი 74. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება 1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით; ბ) 83-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობით; გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია. 4. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით. 5. ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.6. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. თავი XVIII შიდა გადამუშავება მუხლი 75. ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში; ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად; გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად; დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი; ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია. მუხლი 76. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია 1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით. 2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობები და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს: ა) „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“ (დანართი №XVIII-01); ბ) არადეკლარანტთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის გადამუშავების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ; გ) გარანტია (გარდა ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 3. „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“. 4. დეკლარანტი ვალდებულია, დაფაროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, თუ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად საქონლის გამოყენების პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №467 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. მუხლი 77. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში 1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები: ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით; ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა; გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება; დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება; ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები; ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. 2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები. 3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით. მუხლი 78. გამოსავლიანობის ნორმა 1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ მონაცემები აისახება „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ (დანართი №XVIII-01), რომელიც დეკლარანტის მიერ წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად. 2. შიდა გადამუშავების სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს და გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები (მათ შორის, „გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ დაფიქსირებული მონაცემების თაობაზე), რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. მუხლი 79. საქონლის გადამუშავების ვადები 1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის. 3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. 4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში: ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა; ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით. 5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი, ნაშთი ან/და ნარჩენი საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე უნდა მოექცეს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში. 6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა. 7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
71. ნარჩენი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.9. ამ მუხლის მე-4–მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დეკლარანტი ვალდებულია, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გამოსავლიანობის აქტი“ (დანართი №XVIII-02).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 მარტის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 30.03.2018წ.დანართი №XVIII-01
დეკლარანტის დასახელება ------------------------------------------------ საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------------------------------------იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------
წარმომადგენელი --------------------------------------------------------------
პირადი ნომერი ----------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------------------------------------
გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება საქონელი: ____________________________________________________________________________(მიუთითეთ გადასამუშავებელი საქონლის დასახელება, აღწერილობა და რაოდენობა)
_____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ექცევა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით:1. საქონელზე განსახორციელებელი გადამუშავების ოპერაციის აღწერილობა:
_____________________________________________________________________________________ (მიუთითეთ დაწვრილებითი ინფორმაცია გადამუშავების ტექნოლოგიური სქემის, გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, დამატებითი ზომის ერთეულის და რაოდენობის/ ბრუტო/ნეტოს წონის შესახებ, მისაღებ გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების თაობაზე. ამასთან, გადამუშავების ტექნოლოგიური სქემა და გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გამოსაყენებელი საშუალებების თაობაზე ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს დანართის მეშვეობით) _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ 2. მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმა (რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი): __________________________________________________________________3. მიღებული გადამუშავებული საქონლის რაოდენობის შესაძლო ცდომილების პროცენტული მაჩვენებელი: ___________________________________________________________________
4. გადამუშავების განხორციელების პერიოდი:
_____ ________________ _______ -დან – _____ ________________ _______-მდე5. პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (თუ საქონლის გადამუშავება ხორცილედება არადეკლარანტის მიერ მიეთითება ამ პირის რეკვიზიტები):
ა) დასახელება ____________________________________________________ ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი ____________________________________________________გ) საწარმოს მისამართი ____________________________________________________
ჩვენთვის ცნობილია, რომ: ა) საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების შემოწმების მიზნით დამატებით მოითხოვოს და გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) შესაბამისი დასკვნები; ბ) გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.დეკლარანტის (წარმომადგენლის) ხელმოწერა: ____________________________
თარიღი:______________________________დანართი №XVIII-02
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.09.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. თავი XIX გარე გადამუშავება მუხლი 80. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია 1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად. 2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით. 3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა), სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება. 4. საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დროებით შენახვის ვადისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
6. საბაჟო კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ; ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის საბაჟო გამშვები პუნქტის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში; გ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში. 7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. მუხლი 81. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები 1. გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ: ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას; ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია. 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ. 3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 4. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 12.02.2015წ. მუხლი 82. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით: ა) შიდა გადამუშავება; ბ) თავისუფალი ზონა; გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს. თავი XX დროებითი შემოტანამუხლი 83. დროებითი შემოტანის დეკლარირება🔗
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით; ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით; დ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას: დ.ა) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას; დ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას. 2. სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე: ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა; ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. მუხლი 84. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე და 1881 მუხლების შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა, 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;
ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა); გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა); დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;ვ) სახიფათო ნარჩენები;
ზ) არასახიფათო ნარჩენები;ზ 1 ) რადიოაქტიური ნარჩენები;
თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები; ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა); კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა; ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი; მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები; ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;ო) ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
პ) ოზონდამშლელი ნივთიერებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. მუხლი 85. დროებითი შემოტანის ვადები 1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ 3 წლის ან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული ვადის ფარგლებში. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეცვალოს მის მიერ დადგენილი საქონლის დროებითი შემოტანის განსხვავებული ვადა. 2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან. 3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას. 4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება. 5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია. 6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში. 7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №511 - ვებგვერდი, 07.12.2012წ. მუხლი 86. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი 1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი: ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია: ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა); ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა; ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით); ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის); ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება; ა.ვ) ძოვება; ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება; ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა); ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია: ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად; ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად; ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა); გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია: გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი); გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე; გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი; გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის; გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი; გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის; დ) სხვა მოწყობილობები: დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის; დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი; დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა; დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით; დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის; დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის; დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.; დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის; დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.); დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის, საერთაშორისო ფორუმისათვის (ასამბლეა, სესია, სიმპოზიუმი, კონფერენცია და ა.შ.) და სპორტული შეჯიბრებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა; ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი; ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის; ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს; ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ; ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;ე.ზ) სპორტული მანქანები, მოტოციკლები და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საცურაო საშუალებები (ძრავიანი, იალქნიანი, ნიჩბიანი) და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საფრენი საშუალებები (ძრავიანი და ძრავის გარეშე) და მათი სათადარიგო ნაწილები; სასტენდო და სხვა სპორტული იარაღი; სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი ინვენტარი და მოწყობილობა (მაგ.: ბურთები, ჩოგანი, მშვილდ-ისარი, თხილამურები, ციგურები, ციგები, სასრიალო დაფა და ა.შ.), სპორტული ფორმა და სპორტსმენის სპეციალური აღჭურვილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.; ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები; ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები; ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის; ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის; ე.ნ) მუსიკალური ინსტრუმენტები, საკონცერტო და სასცენო დეკორაციები, განათებისა და სხვა მოწყობილობები; ე.ო) საორგანიზაციო და სადემონსტრაციო მასალა და მოწყობილობები (მაგ:. კომპიუტერული ტექნიკა, დაფები და სხვა ანალოგიური საქონელი); ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ; ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით; ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში; თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით; თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის; თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში; ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე; ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;ი.გ) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილი ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით), რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია;
კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები; ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში; მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი: მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით); მ.ბ) ქვესადგამი; მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა); მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში); მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი); მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით; მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში; მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად; მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის; მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის; მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის; მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის; ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი: ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული; ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით; ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი; ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი; ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი; ნ.ვ) ერთი რადიომიმღები; ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი; ნ.თ) ერთი ტელევიზორი; ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა; ნ.კ) ერთი კალკულატორი; ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე); ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი); ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა; ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა). ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა. ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი. 2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღონისძიება: ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა; ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის; ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა; ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად; ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები; გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიული დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე; დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის. 3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან. საქართველოს ფინანთა მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 28.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება №182 - ვებგვერდი, 15.05.2018წ. მუხლი 87. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი 1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს: ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა; ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე; გ) თანხის გადახდის ვადებს.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს, „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ ავსებს სააგენტო.
2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის საბაჟო დეკლარაციას. 3. საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს. 4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. 5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი; ბ) 85-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს; გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა; დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 88-ე მუხლის შესაბამისად. 6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე; ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია; გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის ბრძანება №216 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №347 - ვებგვერდი, 29.10.2015წ. მუხლი 88. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება 1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ: ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში; გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება. 2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია/სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან/და გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა. დანართი №XX–01 დროებითი შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის გ ა ნ რ ი გ ი 1. საგადასახადო ორგანო ---------------------------------------------------------------------- (დასახელება) 2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) ------------------------------------------------- (დასახელება) 3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი ------------------------------------------------- 4. დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცევის დღე (თარიღი) ----------------------------- 5. დროებითი შემოტანის ვადა ----------------------------------------------------------------------- 6. საქონლის იმპორტში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები: იმპორტის გადასახადიდღგ
სულ
თანხა, ლარი 6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი: გადახდის თარიღი გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდისულ
იმპორტის გადასახადი - – - – - (სახაზინო კოდი)დღგ
- – - – - – (სახაზინო კოდი) დეკლარანტი ----------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირი ------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი) შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი. თავი XXI „ოქროს სია” მუხლი 89. „ოქროს სიის” მონაწილე 1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება. 2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში: ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები; დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები; ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი; ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით; თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №252 - ვებგვერდი, 10.10.2016წ. მუხლი 90. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები 1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია: ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში: ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;ა.ბ) იმპორტის გადასახდელებზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით: ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული: ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან;ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 6 თვის გასვლა;
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია; ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე: ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები; ბ) საქართველოს პარლამენტი; გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; დ) საქართველოს ეროვნული ბანკი; ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები); ზ) საქართველოს საპატრიარქო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. ,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.
მუხლი 91. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება 1. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში. 3. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი. 4. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე. 5. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.
მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება🔗
1. ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ. 2. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა; ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამოვლენა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება); გ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ან 191 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;თ) კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, თუ აღნიშნული დასტურდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განმცხადებლისა და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის წერილობითი შეთანხმებით ან მხარეებს შორის დავის სასამართლო წესით განხილვისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
21. ამ მუხლი მე-2 პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი არ უქმდება თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის პირს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება) მიიღება გადაწყვეტილება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება პირველი პუნქტით დადგენილი შემოწმების ვადების მიუხედავად. 5. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.6. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
7. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №345 - ვებგვერდი, 18.10.2013წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 21.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №428 - ვებგვერდი, 26.11.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №430 - ვებგვერდი, 26.11.2018წ.მუხლი 93. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია:ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ან საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 94-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 95-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით; გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით. 2. „ოქროს სიის” მონაწილეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება ეძლევა, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 97-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით და თვის განმავლობაში გადაადგილებულ საქონელზე, როგორც ერთ პარტიაზე, წარადგინოს პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, მიწოდების თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 3. პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის, ტერმინს „სასაქონლო პარტია“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. 4. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N83 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ.. მუხლი 94. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას 1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271 - ვებგვერდი, 16.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 3 ივნისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. მუხლი 95. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას 1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. 2. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება. 3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება. 4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში. 5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №331 - ვებგვერდი, 17.08.2012წ. მუხლი 96. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას 1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არ ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში. მუხლი 97. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას 1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. 2. პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „ოქროს სიის” მონაწილეს აქვს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, საქონლის ჩამოტვირთვისა და განკარგვის უფლება. მუხლი 98. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 95-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია: ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში; ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).მუხლი 981. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სერტიფიკატები🔗
1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, პირს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს. დაინტერესებული პირისათვის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა:
ა) სერტიფიკატი „გამარტივებული პროცედურები“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 98 2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით;
ბ) სერტიფიკატი „უსაფრთხოება და დაცულობა“, როდესაც პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 982 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ისარგებლებს შეღავათებით დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია ფლობდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მითითებულ სერტიფიკატებს ცალ-ცალკე ან ერთდროულად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 982. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობები🔗
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია: ა) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებელი (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი) ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში; ბ) სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტების არარსებობა, კერძოდ: ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის:ბ.ა.ა) 280-ე მუხლით, 282-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 289-ე მუხლის 31, 32, მე-5, მე-11-131, მე-16, მე-19, 21-ე ნაწილებით ან/და 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა;
ბ.ა.ბ) 289-ე მუხლის მე-4, მე-10, მე-15, მე-20 ან 24-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული ერთზე მეტი გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა; გ) აღრიცხვის გამართული სისტემის არსებობა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ: გ.ა) ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა შესაბამისობაშია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან, რაც იძლევა საბაჟო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას; გ.ბ) საბაჟო მიზნებისათვის განხორციელებული აღრიცხვა ინტეგრირებულია სტატუსის მაძიებლის ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში ან იძლევა ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას; გ.გ) სტატუსის მაძიებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს წვდომის უფლებას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბუღალტრულ ჩანაწერებზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე მის კომერციულ და სხვა სახის ინფორმაციაზე; გ.დ) ლოგისტიკური სისტემა იძლევა საქართველოს საქონლისა და უცხოური საქონლის იდენტიფიცირების, გამიჯვნის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას; გ.ე) ადმინისტრაციული ორგანიზება შეესაბამება სტატუსის მაძიებლის საქმიანობის სახესა და მოცულობას და ხელს უწყობს საქონლის გადაადგილების მართვას, ხოლო შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს სამართალდარღვევებისა და სხვა სახის პროცედურული უზუსტობების გამოვლენას, პრევენციას და აღმოფხვრას; გ.ვ) დაცულია საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოფილია აღნიშნული საქონლის იდენტიფიცირებისა და სხვა საქონლისაგან გამიჯვნის შესაძლებლობა; გ.ზ) უზრუნველყოფილია სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტაციის შენახვის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მათი დაკარგვისა და განადგურების თავიდან აცილების მექანიზმებს; გ.თ) თანამშრომლები ინფორმირებული არიან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულების შესახებ; დ) ფინანსური მდგრადობა (გადახდისუნარიანობა), რაც გულისხმობს: დ.ა) სტატუსის მაძიებლის მიმართ აღძრულ გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის არარსებობას; დ.ბ) შემოსავლების სამსახურში სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 3 წლის განმავლობაში: დ.ბ.ა) ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არარსებობას; დ.ბ.ბ) ისეთი ფინანსური მდგომარეობის არსებობას, რაც უზრუნველყოფს წარმოშობილი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას; ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფა. აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ: ე.ა) სტატუსის მაძიებელს ჰყავს უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი (თანამშრომელი ფიზიკური პირი); ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის განკუთვნილი, სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები და სხვა ადგილები დაცულია უნებართვო შეღწევისაგან; ე.გ) საქონლის შენახვისა და გადაადგილებისათვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები, მათ შორის, საქონელი დაცულია უნებართვო წვდომის, გადაადგილების, შეცვლის ან ნებისმიერი სხვაგვარი უკანონო ქმედებისაგან; ე.დ) სტატუსის მაძიებელი თავის ბიზნესპარტნიორებთან, თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით აკისრებს მათ კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტების უზრუნველყოფის ვალდებულებას; ე.ე) უსაფრთხოებისა და დაცულობის სტანდარტებზე პასუხისმგებელი პირები რეგულარულად მონაწილეობენ შესაბამის გადამზადების პროგრამებში; ე.ვ) დაცვის სპეციალური მექანიზმები უზრუნველყოფს სტატუსის მაძიებლის კომპიუტერულ სისტემებში უნებართვო შეღწევის თავიდან აცილებისა და ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს არაუმეტეს ერთი გადაწყვეტილებისა პირის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება სტატუსის მაძიებელზე და საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელ პირზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ სტატუსის მაძიებელი იურიდიული პირია, აგრეთვე – მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ზე. 4. თუ სტატუსის მაძიებლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები მოწმდება არსებულ პერიოდზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების პერიოდი თითოეულ შემთხვევაზე არ აღემატება ერთ თვეს და ასეთი ფაქტს ადგილი ჰქონდა არაუმეტეს 3-ჯერ. 6. თუ სტატუსის მაძიებელი ფლობს ეროვნული ან/და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ უსაფრთხოებისა და დაცულობის სერტიფიკატს, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან, იგი შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისთვის. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ექსპერტებისა და აუდიტორული დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების პირობებთან. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ამოწმებს სტატუსის მაძიებლის სარგებლობაში არსებულ, საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლისას შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“, „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით განსაზღვრული სტატუსის მაძიებელის კატეგორიას;10. თუ სტატუსის მაძიებლის მიერ მოთხოვნილია მხოლოდ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის „გამარტივებული პროცედურები“ მიღება, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, გარდა „ე.ვ“ ქვეპუნქტისა.
11. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, სტატუსის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები სტატუსის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 983. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭება🔗
1. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად, პირი, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს „განაცხადს“, რომელიც მოიცავს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმით შევსებულ განცხადებასა და თვითშეფასების კითხვარს, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. განაცხადი წარედგინება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. 2. სტატუსის მაძიებლის „განაცხადის“ რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური: ა) ამოწმებს განაცხადის და თვითშეფასების კითხვარის შევსების სისწორეს და თანდართული დოკუმენტების სისრულეს; ბ) ასევე უფლებამოსილია ნაწილობრივ შეისწავლოს წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობა; გ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნის, დამატებითი დოკუმენტების ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის ან სტატუსზე უარის თქმის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური აცნობებს სტატუსის მაძიებელს.4. შემოსავლების სამსახური სტატუსის მაძიებლის „განაცხადს“ განუხილველად ტოვებს იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა 987 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა) გასულია 3 წელზე ნაკლები.
5. შემოსავლების სამსახურის მიერ სტატუსის მაძიებლისაგან დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა ჩერდება არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. შემოსავლების სამსახური, მოთხოვნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 კალენდარული დღით. 6. საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. 7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების დანიშვნიდან 120 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახური:ა) ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა სტატუსის მაძიებელი ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრულ პირობებს სტატუსის შესაბამისად;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.8. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის გამო, საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან სტატუსის მაძიებელი ითხოვს დამატებით ვადას ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისათვის, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების არაუმეტეს 30 დღით შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება სტატუსის მაძიებელს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის აღმოფხვრისთანავე ან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შეჩერება მოხდა სტატუსის მაძიებლის მოთხოვნით – ნაკლოვანების აღმოფხვრის ან განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით. 10. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის შემოწმების შედეგები ფორმდება „შემოწმების აქტით“, რომლის გათვალისწინებითაც შემოსავლების სამსახური გამოსცემს ბრძანებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 11. საჭიროების შემთხვევაში, როგორც განაცხადის განხილვის, ისე შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში, სტატუსის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია.12. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს განუსაზღვრელი ვადით ენიჭება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატ(ებ)ი და „სპეციალური ლოგოს“ გამოყენების უფლება. „სპეციალური ლოგოს“ ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
13. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტატუსის მაძიებლის განაცხადისა და თვითშეფასების კითხვარის ფორმასა და შევსების წესს ამტკიცებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 14. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება სტატუსის მაძიებელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. 15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლებელია სტატუსის მაძიებლის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 984. გამარტივებები და შეღავათები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საქონლის გაფორმების პროცედურებთან ერთად, პრიორიტეტული წესით (მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში) ხორციელდება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება.
2. შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელზე შესაძლებელია გაიცეს თანხმობა კუთვნილი საქონლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე დათვალიერების თაობაზე.
3. ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელისათვის.
4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას ექვემდებარება ფიზიკური და დოკუმენტური შემოწმებისათვის ნაკლები სიხშირით შერჩევას. ამასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელების ალბათობა (სიხშირე) მცირდება აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების რაოდენობის გათვალისწინებით.5. იმ შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარმოუდგენს გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, წინასწარ წარდგენილ საბაჟო დეკლარაციას) საქართველოში შემოტანამდე, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ფიზიკური დათვალიერების შესახებ, შემოსავლების სამსახური აცნობებს აღნიშნულის შესახებ სტატუსის მფლობელს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხელს შეუშლის საბაჟო კონტროლის განხორციელებას ან/და გავლენას იქონიებს მის შედეგებზე).
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ შესაბამისად, „უფლებამოსილი ექპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ მიმართვის შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს მიენიჭება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვერ ისარგებლებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამარტივებებითა და შეღავათებით შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში: ა) პრეკურსორები, ნარჩენები, ოზონდამშლელი ნივთიერებები და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები; დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება); ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები; ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი; ზ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით; თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორია), იმ საქონლის გარდა, რომელიც გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 985. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლი🔗
1. შემოსავლების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მონიტორინგი: ა) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით; ბ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით ან დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; 2. თუ სტატუსის მფლობელის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 3 წელზე ნაკლები, შემოსავლების სამსახური ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგს. 3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელის გასვლითი მონიტორინგი ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის წერილის საფუძველზე. სტატუსის მფლობელს წერილი გასვლითი მონიტორინგის შესახებ შესაძლებელია გაეგზავნოს/წარედგინოს წინასწარ. 4. მონიტორინგის განხორცილების პროცედურები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. 5. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სტატუსის მინიჭების შემდეგ და რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტორიზაციის გაგრძელებაზე. 6. შემოსავლების სამსახური ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიზანმიმართულ შემოწმებას განახორციელებს: ა) თუ კანონმდებლობაში შესული ცვლილება შეეხება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღებისათვის აუცილებელ პირობებს; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე; გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; დ) სტატუსის მინიჭებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სტატუსის მინიჭების მომენტისათვის პირი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 3 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში.7. მიზანმიმართული შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს ამ ინსტრუქციის 983 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებს, ხოლო შემოწმების შედეგები ფორმდება იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
8. მონიტორინგის/მიზანმიმართული შემოწმების განხორციელებისას მიღებული შედეგები ეცნობება ავტორიზაციის მფობელს და სტატუსის მინიჭების პროცესში მონაწილე სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 986. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერება🔗
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი: ა) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია გახდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველი;ბ) თუ არსებობს ისეთი გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომ არ სრულდება ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული პირობები;
გ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში. 2. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების განზრახვის თაობაზე, წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, აცნობებს სტატუსის მფლობელს. სტატუსი ჩერდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუადრეს 5 კალენდარული დღისა. 3. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერტორის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის საჭირო დროისა და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. 5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია.6. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მის განახლებამდე, ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატ(ებ)ის გამოყენება და შესაბამისი გამარტივებებით ან/და შეღავათებით სარგებლობა.
7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აჩერებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც.8. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური შეაჩერებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება.
9. საგადასხადო ორგანო სტატუსის მფლობელს აცნობებს სტატუსის შეჩერების დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 10. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის შეჩერების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებული იქნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ.მუხლი 987. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმება🔗
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გააუქმოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი:ა) ამ ინსტრუქციის 982 მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;გ) თუ არ გრძელდება ამ ინსტრუქციის 986 მუხლის შესაბამისად შეჩერებული სტატუსი.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებიდან (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა), 3 წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განაცხადი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა მისი მოთხოვნა.3. თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ფლობს ამ ინსტრუქციის 981 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორივე სერტიფიკატს, ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ-ერთის პირობას, შემოსავლების სამსახური აუქმებს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატით განსაზღვრულ სტატუსს, ხოლო მეორე სერტიფიკატით განსაზღვრული სტატუსი ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს შეუნარჩუნდება.
4. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად აუქმებს ამ სტატუსის შესაბამისად გაცემულ სხვა ავტორიზაციებსაც. 5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმებამდე, სტატუსის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს კონსულტაცია ან წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია. 6. შემოსავლების სამსახური, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის გაუქმების თაობაზე წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს სტატუსის მფლობელს. 7. ამ მუხლის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის გაუქმების შესახებ შესაძლებელია სტატუსის მფლობელის მიერ გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მაისის ბრძანება №176 - ვებგვერდი, 01.06.2017წ. თავი XXII მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი მუხლი 99. ზოგადი დებულებები ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს; ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას; გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება; დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა; ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები; ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან; ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს; თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს; კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მუხლი 100. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი 1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. საბაჟო კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით. 2. საბაჟო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას. 3. პირები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება საბაჟო კონტროლის განხორციელებისას. 4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით. 5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების დაურღვევლობას. 6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი №XXII–01). 7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება. 8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას. მუხლი 101. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება 1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა; ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება ხორციელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის ადგილზე მოხმარებისათვის.2 1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტის ნაცვლად, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საქონლის გამომგზავნსა (ექსპორტიორი) და გადამზიდავ კომპანიას შორის გაფორმებული კომერციული აქტი ხელშეკრულების პირობების შესრულების დადასტურებისა და გადაზიდვის მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.
3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადება.4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 102 -ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 27.09.2017წ. მუხლი 102. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის საბაჟო კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:
ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე; ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი; გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად; დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს; ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 101-ე მუხლის შესაბამისად;
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 101 -ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში. მუხლი 103. იმპორტის გადასახდელების გადახდა1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 102 -ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
დანართი №XXII–01 აქტი საქონლის ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალ ობიექტზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადების/მოხსნის და მონაცემების აღების შესახებ --------- ----------------------- 20 წ. (რიცხვი, თვე, წელი) ----------------------------------------------------------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა) ------------------------------------------------------------------------------------------------------ (ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა) --------------------------------------------------------------------------------------------------------- (საქონლის მიმღები/გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა) მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ობიექტის დასახელება, განხორციელებული ქმედება№
ობიექტის დასახელება მრიცხველის ტიპი მრიცხველის ნომერი ლუქის ანაბეჭდის ნომერი ლუქების რაოდენობა მრიცხველის ჩვენება№
მრიცხველის № მრიცხველის ჩვენება, შესაბამისი ზომის ერთეულში შენიშვნაზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო საშუალებები იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ
------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა, ბეჭედი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საქონლის მიმღების წარმომადგენლის სახელი, გვარი, ხელმოწერა) თავი XXIII საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.მუხლი 104. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას🔗
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091 დანართების შესაბამისად, ხოლო საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
6. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი და მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულთან ერთად, დეკლარანტი ვალდებულია:
ა) ასეთი საქონლის ბორტზე მიწოდების განზრახვის თაობაზე ინფორმაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს გემის მიერ მოთხოვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ) მიწოდების ოპერაციის დაწყებამდე მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია საქონლის მიწოდების ოპერაციის განხორციელებამდე;
ბ) ბორტზე მიწოდების თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით) ასახოს შემდეგი ინფორმაცია:
ბ.ა) საქონლის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ.ბ) საქონლის მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) მიწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა (ლ/კგ);
ბ.დ) გემის დასახელება და IMO ნომერი;
ბ.ე) რეისის ნომერი;
ბ.ვ) საქონლის მიწოდების თარიღი;
გ) ბორტზე მიწოდების თითოეულ ოპერაციაზე, შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ გაფორმებული აქტის მონაცემების გათვალისწინებით შეავსოს „საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი“ ამ ინსტრუქციის №XXIII-01 დანართის შესაბამისად და დაუყოვნებლივ მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად (გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით).
7. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიწოდების ოპერაციაში მცურავი გემის (ბუნკირების გემი) გამოყენების შემთხვევაში, ბუნკირების გემი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მინიჭებული ჰქონდეს საგადასახადო ორგანოში ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) გააჩნდეს დადგენილი წესით დაკალიბრებული რეზერვუარი;
გ) აღჭურვილი იყოს რეზერვუარში განთავსებული, მიღებული და გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობებით (მრიცხველი, რომლითაც იზომება რეზერვუარში შესული ან რეზერვუარიდან გაცემული ნავთობპროდუქტი, აგრეთვე რეზერვუარში არსებული ნავთობპროდუქტის მზომი ხელსაწყო);
დ) შესაძლებელი იყოს ნავთობპროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მრიცხველის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ;
ე) მრიცხველის სიზუსტის დამოწმება განხორციელდეს ყოველწლიურად.
8. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდების ან ბუნკირების გემში ჩასხმის თითოეულ ოპერაციაზე მიწოდებული საქონლის რაოდენობა იზომება შესაბამისი სურვეირული მომსახურების გამწევი პირის მიერ, სათანადო აქტის გაფორმებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №290 - ვებგვერდი, 01.08.2018წ. დანართი №XXIII-01 - საწვავის ან/და საპოხი საშუალებების მიღება-ჩაბარების აქტი Bunker Delivery Noteსდ № (CD №)
სურვეირული მომსახურების გამწევი პირის აქტის №
საქონლის დასახელება რაოდენობა(Surveying service provider's Note №)
(Product Description)
(Quantity)საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების
თარიღი (Date)
ფორმა
რაოდენობა (ტონა)
Quantity in Tonnes
OIl and lubricant (bunker) predelivery form
PORT
Location (მიწოდების ადგილი)
მიწოდებულია (Bunker Delivered)
თარიღი (Date)
დრო (Time)
გემთან მისვლის დასაწყისი
თარიღი (Date)
დასაწყისი
Comm.
თარიღი (Date)
დასასრული
FinishDelivery Operation Commence
დრო (Time)
დრო (Time)
ამოტუმბვის დასაწყისი (Pumping Commencement)
თარიღი (Date)
დრო (Time)
ამოტუმბვის დასასრული (Pumping Completed) თარიღი (Date)
დრო (Time)
მიწოდებული საქონელი ( Delivered Product )
საწვავი (Bunker Fuel)
რაოდენობა (Quantity)
კინემ.სიბლანტე მთლიანი მოცულობა (ლიტრი) Kinematic Visc.40C/50C Gross Vol. Litresსიმკვრივე150C
მეტრული ტონაDensity 150C
Metric tonsწყლის შემცველობა
ტემპერატურა საწვავის გაცემისას Water content % Temperature During Bunkering აფეთქების ტემპ. Flash point C. გოგირდის შემცველ. სინჯის ლუქის № VesselSulphur Content
Samples No:. Bunker MARPOLმიმწოდებელი ( Supplier )
მიმღები ( Receiver )
მიწოდებულია ზემოთ აღნიშნული მახასიათებლებისა მიღებულია პროდუქტი აღებულია სინჯები და რაოდენობის პროდუქტი The above product was received and samples were taken The above product was delivered and the quantities were correctმიმწოდებლის დასახელება:
გემის დასახელება: Name of supplier: Name of vessel:საიდენტიფიკაციო ნომერი:
IMO Number: სრული სახელი სრული სახელი Name in Full Name in Fullდოკ.დას.დრო/თარიღი
დოკ.დას.დრო/თარიღი
Doc.Sign Date/time Doc.Sign Date/time ხელმოწერამიმღები გემის წარმომადგენლის ხელმოწერა
Signature Signature of Authorized ships representative მიმწოდებლის ბეჭედი გემის ბეჭედი Suppliers Stamp Vessel Stamp საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 7 მარტის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 10.03.2016წ. თავი XXIV საქონლის განკარგვა მუხლი 105. საქონლის განკარგვის ღონისძიებები 1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; დ) საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა. 2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ. 3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება. 4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღოისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან. 6. შესაძლებელია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლის შესაბამისად. 7. საგადასახადო ორგანო ჩამორთმეული საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. 8. საგადასახადო ორგანო დეკლარანტის ინიციატივით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. მუხლი 106. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით 1. საქონლის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს. 2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 110-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-01-ის შესაბამისად. 3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №196 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მაისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 13.05.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. მუხლი 107. საქონლის განადგურება 1. საქონლის განადგურება არის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა. 2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება: ა) კულტურული ფასეულობები; ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა). მუხლი 108. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე 1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას. მუხლი 109. განადგურების ღონისძიების პროცედურები 1. საქონლის განადგურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (საბაჟო კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და საბაჟო კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02).3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.
მუხლი 110. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით შემოტანილი/გასატანი საქონლის განადგურება🔗
1. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და არასატარიფო ღონისძიებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/სამედიცინო დოკუმენტის/რეცეპტის წარდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება: ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით; ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით; გ) სხვა მეთოდის გამოყენებით. 3. ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალება), მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების (ნარკოტიკული საშუალებისა და ფარმაკოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ფსიქოტროპული ნივთიერების სუბსტანციის გარდა) განადგურება ხორციელდება სპეციალურ ღუმელში (ინსენერატორში) დაწვით. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ. 6. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02), რომლის შევსებისას განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემთხვევაში, საქონლის სავაჭრო დასახელებასთან ერთად მიეთითება სეს ესნ-ის შესაბამისი სასაქონლო პოზიციის ოთხნიშნა კოდი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №276 - ვებგვერდი, 24.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 14.06.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 23.09.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №373 - ვებგვერდი, 17.10.2017წ. მუხლი 111. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი 1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება. 2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად. დანართი №XXIV–01 განცხადებასაბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების შესახებ
1
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა, იურიდიული მისამართი)2
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)3
(საქონლის განთავსების ადგილი) საქონლის განადგურება ხორციელდება:4
(საქონლის განადგურების ხერხი)5
(საქონლის განადგურების ადგილი) საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:6
(დასახელება)7
(შემდგომი გამოყენების განზრახვა) გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ8
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა) შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია. დანართი №XXIV–02 საქონლის განადგურების ოქმი № ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა გ) განადგურების ხერხი ----------------------- დ) განადგურების ადგილი და თარიღი ---------------------------------------------- ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი---------------------------------- ------------------------------------ ------------------------------------ზ) დეკლარანტი ----------------------------“.
თავი XXV საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება მუხლი 112. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების საფუძვლები და მიზანი1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძვლებია:
ა) ლურჯი დერეფნით დასრულებული საბაჟო დეკლარაცია;
ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ინსტრუქციის 41–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის სახეობების რაოდენობა ან/და საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;
გ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია; დ) სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილება ან/და ინფორმაცია. 2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №239- ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. მუხლი 113. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეები 1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეებია: ა) ინდივიდუალური − ერთი საბაჟო დეკლარაციით გაშვებული საქონლის შემოწმება; ბ) კომპლექსური: ბ.ა) დეკლარანტის ან/და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებული პირის (შემდგომში - სხვა ვალდებული პირი) მიერ საქონლის კონკრეტულ სახეობაზე განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება; ბ.ბ) დეკლარანტის მიერ განხორციელებული კონკრეტული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება; ბ.გ) დეკლარანტის მიერ გარკვეულ პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება; 2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. 3. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, გარდა 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ჩატარებული კამერალური შემოწმებისა, ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.4. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას შემოწმების დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.
5. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, ან საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება (წარდგენა), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება დეკლარანტს. 6. შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. მუხლი 114. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება 1. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. 2. კამერალური შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს. 3. კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით; ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა; გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე. მუხლი 115. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება 1. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების (შემდგომში − გასვლითი შემოწმება) დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. 2. გასვლითი შემოწმება უნდა დაიწყოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება. 3. გასვლითი შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს. 4. გასვლითი შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა. 5. გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა; ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან (რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები გასვლითი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე; გ) განახორციელოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვება, დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. მუხლი 116. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება 1. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება (შემდგომში − გადაუდებელი გასვლითი შემოწმება) ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუ: ა) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ დეკლარანტი ან სხვა ვალდებული პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, საქონლის სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ან/და სხვა ღონისძიებების გატარებით; ბ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რამაც გამოიწვია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება ან რითაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის; გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით. 2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადაუდებელი გასვლითი შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება. 3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი შემოწმების ჩასატარებლად. 4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი. მუხლი 117. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი 1. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (დეკლარანტის განცხადების საფუძველზე) კამერალური ან გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი №XXV–01-შესაბამისად. 2. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული შემთხვევისა) კამერალური ან გასვლითი შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი №XXV–02 შესაბამისად. 3. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კამერალური შემოწმებისას, როცა დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების თანხის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის ცვლილებას, ან/და საქონლის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, შემოწმების შედეგები დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით. 4. თუ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი. შუალედური აქტის გამოცემა აგრეთვე შესაძლებელია ამ ინსტრუქციის 113-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოწმების შეჩერებისას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ. მუხლი 118. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგების დამტკიცება 1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგები მტკიცდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, სადაც საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე აისახება გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება. 2. ამ ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას – საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ. 3. ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დასრულება დასტურდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ASYCUDA-ში საბაჟო დეკლარაციისათვის „Cleared“ სტატუსის მინიჭებით.4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების ასლი წარედგინება დეკლარანტს, ასევე ეგზავნება შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ; ბ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; გ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი შედეგებს აფიქსირებს შემოწმების აქტში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 27.01.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 16.06.2016წ.დანართი №XXV –01
საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი (დეკლარანტის განცხადების საფუძველზე) –––– –––––––––––––––– 20 ––– წელი1. შემოწმების სახე ––––––––––––––––––––––––––
(კამერალური/გასვლითი) 2. შემოწმების საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დეკლარანტის განცხადების/საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისბრძა ნები ს ნომერი და თარიღი)
3. საბაჟო დეკლარაციის №, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––– 4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) 5. დეკლარანტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი) 6. შემოწმების შედეგები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. ხელმოწერები: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ––––––––––––––––––დეკლარანტი ––––––––––––––––––
8. შენიშვნა:
დანართი №XXV–02 ––––––––––––––––––––– (დეკლარანტის დასახელება) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი№
შედგენის თარიღი: მონაცემები შემოწმების შესახებ შემოწმების ჩატარების საფუძველი შემოწმების სახე შემოწმების ტიპი შემოწმების დაწყების თარიღი შესამოწმებელი პერიოდი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმომადგენელი სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- ინფორმაცია დეკლარანტის შესახებ საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი დეკლრანტის დასახელება იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი საკონტაქტო ტელეფონი /ელფოსტა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი ხელმძღვანელი დამფუძნებელი საქმიანობის სახედეკლარანტის კანონიერი ანუფლებამო სი ლი
წარ მო მა დგენე ლი
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმომადგენელი სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება საბაჟო დეკლარაცია თარიღი დეკლარაციით შემოწმებით სხვაობა ჯა რი მა საბა ჟო ღირე ბულება იმპორ ტის გად ასახადი აქციზიდღგ
სხვა საბაჟო ღირებულება იმპო რტის გადასახადი აქციზიდღგ
სხვა საბაჟო ღირე ბულება იმპორტის გადა სახა დი აქცი ზიდღგ
სხვა..
ფაქტობრივი გარემოებები: ------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------
შენიშვნა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმომადგენელი სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგები√ დარიცხული იმპორტის გადასახდელები
გადასახადი სახე ძირითადი დარიცხული თანხაიმპორტის გადასახადი √
აქციზი√
დღგ
√
სხვა√
სულ ძირითადი გადასახდელები√
Ö დარიცხული ჯარიმა
სანქციის სახე გადასახდელი თანხა. ---------ე მუხლის მე------- ნაწილი ---------ე მუხლის მე------- ნაწილი ---------ე მუხლის მე------- ნაწილი სულ გადასახდელი ჯარიმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმომადგენელი სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- დასკვნები და რეკომდენდაციები საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის დარიცხვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი დეკლარანტი ან მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი წარმომადგენელი სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი -------------------------- სახელი, გვარი ------------------------------- სახელი, გვარი --------------------------მუხლი 119. გარდამავალი დებულებები🔗
იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში შესანახად მიბარებულია 2017 წლის 14 ივლისამდე, ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებისა და მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №301 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №290, 26.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1709684-127/