საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.07.2012 ბოლო ცვლილება 05.05.2025
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №23

2012 წლის 24 ივლისი

ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის  შექმნის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 8 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 04.01.2019 წ.

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

2.  დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 8 (რვა) საშტატო  ერთეულით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება № 41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 8 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 04.01.2019 წ.

     4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №5 0 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06. 20 06 წ ., №105 (22.610) , გვ.11) ;

ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორი ი ს დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ. 2355).

7 . დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.

   მთავრობის თავმჯდომარე               

ლ. ვარშალომიძე

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის   

დებულება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშ ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროს ა და სსიპ – ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ს – აკრედიტაციის ცენტრი ს " წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.

4. ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკის რებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთა რი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ან გარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით ა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბ ლიკა, ბათუმი, დასახლება ქვედა სამება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 8 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 04.01.2019 წ.

    მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები

     ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის :

  ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის , აუზების , წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის   (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პრო დუქ ტების , კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვ ლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური,პარაზი ტოლო გიუ რი,ვეტერინარიულ-სანიტარიული,რადიომეტრიული  და სპექტრომეტრული გამოკვ ლე ვ ები ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

     ბ)კომპეტენტური ორგანოს /პირის/ მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოვე ლე ბი სათვის საერთო საშიში (ზოანთროპონოზური დაავადებების გამოვლენისას პათო ლო გიუ რი   მასალის გამოკვლევები;

     გ) მცენარეთა საკარანტინო და   სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა ;

     დ) ნიადაგის ფიზიკო - ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტო ლოგიური,  რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა ;

   ე)აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში   მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად ;

     ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში , საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აერო დი ნამიური,ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გა მოკვ ლევები;

     ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების გან ხორ ციელება .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

    მუხლი 3. ცენტრის უფლება-მოვალეობები

1. ცენტრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;

ე ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია;

ზ )კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;

თ )განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროუ ლად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

ი )გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მი კუთვ ნებულ საკითხებზე;

კ ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

ლ ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმ დებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

     2. ცენტრის მოვალეობებია :

     ა)შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებულ ი უფლებამოსილებანი ;

       ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭ ვირ ვალობა ;

       გ)  დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები ;

     დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;

     ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო , აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

     ვ)მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორ მაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;

     ზ )მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

    მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

  2. ცენტრის უფროსი:

ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთი ე რთო ბაში;

ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსახურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;

დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;

ვ) თვალყურს ადევნებს ცენტ რ ის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

ზ​1) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს  ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;

2​1.ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარგანსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება № 41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 8 წლის 28 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 04.01.2019 წ.

    მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.

2.სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3.მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არა მართლ ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4.ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.

    მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრის სხვა საზო-გადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა;

გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირუ-ლი წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზიტოლო-გიური,ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური  მასალის გამოკვლევები; ნიადაგის  ფიზიკო-ქიმიური,ტოქსიკოლოგიური,ბაქტერიოლოგიური,პარაზიტოლოგიური,რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,  ფიზიკო-ქიმიური,  ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.

 2.ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 201 3 წლის 6 დეკემბრის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 09 . 12 .2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 18 .0 6 .2015წ.

    მუხლი 7. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები::

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

 გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე)თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2.ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 8. ცენტრის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო   განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლი კისაგან.

2.ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბ ლიკას საკუთრების უფლება.

3.ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტო ნომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

4.ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.,

    მუხლი 9. ცენტრის ფინანსები

1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავ ალი ;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავ ა ლ ი ;

დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავ ალი ;

ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავ ალი .

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

 

   მუხლი 10. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება

   1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის , საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 11. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგე ნილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია

ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“, №23, 24.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016092 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1712101-5/