საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №23
2012 წლის 24 ივლისი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 9 (ცხრა) საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06.2006წ ., №105 (22.610), გვ.11);
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ.2355).
7. დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე
ლ. ვარშალომიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის
დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროსა და სსიპ – ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის" წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.
4. ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნითა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ბათუმი, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №80.

მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:
ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური,პარაზიტოლოგიური,ვეტერინარიულ-სანიტარიული,რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ)კომპეტენტური ორგანოს /პირის/ მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოანთროპონოზური დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები;
გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;
დ) ნიადაგის ფიზიკო - ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტო ლოგიური, რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;
ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 3. ცენტრის უფლება-მოვალეობები
1. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;
ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია;
ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
ლ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ცენტრის მოვალეობებია:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა;
გ) დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;
დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;
ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;
ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა
1.
ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ცენტრის უფროსი:
ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსახურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ვ) თვალყურს ადევნებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ1) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
22. ცენტრის უფროსის მოადგილის ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.
3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 22 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.
მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება; ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების/სინჯების მიღება და რეგისტრაცია; დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; გონივრულ ვადაში ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ქრომატოგრაფიული, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარიული, რადიომეტრული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; ნიადაგის ფიზიკოქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.
3. ცენტრს, ხარისხის მართვის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ცენტრის უფროსს. ხარისხის მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის საქმიანობის სფეროს შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშვება, დანერგვა და მართვა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების დოკუმენტურად გაფორმება და აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამის პერსონალზე გაცნობა; ცენტრის უფროსისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა; საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე ზედამხედველობა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და აუდიტის შედეგად, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.06.2015წ.

მუხლი 7. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები::
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ)სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. ცენტრის ფინანსები
1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 10. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №23
2012 წლის 24 ივლისი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ. 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 9 (ცხრა) საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06.2006წ ., №105 (22.610), გვ.11);
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ.2355).
7. დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
ლ. ვარშალომიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის
დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროსა და სსიპ – ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის" წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.
4. ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.5. ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნითა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ბათუმი, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №80.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:
ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური,პარაზიტოლოგიური,ვეტერინარიულ-სანიტარიული,რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ)კომპეტენტური ორგანოს /პირის/ მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოანთროპონოზური დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები;
გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;
დ) ნიადაგის ფიზიკო - ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტო ლოგიური, რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;
ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 3. ცენტრის უფლება-მოვალეობები
1. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;
ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია;
ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
ლ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ცენტრის მოვალეობებია:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა;
გ) დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;
დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;
ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;
ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ცენტრის უფროსი:ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსახურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ვ) თვალყურს ადევნებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ1) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
21. ცენტრის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც, სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
22. ცენტრის უფროსის მოადგილეების ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.
22. ცენტრის უფროსის მოადგილის ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.
3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.
3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 22 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.
მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა🔗
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, ცენტრში შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში პოლიტიკის წარმართვა, ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება და საფინანსო უზრუნველყოფა, ბალანსის მომზადება, ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და სხვა;
გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საანალიზო მასალის მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების გაცემა, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად საანალიზო მასალის აღება და ტრანსპორტირება; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პარაზიტოლოგიური,ვეტერინარიულ-სანიტარიული, რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ - ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური,ტოქსიკოლოგიური,ბაქტერიოლოგიური,პარაზიტოლოგიური,რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები; საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება; ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების/სინჯების მიღება და რეგისტრაცია; დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; გონივრულ ვადაში ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ქრომატოგრაფიული, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარიული, რადიომეტრული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; ნიადაგის ფიზიკოქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.
3. ცენტრს, ხარისხის მართვის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ცენტრის უფროსს. ხარისხის მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის საქმიანობის სფეროს შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშვება, დანერგვა და მართვა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების დოკუმენტურად გაფორმება და აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამის პერსონალზე გაცნობა; ცენტრის უფროსისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა; საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე ზედამხედველობა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და აუდიტის შედეგად, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.06.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 22 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 7. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები::
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ)სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. ცენტრის ფინანსები
1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 10. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
+
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №23
2012 წლის 24 ივლისი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 35 (ოცდათხუთმეტი) საშტატო ერთეულით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 07.12.2023წ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, მისი დებულებით ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებში, წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის №50 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 13.06.2006წ ., №105 (22.610), გვ.11);
ბ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17.12.2010, მუხ.2355).
7. დადგენილება ამოქმედდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე
ლ. ვარშალომიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის
დებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა), სამინისტროსა და სსიპ – ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის" წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.
4. ცენტრი, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.
5. ცენტრს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბლანკი, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნითა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ბათუმი, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №80.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
მუხლი 2. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები🔗
ცენტრის საქმიანობის სფეროში შედის:
ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური,პარაზიტოლოგიური,ვეტერინარიულ-სანიტარიული,რადიომეტრიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ)კომპეტენტური ორგანოს /პირის/ მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოანთროპონოზური დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები;
გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა;
დ) ნიადაგის ფიზიკო - ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტო ლოგიური, რადიომეტრიული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა;
ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიური,ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 3. ცენტრის უფლება-მოვალეობები🔗
1. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს ვეტერინარული, ნიადაგის, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების, სურსათის/ცხოველთა საკვების ექსპერტიზის კონტროლქვემდებარე პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული კვლევების კრიტერიუმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) მისცეს მითითებები და რეკომენდაციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) გასცეს ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განმცხადებლისაგან მოითხოვოს აუცილებელი მასალები და მონაცემები; სხვა ორგანიზაციებიდან ტესტირების (საგამოცდო) სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს კომპეტენტური სპეციალისტები;
ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) წარმათოს საკადრო საკითხები, უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა კონკურსი და ატესტაცია;
ზ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
თ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;
ლ) განახორციელოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ცენტრის მოვალეობებია:
ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები და განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ბ) უზრუნველყოს ლაბორატორიული კვლევების ობიექტურობა, სიზუსტე და გამჭვირვალობა;
გ) დაიცვას ლაბორატორიული კვლევების ჩატარების დადგენილი ვადები;
დ) ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გასცეს ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი - გამოცდის ოქმი;
ე) ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ ორგანოებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კანონმდებლობის დადგენილი წესით;
ზ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (ანგარიშები) სამინისტროსა და მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა🔗
1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. ცენტრის უფროსი:
ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
გ) წყვეტს ცენტრის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის: მარკეტინგის; კადრების კვალიფიკაციის ამაღლების; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების; აკრედიტაციის; კლიენტთა მომსახურების და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
დ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ე) დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ვ) თვალყურს ადევნებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ცენტრის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ზ) შეაქვს წინადადება სამინისტროში ცენტრის წლიური ბიუჯეტის, შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ1) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.
21. ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
22. ცენტრის უფროსის მოადგილის ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.
3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მოადგილე, ხოლო ცენტრის უფროსის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.01.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 29.07.2021წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 22 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. ცენტრის უფროსი ვალდებულია სამინისტროს და მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე.
მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა; ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება; ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ცენტრისათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; წლიური ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; ცენტრის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელება, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბალანსის მომზადება; ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზება, კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
გ) საგამოცდო ლაბორატორია, რომლის ძირითადი ფუნქციაა: საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების/სინჯების მიღება და რეგისტრაცია; დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; გონივრულ ვადაში ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა; ცენტრში შემოსული სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ქრომატოგრაფიული, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიური, ვეტერინარულ-სანიტარიული, რადიომეტრული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად; ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევები; ნიადაგის ფიზიკოქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, რადიომეტრული გამოკვლევები და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა; მცენარეთა საკარანტინო და მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად; დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკური, ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და რადიომეტრიული გამოკვლევები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.
3. ცენტრს, ხარისხის მართვის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ჰყავს ხარისხის მენეჯერი, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ცენტრის უფროსს. ხარისხის მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა: ცენტრის საქმიანობის სფეროს შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშვება, დანერგვა და მართვა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების დოკუმენტურად გაფორმება და აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამის პერსონალზე გაცნობა; ცენტრის უფროსისათვის, ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში პერსონალის მომზადებაზე წინადადების წარდგენა; საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე ზედამხედველობა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის დაგეგმვა, ორგანიზება და აუდიტის შედეგად, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, პასუხისმგებელნი არიან მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 6 დეკემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 09.12.2013წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 25.04.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 18.06.2015წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 22 ივნისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.06.2023წ.
მუხლი 7. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას🔗
1. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები::
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ)სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ცენტრის მიერ სესხის აღებისა და თავდებობის განხორციელებაზე აუცილებელია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 8. ცენტრის ქონება🔗
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.
2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისივე ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება, ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. ცენტრის ფინანსები🔗
1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ცენტრის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 10. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება🔗
1. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 11. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა🔗
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია🔗
ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება:
ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;
ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;
გ) მთავრობის მიერ ცენტრის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“, №23, 24.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016092 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1712101-7/