საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.10.2013 ბოლო ცვლილება 06.10.2025
ნომერი
№1198
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (24)

შემდგომი ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1198

2013 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
+



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.


+

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია (შემდგომ „ეროვნული გვარდია“) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - „გენერალური შტაბი“) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - „გენერალური შტაბის უფროსი“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

4. ეროვნულ გვარდიას აქვს საკუთარი სახელწოდებით ბეჭედი, ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.

მუხლი 2.  ეროვნული გვარდიის ამოცანები და ფუნქციები:

ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი საბრძოლო მომზადება;

ბ) განსახორციელებული ოპერაციების დაგეგმვა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სამხედრო ძალების გამოყენების საჭიროება საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;

დ) (ამოღებულია - 16.03.2018, №23);

ე) რეზერვისტთა მომზადება და გადამზადება;

ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;

ზ) საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა;

თ) სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა; 

ი) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;

კ) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება;

ნ)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) სამხედრო ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.

საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი,16.03.2018წ.

 მუხლი 3. ეროვნული გვარდიის  ხელმძღვანელობა

1. ეროვნულ გვარდიას  ხელმძღვანელობს ეროვნული გვარდიის უფროსი.

2. ეროვნული გვარდიის უფროსს გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ეროვნული გვარდიის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.

4. ეროვნული გვარდიის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას;

ბ) მართავს და აკონტროლებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს;

გ) წარადგენს წინადადებებს ეროვნული გვარდიის  სტრუქტურული ერთეულების საკადრო პოლიტიკის შესახებ;

დ) ორგანიზებას უწევს ეროვნული გვარდიის ურთიერთობას სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;

ე) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში, განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;

ვ) გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;

ზ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ეროვნული გვარდიაში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარადგენს ეროვნული გვარდიის საშტატო ნუსხას, ტაბელს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნომენკლატურებს;

კ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;

ლ)შუამდგომლობს გენერალური შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

მ)ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „ღირსეული გვარდიელის სიგელს “გადასცემს ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებს , ეროვნული გვარდიის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს , აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ;

ნ )   ამტკიცებს „ღირსეული   გვარდიელის   სიგელის “ნიმუშს .

5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

6. (ამოღებულია - 16.12.2016, №99);

7. ეროვნული გვარდიის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს ეროვნული გვარდიის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:

ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უფრო ადრე დანიშნული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში, უფრო გვიან დანიშნული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე;

ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, ეროვნული გვარდიის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს, სამსახურში მყოფი ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე;

გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში, ეროვნული გვარდიის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ეროვნული გვარდიის მოხელე.

8. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს  მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) უზრუნველყოფს  ეროვნული გვარდიის ეფექტურ ფუნქციონირებას.

9. ეროვნული გვარდიის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ეროვნული გვარდიის სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 აპრილის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 27.04.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 28.02.2018წ.

მუხლი 4. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

1. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო;

ბ​​1) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო;

გ) ეროვნული გვარდიის შტაბი:

გ.ა) G-1 სამსახური;

გ.ა​​1) G - 2 სამსახური;

გ.ბ) G-3 სამსახური;

გ.გ) G-4 სამსახური;

გ.დ) G-5 სამსახური;

გ.ე) G-6 სამსახური;

გ.ვ) G-7 სამსახური;

დ) საშტაბო ასეული;

ე) უზრუნველყოფის ასეული;

ვ) რეზერვისტთა მომზადებისა და  გადამზადების ცენტრი;

ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები;

თ)  საპატიო ყარაული;

ი)  სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.

2. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:

ა.ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;

ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;

ა.გ)  ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

ა.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;

ა.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ა.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;

ა.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  წარმოებას;

ა.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;

ა.ი) ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;

ა.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას; საგანგებო სიტუაციების დროს სამხედრო ძალების რეაგირების სისტემის მართვას; საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას,  მართვას და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში; საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას;

ბ​​1) რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველო –   ახორციელებს რეზერვის შესახებ ინფორმაციის მიღებას და  რეზერვის მართვას; სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში  სამობილიზაციო  გეგმების  შემუშავებას; სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ლოგისტიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას და აღსრულების მონიტორინგს; სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგს;

გ) ეროვნული გვარდიის შტაბი – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;

გ.ა) G-1 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;

გ.ა​​1) G-2 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

გ.ბ) G-3 სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას; უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას; საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტირინგს; ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;

გ.გ) G-4 სამსახური – უზუნველყოფს ეროვნული გვარდიის სამხედრო-ტექნიკური,  მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;

გ.დ) G -5 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზებას, ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას;

გ.ე) G-6 სამსახური – უზრუნველყოფს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;

გ.ვ) G-7 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვას და მონიტორინგს;

დ) საშტაბო ასეული – ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილისა და მართვის პუნქტების დაცვას, აგრეთვე მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლას, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფას, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლას და ტექნიკურ ექსპლუატაციას;

ე) უზრუნველყოფის ასეული – ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოგისტიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარებას, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

ვ) რეზერვისტთა მომზადებისა და  გადამზადების ცენტრი – ახორციელებს რეზერვისტთა მომზადებას, გადამზადებას და შეფასებას;

ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციაში, სამხედრო ძალების რეზერვის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს;

თ) საპატიო ყარაული – ახორციელებს ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის საპატიო ყარაულით მომსახურებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;

ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი – უზრუნველყოფს სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.

3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის წინაშე.

5. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის  მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის  მოადგილის დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ეროვნულ გვარდიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 14.07.2014 წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №20 - ვებგვერდი, 10.08.2015წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.

საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი,16.03.2018წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1198, 10.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1979941-9/