საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (24)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №1198 |
|
2013 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი |
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდია (შემდგომ ,,ეროვნული გვარდია”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ - ,,გაერთიანებული შტაბი”) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ - ,,გაერთიანებული შტაბის უფროსი”) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე. 4. ეროვნულ გვარდიას აქვს საკუთარი სახელწოდებით ბეჭედი, ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი, ბლანკი და დროშა. მუხლი 2. ეროვნული გვარდიის ამოცანები და ფუნქციები: ფუნქციები და ამოცანებია: ა) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უწყვეტი საბრძოლო მომზადება; ბ) განსახორციელებული ოპერაციების დაგეგმვა და დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა; გ) სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციაში ომის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების და სხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება; დ) მოსახლეობის სამოქალაქო თავდაცვისათვის მომზადება; ე) რეზერვისტთა მომზადება და გადამზადება; ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება; ზ) საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა; თ) სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა; ი) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა გეგმებისა და პროგრამების შემუშავება; კ) ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო-ტექნიკური ქონებით უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება. მუხლი 3. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა 1. ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობს ეროვნული გვარდიის უფროსი. 2. ეროვნული გვარდიის უფროსს გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ეროვნული გვარდიის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს. 4. ეროვნული გვარდიის უფროსი: ა) უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას; ბ) მართავს და აკონტროლებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს; გ) წარადგენს წინადადებებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საკადრო პოლიტიკის შესახებ; დ) ორგანიზებას უწევს ეროვნული გვარდიის ურთიერთობას სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან; ე) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში, განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას; ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით; ზ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ეროვნული გვარდიაში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარადგენს ეროვნული გვარდიის საშტატო ნუსხას, ტაბელს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნომენკლატურებს; კ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ლ) შუამდგომლობს გაერთიანებული შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. 5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი იმავდროულად არის გვარდიის უფროსის პირველი მოადგილე. 7. ეროვნული გვარდიის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გვარდიის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 8. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4. ეროვნული გვარდიის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუქნციები და ხელმძღვანელობა 1. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი; ბ) ადმინისტრაციული სამმართველო; გ) ეროვნული გვარდიის შტაბი: გ.ა) G -1 სამმართველო; გ.ბ) G -2 სამმართველო; გ.გ) G -3 სამმართველო; გ.დ) G -4 სამმართველო; გ.ე) G -5 სამმართველო; გ.ვ) G -6 სამმართველო; გ.ზ) სამოქალაქო თავდაცვის სამსახური; დ) საშტაბო ასეული; ე) უზრუნველყოფის ასეული; ვ) სასწავლო ცენტრი; ზ) კადრირებული ბრიგადები; თ) საპატიო ყარაული; ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი. 2. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია: ა) აპარატი - ეროვნული გვარდიის უფროსის საქმიანობის ხელშეწყობა და ეროვნული გვარდიის განვითარების შესახებ წინადადებებისა და რჩევების მომზადება; ბ) ადმინისტრაციული სამმართველო - კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ და სრულყოფილ შესრულებაზე კონტროლს, ეროვნული გვარდიის საფინანსო და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ეროვნული გვარდიის სარგებლობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და საქმისწარმოების ორგანიზება; გ) ეროვნული გვარდიის შტაბი – ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი; გ.ა) G-1 სამმართველო - ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვა, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების დაგეგმვა და აღრიცხვა; გ.ბ) G-2 სამმართველო - ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა, დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმარება და ორგანიზება; გ.გ) G-3 სამმართველო - მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერაციების დაგეგმვა, ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა, საბრძოლო მზადყოფნის, საბრძოლო მომზადების დაგეგმვა და მონიტორინგი; გ.დ) G-4 სამმართველო - ეროვნული გვარდიის სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვა, შესრულების ორგანიზება, კოორდინირება და მონიტორინგი; გ.ე) G -5 სამმართველო - ეროვნული გვარდიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზება, ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობა; გ.ვ) G-6 სამმართველო - კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა; გ.ზ) სამოქალაქო თავდაცვის სამსახური – სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დაგეგმვის ხელშეწყობა, მისი შესრულების ორგანიზება და კოორდინირება; დ) საშტაბო ასეული – ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილისა და მართვის პუნქტების დაცვა, აგრეთვე მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლა, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფა, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლა და ტექნიკური ექსპლუატაცია; ე) უზრუნველყოფის ასეული – ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა”–,,გ” პუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოგისტიკური და სამედიცინო უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ვ) სასწავლო ცენტრი - ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობისა და რეზერვისტთა საბრძოლო მომზადება-გადამზადება; ზ) კადრირებული ბრიგადა - კომპეტენციის ფარგლებში რეზერვისტების მომზადება-გადამზადება. სამხედრო ოპერაციებში მონაწილება, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელება; თ) საპატიო ყარაული - ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის საპატიო ყარაულით მომსახურება, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი – სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი მუსიკალური გაფორმება. სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ანგარიშს აბარებს ეროვნული გვარდიის უფროსს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ. 5. ეროვნულ გვარდიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს ქვედანაყოფში შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. |
+
ბრძანება №1198
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
+
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულებასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია
+
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
+
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) ეროვნული გვარდია (შემდგომ – ეროვნული გვარდია) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2.ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – თავდაცვის ძალების მეთაური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ ეროვნული გვარდიის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც არსებობს თავდაცვის ძალების გამოყენების საჭიროება საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
დ) (ამოღებულია - 16.03.2018, №23);
ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა;
თ) სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა;
მ) სამხედრო სარიტუალო სამსახურის და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება;
ნ) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვისა და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა, კოორდინაცია და აღსრულება კომპეტენციის ფარგლებში;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა;
ჟ) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობა სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით;
რ) (ამოღებულია - 27.12.2024, №103).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი,16.03.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი,14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №29 - ვებგვერდი,30.07.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 11 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.02.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №68 - ვებგვერდი, 19.08.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 27.12.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.
მუხლი 3. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა🔗
2. ეროვნული გვარდიის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ეროვნული გვარდიის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნულ გვარდიაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.
ე) განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
ვ) თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადება/გადამზადებასა და ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ლ) შუამდგომლობს თავდაცვის ძალების მეთაურთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
მ) ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშანსა და სერტიფიკატს გადასცემს ეროვნული გვარდიის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებს, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს;
ნ) (ამოღებულია - 18.03.2025, №30);
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ძალების მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას;
პ) მართავს გვარდიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.
5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროსა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის უფროსი.
6. (ამოღებულია - 16.12.2016, №99);
7. ეროვნული გვარდიის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, ეროვნული გვარდიის უფროსის დავალებით, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი.
9. ეროვნული გვარდიის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ეროვნული გვარდიის სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 26 აპრილის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 27.04.2016წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 27 თებერვლის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 28.02.2018წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №29- ვებგვერდი,30.07.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 22.10.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №74 - ვებგვერდი, 12.08.2020წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 15.09.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №68 - ვებგვერდი, 19.08.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 19.03.2025წ.
მუხლი 4. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია🔗
1. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული):
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო;
ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური;
ბ2) (ამოღებულია - 27.12.2024, №103);
გ.ა) G-1 სამსახური;
გ.ა1) G - 2 სამსახური;
გ.ბ) G-3 სამსახური;
გ.გ) G-4 სამსახური;
გ.დ) G -4 სამმართველო;
გ.დ) G-5 სამსახური;
გ.ე) G-6 სამსახური;
გ.ვ) G-7 სამსახური;
დ) საბრძოლო მხარდაჭერის ასეული;
ვ) (ამოღებულია - 15.12.2023, №122).
ზ) მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები;
თ) სამხედრო სარიტუალო სამსახური;
ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.
ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის წინაშე და უზრუნველყოფს:
ა.ა) სამინისტროს ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას;
ა.ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულებას;
ა.გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;
ა.დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;
ა.ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;
ა.ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;
ა.ზ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოებას;
ა.თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობასა და შესაბამისი გათვლების წარმოებას;
ა.ი) ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფასა და სალარო ოპერაციების წარმოებას;
ა.კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადებისა და დადგენილ ვადებში სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში წარდგენას;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო:
ბ.ა) ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის რეაგირების სისტემის მართვას;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვას და აღსრულებას, ეროვნული გვარდიის შტაბთან კოორდინაციით;
ბ.დ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური:
ბ1.ა) ახორციელებს სამობილიზაციო რეზერვის მართვას, სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან კოორდინაციაში;
ბ1.ბ) ახორციელებს სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას, კოორდინაციასა და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში;
ბ1.გ) მონაწილეობს თავდაცვის ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში;
ბ1.დ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით მონაწილეობს ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში, მსურველთა რეგისტრაციასა და შერჩევის ღონისძიებებში.
ბ2) (ამოღებულია - 27.12.2024, №103);
გ) ეროვნული გვარდიის შტაბი – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კონტროლს;
გ.ა) G-1 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის ადამიანური რესურსების მართვას, სოციალური დაცვის საკითხების შესახებ წინადადებების მომზადებას, პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს; წარმართავს პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, ქმნის მონაცემთა ერთიან ბაზას და ახორციელებს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვას;
გ.ა1) G-2 სამსახური – ახორციელებს ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას, სადაზვერვო და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;
გ.ბ) G-3 სამსახური – მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს ოპერაციების დაგეგმვას; საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს; ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ეფექტური მართვის უზრუნველყოფის მხარდაჭერასა და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს;
გ.გ) G-4 სამსახური – უზუნველყოფს ეროვნული გვარდიის სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს;
გ.დ) G -5 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზებას, ნატო-ს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას;
გ.ე) G-6 სამსახური – უზრუნველყოფს კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;
გ.ვ) G-7 სამსახური – უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მომზადებისა და პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვას და მონიტორინგს;
დ) საბრძოლო მხარდაჭერის ასეული – ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილისა და მართვის პუნქტების დაცვას, აგრეთვე მართვის პუნქტების კავშირგაბმულობის კვანძების გაშლას, რადიო, რადიოსარელეო, საკაბელო, საფელდეგერო კავშირებით უზრუნველყოფას, ინფორმაციული სისტემების ქსელების გაშლასა და ტექნიკურ ექსპლუატაციას;
ე) უზრუნველყოფის ასეული – ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიების გატარებას, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
ვ) ამოღებულია - 15.12.2023, №122).
ზ) მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას, შეფასებას, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციაში, თავდაცვის ძალების რეზერვის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს.
თ) სამხედრო სარიტუალო სამსახური – ახორციელებს ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის სამხედრო სარიტუალო მომსახურებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;
ი) სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი – უზრუნველყოფს სხვადასხვა ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამის მუსიკალურ გაფორმებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.
3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული გვარდიის უფროსის, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. ეროვნულ გვარდიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება გააჩნდეს სტრუქტურული ქვედანაყოფები. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:
გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 14.07.2014 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №20 - ვებგვერდი, 10.08.2015წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №99 - ვებგვერდი, 16.12.2016წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივნისის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №23 - ვებგვერდი,16.03.2018წ.
საქართველოს თავდაცვის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №122- ვებგვერდი,14.12.2018წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 29 ივლისის ბრძანება №29- ვებგვერდი,30.07.2019წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 16.12.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 11 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 14.02.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 07.10.2022წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №68 - ვებგვერდი, 19.08.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 27.12.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 12.02.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 29.04.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1198. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016214.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 24 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1198, 10.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1979941/