2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №157 - ვებგვერდი, 25.10.2013წ.
|
+
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №124
2013 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტებრამდე.
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:
ა) შპს „ენგურჰესი“
ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №124, 21.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1987467-1/