2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტებრამდე.
2.
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:
ა)
შპს „ენგურჰესი“
ბ)
შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
3.
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №124, 21.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1987467-6/