2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2013 ბოლო ცვლილება 02.12.2014
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №124

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 სექტებრამდე.
2. ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები:
ა) შპს „ენგურჰესი“
ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
3. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში, მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2013-2014 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“, №124, 21.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1987467-4/