პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2013 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№244
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (32)

შემდგომი ცვლილებები (31)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



დანართი №1

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ამ  წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი

სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:

ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება;

გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება;

დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას;

ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა.

მუხლი 4. დაფინანსების სახეები

დაფინანსების სახეებია:

ა) ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) პროგრამული დაფინანსება;

გ) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

 

თავი II. ვაუჩერული დაფინანსება

 

მუხლი 5. ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:

ა.ა)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ა.ბ)პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი

ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად.

მუხლი 7. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში −შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომ საფეხურზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებას ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ერთი პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამის საფეხურზე/საფეხურებზე.

3. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზნით:

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარებამდე 7 დღით ადრე ადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. (გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

4. (ამოღებულია - 29.11.2013, №303).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ)10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით. (გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე-

ნობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 10. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის შეზღუდვა

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ერთზე მეტ, ასევე ერთი და იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლისათვის ვაუჩერული დაფინანსების მიცემა დაწესებულებისათვის.

მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 12. ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი

1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვადები;

ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს კვარტალურად, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

4. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუა-ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული  დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის  საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუჩერული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.

მუხლი 13. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ წესის მიზნებისათვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, მხოლოდ  პროფესიული სტუდენტის მიერ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე.

2. მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიმღები ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

3. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა  მის მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართი №2-ით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურისათვის განკუთვნილი  სწავლის საფასურის მაქსიმალური ღირებულებიდან დარჩენილი გაუხარჯავი ოდენობით.

მუხლი 14. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუნდება მომდევნო კვარტალის დაწყებამდე.

2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, პროფესიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წესის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შეწყვეტას.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებულებას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.

თავი III. პროგრამული დაფინანსება

მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

მუხლი 16. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა კვარტალურად, ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:

ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის;

ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.

2. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).

მუხლი 17. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი

1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

2. ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე.

3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

თავი IV. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

    მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.  ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ .

    მუხლი 19. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრივ პროგრამას/პროგრამებს შესაძლებელია ჰქონდეს მიზნობრივი ქვეპროგრამა/ქვეპროგრამები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამით, ასევე მიზნობრივი პროგრამის შესაბამისი მიზნობრივი ქვეპროგრამით განისაზღვრება:

ა) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი;

ბ) მიზნობრივი პროგრამის მოსალოდნელი შედეგები;

გ) მიზნობრივი პროგრამის განხორციელების ვადა;

დ) მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის კვარტალური განწერა. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

თავი V. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

    მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. პროფესიული სტუდენტის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების არაუგვიანეს იმავე დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში, დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიეცემა შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით:

ა) სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს 2013 წლის მე-4 კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის დაანგარიშებასა და გადარიცხვას.

3. სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით აუცილებელი ხარჯები, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს შეიძლება მიეცეს დამატებითი დაფინანსების სახით, მის მიერ კვარტალის დასრულებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

5. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს მიმართვა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

6. მინისტრი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადაურიცხოს 2014 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზ-რუნველყოფს, 2013 წლის 24 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

8. 2013 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება არ მიეცემა. ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.


+
საქართველოს მთავრობის 2013 წლის

19  სექტემბრის   N244      დადგენილების

დანართი N 2


საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: 

№

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

ბუღალტერი

III

14

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

15

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

16

ამწის მემანქანე

III

17

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

18

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

19

კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

III

20

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

21

ტოპოგრაფი

III

22

თექის ხელოსანი

III

23

ღონისძიებათა მომწყობი

III

24

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

25

მევენახე

III

26

მასაჟისტი

III

27

კომპიუტერული ინჟინერი

III

28

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

III

29

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

30

გამყიდველ-კონსულტანტი

III

31

რძის გადამმუშავებელი

III

32

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

33

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

III

34

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე,მებეტონე)

III

35

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

36

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

37

კალატოზი

III

38

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

39

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

40

მებათქაშე

III

41

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

42

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო - სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველებისა და თევზების და სხვა)

III

43

მღებავი

III

44

საბაჟო წარმომადგენელი

III

45

მოლარე (ბანკის და ა.შ)

III

46

ზეინკალ - სანტექნიკოსი

III

47

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

II

48

ტრაქტორისტ - მემანქანე

III

49

მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)

III

50

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი)

III

51

მეთუნუქე-მღებავი

III

52

სტილისტი (ქალი, მამაკაცი)

III

53

ელექტრიკოსი

III

54

იუველირი

III

55

მიმღები - რეცეფციონისტი

III

56

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

III

57

მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი)

III

58

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

59

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

60

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

61

მემცენარე

III

62

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

63

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

64

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს – შემკეთებელი

III

65

ძრავის შემკეთებელი

III

66

მეფილე – მომპირკეთებელი

III

67

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

68

ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი)

III

69

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

70

ავტომობილის ზეინკალი

III

71

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

72

კბილის ტექნიკოსი

III

73

დეკორატიულ - გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

74

მეღვინე

III

75

სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

III

76

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1150

77

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.)

III

78

გვირაბგამყვანი

III

79

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

80

ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი

III

81

ყველის მწარმოებელი

III

82

ელმავლის მემანქანე

III

83

ექთნის თანაშემწე

III

84

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

85

სამთო ტექნიკოსი

III

86

დურგალი

III

87

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

III

88

ბარმენი

III

89

კომპიუტერული გრაფიკოს- ანიმატორი

III

90

ვებსპეციალისტი

III

91

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

92

შემდუღებელი

III

93

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

III

94

ხილ - ბოსტნეულის გადამმუშავებელი

III

95

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტი

III

96

სომელიე

III

97

მეფუტკრე

III

98

მემინანქრე

III

1300

99

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

100

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1400

101

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

102

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1500

103

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციის ოპერატორი

III

104

მზარეული

II

1700

105

მზარეული

III

1900

106

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2250

107

მელიანდაგე

III

108

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

109

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

110

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

111

კონდიტერი

III

 ( გავრცელდეს 2013 წლის 29 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“, №244, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017410 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2021412-1/