პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2013 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№244
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (32)

წინა ცვლილებები (31)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2013 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.



+
მუხლი 1
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2​1
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართ №3-ის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



დანართი №1

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს.

მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ამ  წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.

მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანი

სამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია:

ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;

ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება;

გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება;

დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას;

ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა.

მუხლი 4. დაფინანსების სახეები

დაფინანსების სახეებია:

ა) ვაუჩერული დაფინანსება;

ა ​1) მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) პროგრამული დაფინანსება;

გ) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.

თავი II. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.

მუხლი 5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები:

ა) სამინისტროს, საქართველოს მთავრობის/სხვა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად;

გ) საჯარო სკოლები, რომლებიც ახორციელებენ იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.

მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი და პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემათ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის.

2. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

მუხლი 6​1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი

1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემათ სასწავლო მასალის შეძენისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სწავლების ხელშეწყობისათვის.

2 . ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის.

2​1. სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო  დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმართონ ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს.

3. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

მუხლი 7. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი

1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე), პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე/დამატებითი დაცვის მქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, ასევე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა).

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №683 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015  წლის 30 დეკემბრის დადგენილება №656 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №206 – ვებგვერდი, 07.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №400 – ვებგვერდი, 16.09.2025წ.

მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ)10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 8​1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა

1. ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომელიც განისაზღვრება ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულების საფასურის (შემდგომში − მოდულის საფასური) ჯამური ღირებულებით. ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის დადგენისას, უფლებამოსილია, პროგრამის საფასური განსაზღვროს შესაბამისი მოდულების საფასურის ჯამური ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს ამ პროგრამაში შემავალი მოდულების საფასურების ჯამური ღირებულების ოდენობით.

 1​1.  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ამ მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება:

ა) ახორციელებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენლობაში არსებული მოდულების სწავლის შედეგების დაყოფას ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებასა და რეალურ სამუშაო გარემოში მისაღწევ სწავლის შედეგებად, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში;

ბ) ამ დადგენილების  დანართი №3-ით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი  მოდულების  საფასურის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ადგენს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების საფასურს, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში;

ბ​1) ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება უფლებამოსილია, პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში,  საფასური დაადგინოს ამ მოდულის საფასურის ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდულის საფასურიდან გამოიანგარიშებს ამ მოდულის ფარგლებში დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულებას, თითოეული სწავლის შედეგისთვის მინიჭებული კრედიტების პროპორციულად, შემდეგი პრინციპით: ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგის კრედიტი შეეფარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის მთლიან კრედიტს და მრავლდება ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის საფასურზე;

დ) განსაზღვრავს/ამტკიცებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულების ჯამით.

2. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულისგან საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, ემთხვევა მოდულის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

2​1. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, თითოეულ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა გამოიანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

3. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) ერთი პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

4. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის გავლის უფლების მქონე:

ა) ერთი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 10.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ბ) 2 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 5.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

გ) 3 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 3.3 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

დ) 4 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ე) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ვ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.6 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ზ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.4 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

თ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.2 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

ი) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.1 კოეფიციენტზე გადამრავლებით;

კ) 9-ზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, ემთხვევა შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.

მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა

1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე-

ნობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 9​1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა

1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

1​1. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებისთვის ამავე დაწესებულებისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობა (მაგრამ არა უმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა)  გამოიანგარიშება შემდეგი წესით: მოდულის საფასური მრავლდება ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობასა და 1,6 კოეფიციენტზე.

2. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული:

ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) ერთი პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა.

2​​​1. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის დაფინანსება, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ერთი მოდულის ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულების ჯამური ოდენობა გამრავლებული იმ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაზე, რომლებიც სწავლობენ აღნიშნული მოდულით და გამრავლებული ამ რაოდენობის შესაბამის კოეფიციენტზე. დაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღება ამ წესის 8​​​1 მუხლითა და ამ მუხლის პირველი, 1​1 და მე-2 პუნქტებით დადგენილი კოეფიციენტები.

3. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის ვაუჩერული დაფინანსების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ჩარიცხული „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის გავლის უფლების მქონე:

ა) ერთი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 10.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 1-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ბ) 2 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 5.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

გ) 3 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 3.3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

დ) 4 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 2.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ე) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 2.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ვ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ზ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

თ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

ი) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა;

კ) 9-ზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა.

4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რომელიც, გარდა ამ წესის 6​​​​​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისა, ასევე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.

მუხლი 9​2. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა

1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ან მაღალმთიან დასახლებაში  ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გასაცემი  ვაუჩერული/ მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა იანგარიშება ამ წესის მე-9 და 9​​1 მუხლებით გაანგარიშებული ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული  დაფინანსების ოდენობის 1.25 კოეფიციენტზე გადამრავლებით.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება ამ წესის მე-9 და 9​1 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება ამავე წესის მე-9 და 9​​​1 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-9 და 9​1 მუხლებით გაანგარიშებული ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება არ არის საკმარისი ამ წესის მე-6 და 6​1 მუხლებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღოს გადაწყვეტილება ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების  ოდენობის გაზრდაზე.

4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გაიცემა 9​1 მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №400 – ვებგვერდი, 16.09.2025წ.

მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №683 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.
 
მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 12. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გადარიცხვის წესი

1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის ფორმა და წარდგენის ვადები;

ბ) თარიღი, რომლის მდგომარეობითაც დაითვლება პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებში.

2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის გადარიცხვის მიზნით, მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის გადარიცხვას სამინისტრო ახორციელებს კვარტალურად, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

3​1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია, ამავე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას გადაურიცხოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კვარტალური დაფინანსება (გარდა მე-4 კვარტალისა) ორმაგი ოდენობით. ამ შემთხვევაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი დაწესებულებისათვის კვარტალურად გადასარიცხი დაფინანსებიდან.

4. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პირველად და კვარტალურად გადასარიცხი თანხის გამოანგარიშების წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების მიღების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფინანსების მოდულში ადასტურებს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორეს.

6. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში, დაუდასტურებლობა არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

7. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროფესიული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არის ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს პროფესიულ სტუდენტს გადაურიცხავი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015  წლის 30 დეკემბრის დადგენილება №656 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 21.01.2025წ.

მუხლი 13. ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას,  თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

5. მობილობის/შიდა მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტლიდან.

6. მობილობის/შიდა მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების კვარტლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მობილობა/შიდა მობილობა განხორციელდება ამ წესის  მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თარიღამდე.

7. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

8. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა  მის მიერ იმ მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის  განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობით, რომელზეც გადადის პროფესიული სტუდენტი.

9. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

მუხლი 13​1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გადატანა

1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა დაწესებულებაში მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის, შემდგომში − მობილობა) შემთხვევაში, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ  დაწესებულებას მიეცემა მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, ხოლო ამ წესის   მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. (ამოღებულია - 28.12.2018, №667).

5. მობილობის/შიდა მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტლიდან.

6. მობილობის/შიდა მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით,  ამ წესის მე-5  მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვაუჩერულ/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების კვარტლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მობილობა/შიდა მობილობა განხორციელდება ამ წესის   მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თარიღამდე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების შემთხვევაში,  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მიმღებ დაწესებულებას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული  დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა მიმღებ დაწესებულებაში შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული სწავლის საფასურის  ოდენობით.

8. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

9. (ამოღებულია - 05.12.2019, №598).

10. პროფესიული სტუდენტის იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მოდულებისგან შემდგარ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ოდენობით მიეცემა ამავე ან სხვა დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

მუხლი 14. ვაუჩერული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა

1. პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობით სარგებლობის, ასევე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ იმ დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის პროფესიული სტუდენტი, ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით უნარჩუნდება მომდევნო კვარტალის დაწყებამდე.

2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვ ალისწინებულ პერიოდში, პროფესიული სტუდენტის მიერ, პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის გარეშე, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს ამ წესის მე-2 მუხლის თანახმად შეჩერებული ვაუჩერული დაფინანსების შეწყვეტას.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის დაკარგვის/ვადის გასვლის შემთხვევაში დაწესებულებას შეუწყდება ვაუჩერული დაფინანსების მიცემა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.

თავი III. პროგრამული დაფინანსება

მუხლი 15. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები არიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

მუხლი 16. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნები და საფუძველი

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე, შემდეგი მიზნებისათვის:

ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალისა და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებისათვის;

ბ) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის;

გ) სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის.

2. შესაბამისი წლის პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ წინა წლის დასრულებამდე სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული კვარტალური ხარჯთაღრიცხვით).

3. შესაბამისი წლის პროგრამულ დაფინანსებაში ცვლილების (დაფინანსების გაზრდის ან/და შემცირების) საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ შესაბამისი წლის განმავლობაში სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვა (თანდართული ხარჯთაღრიცხვით).

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

მუხლი 17. პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი

1. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზნით, ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

2.  სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ უფლებამოსილია, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

3. მინისტრი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

თავი IV. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

1. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში განხორციელებული პროფესიული მომზადების/ გადამზადების პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება ხორციელდება მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ა(ა)იპ − პროფესიული უნარების  სააგენტოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №334 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

მუხლი 19. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება გაიცემა:

ა) სამინისტროს მიერ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე;

ბ) ა(ა)იპ − პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, ა(ა)იპ − პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების საფუძველზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.

თავი V. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. პროფესიული სტუდენტის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების არაუგვიანეს იმავე დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში, დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება ამ პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მიეცემა შიდა მობილობის განხორციელების მომდევნო კვარტალიდან.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 34-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე ჩარიცხული, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით:

ა) სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს 2013 წლის მე-4 კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში დამატებით გადასარიცხი თანხის დაანგარიშებასა და გადარიცხვას.

3. (ამოღებულია - 29.12.2016, №622).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას (თანდართულ ხარჯთაღრიცხვას), სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, განიხილავს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.

5. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვის) შესწავლის შემდგომ, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგინოს მიმართვა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების:

ა) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

ბ) მის მიერ მოთხოვნილი ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით გამოყოფის თაობაზე;

გ) გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

6. მინისტრი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის გათვალისწინებით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კვარტალში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადაურიცხოს 2014 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზ-რუნველყოფს, 2013 წლის 24 დეკემბრამდე ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისთვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას.

8. 2013 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით პროფესიული სტუდენტის მიერ მობილობის განხორციელების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტის მიმღებ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება არ მიეცემა.

9. სამინისტრო უფლებამოსილია, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს, ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, გადაურიცხოს 2016 წლის პირველი კვარტალის ფარგლებში გადასარიცხი თანხა, რისთვისაც სსიპ –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებითა და ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით უზრუნველყოფს, არა უგვიანეს 2015 წლის 29 დეკემბრისა, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გადასარიცხი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას.

10. 2023 წლის მიღების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა (ამავე მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით) შემდეგ დეტალურ სფეროებში შემავალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 0322.3.1, 0415.3.1, 0411.3.1 და 0413.3.1 ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიიღონ რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესი ქულიდან უმდაბლესისკენ, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტისთვის, მაქსიმუმ ორ ჯგუფში განაწილებით (ჯამურად, ორივე ჯგუფში არაუმეტეს 40 ადგილისა).

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი ჯგუფების რაოდენობა არ გავრცელდეს იმ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც 2023 წლის მიღების ფარგლებში სწავლას დაიწყებენ ქართული ენის მოდულით და ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დაწესებულებებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია ჯგუფში არსებული პროფესიული სტუდენტების ზღვრული ოდენობის შესახებ.

13. სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის პროგრამულ დაფინანსებას უზრუნველყოფს 2024 წლის განმავლობაში.

14. 2024 წლის მიღების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებზე, შემდეგ დეტალურ სფეროებში შემავალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 0413.3.1 და 0415.3.1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება არ განხორციელდება.

15. 2024 წლის მიღების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა (ამავე მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით) შემდეგ დეტალურ სფეროებში შემავალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 0322.3.1 და 0411.3.1 ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიიღონ რეიტინგული სიის მიხედვით, უმაღლესი ქულიდან უდაბლესისკენ, ჩარიცხული პროფესიული სტუდენტისთვის, მაქსიმუმ ორ ჯგუფში განაწილებით (ჯამურად, ორივე ჯგუფში არაუმეტეს 40 ადგილისა).

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტითა და მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დასაფინანსებელი ჯგუფების რაოდენობა არ გავრცელდეს იმ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც 2024 წლის მიღების ფარგლებში სწავლას დაიწყებენ ქართული ენის მოდულით. ამ მუხლის               მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დაწესებულებებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია ჯგუფში არსებული პროფესიული სტუდენტების ზღვრული ოდენობის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015  წლის 30 დეკემბრის დადგენილება №656 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის დადგენილება №243 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 მაისის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 27.05.2024წ.

მუხლი 21. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში დაფინანსების კორექტირების წესი

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხის კორექტირების მიზნით, 6 თვეში ერთხელ, შესაბამისი კვარტალის ბოლო კვირაში, ამ წესით დადგენილი პირობებისა და ამ მუხლით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს გადასარიცხი თანხის ოდენობის ხელახალ გაანგარიშებას, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული კვარტალური დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს გადაერიცხათ და შესაბამის კვარტალში:

ა) ვერ განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლისთვისაც მიღებული აქვთ შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსება;

ბ) განახორციელეს ის მოდული/პროგრამა, რომლის დაწყებისა და დასრულების ვადა შესაბამის კვარტალში პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ იყო გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაბამის კვარტალში დასაფინანსებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობაში გაითვალისწინებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფიქსირდებათ პროფესიული სტუდენტის აქტიური სტატუსი. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახოს შესაბამის  კვარტალში მოდულის/პროგრამის განხორციელების ფაქტობრივი თარიღები.

3. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების კორექტირების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დაფინანსების მოდულში, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ადასტურებს გადასარიცხი კორექტირებული თანხის სისწორეს.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებულ ვადაში დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამ დაწესებულებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების კორექტირება განხორციელდება სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაანგარიშებული მონაცემების შესაბამისად.

5. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისაგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში კორექტირებით გადასარიცხი/დასაბრუნებელი თანხის გაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდებას. სამინისტრო შესაბამის კორექტირებას განახორციელებს შემდგომი კვარტალის/კვარტალების დაფინანსებიდან.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით კორექტირებას ასევე ექვემდებარება 2020 წლის მე-3, მე-4 და 2021 წლის პირველ და მე-2 კვარტალებში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში პირველადი და კვარტალური დაფინანსებისთვის გადარიცხული თანხები.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.

+
დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 2  სექტემბრის  დადგენილება №552  – ვებგვერდი, 15.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის  27 დეკემბრის  დადგენილება № 568  – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  31 აგვისტოს  დადგენილება № 450  – ვებგვერდი, 03.09.2018წ.


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ , სახელმწიფოს   მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

მუხლი 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიულ სპეციალიზაციაზე I-III საფეხურებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

 

№

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული სპეციალიზაცია

საფეხური

სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა

1

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

I

400

2

მეხილე

II

3

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

II

4

მებოსტნე

II

5

თევზგადამმუშავებელი

III

6

თევზის მრეწავი

III

7

ზოოტექნიკოსი (მეცხენეობა, მეცხვარეობა, მებოცვრეობა, მეფრინველეობა და ა.შ.)

III

8

მებოსტნე

III

9

მეხილე

III

10

მძერწავი (არქიტექტურული დეტალების)

III

11

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

III

12

საკერავი მანქანების ოპერატორი

III

13

კორესპონდენტი

III

14

ბუღალტერი

III

15

ქიმიური წარმოების სპეციალისტი

III

16

კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი

I

500

17

კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი

II

18

მხატვარ-შემსრულებელი

I

19

მხატვარ-შემსრულებელი

II

20

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

II

650

21

საკერავი მანქანების მექანიკოსი

III

22

ამწის მემანქანე

III

23

ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

II

24

სანერგე მეურნეობის სპეციალისტი

III

25

კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპისტი)

III

26

საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსი

III

27

ტოპოგრაფი

III

28

თექის ხელოსანი

III

29

ღონისძიებათა მომწყობი

III

30

ინფორმაციული ტექნოლოგი

III

31

მევენახე

III

32

მასაჟისტი

III

33

კომპიუტერული ინჟინერი

III

34

ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

III

35

ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

III

36

გამყიდველ-კონსულტანტი

III

37

რძის გადამმუშავებელი

III

38

სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

III

39

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

III

40

რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე,მებეტონე)

III

41

ინტერნეტტექნოლოგი (ვებსპეციალისტი)

III

42

კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი

III

43

ქიმიური და კვებითი მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

44

ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი

III

45

ამწე – სატრანსპორტო მანქანებისა და ლიფტების ტექნიკოსი

III

750

46

ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი

III

800

47

კალატოზი

III

48

კომპიუტერული გრაფიკოსი

III

49

სარესტორნო საქმისმწარმოებელი

III

50

მებათქაშე

III

51

თაბაშირმუყაოს სპეციალისტი

III

52

ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი (წვრილ ცხოველთა: ძაღლი, კატა და სხვა; სასოფლო – სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების; ეგზოტიკური ცხოველების, ფრინველებისა და თევზების და სხვა)

III

53

მღებავი

III

54

საბაჟო წარმომადგენელი

III

55

მოლარე (ბანკის და ა.შ.)

III

56

ზეინკალ-სანტექნიკოსი

III

57

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

II

58

ტრაქტორისტ-მემანქანე

III

59

მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული)

III

60

მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი)

III

61

მეთუნუქე-მღებავი

III

62

სტილისტი (ქალი, მამაკაცი)

III

63

ელექტრიკოსი

III

64

იუველირი

III

65

მიმღები – რეცეფციონისტი

III

66

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

III

67

მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი)

III

68

ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი

III

69

სამშენებლო-საგზაო-სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების ტექნიკოსი

III

70

მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

III

71

ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

III

950

72

ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი

III

73

მემცენარე

III

74

სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური

III

75

სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

III

76

ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს – შემკეთებელი

III

77

ძრავის შემკეთებელი

III

78

მეფილე – მომპირკეთებელი

III

79

სავალი ნაწილის ტექნიკოსი

III

80

ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი)

III

81

გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

III

82

ავტომობილის ზეინკალი

III

83

სასტუმრო საქმისმწარმოებელი

III

84

კბილის ტექნიკოსი

III

85

დეკორატიულ – გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი

III

86

მეღვინე

III

87

ნავთობისა და გაზის გადამუშავების სპეციალისტი

III

88

სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

III

89

მხატვარ-შემსრულებელი

III

90

ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი

III

1,000.00

91

სამთო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის უსაფრთხოების სპეციალისტი

III

1,150.00

92

გიდი (გეოტურიზმის და ა.შ.)

III

93

გვირაბგამყვანი

III

94

გარემოს დაცვის ტექნიკოსი

III

95

ხის მხატრული დამუშავების სპეციალისტი

III

96

ყველის მწარმოებელი

III

97

ელმავლის მემანქანე

III

98

ექთნის თანაშემწე

III

99

სამთო ელექტრომექანიკოსი

III

100

სამთო ტექნიკოსი

III

101

დურგალი

III

102

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

III

103

ბარმენი

III

104

კომპიუტერული გრაფიკოს- ანიმატორი

III

105

ვებსპეციალისტი

III

106

სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი

III

107

შემდუღებელი

III

108

კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

III

109

ხილ – ბოსტნეულის გადამმუშავებელი

III

110

ფეხსაცმლის, ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალისტი

III

111

სომელიე

III

112

მეფუტკრე

III

113

მემინანქრე

III

1,300.00

114

პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსი

III

115

აგრარული ტექნიკის მექანიკოსი

III

1,400.00

116

მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი

III

117

სარკინიგზო გადამზიდავი

III

1,500.00

118

სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციის ოპერატორი

III

119

მოცეკვავე

III

1,700.00

120

მზარეული

II

121

მზარეული

III

1,900.00

122

რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

2,250.00

123

მელიანდაგე

III

124

სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ელექტრომექანიკოსი

III

125

სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

III

126

რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის ელექტრომექანიკოსი

III

127

კონდიტერი

III

128

მევენახე-მეღვინე

III

129

საფეხმავლო-გამყოლი

III

 

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სპეციალიზაციის როგორც IV, ასევე V საფეხურებისათვის განისაზღვროს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარით.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“, №244, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017410 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2021412-31/