პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (32)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (26)
დოკუმენტის ტექსტი
|
პროფესიული
განათლების
დაფინანსების
წესისა
და
პირობების
განსაზღვრისა
და პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის
საფასურის
მაქსიმალური
ოდენობის
დამტკიცების
თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ. |
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად
|
| მუხლი 1 |
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვროს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართი N2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 21 |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა დამტკიცდეს ამ დადგენილების დანართ №3-ის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №96 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
|
|
პროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები
თავი I. ზოგადი დებულებანიმუხლი 1. რეგულირების სფეროპროფესიული განათლების დაფინანსების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების დაფინანსების (შემდგომში − დაფინანსების) წესსა და პირობებს. მუხლი 2. დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები1. ამ წესის შესაბამისად, დაფინანსებაზე უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო). 2. დაფინანსებას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (გარდა სამინისტროსი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.
მუხლი 3. დაფინანსების გაცემის მიზანისამინისტროს მიერ დაფინანსების გაცემის მიზანია: ა) პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა; ბ)პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პოტენციალის შენარჩუნება და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებათა გაფართოება; გ)პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება; დ) პროფესიული სტუდენტების ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება, რომელიც მოითხოვს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამოყენებას; ე) ქვეყანაში მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობისა და დასაქმების (მაჩვენებლის) ზრდა. მუხლი 4. დაფინანსების სახეებიდაფინანსების სახეებია: ა) ვაუჩერული დაფინანსება; ა 1) მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება; ბ) პროგრამული დაფინანსება; გ) მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
თავი II. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
მუხლი 5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან შემდეგი დაწესებულებები: ა) სამინისტროს, საქართველოს მთავრობის/სხვა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2024წ.
მუხლი 6. ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი და პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ვაუჩერული დაფინანსება მიეცემათ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის. 2. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
მუხლი 61. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის მიზანი 1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემათ სასწავლო მასალის შეძენისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ასანაზღაურებლად და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სწავლების ხელშეწყობისათვის. 2 . ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის. 21. სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმართონ ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს. 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №174 - ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
მუხლი 7. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემის საფუძველი 1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, ასევე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც იმყოფება ან იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). 2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №683 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №656 - ვებგვერდი, 30.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №684 – ვებგვერდი, 16.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 10.06.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №206 – ვებგვერდი, 07.06.2023წ.
მუხლი 8. ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა1. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით; გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით; დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი № 2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ზ)10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ემთხვევა ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებზე ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით; გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით; დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში გამოიანგარიშება ამ დადგენილების დანართი №2-ით შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საფეხურისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ.
მუხლი 81. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა1. ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომელიც განისაზღვრება ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულების საფასურის (შემდგომში − მოდულის საფასური) ჯამური ღირებულებით. ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის დადგენისას, უფლებამოსილია, პროგრამის საფასური განსაზღვროს შესაბამისი მოდულების საფასურის ჯამური ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არა უმეტეს ამ პროგრამაში შემავალი მოდულების საფასურების ჯამური ღირებულების ოდენობით. 11. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება ამტკიცებს მოდულებისგან შემდგარი იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. ამ მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება: ა) ახორციელებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენლობაში არსებული მოდულების სწავლის შედეგების დაყოფას ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებასა და რეალურ სამუშაო გარემოში მისაღწევ სწავლის შედეგებად, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში; ბ) ამ დადგენილების დანართი №3-ით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ადგენს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების საფასურს, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში; ბ1) ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება უფლებამოსილია, პროგრამის შემადგენელი იმ მოდულების, რომელთა ერთი სწავლის შედეგი მაინც მიიღწევა ამ დაწესებულებაში, საფასური დაადგინოს ამ მოდულის საფასურის ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობით. ამ შემთხვევაში სამინისტრო მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას განახორციელებს არაუმეტეს მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდულის საფასურიდან გამოიანგარიშებს ამ მოდულის ფარგლებში დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულებას, თითოეული სწავლის შედეგისთვის მინიჭებული კრედიტების პროპორციულად, შემდეგი პრინციპით: ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგის კრედიტი შეეფარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის მთლიან კრედიტს და მრავლდება ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის საფასურზე; დ) განსაზღვრავს/ამტკიცებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულების ჯამით. 2. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით; გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით; დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულისგან საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, ემთხვევა მოდულის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას. 21. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, თითოეულ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა გამოიანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 3. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით; გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით; დ) ერთი პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გამოიანგარიშება მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით. 4. ერთ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის გავლის უფლების მქონე: ა) ერთი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 10.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ბ) 2 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 5.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით; გ) 3 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 3.3 კოეფიციენტზე გადამრავლებით; დ) 4 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ე) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 2.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ვ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.6 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ზ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.4 კოეფიციენტზე გადამრავლებით; თ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.2 კოეფიციენტზე გადამრავლებით; ი) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალური ოდენობის 1.1 კოეფიციენტზე გადამრავლებით; კ) 9-ზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, ემთხვევა შესაბამისი მოდულის საფასურის მაქსიმალურ ოდენობას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის დადგენილება №279 – ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
მუხლი 9. ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა1. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდე- ნობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა. 2. ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I-V საფეხურებიდან პროფესიული სტუდენტის მობილობის განხორციელების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შედეგად, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; დ) 1 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №303 - ვებგვერდი, 29.11.2013წ. მუხლი 91. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა 1. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ბ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; გ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; დ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ე) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ვ) 10 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1,1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 10-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ზ) 10 პროფესიულ სტუდენტზე მეტი სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა. 11. თუ ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებისთვის ამავე დაწესებულებისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობა (მაგრამ არა უმეტეს ამ წესის 81 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) გამოიანგარიშება შემდეგი წესით: მოდულის საფასური მრავლდება ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობასა და 1,6 კოეფიციენტზე. 2. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული: ა) 4 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,7 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ბ) 3 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,8 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; გ) 2 პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 1,9 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; დ) ერთი პროფესიული სტუდენტის დარჩენის შემთხვევაში, გაიცემა მოდულის საფასურის 2,0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) თანხა. 21. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის დაფინანსება, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ერთი მოდულის ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულების ჯამური ოდენობა გამრავლებული იმ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაზე, რომლებიც სწავლობენ აღნიშნული მოდულით და გამრავლებული ამ რაოდენობის შესაბამის კოეფიციენტზე. დაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღება ამ წესის 81 მუხლითა და ამ მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტებით დადგენილი კოეფიციენტები. 3. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის ვაუჩერული დაფინანსების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ჩარიცხული „ქართული ენა A2“ მოდულისა და „ქართული ენა B1“ მოდულის გავლის უფლების მქონე: ა) ერთი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 10.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 1-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ბ) 2 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 5.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 2-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; გ) 3 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 3.3 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 3-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; დ) 4 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 2.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 4-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ე) 5 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 2.0 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 5-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ვ) 6 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.6 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 6-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ზ) 7 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.4 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 7-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; თ) 8 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 8-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; ი) 9 პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის 1.1 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული თანხის ოდენობის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) 9-ზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა; კ) 9-ზე მეტი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში, მოდულის საფასურის (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) პროფესიული სტუდენტების შესაბამის რაოდენობაზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა. 4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) გათვალისწინებულ დაწესებულებაზე გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1,2 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რომელიც გარდა ამ წესის 61 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისა, ასევე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №500 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №622 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №568 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №552 – ვებგვერდი, 30.11.2021წ.
მუხლი 92. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა 1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ან მაღალმთიან დასახლებაში ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის გასაცემი ვაუჩერული/ მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა იანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებული ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის 1.25 კოეფიციენტზე გადამრავლებით. 2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებული ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება არ არის საკმარისი ამ წესის მე-6 და 61 მუხლებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ სამინისტროში წარდგენილი დასაბუთებული მიმართვის (თანდართული ხარჯთაღრიცხვით) საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიიღოს გადაწყვეტილება ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდაზე. 4. მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გაიცემა 91 მუხლით დადგენილი წესით გაანგარიშებული მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერის დაფინანსების ოდენობის 1.5 კოეფიციენტზე გადამრავლებით მიღებული ოდენობის თანხა, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების მიზნებს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 07.06.2016წ. |
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“, №244, 19.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.017410 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2021412-26/