გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.10.2013 ბოლო ცვლილება 04.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017424
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2013 წლის 4 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1

1. შეიქმნას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.

2. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).

+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
+



დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 17.01.204წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №329 – ვებგვერდი, 05.05.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 10.03.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 03.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 22.09.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №215 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №503 - ვებგვერდი, 28.10.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №616 - ვებგვერდი, 16.12.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა


1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.

2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.

4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

6.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი.

7. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი.

8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.

15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

16. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.

17. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი.

18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.

19. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.

20. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

21. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

22. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.


1
დანართი №2

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.    ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შეუშავება;

ბ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის  შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა  და პროექტების  განხილვა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის   უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს  შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, საჯარო  უწყებების, ორგანიზაციებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების, მათ შორის, დისტანციური და ელექტრონული სხდომების მეშვეობით. სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე.

2. კომისიის ელექტრონული სხდომა ტარდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი წარმომადგენლები, სხვა საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.

4. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.

6. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.

7. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.

8. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

9. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრები, კომისიის წევრის წარმომადგენლები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად, სხდომაზე დასწრების გზით ან მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

10. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით (ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევაში – კომისიის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, პოზიციის დადასტურების შემთხვევაში). ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

11. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

12. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.

13. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

14. კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება კომისიის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 5. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა

კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №257, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017424 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2036505-12/