გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
| გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია. 2. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1). 3. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 17.01.204წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №329 – ვებგვერდი, 05.05.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 10.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 03.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 22.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 16.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 11.07.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №215 - ვებგვერდი, 14.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
|
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.
2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე. 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 13. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი. 15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი. 16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი. 17. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 18. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 19. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 20. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი − კომისიის მდივანი. . |
დანართი №2
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შეუშავება; ბ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია; დ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; ე) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები; ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები. 3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე. 6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი. 7. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 10. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 11. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 12. კომისია, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 5. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
|
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №257 2013 წლის 4 ოქტომბერი ქ.თბილისი| გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
+ მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.
2. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
+ მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
დანართი №1საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 17.01.204წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 03.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 22.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №215 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
1. მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.
2. ქეთევან ციხელაშვილი − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე.
3. ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
4. ლაშა დარსალია − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.
5. ზაალ კაპანაძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
6. გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
7. გიორგი ხანიშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
8. რომეო მიქაუტაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
9. გოჩა ლორთქიფანიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
10. თეიმურაზ მღებრიშვილი − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
11. დავით დონდუა − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
12. ლევან ხარატიშვილი − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
13. მამუკა ცოტნიაშვილი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
14. ლია გიგაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.
15. ეკატერინე სისაური − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი.
16. მიხეილ დაუშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი.
17. ავთანდილ თალაკვაძე − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი.
18. გიორგი თუმანიშვილი − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.
19. ზვიად ზვიადაძე − შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
20. ოთარ კონჯარია − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.
.
1
დანართი №2 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შეუშავება; ბ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია; დ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; ე) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები; ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები. 3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №257
2013 წლის 4 ოქტომბერი
ქ.თბილისი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.
2. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
+
დანართი №1
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 17.01.204წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №329 – ვებგვერდი, 05.05.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 03.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 22.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №215 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №503 - ვებგვერდი, 28.10.2019წ.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.
2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
13. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.
15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი.
16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.
17. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.
18. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
19. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
20. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი − კომისიის მდივანი.
.
1
დანართი №2
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.
3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები🔗
კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შეუშავება;
ბ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გ) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია;
დ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი🔗
კომისია უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება🔗
1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.
5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.
6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.
7. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
11. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
12. კომისია, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
მუხლი 5. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა🔗
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №257, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017424 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2036505-9/