გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №257 |
|
2013 წლის 4 ოქტომბერი ქ.თბილისი |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:
1. შეიქმნას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია. 2. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1). 3. დამტკიცდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
პაატა ზაქარეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თანათავმჯდომარე; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ქეთევან ციხელაშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დავით დონდუა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის წევრი; ირაკლი გეგეჭკორი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დავით შერვაშიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ბესარიონ დევდარიანი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მამუკა ცოტნიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ზაალ სარაჯიშვილი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დიმიტრი მახათაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; შალვა ამირეჯიბი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ირაკლი მელაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი თუმანიშვილი – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; ოთარ კონჯარია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შეუშავება; ბ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია; დ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; ე) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები; ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია; გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით; დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები. 3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. 5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე. 6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი. 7. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 10. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას. 11. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. 12. კომისია, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 5. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
|
+
ქ.თბილისი
+
+
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
+
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №56 – ვებგვერდი, 17.01.204წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 მაისის დადგენილება №329 – ვებგვერდი, 05.05.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 ივლისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 03.08.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №492 – ვებგვერდი, 22.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 16.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №329 - ვებგვერდი, 11.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №215 - ვებგვერდი, 14.05.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №503 - ვებგვერდი, 28.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №616 - ვებგვერდი, 16.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე.
2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი.
დავით დონდუა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის წევრი;
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.
5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი.
7. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი.
15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
16. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.
17. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი.
18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.
19. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.
20. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
21. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
22. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.
1
ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
გ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, საჯარო უწყებების, ორგანიზაციებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების, მათ შორის, დისტანციური და ელექტრონული სხდომების მეშვეობით. სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე.
2. კომისიის ელექტრონული სხდომა ტარდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი წარმომადგენლები, სხვა საჯარო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.
4. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.
6. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.
7. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი არ არის კომისიის წევრი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.
8. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
9. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრები, კომისიის წევრის წარმომადგენლები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად, სხდომაზე დასწრების გზით ან მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
10. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით (ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევაში – კომისიის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, პოზიციის დადასტურების შემთხვევაში). ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
11. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.
12. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.
13. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, კომისიის თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
14. კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება კომისიის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №481 - ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №257. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.017424.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №257, 04.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017424 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2036505/