ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის − რწმუნებულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სხვა მოხელეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილება;
გ.ვ) „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ.
|
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №27, 04.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.147.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2068735-1/