ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის − რწმუნებულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სხვა მოხელეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილება;
გ.ვ) „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ.
|
+
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2013 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის − რწმუნებულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სხვა მოხელეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ე) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილება;
გ.ვ) „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება.
+
მუხლი 2🔗
გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ.
+
მუხლი 3. (ამოღებულია)🔗

მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №27, 04.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.147.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2068735-2/