ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;
დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;
ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;
ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;
ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1055(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, იურიდიული დახმარება განმარტებულია, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა,…
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…კანონმდებლობით დადგენილი წესით ბავშვისთვის ან/და მშობლისთვის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის ან/და იურიდიული დახმარების გაწევას ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.“ 20. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე“.
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
სადავო წერილის თანახმად, ბიუროს მიერ მიღებულ იქნა ადვოკატის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რასაც საფუძვლად დაედო „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი. ბიურომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის დაცვას.
- საქმე №ბს-1158-1152(3კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
იურიდიული დახმარება მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში ( „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სწორედ ხსენებული მინდობილობის საფუძველზე ხორციელდებოდა მოსარჩელის - ა.
- საქმე №ბს-776-768(2კ-4კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2016
იურიდიული დახმარება მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში ( „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). სწორედ ხსენებული მინდობილობების საფუძველზე ხორციელდებოდა მოსარჩელეების - ლ.
- საქმე №ას-411-389-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
- საქმე №ას-43-37-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება