მიზანი
1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.
2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დრო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2007).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1103-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 1.1, 1.2, 1.3, 1.4 მუხლებით და განმარტა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის მაღალი რეპუტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.
- საქმე №ბს-940(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2025
…შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატის მოსაზრებით, უპირველეს ყოვლისა, შეფასება უნდა მიეცეს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობის საფუძვლიანობას სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესახებ, რა მიმართებით პალატა მიუთითებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე (მე-2 პუნ.);
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
პალატის განმარტებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები პირდაპირ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.
- საქმე №ას-770-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2019
…შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ასევე, მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: 1. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება: 1.1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულია ამ კანონის მიზანი და დადგენილია, რომ იგი საქართველოს…
- საქმე №100310019003065105 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 09.09.2019
…არ დაკმაყოფილდა. 7.3.სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მესამე პირის წარმომადგენლის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის შუამდგომლობა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე უსაფუძვლობის გამო ,,იურიდიული დახმარების შესახებ „საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება