ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია:
ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა;
ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;
გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში;
დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;
ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3013
- 13.12.2013 კანონი №1779
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.10.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. იურიდიული დახმარების სახეები ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა; ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში; გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში; დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით; ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-168(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
…ეფექტიანი სისტემის შექმნა. ამავე კანონის 1.2 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში.
- საქმე №ას-411-389-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2012
იურიდიული დახმარების სახეებს, რომლებითაც სარგებლობის უფლება ენიჭება გადახდისუუნარო პირს, განსაზღვრავს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
- საქმე №ას-43-37-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
იურიდიული დახმარების სახეებს, რომლებითაც სარგებლობის უფლება ენიჭება გადახდისუუნარო პირს, განსაზღვრავს «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იურიდიული დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება