1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა.
2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5764 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2020 კანონი №5764
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება 1. სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა. 2. სპეციალიზებული დაწესებულება/სპეციალიზებული დაწესებულების თანამშრომელი არ შეიძლება იყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება