თავი IV — სოციალური დახმარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტრო:
ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს;
გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;
ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, სამინისტრო ან/და სააგენტო, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების შესახებ თავიანთ ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთხელმისაწვდომობას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6889
–
ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6889
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი 1. სამინისტრო: ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს; გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) ამტკიცებსშეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსპირებს, –მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს; ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, სამინისტრო ან/და სააგენტო, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების შესახებ თავიანთ ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთხელმისაწვდომობას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება