თავი IV — სოციალური დახმარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) (ამოღებულია - 09.06.2021, №608);
ბ) (ამოღებულია - 09.06.2021, №608);
გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;
დ) აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს;
ე) უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
ე1) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №663 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6889
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №608 – ვებგვერდი,14.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 09.06.2021 კანონი №608
- 15.07.2020 კანონი №6889
- 21.04.2017 კანონი №663
- 24.04.2012 კანონი №6061
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმოადგენს(ამოღებულია ცენტრალურ- და09.06.2021, ადგილობრივ№608); მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) წარმოადგენს(ამოღებულია სხვა- სახელმწიფოში09.06.2021, გაშვილების№608); მიზნებისათვის ცენტრალურ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქართველოს ტერიტორიაზე; გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; დ) აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს; ე) უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას; ე1) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე; ვ) (ამოღებულია); ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება