1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;
გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები;
დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;
ე) შემოწირულებები;
ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6889
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6889
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები 1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები; გ) ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები; დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა; ე) შემოწირულებები; ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები. თავი VII. გარდამავალი დებულებანი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება