თავი IV — სოციალური დახმარების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში;
ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;
გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას;
დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6889
–
ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6889
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი 1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივიაღმასრულებელი თვითმმართველობის ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში; ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით; გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას; დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. 2. ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემთა სამინისტროსა და სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის შეთავსებას სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ფორმითა და პერიოდულობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური დახმარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 51, 31/12/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება