საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. |
,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას. 2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს. 5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის. 6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მხარედ. 7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 9. სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია. 10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები 1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით. 2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების განსაჯაროებას. მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი; გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება; დ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების წარდგენა; ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ე1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ვ) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა; თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით; ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა. 2. სააგენტო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის; გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ; დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ე) მოკვლევის პროცესში მიიწვიოს/ჩართოს ექსპერტი; ვ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი; ზ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/ დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად; თ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად; კ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე; ლ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები; მ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევისას, სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით მიიღოს გადაწყვეტილება განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე; ო) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე; პ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; ჟ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; რ) სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას; ს) სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას; ტ) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე; უ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეისწავლოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მონაწილეობით დაგეგმილი კონცენტრაციის ან კონკურენციის შესაძლო დარღვევის საკითხი; ფ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან გამართოს კონსულტაციები საკითხის შემსწავლელი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით; ქ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარდგენის მოთხოვნით და პირიქით, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიმართვისას, ჩაერთოს საკითხის განხილვისა და კონსულტაციების პროცესში; ღ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; ყ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე; შ) შეისწავლოს გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო დასკვნა; ჩ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ც) აწარმოოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრი; ძ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე; წ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე; ჭ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება; ხ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ჯ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით; ჰ) განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება; ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე; ჰ2) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ; ჰ3) უზრუნველყოს სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე; ჰ4) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში; ჰ5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. მუხლი 31. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და საბჭოს აპარატი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია, განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში − დავების განხილვის საბჭო), რომელიც არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო და რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. დავების განხილვის საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 2. დავების განხილვის საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას. 3. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. 4. სააგენტო დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. მუხლი 4. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი. 2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი იკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას. 3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს. 4. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით; ა1) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს; ა2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; დ1) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; დ2) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; დ3) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის ან/და მისი თანხმობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს); ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება; ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს. 5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25
იანვრის
დადგენილება №37
– ვებგვერდი, 29.01.2018წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტი; გ) იურიდიული დეპარტამენტი; დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი; ე) ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტი; ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი. 2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი მოსამსახურეები: ა) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; გ) შიდა მონიტორინგის მენეჯერი. 3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში. 4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. 41. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით. 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება; ბ) ადამიანური რესურსების მართვა; გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა; დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა; ე) (ამოღებულია - 25.01.2018, №37); ვ) (ამოღებულია - 25.01.2018, №37); ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა; თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; პ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 7. ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება; გ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება; ე) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება და კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება; გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება; თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; კ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 9. ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება; ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება; გ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება; დ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება; ე) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება; ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; ბ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; დ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა; ე) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა, შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შესული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა; კ) ანტიდემპინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ო) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა; ბ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება; გ) დავების განხილვის საბჭოს სხდომათა ოქმების შედგენა; დ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა; თ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ი) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება; ლ) კომპეტენციის შესაბამისად, პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია; ო) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია; პ) კომპეტენციის ფარგლებში, არქივის წარმოება; ჟ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; რ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება; ს) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის, ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება; ტ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს რეგლამენტით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. 10. რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. 11. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია; ბ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია; გ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და შეთანხმება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ზ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების, ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; გ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ექსპერტებისაგან კონსულტაციების მიღება, რეკომენდაციების გაზიარება; დ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; ე) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება; ვ) პრესკონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების, ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 13. შიდა მონიტორინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი; ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი; გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; ე) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა; ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის; ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) თავდებობა. მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. წლიური ანგარიში ასევე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ. მუხლი 8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა 1. სააგენტო ვალდებულია: ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას; ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით; გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა. 2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად. 4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს. მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. 2. თუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე. 4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №288 2014 წლის 14 აპრილი ქ.თბილისისაჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ |
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე:
+
მუხლი 1დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1. კონკურენციის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.
1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს გადაწყვეტილებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.
5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.
6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მხარედ.
7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.
8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
9. სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების განსაჯაროებას.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება, ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;
ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;
გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა;
გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;
დ) კონკურენციის განვითარებისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა;
დ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების წარდგენა;
ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ვ) მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;
ე1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ვ) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;
თ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.
ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;
ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, მოკვლევის მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;
დ) საქმის მოკვლევის ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი პირები მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად და მოაწყოს მათთან შეხვედრები;
დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და წესით გასცეს დასკვნა საწარმოთა კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე;
ე) მოკვლევის პროცესში მიიწვიოს/ჩართოს ექსპერტი;
ვ) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი;
ვ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;
ზ) მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერების თაობაზე;
ზ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/ დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;
თ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა;
თ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
კ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
კ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;
ლ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;
მ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში, აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით;
მ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევისას, სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;
ნ) დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით მიიღოს გადაწყვეტილება განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე;
ო) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ო) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;
პ) მოსთხოვოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
პ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;
ჟ) ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოითხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
ჟ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
რ) განსახილველად წარუდგინოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სავალდებულო წინადადებები და რეკომენდაციები სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მათ შორის:
რ) სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას;
რ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
ს) სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას;
რ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;
ტ) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე;
ს) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და, საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;
უ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეისწავლოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მონაწილეობით დაგეგმილი კონცენტრაციის ან კონკურენციის შესაძლო დარღვევის საკითხი;
ტ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
ფ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან გამართოს კონსულტაციები საკითხის შემსწავლელი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით;
უ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;
ქ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარდგენის მოთხოვნით და პირიქით, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიმართვისას, ჩაერთოს საკითხის განხილვისა და კონსულტაციების პროცესში;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ღ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
ქ) უზრუნველყოს თათბირების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ყ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
ღ) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;
შ) შეისწავლოს გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო დასკვნა;
ყ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
ჩ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ც) აწარმოოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრი;
ძ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
წ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;
ჭ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;
ხ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ჯ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით;
ჰ) განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება;
ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ჰ2) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;
ჰ3) უზრუნველყოს სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ჰ4) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;
ჰ5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 31. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და საბჭოს აპარატი🔗
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია, განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში − დავების განხილვის საბჭო), რომელიც არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო და რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. დავების განხილვის საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
2. დავების განხილვის საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას.
3. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.
4. სააგენტო დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

მუხლი 4. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი იკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას.
3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.
4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;
ა1) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს;
ა2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
დ1) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
დ2) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
დ3) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის ან/და მისი თანხმობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს);
ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი.
დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი;
ე) ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი მოსამსახურეები:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
გ) შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში.
4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე.
4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
41. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.
5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით.
6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა;
დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა;
ე) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);
ვ) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);
ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
პ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
7. ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენციული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;
გ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება;
ე) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება და კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;
გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;
ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ზ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება;
თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
კ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
9. ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, მარეგულირებელი ქმედებების კონკურენციული ეფექტის შეფასება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება;
გ) სახელმწიფო დახმარებების პროექტების შეთანხმება; სახელმწიფო დახმარებების პროგრამებისა და სქემების კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება; სახელმწიფო დახმარებების კონკურენციული ეფექტის შეფასება;
გ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება;
დ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებების განხილვა, სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონცენტრაციის დონისა და ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილების განსაზღვრა; შესაბამისი დასკვნის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ე) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება;
ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ბ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
დ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
ე) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა, შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შესული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;
კ) ანტიდემპინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ო) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა;
ბ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) დავების განხილვის საბჭოს სხდომათა ოქმების შედგენა;
დ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა;
თ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ი) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
კ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
ლ) კომპეტენციის შესაბამისად, პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;
ო) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, არქივის წარმოება;
ჟ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
რ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;
ს) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის, ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება;
ტ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს რეგლამენტით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
10. რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
11. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;
ბ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;
გ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და შეთანხმება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
ზ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების, ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
გ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ექსპერტებისაგან კონსულტაციების მიღება, რეკომენდაციების გაზიარება;
დ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;
ვ) პრესკონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების, ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
13. შიდა მონიტორინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი;
ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;
ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) თავდებობა.
მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში
არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა, სააგენტო ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ. წლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.
სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. წლიური ანგარიში ასევე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. თუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №288
2014 წლის 14 აპრილი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.
6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მხარედ.
7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
9. სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები🔗
1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების განსაჯაროებას.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები🔗
1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;
გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;
დ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების წარდგენა;
ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ე1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ე2) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ვ) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.
ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;
დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ე) მოკვლევის პროცესში მიიწვიოს/ჩართოს ექსპერტი;
ვ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;
ზ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/ დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;
თ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
კ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;
ლ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;
მ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევისას, სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით მიიღოს გადაწყვეტილება განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე;
ო) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;
პ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;
ჟ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
რ) სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას;
ს) სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას;
ტ) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე;
უ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეისწავლოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მონაწილეობით დაგეგმილი კონცენტრაციის ან კონკურენციის შესაძლო დარღვევის საკითხი;
ფ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან გამართოს კონსულტაციები საკითხის შემსწავლელი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით;
ქ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარდგენის მოთხოვნით და პირიქით, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიმართვისას, ჩაერთოს საკითხის განხილვისა და კონსულტაციების პროცესში;
ღ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
ყ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
შ) შეისწავლოს გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო დასკვნა;
ჩ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
ც) აწარმოოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრი;
ძ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
წ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;
ჭ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;
ხ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;
ჯ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით;
ჰ) განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება;
ჰ1) კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
ჰ2) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;
ჰ3) უზრუნველყოს სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ჰ4) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;
ჰ5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
ჰ5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
მუხლი 31. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და საბჭოს აპარატი🔗
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია, განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში − დავების განხილვის საბჭო), რომელიც არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო და რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. დავების განხილვის საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
2. დავების განხილვის საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას.
3. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.
4. სააგენტო დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 4. სააგენტოს მართვა🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი იკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას.
3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.
4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;
ა1) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს;
ა2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
დ1) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
დ2) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
დ3) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის ან/და მისი თანხმობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს);
ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს პირველი მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა🔗
1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი;
ე) ანტიდემპინგური ღონისძიებების დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი;
2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი მოსამსახურეები:
ზ) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
ა) საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი;
თ) კომუნიკაციების დეპარტამენტი.
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედის სააგენტოს შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
გ) შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში.
4. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს – დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
41. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.
5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით.
6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა;
გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის მომზადება, შეფასება, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და ტრენინგის საჭიროების კვლევა;
დ) სააგენტოში კონკურსისა და რეორგანიზაციის პროცესების წარმართვა;
ე) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);
ვ) (ამოღებულია - 25.01.2018, №37);
ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა;
თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
პ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
7. ეკონომიკური კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;
გ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება;
ე) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის შეფასება და კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;
გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;
ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება;
თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
კ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
9. ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება;
გ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება;
დ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება;
ე) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება;
ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ბ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
დ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
ე) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა, შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შესული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;
კ) ანტიდემპინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ო) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა;
ბ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) დავების განხილვის საბჭოს სხდომათა ოქმების შედგენა;
დ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა;
თ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
ი) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
კ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
ლ) კომპეტენციის შესაბამისად, პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;
ო) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, არქივის წარმოება;
ჟ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
რ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;
ს) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის, ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება;
ტ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს რეგლამენტით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.
10. რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
93. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
11. საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;
ბ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;
ბ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; სააგენტოს წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;
გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება და შეთანხმება;
დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ე) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, განმცხადებლისგან, მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, ახსნა-განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
ვ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული წერილების და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
ზ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება;
ზ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ი) საჭიროების შემთხვევაში, მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მ) მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
12. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ნ) მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი;
ა) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა;
ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების, ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
პ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
გ) სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება; ექსპერტებისაგან კონსულტაციების მიღება, რეკომენდაციების გაზიარება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
დ) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
რ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ე) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;
ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ვ) პრესკონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების, ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება;
94. კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
ა) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
გ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების განხილვის მიზნით, სააგენტოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზება;
დ) პრესკონფერენციების, ინტერვიუების, ბრიფინგების, ოფიციალური მიღებებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;
ე) სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
ვ) პრესის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;
ზ) სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება;
თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
ლ) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
მ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, მათში მონაწილეობის ორგანიზება და ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;
ნ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მათთან თანამშრომლობის დამყარება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ო) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
პ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
10. რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.
11. (ამოღებულია - 19.05.2022, №259).
12. (ამოღებულია - 19.05.2022, №259).
13. შიდა მონიტორინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი;
ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;
ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის მიწოდება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;
კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები🔗
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) თავდებობა.
მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში🔗
სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. წლიური ანგარიში ასევე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
მუხლი 8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა🔗
1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი🔗
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. თუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი🔗
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი🔗
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №288, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017908 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2320439-4/