საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.04.2014 ბოლო ცვლილება 29.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№288
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2014 წლის 14 აპრილი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

[ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №533 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.



+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

[ მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ დებულება. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №533 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულება

[ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულება (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №533 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.

[1. სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან) ]

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას.

3.  სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.

[1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციას, დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობასა და დარღვევებზე სათანადო რეაგირებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილის, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს. (ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან)]

5. სააგენტოს გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისთვის.

6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში  მხარედ.

7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ლოგო, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

9.  სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.

10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №533 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

მუხლი 2.  სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების საჯაროობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;

ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი;

გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11​1 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება;

დ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების წარდგენა;

ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ე​1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ე​2) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

[ე ​3 )„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; (ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან)]

ვ) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.

[ ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებთან თანამშრომლობა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;

ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების, ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების, მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა. (ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან)]

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ე) მოკვლევის პროცესში მიიწვიოს/ჩართოს ექსპერტი;

ვ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი;

ზ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/ დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად;

თ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

კ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;

ლ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები;

მ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევისას,  სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით მიიღოს გადაწყვეტილება განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე;

ო) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;

პ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ;

ჟ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

რ) სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას;

ს) სრულად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​1 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას;

ტ) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე;

უ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეისწავლოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტის მონაწილეობით დაგეგმილი კონცენტრაციის ან კონკურენციის შესაძლო დარღვევის საკითხი;

ფ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან გამართოს კონსულტაციები საკითხის შემსწავლელი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით;

ქ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარდგენის მოთხოვნით და პირიქით, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიმართვისას, ჩაერთოს საკითხის განხილვისა და კონსულტაციების პროცესში;

ღ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი უფლებამოსილი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

ყ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების ან განხორციელებული კანონის საწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან ქმედების აკრძალვა, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საკითხი განსახილველად დასვას ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;

შ) შეისწავლოს  გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო დასკვნა;

ჩ) სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესის დარღვევის შემთხვევაში,  ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;

ც) აწარმოოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრი;

ძ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების, შესაბამის ბაზარზე შესვლის საკანონმდებლო ბარიერების ან/და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობისა და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;

წ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;

ჭ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან  მოითხოვოს უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი კონსულტაციის მიღება;

ხ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განხორციელებული საქმის მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ჯ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისგან სააგენტოს მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გამოთხოვისა და მიღების მიზნით;

ჰ) განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება;

ჰ​1) კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს სარეკომენდაციო განმარტება და დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;

ჰ​2) საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასკვნა ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ;

ჰ​3) უზრუნველყოს სემინარების, კონფერენციებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;

ჰ​4) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;

ჰ​5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

[ჰ​4) მონაწილეობა მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;

ჰ​5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. (ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან)]

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 3​1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და საბჭოს აპარატი

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია, განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომში − დავების განხილვის საბჭო), რომელიც არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო და რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. დავების განხილვის საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. დავების განხილვის საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებასა და მის დამოუკიდებლობას.

3. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დავების განხილვის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომელიც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

4. სააგენტო დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.

მუხლი 4. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.

3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.

4. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

ა​1) უფლებამოსილია სააგენტოს წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სააგენტოს სხვა თანამშრომელს;

ა​​2) უფლებამოსილია, განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილის, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;

დ)  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

დ​1) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

დ​2) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

დ​3) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობის ან/და მისი თანხმობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას  საბჭოს აპარატის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს);

ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული  ქვედანაყოფების დებულებებს;

ზ) განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მოადგილე, ხოლო იმავდროულად ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №573 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის დადგენილება №37   – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა 

1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:

ა) ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტი;

 ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

 გ) ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტი;

 დ) სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი;

 ე) ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტი;

 ვ) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი;

 ზ) კომუნიკაციების დეპარტამენტი;

 თ) სასწავლო კვლევითი ცენტრი;

 ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი.

 2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედის სააგენტოს აუდიტორი. იგი დამოუკიდებელია და ექვემდებარება პირდაპირ სააგენტოს თავმჯდომარეს.

3. სააგენტოს შესაძლოა ჰყავდეს წარმომადგენლები რეგიონებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში.

4. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შესაძლებელია, ჰყავდეს მოადგილე. სასწავლო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც შესაძლებელია, ჰყავდეს მოადგილე.

4​1. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებითა და სააგენტოს შინაგანაწესით.

6. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და ადამიანური რესურსების მართვა;

გ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა;

დ) ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით, კონკურსის ორგანიზება და განხორციელება;

ე) სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა;

ვ) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო აღწერილობების, შინაგანაწესის პროექტის, შიდა პროცედურებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსების მართვა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ი) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული, სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა;

ნ) სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტების, სააგენტოსა და საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის დიალოგისა და სამსახურებრივი შეხვედრების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, მათ ორგანიზებაში მონაწილეობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ჟ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

[7. ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება, საჩივრების/განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;

გ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება;

ე) კონკრეტულ სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე;

ვ) დეპარტამენტში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;

გ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

დ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა;

ე) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და გზამკვლევი დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) სასამართლოში წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება და ამ პროცესში სააგენტოს წარმომადგენლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კონკურენციის, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ლ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების/მემორანდუმებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

პ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9. სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგის პროცესის წარმართვა და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება;

ბ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება, დარგობრივი და თემატური კვლევები;

გ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება;

დ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება;

ე) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება;

ვ) სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების გამოსავლენად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;

ზ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა; 

თ) დეპარტამენტში შემოსული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9​1. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

გ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

დ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;

ე) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა, შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ვ) დეპარტამენტში შესული წერილების, განცხადებების, საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

კ) ანტიდემპინგურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9​2. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა;

ბ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება, სხდომის ოქმების შედგენა, აღრიცხვა და შენახვა;

გ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება; მათ შორის, საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

დ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის, აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ე) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა;

ვ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ზ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე, პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა;

თ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ოფიციალური მიღებების, საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება, კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია;

ლ) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, არქივის წარმოება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ო) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;

პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის, ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება;

ჟ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბჭოს რეგლამენტით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება.

9​3. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;

გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე წინადადებების მომზადება;

ე) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, განმცხადებლისგან, მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, ახსნა-განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;

ვ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული წერილების          და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ლ) მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

მ) მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ნ) მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი;

ო) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა;

პ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

რ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტებით, ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

[9​3. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;

გ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, ასევე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

დ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ე) ადმინისტრაციული ორგანოებისგან, განმცხადებლისგან, მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, ახსნა-განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება;

ვ) დეპარტამენტში შემოსული წერილებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა, მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;

ზ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება;

ლ) მომხმარებლის უფლებების დაცვის და ელექტრონული კომერციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან/და კონსულტაციების გაწევა;

მ) მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება, დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი;

ო) მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა;

პ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა;

რ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, შესაბამის სფეროებში მოქმედი სამართლებრივი აქტებითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

ს) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.  (ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან ) ]

9​4. კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება;

ბ) კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება, მისი განხორციელების მართვა და პერიოდული განახლება; სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

გ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის დაგეგმვა, კოორდინაცია და ამ მიზნით კონკრეტული აქტივობების ორგანიზება; 

დ) პრესკონფერენციების, ინტერვიუების, ბრიფინგების, კონფერენციების, ოფიციალური მიღებებისა და სხვა სახის შეხვედრების ორგანიზება;

ე) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება;

ვ) სააგენტოს ბრენდინგის შემუშავება, სააგენტოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა;

ზ) პრესისა და მედიის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება;

თ) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება/განთავსება;

ი) სააგენტოში შემოსულ ზარებზე რეაგირება; დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება და ზარებზე რეაგირების (მომსახურების გაწევის) მონიტორინგი;

კ) სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სტანდარტის შემუშავება და მისი დაცვის მონიტორინგი;

ლ) სააგენტოში შემოსული ზარების მიხედვით აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით პასუხების ჩამოყალიბება;

მ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და (სამუშაო ან/და სასწავლო) ვიზიტების ორგანიზება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;

ო) საერთაშორისო ფორუმების, სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, მათში მონაწილეობის ორგანიზება და ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია;

პ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მათთან თანამშრომლობის დამყარება, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა;

ჟ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავება და ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვა/კოორდინაცია;

რ) დონორი ორგანიზაციების მიერ სააგენტოს მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ს) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი შიდა/საერთაშორისო პროექტების/სემინარების/კონფერენციების/ფორუმების და სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ტ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

უ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

9​5. სასწავლო კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრა/შემუშავება;

ბ) პროფესიული განვითარების, სასწავლო პროგრამების, ტრენინგების კონკრეტული მიმართულებების საჭიროებათა კვლევა, შედეგების ანალიზი და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთათვის პროფესიული განვითარების, სასწავლო პროგრამების, ტრენინგების ორგანიზება, მათი ხარისხის კონტროლი, ეფექტიანობის შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

დ) დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ე) გარე ტრენერების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეფასება და მათი შერჩევის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა;

ვ) სასწავლო პროგრამების, კურსებისა და ტრენინგების მასალების აღრიცხვა, მათი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა, თემატური დაარქივება და საინფორმაციო ბაზის მართვა;

ზ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევითი პროგრამების საჭიროების განსაზღვრა, მათი შემუშავება და განხორციელება;

თ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე კვლევების ორგანიზება, ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება და განხორციელება;

ი) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

10.  რეგიონული წარმომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე. რეგიონული წარმომადგენლების დეტალური ფუნქციები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

11. (ამოღებულია - 19.05.2022, №259).

12. (ამოღებულია - 19.05.2022, №259).

13. აუდიტორის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი;

ბ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი; შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის შედგენა და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან სამართალდარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია; რისკფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) სააგენტოს თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ვ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის;

ზ) რისკების მართვის პოლიტიკის სისტემის შემუშავება და სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

თ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

კ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; არსებული/მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი, მათზე შესაბამისი რეაგირება ან/და პრევენცია;

მ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 25  იანვრის  დადგენილება №37  – ვებგვერდი, 29.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის დადგენილება №259 – ვებგვერდი, 20.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სესხის აღება;

ბ) თავდებობა.

მუხლი 7. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ამზადებს და საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს წინა წელს გაწეული მუშაობის შესახებ. წლიური ანგარიში ასევე უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონული ფორმით.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის დადგენილება №278 – ვებგვერდი, 09.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №671 – ვებგვერდი, 11.11.2020წ.

მუხლი 8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. სააგენტო ვალდებულია:

ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც, სხვა საიდუმლოებებთან ერთად, შეიძლება, შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას, საბანკო საიდუმლოებას ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;

ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;

გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.

4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს.

3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.

4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია, აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №411 – ვებგვერდი, 18.10.2023წ.

მუხლი 10. სააგენტოს  რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №288, 14.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017908 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2320439-7/