,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაეცეს ვადით ან უვადოდ, სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სარგებლობის სხვა ფორმები) ან უსასყიდლოდ (უზუფრუქტი, თხოვება).
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით – უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობით, იჯარით, თხოვებითა და სხვა ფორმებით, რის გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
6. სახელმწიფო ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის ფორმები, ქირა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) უზუფრუქტით;
ბ) ქირავნობით;
გ) იჯარით;
დ) თხოვებით;
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაიცეს ვადიან ან უვადო სარგებლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების განთავსებისას არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. იგივე წესი ვრცელდება მათი საქმიანობისათვის საჭირო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის კონკურსის ან აუქციონის გარეშე უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
7. გადაწყვეტილებას, თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის რომელი ფორმით უნდა იქნეს სახელმწიფო ქონება გადაცემული, იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარდა ამ დებულებით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ამა თუ იმ ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.
4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
6. საკონკურსო პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის საფუძველია საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება ჯამში ყველაზე უკეთესი პირობების (მათ შორის, ქირის მაქსიმალური ფასის) შემოთავაზებით.
8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
9. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი ნივთი) უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია კონკურსის ან აუქციონის გარეშე უსასყიდლო ან სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ქონება გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ადგენს გადაცემის ვადასა და პირობებს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გადაცემულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება გადაიცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქირავნობის ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.
მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის ფორმით კონკურსის ან აუქციონის საწყისების გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
5. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.
6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
7. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი) თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია კონკურსის ან აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონება გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება.
მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის გამართვიდან 20 კალენდარულ დღეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება, მისამართი და ღირებულება;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადამცემისა და მიმღები პირის შესახებ;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის ოდენობა;
დ) გადაცემული შენობისა და ამ შენობის მიერ დაკავებული მიწის ფართობები;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებს, ვადებს.
6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.
7. სახელმწიფო ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეული ხარჯები იფარება სახელმწიფო ქონების მიმღები პირის მიერ.
მუხლი 9. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სარგებლობის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. სახელმწიფო ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლო გადაცემული ქონების ღირებულების თანხის 10 პროცენტი.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა დანახარჯები.
მუხლი 10. გარიგებათა ბათილად ცნობა
სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №218
2005 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311
3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364
4. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №205 - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1479
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №249 - სსმ III, №183, 25.12.2008წ., მუხ.1868
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება №147 - სსმ III, №56, 20.05.2010წ., მუხ.868
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემისას აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.
2. ეს დებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთათვისაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულია „სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
3. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით და სასყიდლით. სარგებლობის საწყის ფასს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი.
5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას გადაცემიდან 1 თვეში წარუდგენენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
6. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს შესთავაზებს ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, – ასევე აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
ბ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები – ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 3. აუქციონის ორგანიზება🔗
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი ასევე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს მოძრავი ნივთი გადაეცემა სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, იმ სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან რომლის ბალანსზეც ირიცხება მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთს სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონებას, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქონებისა, სარგებლობაში გადასცემს სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე.
4. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ქონება აუქციონის გარეშე სასყიდლით ან უსასყიდლოდ შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
5. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის გამართვის ვადას;
ე) ბეს, სავაჭრო ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. აუქციონის ჩატარების თარიღის ან ნებისმიერი სხვა გამოქვეყნებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აუქციონში მონაწილეებს. თუ აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა აღემატება ათს, მაშინ შეტყობინება უნდა განხორციელდეს იმ საშუალების გამოყენებით, რომლითაც მოხდა აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.
9. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 33. აუქციონში მონაწილეობის პირობები🔗
1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი იმართება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის მოწყობის დღის ჩათვლით და აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის რაოდენობას. განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე არის სხვა პირი;
ე) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას მოწყობილ აუქციონში, „ბე“ და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს“ დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობის შესახებ უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 34. აუქციონის გამართვის წესი🔗
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც იმართება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს აწყობს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის ოდენობასა და ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილისათვის, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერენ გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მას აუქციონის დასრულებიდან 10 დღეში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 4. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
მუხლი 5. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 6. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 7. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 71. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №205 - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1479
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №249 - სსმ III, №183, 25.12.2008წ., მუხ.1868
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 72. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №249 - სსმ III, №183, 25.12.2008წ., მუხ.1868
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი🔗
1. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა (ქონების გადამცემსა და ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.
3. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესს.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები;
გ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაეცეს ვადით ან უვადოდ, სასყიდლით (სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სარგებლობის სხვა ფორმები) ან უსასყიდლოდ (უზუფრუქტი, თხოვება).
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით – უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობით, იჯარით, თხოვებითა და სხვა ფორმებით, რის გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
5. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო-მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
6. სახელმწიფო ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი შესაბამის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის ფორმები, ქირა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) უზუფრუქტით;
ბ) ქირავნობით;
გ) იჯარით;
დ) თხოვებით;
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლებელია გადაიცეს ვადიან ან უვადო სარგებლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების განთავსებისას არ გამოიყენება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფორმები. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე. იგივე წესი ვრცელდება მათი საქმიანობისათვის საჭირო მოძრავ ნივთებთან დაკავშირებითაც. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის კონკურსის ან აუქციონის გარეშე უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
7. გადაწყვეტილებას, თუ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის რომელი ფორმით უნდა იქნეს სახელმწიფო ქონება გადაცემული, იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარდა ამ დებულებით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ამა თუ იმ ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.
3. ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსის ან აუქციონის ორგანიზებისას გამოიყენება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებისა და „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების“ შესაბამისი მოთხოვნები.
4. კონკურსში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის წესით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
6. საკონკურსო პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის საფუძველია საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება ჯამში ყველაზე უკეთესი პირობების (მათ შორის, ქირის მაქსიმალური ფასის) შემოთავაზებით.
8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ქირის ყველაზე მაღალ ოდენობას შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
9. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის კონკურსის თუ აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
მუხლი 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი ნივთი) უზუფრუქტის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე. უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია კონკურსის ან აუქციონის გარეშე უსასყიდლო ან სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ქონება გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ადგენს გადაცემის ვადასა და პირობებს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გადაცემულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხელშეკრულების დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება უზუფრუქტის შესახებ.
მუხლი 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შეიძლება გადაიცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქირავნობის ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. სახელმწიფო ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი ქირავნობის ფორმით გადაცემის შესახებ.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და დამქირავებელს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს მისი მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა, ქირის გადახდის პირობები, გამქირავებლისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობანი.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამქირავებელს არა აქვს უფლება დაქირავებული ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა).
7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში.
მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის ფორმით კონკურსის ან აუქციონის საწყისების გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მისი იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსა და მოიჯარეს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა.
5. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით.
6. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
7. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი) თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს კონკურსისა და აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგელობისათვის გადაცემას.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შესაძლებელია კონკურსის ან აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონება გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება.
მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის გამართვიდან 20 კალენდარულ დღეში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ან აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო კონკურსის ან აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება და ღირებულება;
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება, მისამართი და ღირებულება;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადამცემისა და მიმღები პირის შესახებ;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის რაოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს.
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის ოდენობა;
დ) გადაცემული შენობისა და ამ შენობის მიერ დაკავებული მიწის ფართობები;
ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ვ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის ან აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით ან აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებს, ვადებს.
6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.
7. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №41 - სსმ III, №31, 07.03.2007წ., მუხ.364
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №133, 09.09.2008წ., მუხ.1325
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 9. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა🔗
1. ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, აუქციონის ფორმით მიღებული ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სარგებლობის უფლებით მიღებული უძრავი ნივთის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, აუქციონის ფორმით გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისათვის.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის (ასეთის არსებობისას) შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5. თუ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს უფლება აქვს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი ბე არ უბრუნდება და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №171 - სსმ III, №122, 07.09.2006წ., მუხ.1632
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2311
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №159, 30.12.2009წ., მუხ.1944
მუხლი 11. გარდამავალი დებულება🔗
ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთაც ქონება აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება №147 - სსმ III, №56, 20.05.2010წ., მუხ.868
7. სახელმწიფო ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსაგან ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეული ხარჯები იფარება სახელმწიფო ქონების მიმღები პირის მიერ.
მუხლი 9. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სარგებლობის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
2. სახელმწიფო ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
3. ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლო გადაცემული ქონების ღირებულების თანხის 10 პროცენტი.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. სახელმწიფო ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა დანახარჯები.
მუხლი 10. გარიგებათა ბათილად ცნობა
სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე კონკურსის ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“?
- „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“ მიღებულია 03.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №218. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.050.10.003.000.352.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2010.
- სად არის „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”“, №218, 03.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.110.050.10.003.000.352 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2356/