საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (10)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.. |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დებულება |
|
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
|
მუხლი 3.
დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები |
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო |
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ. |
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
|
მუხლი 5.
დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები |
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ზ) მონიტორინგი დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მიზნით; თ) დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ი) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება; ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
მუხლი 6.
დეპარტამენტის დირექტორი |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 7.
დირექტორის მოადგილე/მოადგილეები |
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. |
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
|
მუხლი 8.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო); დ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); ე) უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 9.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო |
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას; ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას; დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე; ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას; ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის; თ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს; კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას; ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს; ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს; ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; პ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; რ) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს; ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას; ტ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზების მიზნით; ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის; ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას; ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას; ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს; ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს; შ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37). ჩ) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის ვიზირებას; ც) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე; ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში; წ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ჭ) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას; ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016 წ. |
მუხლი 10.
ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 11.
დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო) |
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს; ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას; ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას; ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას; ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას; ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს; კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს; ლ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით; ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას; ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს; პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას; ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას; რ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს; ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას; უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას; ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას; ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 12.
ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 13.
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება |
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; ბ) მონიტორინგის შედეგად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და უზრუნველყოფს სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას; გ) განიხილავს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; დ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №588
2014 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: + მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
+
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან..
|
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+ მუხლი 1. მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია🔗საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. |
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები🔗
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები🔗
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.+
მუხლი 4. დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო🔗
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი🔗
+
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
+ მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები🔗დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია: |
ა) ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება;
დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ი) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა;
კ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული, მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელება.
ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება;
+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
+
მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორი🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.+
მუხლი 7. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები🔗
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. 2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.+
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
+ მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები🔗დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: |
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო);
დ) საორგანიზაციო განყოფილება.
+
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო🔗
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო🔗
ა) მართავს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენის სისტემას;
გ) ახორციელებს დაკავებული პირის იდენტიფიცირებას;
ვ) მიმართავს შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არაიდენტიფიცირებადი უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
თ) დირექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც განახორციელებენ დროებითი განთავსების ცენტრიდან უცხოელის ტრანსპორტირებას/გადაყვანას;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრში მომუშავე მოსამსახურეებთან, ცენტრში განთავსებულ პირებთან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას;
მ) უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;
ნ) სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტებს;
ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად საქართველოს მიგრაციის პროფილის შემუშავებაში;
პ) ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინფორმირებას ქვეყანაში სამიგრაციო წესების შესახებ, უზრუნველყოფს ცხელი ხაზის მომსახურებას;
ჟ) ამზადებს გაძევების იძულებითი აღსრულების შესახებ დეტალურ ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორის სახელზე;
რ) განიხილავს გაძევების ან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს;
ტ) თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზებისა და სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისირებული პირის ჩართვის მიზნით;
უ) უზრუნველყოფს რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში მიღებული სატრანზიტო განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი საფუძვლების გამოკვლევასა და დადგენას;
ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შესაბამისი ბაზების შექმნასა და წარმოებას;
ღ) ამზადებს რეადმისიის განაცხადს და აგზავნის შესაბამის ქვეყანაში;
ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 10. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხოელთა გაძევების ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ვიზირებას;
ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანის თაობაზე;
გ) უზრუნველყოფს უცხოელის მიერ გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
დ) იცავს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში დეპარტამენტის დირექტორის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე;
ე) უზრუნველყოფს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის მომზადებასა და შემდგომ განვითარებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
ზ) ამზადებს შესაბამის დასკვნებს მიგრაციის დეპარტამენტში შემოსულ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;
ი) ახორციელებს კონტროლს უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების კანონიერების თაობაზე;
კ) საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ კონსულტაციას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელებს;
+
მუხლი 10. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.ლ) კონტროლს უწევს განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზებას და რეაგირებს შესაბამის დარღვევებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენტურ დანაყოფებს;
მ) განიხილავს ცენტრში განთავსებული უცხოელების მხრიდან წარდგენილ განცხადებებს/საჩივრებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 11. დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო)🔗
დროებითი განთავსების ცენტრი: ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების უსაფრთხოებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას, მასში განთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას და უცხოელის მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გაგზავნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ცენტრის ტერიტორიაზე;
ი) ახორციელებს ცენტრში განთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს;
ლ) იცავს სანიტარიულ ნორმებს;
მ) ახორვიელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;
ო) უზრუნველყოფს ვიზუალური მონიტორინგის სათვალთვალო და სიგნალიზაციის სისტემების გამართულ ფუნქციონირებას;
ჟ) უზრუნველყოფს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირებას/გადაყვანას;
რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;
+
მუხლი 12. საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება:
მუხლი 12. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს დაკავებულ უცხოელთან დაკავშირებით სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოებას;
გ) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებსა და განცხადებებს;
დ) აღრიცხავს დროებითი განთავსების ცენტრის ვიზიტორებს;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო-საინტეგრაციო პროგრამებს უცხოელთათვის;
+
მუხლი 13. უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება🔗
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის.
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №588
2014 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან..
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დებულება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.
+
მუხლი 4. დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ.
+
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
+
მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
დ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
დ2) ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
დ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
დ4) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
დ5) თავშესაფრის მაძიებლებისათვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ზ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი;
თ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ი) უცხოელის მიმღებ ცენტრში და დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;
ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
+
მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 7. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
+
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
+
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა1) ლტოლვილთა საკითხების სამმართველო;
ბ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო);
დ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
ე) უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას;
ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას;
დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე;
ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას;
ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის;
თ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815);
ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს;
კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;
ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს;
ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;
პ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815);
ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ჟ1) სამინისტროს სახელით მონაწილეობას იღებს „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
რ) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას;
ტ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზების მიზნით;
ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის;
ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას;
ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას;
ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს;
ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს;
შ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37).
ჩ) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის ვიზირებას;
ც) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;
წ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ჭ) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;
ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 91. ლტოლვილთა საკითხების სამმართველო
ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
ზ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა;
თ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
ი) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის/დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) არსებული თავშესაფრის პროცედურების შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 10. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 11. დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო)
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;
ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას;
გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას;
ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას;
ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს;
კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს;
ლ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815);
მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას;
ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას;
ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;
რ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს;
ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას;
უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 12. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 13. უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;
ბ) მონიტორინგის შედეგად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და უზრუნველყოფს სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას;
გ) განიხილავს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №588, 06.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016341 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2432928-3/