საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.. |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დებულება |
|
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1.
მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები |
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო |
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ. |
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
|
მუხლი 5.
დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები |
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
დ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ზ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
მუხლი 6.
დეპარტამენტის დირექტორი |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 7.
დირექტორის მოადგილე/მოადგილეები |
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. |
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
|
მუხლი 8.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ა1) ლტოლვილთა საკითხების სამმართველო; ბ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო); დ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); ე) უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
მუხლი 9.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო |
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას; ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას; დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე; ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას; ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის; თ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს; კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას; ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს; ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს; ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; პ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ჟ1) სამინისტროს სახელით მონაწილეობას იღებს „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს; რ) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს; ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას; ტ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზების მიზნით; ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის; ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას; ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას; ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს; ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს; შ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37). ჩ) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის ვიზირებას; ც) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე; ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში; წ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ჭ) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას; ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016 წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
მუხლი 91.
ლტოლვილთა საკითხების სამმართველო |
ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა; ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; გ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება; დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ვ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება; ზ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა; თ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად; ი) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა; კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის/დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) არსებული თავშესაფრის პროცედურების შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ნ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ო) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
მუხლი 10.
ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 11.
დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო) |
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს; ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას; ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას; ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას; ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას; ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს; კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს; ლ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით; ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას; ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს; პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას; ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას; რ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს; ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას; უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას; ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას; ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 12.
ამოღებულია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. |
მუხლი 13.
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება |
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს; ბ) მონიტორინგის შედეგად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და უზრუნველყოფს სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას; გ) განიხილავს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; დ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ. |
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისბრძანება №588
2014 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: + მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
+
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან..
|
|
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+ მუხლი 1. მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია🔗საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. |
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები🔗
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები🔗
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.+
მუხლი 4. დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო🔗
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ.+
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
+ მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები🔗დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; |
დ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
დ2) ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
დ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
დ4) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
დ5) თავშესაფრის მაძიებლებისათვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;ზ) მონიტორინგი დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მიზნით;
თ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ი) უცხოელის მიმღებ ცენტრში და დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;
თ) დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ი) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;
ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
+
მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორი🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.+
მუხლი 7. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები🔗
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. 2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.+
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
+ მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები🔗დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; |
ა1) ლტოლვილთა საკითხების სამმართველო;
+
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო🔗
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო: ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას; ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას; დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე; ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას; ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის; თ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს; კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას; ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე; მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს; ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს; ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; პ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;ჟ1) სამინისტროს სახელით მონაწილეობას იღებს „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის; ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას; ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას; ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს; ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს; შ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37). ჩ) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის ვიზირებას; ც) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე; ძ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში; წ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ჭ) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ხ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას; ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016 წ.+
მუხლი 91. ლტოლვილთა საკითხების სამმართველო🔗
ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ფუნქციებია:ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
ზ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა;
თ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
ი) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის/დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) არსებული თავშესაფრის პროცედურების შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 10. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.+
მუხლი 11. დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო)🔗
დროებითი განთავსების ცენტრი: ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას; ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას; ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას; ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს; კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს; ლ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815); მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით; ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას; ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს; პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას;ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;
რ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37); ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს; ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას; უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას; ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას; ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.+
მუხლი 12. ამოღებულია🔗
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.+
მუხლი 13. უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება🔗
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;
გ) განიხილავს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №588
2014 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან..
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიგრაციის დეპარტამენტის დებულება
+
თავი I
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.
+
მუხლი 4. დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ.
+
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
+
მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
დ1) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
დ2) ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;
დ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
დ4) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
დ5) თავშესაფრის მაძიებლებისათვის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი;
დ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება;
დ2) საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ3) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და აღნიშნულ მონაცემთა ბაზის მართვა;
დ4) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
დ5) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ე) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ზ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი;
თ) მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ1) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისთვის , თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
ი) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;
ი1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში ესკორტირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
+
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
+
მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან;
ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის;
თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 7. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს.
3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
+
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა
+
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
ა1) ლტოლვილთა საკითხების სამმართველო;
ა1) საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო;
ბ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო);
დ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
ე) უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება;
ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
+
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისსამმართველო🔗
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო🔗
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირების ელექტრონულ სისტემას;
ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
გ) ახორციელებს დაკავებული/მოთავსებული პირის იდენტიფიცირებას;
დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე;
ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას;
ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოში მყოფ უცხოელთათვის;
თ) (ამოღებულია - 21.10.2014, №815);
ი) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დროებითი განთავსების ცენტრის მოსამსახურეებსა და მასში მოთავსებულ პირებთან არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრებს;
კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;
ნ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს;
ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;
პ) (ამოღებულია - 21.10.2014, №815);
ჟ) უზრუნველყოფს მიგრაციის სფეროში ჩართული უწყებებიდან მიგრაციის რისკების შესახებ ანგარიშების, ინფორმაციისა და მონაცემების გამოთხოვას, მათ საფუძველზე მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი პროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ჟ1) სამინისტროს სახელით მონაწილეობას იღებს „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
რ) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების შესახებ საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას;
ტ) საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზების მიზნით;
ტ1) სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჩართვის მიზნით უზრუნველყოფს საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
უ) უზრუნველყოფს რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის მიღებას, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნას შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და საკონსულო დაწესებულებისთვის;
ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მონაცემთა ბაზის მართვას;
ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას;
ღ) უზრუნველყოფს საქართველოდან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ რეადმისიის ან/და ტრანზიტის განაცხადის შევსებას და წარუდგენს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს;
ყ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს;
შ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37).
ჩ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ც) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ძ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
წ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ჭ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ხ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ჯ) (ამოღებულია - 01.05.2019, №38);
ჰ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
+
მუხლი 91. ლტოლვილთა საკითხების სამმართველო🔗
ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს ფუნქციებია:ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;
დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
ვ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
ზ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა;
თ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
ი) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის/დეპარტამენტის დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) არსებული თავშესაფრის პროცედურების შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ანალიზი, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სხვადასხვა პროგრამებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 91. საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო
საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას , თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფას;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სტატუსის დადგენის გასაუბრების მომზადებასა და ჩატარებას;
გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე დასკვნის მომზადებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი პროცედურის ჩატარებასა და დასკვნის მომზადებას;
ვ) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ასევე ინფორმაციის პერიოდულ განახლებასა და მონაცემთა ბაზის წარმოებას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლ (ებ)ისთვის მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფასა და განთავსებას, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტასა და გასახლებას;
თ) უზრუნველყოფს თავშესაფრის საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და რეკომენდაციების შემუშავებას არსებული თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. არსებული თავშესაფრის პროცედურის შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოფს თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ი) უზრუნველყოფს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
კ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით ახორციელებს საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება/შემუშავებას;
ლ) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
+
მუხლი 10. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 11. დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო)
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს;
ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;
ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას;
გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას და მასში მოთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას;
ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას;
ი) ახორციელებს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს;
კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს;
ლ) (ამოღებულია - 21.10.2014, N815);
მ) ახორციელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის ან/და გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას;
ო) უზრუნველყოფს ვიდეომონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ჟ) უზრუნველყოფს უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანას/ესკორტირებას;
ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;
რ) (ამოღებულია - 13.03.2018, №37);
ს) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს;
ტ) უზრუნველყოფს ცენტრში მოთავსებულ უცხოელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას, აგრეთვე ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას;
უ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებას;
ფ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;
ქ) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 12. ამოღებულია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
+
მუხლი 13. უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება
უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილება:
ა) ახორციელებს მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებულ უცხოელთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროს დისციპლინური წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგენს დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;
ბ) მონიტორინგის შედეგად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აყენებს დეპარტამენტის მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს და უზრუნველყოფს სამინისტროს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას;
გ) განიხილავს მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მოთავსებული უცხოელის განცხადებას/საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
დ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 14. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობას სასამართლოში;
დ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №588, 06.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016341 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2432928-4/