საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №588 |
|
2014 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტების და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის „რ-ღ“ ქვეპუნქტები და მე-11 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.. |
|
მუხლი 1.
მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები |
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
|
მუხლი 3.
დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები |
დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პირის პატივისა და ღირსების, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო |
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, ასევე განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები |
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; დ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ვ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ზ) მონიტორინგი დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მიზნით; თ) დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ი) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; კ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული, მის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელება.
|
მუხლი 6.
დეპარტამენტის დირექტორი |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს შესაბამის პირს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისთვის იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფებთან; ზ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განხილვისათვის; თ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ლ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 7.
დირექტორის მოადგილე/მოადგილეები |
1. დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ერთიან სისტემაში შემავალ საკურატორო სტრუქტურულ ერთეულებს. 3. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას. |
მუხლი 8.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; გ) დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო); დ) საორგანიზაციო განყოფილება. |
მუხლი 9.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო |
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო:
ა) მართავს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენის სისტემას; ბ) გადასცემს ინფორმაციას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების/ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) ახორციელებს დაკავებული პირის იდენტიფიცირებას; დ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათგან გამოითხოვს ინფორმაციას თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე; ე) ახორციელებს შესაბამის გადამყვან კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას; ვ) მიმართავს შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არაიდენტიფიცირებადი უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემისა და გაუქმების თაობაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას; თ) დირექტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს იმ მოსამსახურეებს, რომლებიც განახორციელებენ დროებითი განთავსების ცენტრიდან უცხოელის ტრანსპორტირებას/გადაყვანას; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრში მომუშავე მოსამსახურეებთან, ცენტრში განთავსებულ პირებთან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე შესაბამისი უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას; კ) მოიპოვებს ინფორმაციას საინფორმაციო ბაზებში გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას; ლ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით გადაამოწმებს ინფორმაციას შესაბამის დაწესებულებებში ან მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე; მ) უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს; ნ) სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტებს; ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად საქართველოს მიგრაციის პროფილის შემუშავებაში; პ) ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინფორმირებას ქვეყანაში სამიგრაციო წესების შესახებ, უზრუნველყოფს ცხელი ხაზის მომსახურებას; ჟ) ამზადებს გაძევების იძულებითი აღსრულების შესახებ დეტალურ ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორის სახელზე; რ) განიხილავს გაძევების ან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტებს; ს) ორგანიზებას უწევს იძულებით გაძევებას; ტ) თანამშრომლობს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებთან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ორგანიზებისა და სარეინტეგრაციო პროგრამებში რეადმისირებული პირის ჩართვის მიზნით; უ) უზრუნველყოფს რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში მიღებული სატრანზიტო განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი საფუძვლების გამოკვლევასა და დადგენას; ფ) ახორციელებს საქართველოში რეადმისიით დაბრუნებული პირების ვინაობის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შესაბამისი ბაზების შექმნასა და წარმოებას; ქ) უზრუნველყოფს შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში რეადმისიით დაბრუნებული პირის რეადმისიის განაცხადის წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებას; ღ) ამზადებს რეადმისიის განაცხადს და აგზავნის შესაბამის ქვეყანაში; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 10.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო |
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) ახორციელებს უცხოელთა გაძევების ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ვიზირებას; ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანის თაობაზე; გ) უზრუნველყოფს უცხოელის მიერ გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობას; დ) იცავს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში დეპარტამენტის დირექტორის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე; ე) უზრუნველყოფს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის მომზადებასა და შემდგომ განვითარებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით; ზ) ამზადებს შესაბამის დასკვნებს მიგრაციის დეპარტამენტში შემოსულ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე; თ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას; ი) ახორციელებს კონტროლს უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების კანონიერების თაობაზე; კ) საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ კონსულტაციას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელებს; ლ) კონტროლს უწევს განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზებას და რეაგირებს შესაბამის დარღვევებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენტურ დანაყოფებს; მ) განიხილავს ცენტრში განთავსებული უცხოელების მხრიდან წარდგენილ განცხადებებს/საჩივრებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 11.
დროებითი განთავსების ცენტრი (სამმართველო) |
დროებითი განთავსების ცენტრი:
ა) ახორციელებს ცენტრის შიდა პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებს; ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს ვიზიტორების გაცილებას შეხვედრების ოთახში და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მათ ვიზუალურ კონტროლს; დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების უსაფრთხოებას; ე) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრში მოქმედი რეჟიმის დაცვას, მასში განთავსებულ უცხოელებზე მეთვალყურეობას და უცხოელის მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას; ვ) უზრუნველყოფს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გაგზავნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ცენტრის ტერიტორიაზე; თ) გეგმავს და ახორციელებს უცხოელის მიერ ცენტრში ყოფნის დროს შესრულებული აქტივობების შინაგანაწესთან შესაბამისობის შემოწმებას; ი) ახორციელებს ცენტრში განთავსებულ უცხოელთა თავისუფალ სივრცეში გასეირნების ორგანიზებასა და მონიტორინგს; კ) უზრუნველყოფს უცხოელთა მიერ მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა მოწყობილობის, ტექნიკისა და პირადი გამოყენების ნივთების შესაბამისი მოხმარების მონიტორინგს; ლ) იცავს სანიტარიულ ნორმებს; მ) ახორვიელებს რეაგირებას ცენტრში წესრიგის დარღვევის, ქონების დაზიანებისა და განადგურების, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების მცდელობის შემთხვევებთან დაკავშირებით; ნ) ახორციელებს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების ზედამხედველობას; ო) უზრუნველყოფს ვიზუალური მონიტორინგის სათვალთვალო და სიგნალიზაციის სისტემების გამართულ ფუნქციონირებას; პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირებას/გადაყვანას; რ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 12.
საორგანიზაციო განყოფილება |
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას; ბ) უზრუნველყოფს დაკავებულ უცხოელთან დაკავშირებით სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოებას; გ) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებსა და განცხადებებს; დ) აღრიცხავს დროებითი განთავსების ცენტრის ვიზიტორებს; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს საგანმანათლებლო-საინტეგრაციო პროგრამებს უცხოელთათვის; ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის.
|
+
ბრძანება №588
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
+
+
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
+
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
+
+
მუხლი 1. მიგრაციის დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
+
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებები, წინამდებარე დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
+
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები
+
მუხლი 4. დეპარტამენტის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო
11. დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №815 - ვებგვერდი, 23.10.2014 წ.
+
+
მუხლი 5. დეპარტამენტის საქმიანობა და ამოცანები
ა) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა და ამ მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილის, მათ შორის, კაფეს, რესტორნის, სწრაფი კვების ობიექტის, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასტუმროს ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილის შემოწმება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება;
დ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ფოტოსურათის გადაღება, აგრეთვე მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება;
ზ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ მონაცემთა დამუშავება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
ი) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
კ) გაძევების პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, იდენტიფიცირების, გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურის განხორციელების და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება;
მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან მინიჭებაზე უარის თქმასთან, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება;
ნ) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და აღნიშნულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ო) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
პ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა/მონიტორინგი;
ჟ) დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
რ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარება გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება;
ტ) დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
უ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისთვის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და განსაზღვრულ ვადაში თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენებით გასახლება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ფ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების წარმოება, დამუშავება და ანალიზი;
ღ) დეპარტამენტის მოსამსახურეების, დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრებში მოთავსებული პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება, ასევე, დეპარტამენტში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვება;
ყ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, ასევე, ამ ინფორმაციის პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;
შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და შესაბამის დასკვნების მომზადება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანება №337 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 მარტის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 21.08.2018წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 01.05.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 24.06.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 22.12.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 2 მარტის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 05.03.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №44 - ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 04.09.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 5 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
+
მუხლი 6. დეპარტამენტის დირექტორი
+
მუხლი 7. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
+
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №44 - ვებგვერდი, 04.08.2021წ.
+
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო;
ბ) სტატუსის დადგენის სამმართველო;
გ) ადმინისტრაცია (სამმართველო);
დ) დროებითი განთავსების სამმართველო;
ე) ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო;
ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო;
ზ) იურიდიული სამმართველო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო
1. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო;
ბ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ საქართველოს სამმართველო.
2. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო:
ა) განიხილავს გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
გ) საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამოწმებს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილს, მათ შორის, კაფეს, რესტორანს, სწრაფი კვების ობიექტს, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასტუმროს ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის გადამოწმების ან მისი სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, ამოწმებს უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილს ან სხვა კერძო საკუთრებას/მფლობელობას;
ე) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებას;
ვ) იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, აკავებს უცხოელს და საჭიროების შემთხვევაში ასევე ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვს გაძევებასთან და რეადმისიის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
კ) საინფორმაციო ბაზებში მოიპოვებს ინფორმაციას გაძევებას დაქვემდებარებული პირის შესახებ და ამოწმებს შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობას;
ლ) ამუშავებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ მონაცემს და ახორციელებს შესაბამისი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი დანაყოფის მეშვეობით ახდენს ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის დაწესებულება(ებ)ში ან პირის საცხოვრებელ ადგილზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისათვის ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა იურიდიულ პირებთან;
პ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმართავს შესაბამის უწყებას უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და გაუქმების თაობაზე;
ჟ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;
რ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
ს) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;
უ) ახორციელებს გაძევების პროცედურის ანალიზს, მათ შორის, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის, იდენტიფიცირების, გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურის განხორციელებისა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლს, აგრეთვე ახდენს არსებული გამოწვევებისა და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;
ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 5 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 10. სტატუსის დადგენის სამმართველო
1. სტატუსის დადგენის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილება;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილება.
2. სტატუსის დადგენის სამმართველო:
ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვას, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე ანკეტირებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს გასაუბრების მომზადებასა და ჩატარებას;
გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
დ) ახორციელებს შესაბამის პროცედურებს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე ან დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნას;
ე) ამუშავებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემს და ახორციელებს აღნიშნულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;
ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის/გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზებაში;
ი) მონაწილეობს საერთაშორისო დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებასა და შემუშავებაში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;
ლ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;
მ) ახორციელებს თავშესაფრის პროცედურის ანალიზს, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლს, აგრეთვე ახდენს არსებული გამოწვევების და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებასა და შეიმუშავებს შესაბამისი რეკომენდაციებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 11. ადმინისტრაცია (სამმართველო)
1. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია:
ა) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;
გ) სამედიცინო მომსახურების განყოფილება.
2. ადმინისტრაცია (სამმართველო):
ა) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ბ) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში (საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მსურველ) უცხოელთა ვიზიტების განრიგის შედგენას;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას, ასევე დეპარტამენტის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას და ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებას;
დ) აღრიცხავს და აანალიზებს დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ვ) აორგანიზებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომით ანაზღაურებასთან, აგრეთვე, სადაზღვევო, სატელეფონო და სხვა მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ზ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ტრანსპორტირებას;
თ) უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებისა და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელებისათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მყოფ პირთათვის;
ი) აკონტროლებს დროებითი განთავსების ცენტრსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების არსებობას და მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს;
კ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას 24 საათის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მოთავსებული უცხოელის ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის, აგრეთვე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
მ) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ნ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 12. დროებითი განთავსების სამმართველო
1. დროებითი განთავსების სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) დროებითი განთავსების ცენტრი (განყოფილება);
ბ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი (განყოფილება).
2. დროებითი განთავსების სამმართველო:
ა) მართავს დროებითი განთავსებისა ცენტრს და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს და უზრუნველყოფს მათ გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსების ცენტრისა და მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას;
გ) ახორციელებს რეაგირებას დროებითი განთავსების ცენტრსა და მიმღები ცენტრში წესრიგის დარღვევაზე, ქონების დაზიანებასა და განადგურებაზე, ასევე ცენტრის უნებართვოდ დატოვების, უფლებამოსილი პირისგან მიმალვის, გაქცევის ან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევებზე;
დ) (ამოღებულია - 26.08.2025, №79);
ე) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ე1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოდან გაძევების მიზნით, ახორციელებს უცხოელის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას, ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ე2) კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ე3) ახორციელებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირებას;
ე4) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის, მათ შორის, დროებითი განთავსების ცენტრისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ანალიზს, არსებული გამოწვევების და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას, აგრეთვე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) უზრუნველყოფს დროებითი განთავსებისა და მიმღებ ცენტრებში მყოფ პირთა მიერ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების ხელშეწყობას;
ზ) იღებს დროებითი განთავსებისა და მიმღებ ცენტრებში მყოფ პირთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებლისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას და მის განთავსებას, ასევე, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტის და გასახლების თაობაზე გადაწყვეტილების ინიცირებას, მათ შორის, განსაზღვრულ ვადაში მიმღები ცენტრის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის შემთხვევაში, პროპორციული ძალის გამოყენებით მის გასახლებას;
ი) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 04.09.2024წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 5 მარტის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო
ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, დამუშავებასა და ანალიზს;
ბ) მიგრაციის სფეროში არსებული მონაცემების საფუძველზე ამზადებს უკანონო მიგრაციის თაობაზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ დოკუმენტს;
გ) სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;
დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის, მათ შორის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტებისა და განხორციელებული საქმიანობის ხარისხის შეფასებას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს თავშესაფრის პროცედურაში ან საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების გამოვლენისა და გაძევების საკითხის შესწავლის პროცედურებში ჩართული უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, სახელმძღვანელოების, სასწავლო მოდულებისა და საკონტროლო კითხვარების შექმნას;
ვ) უზრუნველყოფს თავშესაფრის და გაძევების საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის და დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლას, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული თავშესაფრის ან/და გაძევების სისტემის გაუმჯობესების მიზნით;
ზ) ახდენს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე შემუშავებულ დოკუმენტებზე სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებას;
თ) ახორციელებს დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრებში მყოფ და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ამზადებს დასკვნას და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს;
ი) დეპარტამენტის მოსამსახურის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში განიხილავს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტ(ებ)ს, ამზადებს დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოს ინფორმირებას;
კ) ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების, დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრების შიდა და გარე მეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ასევე დეპარტამენტში განთავსებული ვიდეომონიტორინგის სისტემით ვიდეოკამერებით გადაღებულ მასალაზე რეალურ დროში დაკვირვებას, დეპარტამენტის მოსამსახურეების, მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ლ) განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს, ასევე, დროებითი განთავსების ან თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრში მყოფი ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას ან/და საჩივარს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
მ) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს;
ნ) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 14. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო:
ა) ახორციელებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ასევე ამ ინფორმაციის პერიოდულ განახლებასა და მონაცემთა ბაზის წარმოებას;
ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
+
მუხლი 15. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველო:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობას სასამართლოში;
გ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
დ) უზრუნველყოფს თავშესაფრის და გაძევების საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, ახდენს არსებული გამოწვევების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, აგრეთვე შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო წესების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №79 - ვებგვერდი, 27.08.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №588. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.034.016341.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 14 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №588, 06.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016341 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2432928/