ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
1
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
+
მუხლი 2
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთების სახეობების მიხედვით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
დ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%;
ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშბაზე – საპრიზო ფონდის – 10%.
+
მუხლი 3
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
+
მუხლი 4
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის კოდში.
+
მუხლი 5
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №18, 21.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016164 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2471278-1/